მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი დააყენეს გზის გადასწვრივ და მოახდინეს მისი ლიკვიდაცია" - პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს (ვიდეო)
"უმწეო მდგომარეობაში მყოფი დააყენეს გზის გადასწვრივ და მოახდინეს მისი ლიკვიდაცია" - პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 10 პი­რის მი­მართ და­ი­წყო, და­კა­ვე­ბუ­ლია 8 პირი, ხოლო 2 პი­რის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2020 წლის 19 ნო­ემ­ბერს საქ­მე­ზე - „შა­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის, კერ­ძოდ - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის რო­გორც პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ასე­ვე არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მტკი­ცე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ როინ შა­ვა­ძის სიკ­ვდი­ლი, და­კა­ვე­ბი­სას მისი გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად სა­ჭი­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გი იყო, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს.

ამ­დე­ნად სა­სა­მარ­თლომ როინ შა­ვა­ძის მი­მართ ლე­ტა­ლუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია არ გა­ი­ზი­ა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­კის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ზე ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2008 წლის 15 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი როინ შა­ვა­ძის ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­წავ­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან თით­ქოს არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი უცხო ქვეყ­ნის „სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

მე­ო­რე დღეს­ვე, 16 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­ხუ­თე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ბა­ზა­ზე მი­ვი­და, სა­დაც როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და და ბრი­გა­დის მე­თა­ურს შო­რი­დან მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბა მოს­თხო­ვა.

მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა როინ შა­ვა­ძის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ი­გი­ნა მისი მი­სა­მარ­თით და და­ი­მუქ­რა, რომ სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯი­და. იმა­ვე დღეს „კუდ“-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

როინ შა­ვა­ძემ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის მარ­ცხე­ნა მხრის და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ასე­ვე არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა ნაჭ­დე­ვე­ბის და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით. სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ერთ - ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მო­ა­თავ­სეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდა­რის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე, ვი­ნა­ი­დან ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და დღის სა­ა­თებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას.ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შემ­დეგ, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, როინ შა­ვა­ძე მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით ქო­ბუ­ლე­თი-ქა­ქუ­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

  • ბა­თუ­მის გა­სას­ვლელ­თან მათ და­მა­ტე­ბით სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის სხვა წევ­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ. ქო­ბუ­ლე­თის და გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ა­ყე­ნეს სა­ვა­ლი გზის გა­დას­წვრივ, ქარ­სა­ცა­ვი ხე­ე­ბის ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ და კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მო­ახ­დი­ნეს მისი ლიკ­ვი­და­ცია.

სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, როინ შა­ვა­ძეს სხე­ულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გარ­და ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი­სა, გარ­დაც­ვლილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც მას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მათ შო­რის: მარ­ცხე­ნა მხრის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, მარ­ცხე­ნა ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა; ცხვი­რის, თვალ­ბუ­დის და შუბ­ლის მი­და­მო­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ნაჭ­დე­ვე­ბის და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით. ნი­კა­პის და კის­რის არე­ში ნას­კდო­მი ჭრი­ლო­ბე­ბი; ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა; მარ­ცხე­ნა მტევ­ნის მე-2 და მე-3 თი­თის ფა­ლან­გე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა.

გარ­და ამი­სა, როინ შა­ვა­ძეს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრგვა­ლი ფორ­მის თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის კვლე­ბი, რო­მე­ლიც მი­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო სხე­ულ­ზე ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად; ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბო­და მრგვა­ლი ფორ­მის თერ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლი­ყო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ლუ­ლით სხე­ულ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად;როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ნიღ­ბად, კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ყალ­ბი ვერ­სია, კერ­ძოდ:უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფორ­მა­ლურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად, როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დგომ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში შედ­გა ყალ­ბი და­კა­ვე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, სა­დაც მი­ე­თი­თა, რომ თით­ქოს­და როინ შა­ვა­ძეს და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს და რე­ა­ლუ­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე თა­ვად და­კა­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა მი­ი­ტა­ნეს.ამა­ვე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ქ. თბი­ლის­ში.

მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში, როინ შა­ვა­ძემ თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით მო­ი­თხო­ვა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა, რის შემ­დგო­მაც მო­ა­ხერ­ხა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რის­თვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა, გას­რო­ლა მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით და გაქ­ცე­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შექ­მნეს ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ როინ შა­ვა­ძეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რის მარ­თლზო­მი­ერ ლიკ­ვი­და­ცი­ას დამ­სგავ­სე­ბო­და.

კერ­ძოდ "მა­კა­რო­ვის“ ტი­პის პის­ტო­ლე­ტი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლეს მა­თი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­ნიშ­ნუ­ლი პის­ტო­ლე­ტი როინ შა­ვა­ძის ცხე­დარ­თან ახ­ლოს მო­ა­თავ­სეს. ამის შემ­დგომ, სპეც­რაზ­მე­ლებ­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცეს ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი.ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­დას­ტურ­და, რომ თბი­ლი­სის­კენ მი­თი­თე­ბუ­ლი მარ­შრუ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­მა­რი კონ­ფლიქ­ტის გამო, 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს სა­მან­ქა­ნო მა­გის­ტრა­ლი გა­და­კე­ტი­ლი იყო, ამა­ვე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ქ. თბი­ლის­ში, რისი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობ­და და ვი­თომ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის პი­რა­დი და­ვა­ლე­ბით გა­დაჰ­ყავ­დათ, რაც ადას­ტუ­რებს, რომ როინ შა­ვა­ძის და­კა­ვე­ბის ად­გი­ლი­დან ტრან­სპორ­ტი­რე­ბის მი­ზანს თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა არ წარ­მო­ად­გენ­და.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტურ­და, რომ ცე­მის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის, კერ­ძოდ მარ­ცხე­ნა მხრის და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბის ფონ­ზე, როინ შა­ვა­ძის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბის­თვის ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, მათ შო­რის სწრა­ფი გა­და­ად­გი­ლე­ბა ან/და გაქ­ცე­ვა.ამ­დე­ნად უტყუ­ა­რად გა­ბა­თილ­და ყალ­ბი ვერ­სია, თით­ქოს როინ შა­ვა­ძის ლიკ­ვი­და­ცია მისი გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამას­თა­ნა­ვე, დად­გინ­და, რომ როინ შა­ვა­ძის სხვა ქვეყ­ნის „სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არც იმ­ჟა­მად და არც შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძი­ე­ბაც კი არ და­წყე­ბუ­ლა და როინ შა­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მხო­ლოდ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 260-ე მუხ­ლით და­ი­წყეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეჭვი არც მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­დას­ტურ­და.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის წო­დე­ბით.

2005-2006 წლებ­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯა­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რა დრო­საც სა­მა­გა­ლი­თო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის და­ჯილ­დოვ­და მედ­ლით. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით, 2007 წელს როინ შა­ვა­ძეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ე­ცხა­და მად­ლო­ბა.

როინ შა­ვა­ძეს ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში.ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), სსკ-ის 147-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) და სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით ან ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით) და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა), სსკ-ის 147-ე (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა) და სსკ-ის 333-ე (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა) მუხ­ლე­ბით. ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
3

არაა ძნელი მისახვედრი რომ, შავაძეს ჰქონდა ინფორმაცია მიშას მთავრობის ღალატზე და კაცი მოიშორეს!..კიდევ რამდენი მოიშორეს ასე და ეს სატანისტები ისევ მოსაბრუნებლად იბრძვიან! წყეულიმც უნდა იყოს ყველა ამის ჩამდენი და მათი ტაშის დამკვრელები!...შორს თქვენი ბინძური ხელები და ტვინი ჩვენი ქვეყნისგან!

თავადი ₾ევანი
5

სად ხართ მედია? სად ხართ თავისუფალი სიტყვის გადამრჩემელობო ? სად ხართ მაგარო ჟურნალისტებო ? ნოდარიკო, სანაია, ინგა ,კვესიტაძე და კიდევ რამდენი უვიცი.... სად არის ტვ პირველი? სადაა ფორმულა ან გვარამიას მთავარი ? სად ხართ ? ტყუილია? ფარსია? მიუძღვენით გადაცემა ამ საზარელ ქმედებას .ჟურნალისტურ გამოძიებას რომ ატარებს ჭორიკანა მელაძე სადაა? ღირსია ის თქვენი ბელადი სადაც არის და როგორც არიას . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უმწეო მდგომარეობაში მყოფი დააყენეს გზის გადასწვრივ და მოახდინეს მისი ლიკვიდაცია" - პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს (ვიდეო)

"უმწეო მდგომარეობაში მყოფი დააყენეს გზის გადასწვრივ და მოახდინეს მისი ლიკვიდაცია" - პროკურატურა როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე უმძიმეს დეტალებს ასაჯაროებს (ვიდეო)

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა.

მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა. იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

მომხდარის თვითმხილველი გახდა ათეულობით მოქალაქე, ვინაიდან ინციდენტი მოხდა დღის საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

  • ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული.

მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა.

გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად;როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ:უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში.

მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა.

კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისისკენ მითითებული მარშრუტით დაკავებულის ეტაპირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტის გამო, 2008 წლის 16 აგვისტოს სამანქანო მაგისტრალი გადაკეტილი იყო, ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში, რისი სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა და ვითომდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პირადი დავალებით გადაჰყავდათ, რაც ადასტურებს, რომ როინ შავაძის დაკავების ადგილიდან ტრანსპორტირების მიზანს თბილისში გადაყვანა არ წარმოადგენდა.

გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცემის შედეგად მიყენებული მძიმე დაზიანებების, კერძოდ მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ფონზე, როინ შავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სწრაფი გადაადგილება ან/და გაქცევა.ამდენად უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა.

ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით.

2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა.

როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო. საქართველოს პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: