პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს ეხება" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადმინისტრაცია?
"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს ეხება" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადმინისტრაცია?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა ორ კა­ნონ­ში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის­თვის ორ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სფე­როს - სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ეხე­ბა,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ ორი­ვე დარ­გის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და ახა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ვე­ტოს უფ­ლე­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ორი­ვე კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გარ­კვე­ულ კი­თხვებს ბა­დებს.

„ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სექ­ტორ­ში ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის შე­საძ­ლო რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ორი­ვე მი­ზა­ნი მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და არა სა­და­ვო, თუმ­ცა სექ­ტო­რის კონ­ტრო­ლის გახ­ში­რე­ბა და გამ­კაც­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

სა­სა­მარ­თლოს წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არა­გეგ­მუ­რი კონ­ტრო­ლის ჩა­ტა­რე­ბა და გახ­ში­რე­ბუ­ლი გეგ­მუ­რი კონ­ტრო­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გარ­კვე­ულ ბერ­კეტს აძ­ლევს, რომ თუ მო­ი­სურ­ვა, სექ­ტორ­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. ამ­დე­ნად, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, რომ ამ ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პი­რო­ბებს დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს, რათა არ მოხ­დეს კა­ნო­ნის შერ­ჩე­ვი­თი გა­მო­ყე­ნე­ბა და ცვლი­ლე­ბებ­მა საფრ­თხე არ შე­უქ­მნას ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის სრულ­ფა­სო­ვან და და­მო­უ­კი­დე­ბელ საქ­მი­ა­ნო­ბას.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათი მი­ღე­ბით ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ევ­როს­ტან­დარ­ტებს და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, რად­გან ის გარ­კვე­ულ­წი­ლად, ავ­ტო­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

თუმ­ცა, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად ჩნდე­ბა რის­კი და ალ­ბა­თო­ბა, რომ ამ სივ­რცე­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რი ად­გი­ლი ისეთ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­იმ­კვიდ­როს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის სა­თა­ვო კომ­პა­ნი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, რო­გორც ეს სხვა ქვეყ­ნებ­ში მოხ­და.

ეს სქე­მა ქვეყ­ნის­თვის გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს: ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­საძ­ლოა, რუ­სე­თის ხელ­ში ინ­სტრუ­მენ­ტი გახ­დეს, რათა ფი­ნან­სუ­რი ბერ­კე­ტე­ბის კონ­ტრო­ლით, სა­კუ­თა­რი რბი­ლი ძალა და გავ­ლე­ნა გა­აძ­ლი­ე­როს იმ შე­მოქ­მე­დე­ბით და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სექ­ტორ­ზე, რო­მე­ლიც პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი უნდა იყოს.

ამ­დე­ნად, ამ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დგომ, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ეს საფრ­თხე.

პრე­ზი­დენ­ტი ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით სექ­ტო­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს“,- ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
5

ამას ჯერ კიდევ როდის უნდა ჩაებარებინა ცნობა, რომ შტერი არაა?

დრო მიდის და პროფესორი ხაჩიკიანი ფიქრობს რამეს? 

maxo
5

მე არ მიმიცია ხმა ამ არსებისთვინ და რატო ქვია პრეზიდენტი ვისი პრეზიდენტია ? პრეზიდენტი და კაი ვიცი კარაქი !!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს ეხება" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადმინისტრაცია?

"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს ეხება" - რა ინფორმაციას ავრცელებს ადმინისტრაცია?

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს - სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.

საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.

ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე.

პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.