პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და "ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს" - დიდი გაუგებრობა ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში": ვინ ვის "კლანშია" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარტიაში?
"არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და "ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს" - დიდი გაუგებრობა ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში": ვინ ვის "კლანშია" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარტიაში?

ორად გა­ყო­ფილ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მე­ლი­ას ფრთას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა დღი­თი დღე მწვავ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თე­ბი პარ­ტი­ას დაშ­ლა­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. არ­სე­ბობს კი­თხვა, და­იშ­ლე­ბა თუ არა ენმ და რო­გორ და­ლაგ­დე­ბი­ან შიდა კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე, თუმ­ცა მსხვილ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ცხად­ყოფს იმას, რომ ენმ-ს ორ ფრთას შო­რის კონ­სენ­სუ­სი თით­ქმის მი­უღ­წე­ვა­დია.

ცოტა ხნის წინ, ენმ-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა "ვი­ვა­მე­დი­დან“ მისი პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის შე­სა­ხებ ამ­ცნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პარ­ტი­ას ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ მო­უ­წო­და. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის აღ­სრუ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, მა­ნამ­დე კი აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვად რჩე­ბა, რა გზას და­ად­გე­ბა ძვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე - ნიკა მე­ლია, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩა პარ­ტი­ა­ში. რო­გორც თა­ვად მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ის პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს.

“ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის” და­ტო­ვე­ბა ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა­ნაც მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. არი­ან თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი. ერ­თმა ჩემ­მა სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ თქვა, რომ ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე მყავს, მაგ­რამ თა­ნა­მებ­რძო­ლი ბევ­რი არაო. მაგ­რამ მე ვხე­დავ, რომ სი­მარ­თლეს ჰყავს ბევ­რი თა­ნა­მებ­რძო­ლი და თა­ნა­მო­აზ­რე“ – თქვა ნიკა მე­ლი­ამ "ტვ პირ­ველ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სან­დო წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" გვე­უბ­ნე­ბა, რომ 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მე­ლი­ას არ ჩას­ვა­მენ, მან რა­ღაც ახა­ლი უნდა შექ­მნას, ან ენმ-ს შიგ­ნი­დან და­ან­გრევს და სა­თა­ვე­ში მოვა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი ხა­ნია, რაც ამ ორ დაჯ­გუ­ფე­ბას შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ­სე­ბობს. აშ­კა­რაა, რომ მი­შას სიმ­პა­ტი­ე­ბი ვა­ნოს მხა­რეს არ იყო. გახ­სოვთ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცი­ხი­დან როცა გა­მო­ვი­და, დას­ვე­ნე­ბა ურ­ჩია, ანუ პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ისე წა­ვი­და და ისე­თი რე­ა­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რომ ვა­ნომ შეძ­ლო ხა­ბე­იშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში აღე­ბა. რო­დე­საც გვა­რა­მია გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან, რად­გან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ვერ "ქა­ჩავს", იყო მო­საზ­რე­ბა, რომ მას ხაბე კი არ ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა, მაგ­რამ ენმ-ს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი ის გამ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ მო­აგ­ვა­რეს და საქ­მე­ში ჩარ­თეს გი­ორ­გი ვა­შა­ძე - გვა­რა­მია ვა­შა­ძით ჩა­ა­ნაც­ვლეს, ნიკა რომ არ მი­სუ­ლი­ყო. ვა­შა­ძე ენმ-ში არა­ფერს შეც­ვლის, უბ­რა­ლოდ, არის მცდე­ლო­ბა, რომ 2024-ში ისევ ბი­ძი­ნა და „ოც­ნე­ბა“დარ­ჩეს, რა­შიც მათ ვა­ნოს ფრთა უწყობს ხელს. ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­შის ნა­წი­ლი. ზოგს აუ­ჩე­მე­ბია, ვანო ცი­ხე­ში 7 წელი ხომ იჯ­დაო. ენმ-ში არის მო­საზ­რე­ბა, რომ ვანო კი იჯდა, მაგ­რამ ალ­ბათ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლი­სას და­უ­ყე­ნეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, ჩვენ­ზე თუ არ იმუ­შა­ვებ, 7 წელს კი­დევ და­გი­მა­ტებ­თო.

მიშა ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას ხე­დავს, მას, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­და. თუ გახ­სოვთ, ენმ-ში რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი რომ და­ნიშ­ნეს, მან მა­ში­ნაც შე­მოთ­ვა­ლა ცი­ხი­დან - „რა დროს ეგ არი­სო“ (არ­ჩევ­ნე­ბიო), მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა ასე­თია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­ნოს ფრთამ აიღო ხელ­ში სა­და­ვე­ე­ბი. მიშა ვი­ნა­ი­დან ცი­ხე­შია, იძუ­ლე­ბუ­ლია ბა­ლან­სი არ და­არ­ღვი­ოს, მან ნა­ცი­ო­ნა­ლებს ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ მო­უ­წო­და. ვანო და კე­ზე­რა ერ­თია, მაგ­რამ მი­შას­თვის მთა­ვა­რია მათ უკან მდგო­მი ნა­ცაქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც ბევ­რია რო­გორც ხა­ბეს, ისე მე­ლი­ას მხა­რეს. მიშა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ამომ­რჩევ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. ახლა ისაა სა­ინ­ტე­რე­სო, რა ნა­ბიჯს გა­დად­გამს მე­ლია. 2016 წლის პო­ლი­ტი­კუ­რი სქიზ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, როცა ენმ-ს ბო­კე­რია და ჯგუ­ფი გა­მო­ე­ყო, ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ ან­ტი­მი­შას ველ­ზე და კი ხე­დავთ მათ რე­ი­ტინგს. მე­ლია ამას არა­სო­დეს იზამს, პი­რი­ქით, ის მთლი­ა­ნად მი­შას ველ­ზე რჩე­ბა. ფაქ­ტია, რომ მე­ლი­ას 2024 წელს სი­ა­ში არ ჩა­წე­რენ, მან ახა­ლი რა­ღა­ცის შექ­მნა უნდა შეძ­ლოს, ან შიგ­ნი­დან და­ან­გრევს ენმ-ს. კონ­კრე­ტუ­ლად რას იზამს, არ ვიცი...

სხვა­თა შო­რის, ინ­ტერ­ნეტ­ში უკვე და­ი­დო ენმ-ს ლი­დე­რებ­ზე მა­სა­ლე­ბი, მაგ. ბოტ­კო­ველ­ზე, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს დიდ დი­ღომ­ში რომ შე­უ­ძე­ნია ვილა, დი­ღომ­ში - სახ­ლი, ზღვის­პი­რეთ­ში - აგა­რა­კი და ა.შ. მას პირ­და­პირ სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან ამო­ნა­წე­რი ამო­უ­ღეს და და­უ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ეს კამ­პა­ნია გაგ­რძელ­დეს და სხვა ლი­დე­რებ­ზეც ანა­ლო­გი­უ­რი ვი­ხი­ლოთ. თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი მე­ლი­ას კი­თხვას უტ­რი­ა­ლე­ბენ, ადრე რა­ტომ იყა­ვი ჩუ­მა­დო და ამა­ში არის ლო­გი­კაც, მაგ­რამ მას პა­სუ­ხი აქვს, ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ ცუ­დად მო­იქ­ცნენ და ახლა ნა­ხოს ხალ­ხმა, ვინ ვი­ნა­აო. ვფიქ­რობ, ეს პრო­ცე­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად ბი­ძი­ნას აწყობს. ქარ­თველ­თა 80% არ არის რუ­სე­თის მომ­ხრე, ეს იცის ბი­ძი­ნამ და ამი­ტო­მაც ცდი­ლობს მო­ა­სუფ­თა­ოს ოპო­ზი­ცი­უ­რი ველი და თა­ვი­სი სა­ტე­ლი­ტე­ბით შე­ავ­სოს, თო­რემ 2024 -ში და­ინ­გრე­ვა „ოც­ნე­ბა“. ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ეს პრო­ცე­სი იყოს გა­წე­ლი­ლი და რთუ­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყვე­ლა ხე­დავს, რომ პარ­ტი­ა­ში კონ­სენ­სუ­სი შე­უძ­ლე­ბე­ლია (არა და, კარ­გი იქ­ნე­ბო­და) და თუ ეს პრო­ცე­სი გაღ­რმავ­და, მო­ი­ტანს იმას, რაც 90-იან წლებ­ში ედპ-ს და­ე­მარ­თა - ის სუ­პერ­პარ­ტია იყო, მაგ­რამ ჯერ შუ­ა­ზე გა­ი­ყო და მერე და­ი­შა­ლა. ენმ-ს ასე­თი და­სას­რუ­ლი ქო­ცე­ბის და ბი­ძი­ნას ინ­ტე­რეს­შია. ნა­ცე­ბი რომ არ ჰყავ­დეს, ქო­ცებს სა­პირ­წო­ნე არ ჰყავთ.

ვერც "ლელო" და ვერც გა­ხა­რია ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იქ­ნე­ბა მათი მთლი­ა­ნი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, "ოც­ნე­ბის“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა მი­შის­ტი ამომ­რჩე­ვე­ლი. ის ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, ვი­საც თავ­ში ჭკუა აქვს, აღი­ა­რე­ბენ, რომ იყო გა­დაც­დო­მე­ბი, შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ იყო არ­ნა­ხუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაც, რაც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს სჭირ­დე­ბა. ეს ფაქ­ტია და მე­ლი­ას ფლანგს ეს აქვს დღეს და­ჭე­რი­ლი - ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბი 2012-ში იმი­ტომ წა­ვა­გეთ, რომ იყო ვანო, კე­ზე­რა და ახ­ლა­ი­ე­ბი, და არა იმი­ტომ, რომ იყო გან­ვი­თა­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა შევ­ძლოთ, ესე­ნი მო­ვი­შო­როთ, დავ­ტო­ვოთ მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა და ამით და­ვე­ლა­პა­რა­კოთ ხალ­ხსო. და­ახ­ლო­ე­ბით ეს პრო­ცე­სია ენმ-ში. ფაქ­ტია ერთი, რომ პარ­ტია თუ გა­ი­ყო­ფა, მე­ლია მი­შის­ტე­ბის ფლანგზე დარ­ჩე­ნას შე­ეც­დე­ბა, ან ეც­დე­ბა შიგ­ნი­დან ამო­ა­ყი­რა­ოს სი­ტუ­ა­ცია და მო­ვი­დეს სა­თა­ვე­ში. რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს ამას, მალე ვნა­ხავთ“ - ამ­ბობს წყა­რო "ამ­ბე­ბი.გე"-სთან.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))))))))))
1

მოკლედ , რა სახეები და რა იდეები! გული გაგინათდება კაცს!“

ბაბაი
2

მგონი ბიძო გიხდის ფულს. სანამ შენ იქნები პოლიტიკაში, ზუსტად იმდენ ხანს იქნება ქოცებიც პოლიტიკაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და "ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს" - დიდი გაუგებრობა ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში": ვინ ვის "კლანშია" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარტიაში?

"არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და "ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს" - დიდი გაუგებრობა ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში": ვინ ვის "კლანშია" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარტიაში?

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში“ მერაბიშვილისა და მელიას ფრთას შორის დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება. ზოგიერთები პარტიას დაშლასაც უწინასწარმეტყველებენ. არსებობს კითხვა, დაიშლება თუ არა ენმ და როგორ დალაგდებიან შიდა კონფლიქტის ფონზე, თუმცა მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ ენმ-ს ორ ფრთას შორის კონსენსუსი თითქმის მიუღწევადია.

ცოტა ხნის წინ, ენმ-ს დამფუძნებელმა ექსპრეზიდენტმა "ვივამედიდან“ მისი პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შესახებ ამცნო საზოგადოებას და პარტიას ერთიანობისკენ მოუწოდა. რამდენად შესაძლებელია ამის აღსრულება, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი აქტუალურ კითხვად რჩება, რა გზას დაადგება ძველი თავმჯდომარე - ნიკა მელია, რომელიც, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩა პარტიაში. როგორც თავად მელიამ განაცხადა, ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.

“ნაციონალურ მოძრაობის” დატოვება ჩემზე არ არის დამოკიდებული. ათასობით ადამიანია, რომელთანაც მაქვს ვალდებულება. არიან თანამებრძოლები, თანამოაზრეები. ერთმა ჩემმა საპატივცემულო ადამიანმა რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ ბევრი თანამოაზრე მყავს, მაგრამ თანამებრძოლი ბევრი არაო. მაგრამ მე ვხედავ, რომ სიმართლეს ჰყავს ბევრი თანამებრძოლი და თანამოაზრე“ – თქვა ნიკა მელიამ "ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან" გვეუბნება, რომ 2024 წლის საარჩევნო სიაში მელიას არ ჩასვამენ, მან რაღაც ახალი უნდა შექმნას, ან ენმ-ს შიგნიდან დაანგრევს და სათავეში მოვა.

"მოგეხსენებათ, დიდი ხანია, რაც ამ ორ დაჯგუფებას შორის წინააღმდეგობა არსებობს. აშკარაა, რომ მიშას სიმპატიები ვანოს მხარეს არ იყო. გახსოვთ მისი განცხადებები ვანოსთან დაკავშირებით, ციხიდან როცა გამოვიდა, დასვენება ურჩია, ანუ პოლიტიკიდან ჩამოშორება, თუმცა პოლიტიკური პროცესი ისე წავიდა და ისეთი რეალობა აღმოჩნდა, რომ ვანომ შეძლო ხაბეიშვილის მეშვეობით სადავეების ხელში აღება. როდესაც გვარამია გამოვიდა ციხიდან, რადგან ხაბეიშვილი ვერ "ქაჩავს", იყო მოსაზრება, რომ მას ხაბე კი არ ჩაენაცვლებინა, მაგრამ ენმ-ს პოლიტიკური ლიდერი ის გამხდარიყო, ამიტომ სასწრაფოდ მოაგვარეს და საქმეში ჩართეს გიორგი ვაშაძე - გვარამია ვაშაძით ჩაანაცვლეს, ნიკა რომ არ მისულიყო. ვაშაძე ენმ-ში არაფერს შეცვლის, უბრალოდ, არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და „ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაშის ნაწილი. ზოგს აუჩემებია, ვანო ციხეში 7 წელი ხომ იჯდაო. ენმ-ში არის მოსაზრება, რომ ვანო კი იჯდა, მაგრამ ალბათ ციხიდან გამოსვლისას დაუყენეს ალტერნატივა, ჩვენზე თუ არ იმუშავებ, 7 წელს კიდევ დაგიმატებთო.

მიშა ობიექტურ რეალობას ხედავს, მას, რა თქმა უნდა, თავისი პოზიციები ჰქონდა. თუ გახსოვთ, ენმ-ში რიგგარეშე არჩევნები რომ დანიშნეს, მან მაშინაც შემოთვალა ციხიდან - „რა დროს ეგ არისო“ (არჩევნებიო), მაგრამ ობიექტური რეალობა ასეთია, რომ ჯერჯერობით ვანოს ფრთამ აიღო ხელში სადავეები. მიშა ვინაიდან ციხეშია, იძულებულია ბალანსი არ დაარღვიოს, მან ნაციონალებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ვანო და კეზერა ერთია, მაგრამ მიშასთვის მთავარია მათ უკან მდგომი ნაცაქტივი, რომელიც ბევრია როგორც ხაბეს, ისე მელიას მხარეს. მიშა ორიენტირებულია ამომრჩევლის შენარჩუნებაზე. ახლა ისაა საინტერესო, რა ნაბიჯს გადადგამს მელია. 2016 წლის პოლიტიკური სქიზმისგან განსხვავებით, როცა ენმ-ს ბოკერია და ჯგუფი გამოეყო, ისინი გადავიდნენ ანტიმიშას ველზე და კი ხედავთ მათ რეიტინგს. მელია ამას არასოდეს იზამს, პირიქით, ის მთლიანად მიშას ველზე რჩება. ფაქტია, რომ მელიას 2024 წელს სიაში არ ჩაწერენ, მან ახალი რაღაცის შექმნა უნდა შეძლოს, ან შიგნიდან დაანგრევს ენმ-ს. კონკრეტულად რას იზამს, არ ვიცი...

სხვათა შორის, ინტერნეტში უკვე დაიდო ენმ-ს ლიდერებზე მასალები, მაგ. ბოტკოველზე, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს დიდ დიღომში რომ შეუძენია ვილა, დიღომში - სახლი, ზღვისპირეთში - აგარაკი და ა.შ. მას პირდაპირ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ამოუღეს და დაუდეს. შეიძლება ეს კამპანია გაგრძელდეს და სხვა ლიდერებზეც ანალოგიური ვიხილოთ. თანაპარტიელები მელიას კითხვას უტრიალებენ, ადრე რატომ იყავი ჩუმადო და ამაში არის ლოგიკაც, მაგრამ მას პასუხი აქვს, ერთიანობის შენარჩუნებას ვცდილობდი, მაგრამ ცუდად მოიქცნენ და ახლა ნახოს ხალხმა, ვინ ვინააო. ვფიქრობ, ეს პროცესი ყველაზე მეტად ბიძინას აწყობს. ქართველთა 80% არ არის რუსეთის მომხრე, ეს იცის ბიძინამ და ამიტომაც ცდილობს მოასუფთაოს ოპოზიციური ველი და თავისი სატელიტებით შეავსოს, თორემ 2024 -ში დაინგრევა „ოცნება“. ის მაქსიმალურად ცდილობს, ეს პროცესი იყოს გაწელილი და რთული. "ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ხედავს, რომ პარტიაში კონსენსუსი შეუძლებელია (არა და, კარგი იქნებოდა) და თუ ეს პროცესი გაღრმავდა, მოიტანს იმას, რაც 90-იან წლებში ედპ-ს დაემართა - ის სუპერპარტია იყო, მაგრამ ჯერ შუაზე გაიყო და მერე დაიშალა. ენმ-ს ასეთი დასასრული ქოცების და ბიძინას ინტერესშია. ნაცები რომ არ ჰყავდეს, ქოცებს საპირწონე არ ჰყავთ.

ვერც "ლელო" და ვერც გახარია ჯერჯერობით ვერ იქნება მათი მთლიანი ალტერნატივა, "ოცნების“ ალტერნატივაა მიშისტი ამომრჩეველი. ის ნაციონალები, ვისაც თავში ჭკუა აქვს, აღიარებენ, რომ იყო გადაცდომები, შეცდომები, მაგრამ იყო არნახული განვითარებაც, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება. ეს ფაქტია და მელიას ფლანგს ეს აქვს დღეს დაჭერილი - ჩვენ არჩევნები 2012-ში იმიტომ წავაგეთ, რომ იყო ვანო, კეზერა და ახლაიები, და არა იმიტომ, რომ იყო განვითარება. აქედან გამომდინარე, უნდა შევძლოთ, ესენი მოვიშოროთ, დავტოვოთ მხოლოდ განვითარება და ამით დაველაპარაკოთ ხალხსო. დაახლოებით ეს პროცესია ენმ-ში. ფაქტია ერთი, რომ პარტია თუ გაიყოფა, მელია მიშისტების ფლანგზე დარჩენას შეეცდება, ან ეცდება შიგნიდან ამოაყირაოს სიტუაცია და მოვიდეს სათავეში. როგორ მოახერხებს ამას, მალე ვნახავთ“ - ამბობს წყარო "ამბები.გე"-სთან.