სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგებიან ხოლმე ჩემი ხნის კაცები და ასეთი სიცხეები ჩვენ მხარეს არ ახსოვსო... მე მკითხეთ, ისეთი პაპანაქებები ყოფილა, რომ... " - როგორ ებრძოდნენ სიცხეებს გასულ საუკუნეში თბილისელები: რას წერს ზაალ სამადაშვილი
"დადგებიან ხოლმე ჩემი ხნის კაცები და ასეთი სიცხეები ჩვენ მხარეს არ ახსოვსო... მე მკითხეთ, ისეთი პაპანაქებები ყოფილა, რომ... " - როგორ ებრძოდნენ სიცხეებს გასულ საუკუნეში თბილისელები: რას წერს ზაალ სამადაშვილი

მწე­რა­ლი ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლი ცხელ ზა­ფხულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და იხ­სე­ნებს მისი ახალ­გაზ­რდო­ბის პე­რი­ოდს, რო­გორ ებ­რძოდ­ნენ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში სი­ცხე­ებს თბი­ლის­ში.

"დად­გე­ბი­ან ხოლ­მე ჩემი ხნის კა­ცე­ბი და და­ი­წყე­ბენ ლა­პა­რაკს - ასე­თი წვი­მა, ასე­თი ქარი, ასე­თი სი­ცხე­ე­ბი ჩვენ მხა­რეს არ ახ­სოვ­სო და ნათ­ქვა­მის გა­სამ­ყა­რებ­ლად თა­ვი­ანთ ასაკს მო­იშ­ვე­ლი­ე­ბენ - ამ­დე­ნი წლი­სა მო­ვი­ყა­რე და ამ­გვარ რა­მეს არ მოვსწრე­ბი­ვა­რო. არა­და, რამ­დე­ნი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი გა­დაგ­ვი­ტა­ნია - მე მკი­თხეთ.ძა­ლი­ან ბევ­რი...

ისე­თი პა­პა­ნა­ქე­ბე­ბი ყო­ფი­ლა, რომ თა­კა­რა მზის­გან დარ­ბი­ლე­ბულ ას­ფალ­ტში ფეხი ჩამ­ფლო­ბია; ლო­გინ­ში ჩა­წო­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი რომ გამ­ხდა­რა, ღა­მის გა­სა­თე­ვად დე­დებს ია­ტაკ­ზე და­უ­ფე­ნი­ათ თხე­ლი ლე­ი­ბე­ბი. რო­გორ ვგრილ­დე­ბო­დით? ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბი მა­ში­ნაც იყი­დე­ბო­და, ოღონდ ახ­ლან­დე­ლე­ბის­გან დი­დად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი - უშ­ნო­ე­ბი და ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი. წყალ­შიც ვჭყუმ­პა­ლა­ობ­დით, ერთი-ორი მრგვა­ლა­უ­ზი­ა­ნი შად­რე­ვა­ნი თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში გვე­გუ­ლე­ბო­და. წუ­წა­ო­ბის­თვის ეზოს ონ­კა­ნე­ბი იყო მის­წრე­ბა, მო­უშ­ვებ­დი წყალს, მი­ა­ჭერ­დი ხე­ლის­გულს მოხ­რი­ლი მი­ლის ბო­ლოს და "მორ­წყავ­დი" შო­რი­ახ­ლოს მყო­ფებს. კი­დევ, ცივი ლი­მო­ნა­თი - მუქი წი­თე­ლი "კრემ-სოდა", ღია ქარ­ვის­ფე­რი "ლი­მო­ნი" და წყა­როს წყა­ლი­ვით კრი­ა­ლა "სიტ­რო". და, რა თქმა უნდა, ნა­ყი­ნი - უბ­რა­ლო, ათ­კა­პი­კი­ა­ნი "ნა­ღე­ბის" ბრი­კე­ტი, შო­კო­ლა­დის გარ­სი­ა­ნი თხუთ­მეტ­კა­პი­კი­ა­ნი "ეს­კი­მო" და ვაფლში ჩას­მუ­ლი "ჭი­ქის".

ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი "ჭი­ქის" ნა­ყი­ნი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე, ცნო­ბილ სა­შა­ქარ­ლა­მოს­თან იყი­დე­ბო­და. გამ­ყიდ­ველს, შუ­ახ­ნის ქალს, რო­მე­ლიც მუ­დამ ღი­მი­ლით ით­ვლი­და ჩვენ მიერ გაწ­ვდილ, მუჭ­ში დიდ­ხანს ჭე­რის­გან გა­ოფ­ლილ მო­ნე­ტებს, ქრის­ტი­ნე ერ­ქვა. თა­ვის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია მის­გან მაქვს მოს­მე­ნი­ლი, ვი­ღა­ცას უყ­ვე­ბო­და: "მე რომ და­ვი­ბა­დე იმ დროს, ბავ­შვებს რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ქა­ლე­ბის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ან რო­ზას არ­ქმევ­დნენ, ან კლა­რა­სო... ქრის­ტი­ნეს უფრთხოდ­ნენ, ვერ ჰგუ­ობ­დნე­ნო... სკო­ლა­შიც და მე­რეც, მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, აქ­ტი­უ­რი კომ­კავ­შირ­ლე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - სა­ხე­ლი გა­მო­იც­ვა­ლეო... მე კი­დევ, მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და პა­სუ­ხი და ვე­უბ­ნე­ბო­დი - ეს სა­ხე­ლი მუ­შა­თა და გლეხ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი მწერ­ლის, ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის გმი­რის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და­მარ­ქვეს და რო­გორ შე­ვე­ლიო- მეთ­ქი... არამ­კი­თხე­ე­ბის­თვის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი და სა­ბუ­თი იყო, თავს მა­ნე­ბებ­დნე­ნო..."

კე­თი­ლი ქალი გახ­ლდათ ქრის­ტი­ნე დე­ი­და, მა­ნე­თი რომ ვერ შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა და რამ­დე­ნი­მე, თუნ­დაც ათი კა­პი­კი დაგ­ვკლე­ბო­და, მა­ინც გვაძ­ლევ­და ხუთ ნა­ყინს." - წერს ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სხვა რა თქვა, რომ
0

აკია, ჩემ ბავშვობაშიც ცხელოდაო ზაფხულშიო და კარგი იყო ის დროო, მეც ბავშვი ვიყავიო და მეც ჩემი ბავშვობიდან მოვდივარო, მწერალი ვარო არ უთქვამს. როგორი მწერალია ეგ სხვაგან გაარჩიე, შე ბოღმაა.

თბილისი
0

უფ,რა ლამაზად აღწერეთ ჩემი თბილისის ზაფხული, მეც ეგეთი მახსოვს ❤️❤️ საინტერესოა რატომ აბუქებენ ზაფხულში დიცხეს და ზამთარში სიცივეს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დადგებიან ხოლმე ჩემი ხნის კაცები და ასეთი სიცხეები ჩვენ მხარეს არ ახსოვსო... მე მკითხეთ, ისეთი პაპანაქებები ყოფილა, რომ... " - როგორ ებრძოდნენ სიცხეებს გასულ საუკუნეში თბილისელები: რას წერს ზაალ სამადაშვილი

"დადგებიან ხოლმე ჩემი ხნის კაცები და ასეთი სიცხეები ჩვენ მხარეს არ ახსოვსო... მე მკითხეთ, ისეთი პაპანაქებები ყოფილა, რომ... " - როგორ ებრძოდნენ სიცხეებს გასულ საუკუნეში თბილისელები: რას წერს ზაალ სამადაშვილი

მწერალი ზაალ სამადაშვილი ცხელ ზაფხულთან დაკავშირებით წერს და იხსენებს მისი ახალგაზრდობის პერიოდს, როგორ ებრძოდნენ გასულ საუკუნეში სიცხეებს თბილისში.

"დადგებიან ხოლმე ჩემი ხნის კაცები და დაიწყებენ ლაპარაკს - ასეთი წვიმა, ასეთი ქარი, ასეთი სიცხეები ჩვენ მხარეს არ ახსოვსო და ნათქვამის გასამყარებლად თავიანთ ასაკს მოიშველიებენ - ამდენი წლისა მოვიყარე და ამგვარ რამეს არ მოვსწრებივარო. არადა, რამდენი ცხელი ზაფხული გადაგვიტანია - მე მკითხეთ.ძალიან ბევრი...

ისეთი პაპანაქებები ყოფილა, რომ თაკარა მზისგან დარბილებულ ასფალტში ფეხი ჩამფლობია; ლოგინში ჩაწოლა შეუძლებელი რომ გამხდარა, ღამის გასათევად დედებს იატაკზე დაუფენიათ თხელი ლეიბები. როგორ ვგრილდებოდით? ვენტილატორები მაშინაც იყიდებოდა, ოღონდ ახლანდელებისგან დიდად განსხვავებულები - უშნოები და ხმაურიანები. წყალშიც ვჭყუმპალაობდით, ერთი-ორი მრგვალაუზიანი შადრევანი თითქმის ყველა უბანში გვეგულებოდა. წუწაობისთვის ეზოს ონკანები იყო მისწრება, მოუშვებდი წყალს, მიაჭერდი ხელისგულს მოხრილი მილის ბოლოს და "მორწყავდი" შორიახლოს მყოფებს. კიდევ, ცივი ლიმონათი - მუქი წითელი "კრემ-სოდა", ღია ქარვისფერი "ლიმონი" და წყაროს წყალივით კრიალა "სიტრო". და, რა თქმა უნდა, ნაყინი - უბრალო, ათკაპიკიანი "ნაღების" ბრიკეტი, შოკოლადის გარსიანი თხუთმეტკაპიკიანი "ესკიმო" და ვაფლში ჩასმული "ჭიქის".

ყველაზე გემრიელი "ჭიქის" ნაყინი მარჯანიშვილის მოედანზე, ცნობილ საშაქარლამოსთან იყიდებოდა. გამყიდველს, შუახნის ქალს, რომელიც მუდამ ღიმილით ითვლიდა ჩვენ მიერ გაწვდილ, მუჭში დიდხანს ჭერისგან გაოფლილ მონეტებს, ქრისტინე ერქვა. თავის სახელთან დაკავშირებული ისტორია მისგან მაქვს მოსმენილი, ვიღაცას უყვებოდა: "მე რომ დავიბადე იმ დროს, ბავშვებს რევოლუციონერი ქალების საპატივცემულოდ ან როზას არქმევდნენ, ან კლარასო... ქრისტინეს უფრთხოდნენ, ვერ ჰგუობდნენო... სკოლაშიც და მერეც, მუშაობა რომ დავიწყე, აქტიური კომკავშირლები სულ მეუბნებოდნენ - სახელი გამოიცვალეო... მე კიდევ, მოფიქრებული მქონდა პასუხი და ვეუბნებოდი - ეს სახელი მუშათა და გლეხთა ინტერესების დამცველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის გმირის საპატივცემულოდ დამარქვეს და როგორ შეველიო- მეთქი... არამკითხეებისთვის ეს სერიოზული მიზეზი და საბუთი იყო, თავს მანებებდნენო..."

კეთილი ქალი გახლდათ ქრისტინე დეიდა, მანეთი რომ ვერ შეგვეგროვებინა და რამდენიმე, თუნდაც ათი კაპიკი დაგვკლებოდა, მაინც გვაძლევდა ხუთ ნაყინს." - წერს ზაალ სამადაშვილი.

ასევე იხილეთ: