სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 წელია სცენაზე არ მითამაშია... შემოთავაზება რომ მივიღე, ავფორიაქდი, გადაწყვეტილების მიღება იყო სტრესული" - რას ამბობს ანა ტყებუჩავა თეატრში დაბრუნებაზე და ვის უმადლის მსახიობობას?
"12 წელია სცენაზე არ მითამაშია... შემოთავაზება რომ მივიღე, ავფორიაქდი, გადაწყვეტილების მიღება იყო სტრესული" - რას ამბობს ანა ტყებუჩავა თეატრში დაბრუნებაზე და ვის უმადლის მსახიობობას?

"12 წე­ლია, სცე­ნა­ზე არ მი­თა­მა­შია. ჩემს გულს, გო­ნე­ბას, ჩემს სულს თურ­მე არა­ფე­რი და­ვი­წყნია", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა. ემო­ცი­უ­რად რო­გო­რი იყო დაბ­რუ­ნე­ბა თე­ატ­რში, ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უდი­დეს ძა­ლას აძ­ლე­ვენ, ვინ არის მის­თვის ნინა ("ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"), შე­უქ­მნი­ათ თუ არა ბა­რი­ე­რე­ბი და რო­გო­რია მისი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- თქვენ­თან წარ­მა­ტე­ბა მარ­ტი­ვად მო­ვი­და?

- არ­სე­ბო­ბენ იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა­ში, პრო­ფე­სი­ა­ში ხში­რად უმარ­თლებთ. მე ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მის შე­დე­გად მი­მარ­თლებს. შრო­მა კი ნამ­დვი­ლად არ მე­ზა­რე­ბა, ოღონდ იმ საქ­მის კე­თე­ბა, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და მსი­ა­მოვ­ნებს, ხოლო რაც არ მიყ­ვარს, იმ საქ­მის კე­თე­ბა მან­გრევს, ასე­თი რა­ღა­ცე­ბის არ­კე­თე­ბა ვის­წავ­ლე.

- რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პრო­ფე­სი­ა­ში? ალ­ბათ, იყო შიში, სირ­თუ­ლე, იმე­დი... რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შო­რი­დან ძა­ლი­ან გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია, ამ დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად შენი პრო­ფე­სი­ი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფას­დე­ბა. სა­წყის ეტაპ­ზე იმის თქმა, რომ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია, ძა­ლი­ან რთუ­ლია. სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბით უნდა და­ი­წყო, უნდა იყო ძა­ლი­ან თა­მა­მი, მაგ­რამ არა - უზ­რდე­ლი, გამ­ბე­და­ო­ბა უნდა სა­ჯა­როდ რა­ღა­ცე­ბის კარ­გად (თუ ცუ­დად) კე­თე­ბას; უნდა იცო­დე, რომ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცო­ტა­ჯერ გა­მო­გი­ვი­დეს ის, რაც ჩა­ი­ფიქ­რე, მაგ­რამ ასე­თია ეს პრო­ფე­სია, ემო­ცი­უ­რია.

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­ღე­ბას რომ ვი­წყებ­დით, ში­შის მო­მენ­ტი არ მქო­ნია. ვი­ცო­დი, ვინ აკე­თებ­და, რას აკე­თებ­და, თან ძა­ლი­ან დიდ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ­დი, თა­ვა­დაც საქ­მეს მო­წყუ­რე­ბუ­ლი და მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. გან­წყო­ბაც ისე­თი გვქონ­და, რომ უნდა გვე­კე­თე­ბი­ნა ჩვე­ნი საქ­მე კარ­გად. არა­ვის არა­ფერს ვუმ­ტკი­ცებ­დით და დღემ­დე ასე გრძელ­დე­ბა. ვთვლი, რომ ადა­მი­ა­ნებს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის არ უნდა გვე­ში­ნო­დეს.

- რო­გორ რე­ა­გი­რებ­დით სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე? გთრგუ­ნავ­დათ, გაძ­ლი­ე­რებ­დათ, გზრდი­დათ თუ...

- ამ გზა­ზე იმ­დე­ნი გუ­ლის­ტკე­ნა გხვდე­ბა ადა­მი­ანს, იმ­დენ­ჯერ მოკ­ვდე­ბი და აღ­დგე­ბი, ისეთ ჯო­ჯო­ხეთს გა­მო­ივ­ლი, რომ... რო­გორც სპექ­ტაკლში თა­მა­ში­სას, ასე­ვე გა­და­ღე­ბის დროს ძა­ლი­ან მა­ღალ ემო­ცი­ებ­თან გაქვს საქ­მე. არ ფიქ­რობ, რომ რა­ღა­ცე­ბი არ­სე­ბობს და ეს შენ შე­გე­ხე­ბა; არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც შენი სჯე­რა და ამ დროს ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ერ­თოდ არა­ფე­რიც არ გა­მო­გი­ვი­დეს, იმე­დი გა­უც­რუო, ვი­ღა­ცამ აქ­ტი­უ­რო­ბით გა­და­გი­ა­როს. ამ პრო­ფე­სი­ა­ში ალ­ბათ ჩემი მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ გა­და­მარ­ჩი­ნა.

- უკან ბევ­რჯერ და­გი­ხე­ვი­ათ? ხე­ლის ჩაქ­ნე­ვის მო­მენ­ტი გქო­ნი­ათ?

- რო­გორ არ მქო­ნია.

- ამ დროს ვინ იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მხარ­ში გედგნენ და მო­ტი­ვა­ცი­ას, სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას გაძ­ლევ­დნენ?

- მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი. როცა ვამ­ბობ­დი, - მორ­ჩა, ამის­გან არა­ფე­რი არ გა­მო­ვა-მეთ­ქი, მა­ჩე­რებ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ახლა სხვა ტალ­ღა­ზე ხარ, შენ მეტი შე­გიძ­ლია, მსგავს ფიქ­რებს რა­ტომ უშ­ვე­ბო? ჩემს ჯგუ­ფელ ნეს­ტან ჩარ­კვი­ანს ისე­თი ფრა­ზე­ბი უთ­ქვამს, შემ­დე­გი მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა რომ შე­უც­ვლია. როცა ხე­დავ, ვი­ღაც შენ­ში ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, ეს უდი­დე­სი ძა­ლის მომ­ცე­მია. მა­ში­კო ბოჯ­გუა არის ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, მან უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თა­მუ­ნა პეტ­რი­აშ­ვი­ლი და ნინი ჩან­თა­ძე არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სახ­ლი­დან ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლი გა­მო­სუ­ლი უკან მი­მაბ­რუ­ნეს. მა­შინ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი­დან მი­რე­კავ­დნენ და უარ­ზე ვი­ყა­ვი. მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, მიბ­რუნ­დი და ტე­ლე­ფონს უპა­სუ­ხეო (მა­შინ სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნებ­ზე რე­კავ­დნენ).

არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა. ახ­ლა­ხან გორ­ში სპექ­ტაკ­ლი მქონ­და. მე­უღ­ლემ მი­თხრა: - ანა, შენ სცე­ნა­ზე თა­მა­ში იმ­დე­ნად გინ­დო­და, ჩვენ შენი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლებთ, წადი და საქ­მეს მი­ხე­დეო. პრე­მი­ე­რის წინა 10 დღე გორ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. მა­ნამ­დე ჩემს შვილს ვე­უბ­ნე­ბო­დი, - დედა, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის არ მე­ში­ნია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და, ჩემს თავ­ში კი­დევ ერთხელ ვი­პო­ვო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სცე­ნა­ზე სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იპო­ვოს-მეთ­ქი. ბავ­შვმა მი­თხრა: - დე, რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობ? იქ­ნებ თა­ვი­დან­ვე ტაში და­გიკ­რა­ნო. ეს სი­ტყვე­ბი იმ­დე­ნად ალა­ლად მი­თხრა, დავ­ფიქ­რდი, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ასეც მომ­ხდა­რი­ყო, ცუდ­ზე რა­ტომ ვფიქ­რობ­დი? მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი ოჯა­ხის, მშობ­ლე­ბის, ძმის. მარ­ტი­ვი არ არის გყავ­დეს ოჯა­ხის წევ­რი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ითა­მა­შოს თა­მამ სცე­ნა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა შენ­თვის ცო­ტა­თი მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ ძა­ლი­ან სწო­რად მო­აზ­როვ­ნე ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე, გა­მი­მარ­თლა. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გა­უ­ბე­და­ვი და მში­შა­რა ვარ. იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა დროს მი­თხრეს, ახლა შებ­რუნ­დი და შენი საქ­მე გა­ა­კე­თეო, მათ შექ­მნეს ჩემი კა­რი­ე­რა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ მე, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ვე­რას­დროს შევ­დგე­ბო­დი. პრო­ფე­სი­უ­ლი ან­ბა­ნი და რა­ღა­ცე­ბის სწო­რად და­ლა­გე­ბა ანა­ტო­ლი ლო­ბოვ­მა მას­წავ­ლა.

- თქვენ­თვის ბა­რი­ე­რე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად თუ შე­უქ­მნი­ათ?

- ალ­ბათ იყო ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, წლე­ბის წინ, სულ რომ არ ვე­ლო­დი და ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, იმ გა­რე­მო­ში შე­ვე­ჩე­ხე ფაქტს, რო­მელ­მაც გული მატ­კი­ნა; ის ადა­მი­ა­ნე­ბი გულ­თან მყავ­დნენ და არ ვე­ლო­დი. ამის მერე რა­ღა­ცე­ბი უკვე და­ვუშ­ვი და ამ დაშ­ვე­ბა­მაც გული მატ­კი­ნა. სა­ხე­ლე­ბის უფრო თა­მა­მად დარ­ქმე­ვაც ვის­წავ­ლე. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ შრო­მა უფრო გა­და­მარ­ჩენს, ვიდ­რე პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ამი­ტომ სულ ვცდი­ლობ, ჩემი საქ­მე ვა­კე­თო. ამ პრო­ფე­სი­ა­ში ხში­რად არის გუ­ლის­ტკე­ნა, სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლიც არის.

- პრო­ფე­სი­უ­ლი აღ­მაფ­რე­ნის მო­მენ­ტი ხში­რად გან­გიც­დი­ათ?

- ეს გან­ცდა ცოტა ხნით არის ხოლ­მე, მაგ­რამ მთა­ვა­რია, არის. ახლა გორ­ში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე რომ დავ­დი­ო­დი, ვამ­ბობ­დი, ბედ­ნი­ე­რი ვარ-მეთ­ქი. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­და და ძა­ლი­ან კარ­გი იყო. რო­გორც წესი, ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა ხომ იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლეა, ვერ ჩა­ე­ჭი­დე­ბი, ახლა კი ბედ­ნი­ე­რე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი ვი­ყა­ვი, სა­ო­ცა­რი დღე­ე­ბი მქონ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც გიყ­ვარს, კარგ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად აკე­თებ. ამი­ტომ მიყ­ვარს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", აქ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შექ­მნი­ლი კარ­გი "ოჯა­ხია".

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სპექ­ტაკლში არ გი­თა­მა­ში­ათ. სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა რო­გო­რი იყო?

- 12 წე­ლია არ მი­თა­მა­შია და ჩემს გულს, გო­ნე­ბას, ჩემს სულს თურ­მე არა­ფე­რი და­ვი­წყნია, ამას სა­ერ­თოდ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე. მი­თხრა, 15 წუთ­ში და­გი­რე­კა­ვო. 15 წუთ­ში არ და­მირ­ე­კო-მეთ­ქი, ძა­ლი­ან ავ­ფო­რი­აქ­დი, სა­ჭეს­თან ვი­ყა­ვი, ჯა­რი­მა მი­ვი­ღე (იცი­ნის). სა­უ­ბა­რია სპექ­ტაკლზე ალ­ბერ კა­მი­უს "გა­უ­გებ­რო­ბა", გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იყო სტრე­სუ­ლი. სა­კუ­თარ თავს უამ­რავ შე­კი­თხვას ვუს­ვამ­დი: შევ­ძლებ­დი ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას? შე­ვას­რუ­ლებ­დი, რაც ჩემ­გან უნ­დო­დათ? იმა­ზე, რაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს, ყო­ველ­თვის ნერ­ვი­უ­ლობ და მე ეს საქ­მე მარ­თლა მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, გა­დავ­რჩი: რე­ცენ­ზი­ე­ბი, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, ვინც ამ საქ­მე­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რია, კარ­გი იყო. ის როლი, რო­მე­ლიც შე­ვას­რუ­ლე, არის ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თა­ვად კა­მიუ არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ახლა სპექ­ტაკ­ლი და­ი­წყებს თა­ვის ცხოვ­რე­ბას და მე, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ძა­ლი­ან გა­ვიზ­რდე­ბი, ეს პრო­ცე­სი მომ­წონს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ეკა
4

წარმატებები ანის, ნიჭიერი და შრომისმოყვარე გოგოა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"12 წელია სცენაზე არ მითამაშია... შემოთავაზება რომ მივიღე, ავფორიაქდი, გადაწყვეტილების მიღება იყო სტრესული" - რას ამბობს ანა ტყებუჩავა თეატრში დაბრუნებაზე და ვის უმადლის მსახიობობას?

"12 წელია სცენაზე არ მითამაშია... შემოთავაზება რომ მივიღე, ავფორიაქდი, გადაწყვეტილების მიღება იყო სტრესული" - რას ამბობს ანა ტყებუჩავა თეატრში დაბრუნებაზე და ვის უმადლის მსახიობობას?

"12 წელია, სცენაზე არ მითამაშია. ჩემს გულს, გონებას, ჩემს სულს თურმე არაფერი დავიწყნია", - ამბობს მსახიობი ანა ტყებუჩავა. ემოციურად როგორი იყო დაბრუნება თეატრში, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც უდიდეს ძალას აძლევენ, ვინ არის მისთვის ნინა ("ჩემი ცოლის დაქალები"), შეუქმნიათ თუ არა ბარიერები და როგორია მისი წარმატების ფორმულა? - ამ ყველაფერზე ანა ტყებუჩავა თავად გვესაუბრა.

- თქვენთან წარმატება მარტივად მოვიდა?

- არსებობენ იღბლიანი ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში, პროფესიაში ხშირად უმართლებთ. მე ძალიან ბევრი შრომის შედეგად მიმართლებს. შრომა კი ნამდვილად არ მეზარება, ოღონდ იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარს და მსიამოვნებს, ხოლო რაც არ მიყვარს, იმ საქმის კეთება მანგრევს, ასეთი რაღაცების არკეთება ვისწავლე.

- როგორი იყო პირველი ნაბიჯები პროფესიაში? ალბათ, იყო შიში, სირთულე, იმედი... როგორ გაიხსენებთ?

- პირველი ნაბიჯები შორიდან ძალიან გულისამაჩუყებელია, ამ დროს ყველაზე მეტად შენი პროფესიისადმი დამოკიდებულება ფასდება. საწყის ეტაპზე იმის თქმა, რომ ნიჭიერი მსახიობია, ძალიან რთულია. სწორი ნაბიჯებით უნდა დაიწყო, უნდა იყო ძალიან თამამი, მაგრამ არა - უზრდელი, გამბედაობა უნდა საჯაროდ რაღაცების კარგად (თუ ცუდად) კეთებას; უნდა იცოდე, რომ შეიძლება ძალიან ცოტაჯერ გამოგივიდეს ის, რაც ჩაიფიქრე, მაგრამ ასეთია ეს პროფესია, ემოციურია.

"ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებას რომ ვიწყებდით, შიშის მომენტი არ მქონია. ვიცოდი, ვინ აკეთებდა, რას აკეთებდა, თან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, თავადაც საქმეს მოწყურებული და მონატრებული ვიყავი. განწყობაც ისეთი გვქონდა, რომ უნდა გვეკეთებინა ჩვენი საქმე კარგად. არავის არაფერს ვუმტკიცებდით და დღემდე ასე გრძელდება. ვთვლი, რომ ადამიანებს შეცდომების დაშვების არ უნდა გვეშინოდეს.

- როგორ რეაგირებდით საკუთარ შეცდომებზე? გთრგუნავდათ, გაძლიერებდათ, გზრდიდათ თუ...

- ამ გზაზე იმდენი გულისტკენა გხვდება ადამიანს, იმდენჯერ მოკვდები და აღდგები, ისეთ ჯოჯოხეთს გამოივლი, რომ... როგორც სპექტაკლში თამაშისას, ასევე გადაღების დროს ძალიან მაღალ ემოციებთან გაქვს საქმე. არ ფიქრობ, რომ რაღაცები არსებობს და ეს შენ შეგეხება; არიან ადამიანები, ვისაც შენი სჯერა და ამ დროს ადვილი შესაძლებელია, საერთოდ არაფერიც არ გამოგივიდეს, იმედი გაუცრუო, ვიღაცამ აქტიურობით გადაგიაროს. ამ პროფესიაში ალბათ ჩემი მისდამი დამოკიდებულებამ და შრომისმოყვარეობამ გადამარჩინა.

- უკან ბევრჯერ დაგიხევიათ? ხელის ჩაქნევის მომენტი გქონიათ?

- როგორ არ მქონია.

- ამ დროს ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მხარში გედგნენ და მოტივაციას, სწორ მიმართულებას გაძლევდნენ?

- მეგობრები, ოჯახის წევრები. როცა ვამბობდი, - მორჩა, ამისგან არაფერი არ გამოვა-მეთქი, მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, - ახლა სხვა ტალღაზე ხარ, შენ მეტი შეგიძლია, მსგავს ფიქრებს რატომ უშვებო? ჩემს ჯგუფელ ნესტან ჩარკვიანს ისეთი ფრაზები უთქვამს, შემდეგი მთელი ჩემი ცხოვრება რომ შეუცვლია. როცა ხედავ, ვიღაც შენში ბოლომდე დარწმუნებულია, ეს უდიდესი ძალის მომცემია. მაშიკო ბოჯგუა არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, მან უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. თამუნა პეტრიაშვილი და ნინი ჩანთაძე არიან ადამიანები, რომლებმაც სახლიდან ხელჩაქნეული გამოსული უკან მიმაბრუნეს. მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტიდან მირეკავდნენ და უარზე ვიყავი. მეგობრებმა მითხრეს, მიბრუნდი და ტელეფონს უპასუხეო (მაშინ სახლის ტელეფონებზე რეკავდნენ).

არ შემიძლია არ აღვნიშნო მეუღლისა და შვილების მხარდაჭერა. ახლახან გორში სპექტაკლი მქონდა. მეუღლემ მითხრა: - ანა, შენ სცენაზე თამაში იმდენად გინდოდა, ჩვენ შენი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებთ, წადი და საქმეს მიხედეო. პრემიერის წინა 10 დღე გორში გადავედი საცხოვრებლად. მანამდე ჩემს შვილს ვეუბნებოდი, - დედა, ძალიან ვნერვიულობ. შეცდომის დაშვების არ მეშინია, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემს თავში კიდევ ერთხელ ვიპოვო ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სცენაზე საკუთარი ადგილი იპოვოს-მეთქი. ბავშვმა მითხრა: - დე, რატომ ნერვიულობ? იქნებ თავიდანვე ტაში დაგიკრანო. ეს სიტყვები იმდენად ალალად მითხრა, დავფიქრდი, ხომ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო, ცუდზე რატომ ვფიქრობდი? მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, მშობლების, ძმის. მარტივი არ არის გყავდეს ოჯახის წევრი, რომელიც საჯაროა, რომელმაც შეიძლება ითამაშოს თამამ სცენაში, რაც შეიძლება შენთვის ცოტათი მიუღებელი იყოს, მაგრამ ძალიან სწორად მოაზროვნე ოჯახში დავიბადე, გამიმართლა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გაუბედავი და მშიშარა ვარ. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სხვადასხვა დროს მითხრეს, ახლა შებრუნდი და შენი საქმე გააკეთეო, მათ შექმნეს ჩემი კარიერა. ჩემს ცხოვრებაში ნანუკა ხუსკივაძე რომ არ ყოფილიყო, ალბათ მე, როგორც მსახიობი, ვერასდროს შევდგებოდი. პროფესიული ანბანი და რაღაცების სწორად დალაგება ანატოლი ლობოვმა მასწავლა.

- თქვენთვის ბარიერები ხელოვნურად თუ შეუქმნიათ?

- ალბათ იყო ასეთი შემთხვევებიც, წლების წინ, სულ რომ არ ველოდი და ვერ წარმოვიდგენდი, იმ გარემოში შევეჩეხე ფაქტს, რომელმაც გული მატკინა; ის ადამიანები გულთან მყავდნენ და არ ველოდი. ამის მერე რაღაცები უკვე დავუშვი და ამ დაშვებამაც გული მატკინა. სახელების უფრო თამამად დარქმევაც ვისწავლე. მაინც ვფიქრობ, რომ შრომა უფრო გადამარჩენს, ვიდრე პირადი ურთიერთობები, ამიტომ სულ ვცდილობ, ჩემი საქმე ვაკეთო. ამ პროფესიაში ხშირად არის გულისტკენა, სამაგიეროდ, ძალიან დიდი სიყვარულიც არის.

- პროფესიული აღმაფრენის მომენტი ხშირად განგიცდიათ?

- ეს განცდა ცოტა ხნით არის ხოლმე, მაგრამ მთავარია, არის. ახლა გორში რეპეტიციებზე რომ დავდიოდი, ვამბობდი, ბედნიერი ვარ-მეთქი. ეს ბედნიერება დიდხანს გაგრძელდა და ძალიან კარგი იყო. როგორც წესი, ბედნიერების განცდა ხომ იმდენად ხანმოკლეა, ვერ ჩაეჭიდები, ახლა კი ბედნიერებით გაჟღენთილი ვიყავი, საოცარი დღეები მქონდა. მნიშვნელოვანია, როცა იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, კარგ ადამიანებთან ერთად აკეთებ. ამიტომ მიყვარს "ჩემი ცოლის დაქალები", აქ კარგი ადამიანებისგან შექმნილი კარგი "ოჯახია".

- წლების განმავლობაში სპექტაკლში არ გითამაშიათ. სცენაზე დაბრუნება როგორი იყო?

- 12 წელია არ მითამაშია და ჩემს გულს, გონებას, ჩემს სულს თურმე არაფერი დავიწყნია, ამას საერთოდ ვერც წარმოვიდგენდი. ნანუკა ხუსკივაძისგან შემოთავაზება რომ მივიღე, ძალიან ბევრი ვიფიქრე. მითხრა, 15 წუთში დაგირეკავო. 15 წუთში არ დამირეკო-მეთქი, ძალიან ავფორიაქდი, საჭესთან ვიყავი, ჯარიმა მივიღე (იცინის). საუბარია სპექტაკლზე ალბერ კამიუს "გაუგებრობა", გადაწყვეტილების მიღება იყო სტრესული. საკუთარ თავს უამრავ შეკითხვას ვუსვამდი: შევძლებდი ამ პასუხისმგებლობის აღებას? შევასრულებდი, რაც ჩემგან უნდოდათ? იმაზე, რაც ძალიან გიყვარს, ყოველთვის ნერვიულობ და მე ეს საქმე მართლა მიყვარს. ვფიქრობ, გადავრჩი: რეცენზიები, გამოხმაურება, იმ ადამიანების აზრი, ვინც ამ საქმეში კომპეტენტურია, კარგი იყო. ის როლი, რომელიც შევასრულე, არის ძალიან განსხვავებული, თავად კამიუ არის განსხვავებული. ახლა სპექტაკლი დაიწყებს თავის ცხოვრებას და მე, როგორც მსახიობი, ძალიან გავიზრდები, ეს პროცესი მომწონს...წაიკითხეთ სრულად