საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდა - "ეს შემოთავაზება მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას"
ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდა - "ეს შემოთავაზება მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას"

ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იქით­კენ, რომ ქვე­ყა­ნამ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს. ამავდრო­უ­ლად, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა არის გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნი­სათ­ვის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“, - ამის შე­სა­ხებ ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვან­მა, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მე­სა­მე სა­კი­თხი, რა­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იმუ­შა­ვებს, არის უკ­რა­ი­ნას­თან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

"მად­ლო­ბა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ვი­ღე იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც დღეს ქვეყ­ნის წი­ნა­შე დგას. მეც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ დღეს პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბა“ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას. რა თქმა უნდა, ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­მელ­საც წინ ეღო­ბე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ რე­ჟი­მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა უკვე 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რა თქმა უნდა, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბა არის მთა­ვა­რი წი­ნა­ღო­ბა დღეს იმ გზა­ზე, რა­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში. ამი­ტომ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იქით­კენ, რომ ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ამავდრო­უ­ლად პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა არის გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნა ქვეყ­ნი­სათ­ვის და ამ პარ­ტი­ი­სათ­ვის. მე­სა­მე სა­კი­თხი ეს არის უკ­რა­ი­ნას­თან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბა. ეს უნდა იყოს ქვეყ­ნის ძა­ლი­ან სწო­რი, გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა ამ თვალ­საზ­რი­სით, იმი­ტომ რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ლი­დე­რი და გამ­წე­ვი ძალა იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სწრა­ფი ინ­ტეგ­რა­ცია მოხ­დეს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში. ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი. და­ვა­მა­ტებ, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" რი­გებ­ში იყო. მან პარ­ტია 2021 წელს და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაჰა
1

"ახალი სისხლია" ნაცებში, ველი უპირო გივია თარგამაძესაც

niko
0

რა დონის გახდა ნაცმო ჭიაბერაშვილის იმედად რომ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდა - "ეს შემოთავაზება მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას"

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდა - "ეს შემოთავაზება მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას"

ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისათვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ ახლად დანიშნულმა "ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე საკითხი, რაზეც "ნაციონალური მოძრაობა“ იმუშავებს, არის უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება.

"მადლობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც ბუნებრივია, მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. მეც გავიმეორებ, რომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ფოკუსირებულია სამ მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც წინ ეღობება „ქართული ოცნება“, ეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში და განსაკუთრებით, ამ რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა უკვე 11 წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა დღეს იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს დაბრუნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისათვის და ამ პარტიისათვის. მესამე საკითხი ეს არის უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. ეს უნდა იყოს ქვეყნის ძალიან სწორი, გააზრებული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ქვეყნის ლიდერი და გამწევი ძალა იმისათვის, რომ საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამიტომ ამ მიმართულებითაც იქნება ჩვენი ძალისხმევა მიმართული. დავამატებ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ფაქტორი ამ თვალსაზრისითაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ევროპული საქართველოს" რიგებში იყო. მან პარტია 2021 წელს დატოვა.