პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სოხუმში აეროპორტის აღდგენაზე "რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სოხუმში აეროპორტის აღდგენაზე "რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა

სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცია "სა­ხელ­მწი­ფო-კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის” ფორ­მით მოხ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა 26 ივ­ლისს მო­ახ­დი­ნა.

"შე­თან­ხმე­ბა აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბას შო­რის რუ­სუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მიერ "სო­ხუ­მის” სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვი­სა და შემ­დგო­მი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ” თავ­და­პირ­ვე­ლად სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში 16 ივ­ლისს გა­ფორმ­და.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. “სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის კო­მი­ტე­ტის” ე.წ. თავ­მჯდო­მა­რის ალ­ჰას ბარ­ცი­ცის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა რუ­სუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მიერ სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვი­სა და ავი­ა­მი­მოს­ვლის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბას არე­გუ­ლი­რებს, და ასე­ვე მხა­რე­ე­ბის უფ­ლე­ბებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გან­სა­ზღვრავს.

ბარ­ცი­ცის თქმით, ამ მო­მენ­ტის­თვის ორი გა­ნა­ცხა­დი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ინ­ვეს­ტორ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ე.წ. “სა­ხელ­მწი­ფო-კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის” ფორ­მით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტი აე­როდ­რო­მი­სა და აე­როდ­რო­მის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, აე­რო­პორ­ტის კომ­პლექ­სი­სა და ფრე­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­მყო­ფე­ლი ობი­ექ­ტე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ვაი თქვენს პატრონსო რომ გითხრათ აფხაზებო გაიგებთ,დარჩით კიდევ სადმე ?

Baqar
0

ჯარისკაცებო, მზად ვიქნებოდი თქვენს აგილას... მაგათ მშვიდობას ვთავაზობთ და ეგენი მაი ც რუსებს ეტენებიან?! რატო ვითმენთ?! შევუტიოთ მაგ ოზისშვილებს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სოხუმში აეროპორტის აღდგენაზე "რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სოხუმში აეროპორტის აღდგენაზე "რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია "სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” ფორმით მოხდება. შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 26 ივლისს მოახდინა.

"შეთანხმება აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის რუსული იურიდიული პირის მიერ "სოხუმის” საერთაშორისო აეროპორტის საქმიანობის განახლებისთვისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ” თავდაპირველად სანქტ-პეტერბურგში 16 ივლისს გაფორმდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საერთაშორისო კავშირების კომიტეტის” ე.წ. თავმჯდომარის ალჰას ბარციცის თქმით, აღნიშნული შეთანხმება რუსული იურიდიული პირის მიერ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვისა და ავიამიმოსვლის განახლებისთვის საინვესტიციო პროექტის რეალიზებას არეგულირებს, და ასევე მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს.

ბარციცის თქმით, ამ მომენტისთვის ორი განაცხადი განიხილება.

ინვესტორთან გაფორმებული შეთანხმება ე.წ. “სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” ფორმით განხორციელდება. საინვესტიციო პროექტი აეროდრომისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის, აეროპორტის კომპლექსისა და ფრენების უზრუნველმყოფელი ობიექტების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: