სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო" - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე
"ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო" - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

რაც არ უნდა კარ­გი იყოს ავ­ტო­მო­ბი­ლი, თუ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ამ ავ­ტო­მო­ბილს ზეთს არ გა­მო­ვუც­ვლით, მისი ძრა­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ჩერ­დე­ბა, ასე­ვეა პო­ლი­ტი­კა­შიც - თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს მუდ­მი­ვად მისი პრობ­ლე­მის მო­ყო­ლას, ეს უფრო გა­აღ­რმა­ვებს მის დეპ­რე­სი­ას, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ერთი ადა­მი­ა­ნის ჯუ­ჯღუ­ნი, წუ­წუ­ნი და მის პი­რად პრობ­ლე­მებ­ზე მოთ­ქმა არ არის მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო.

"ქვე­ყა­ნა­ში არის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 100 ათა­სი ბავ­შვი შიმ­ში­ლობს, 400 ათას პენ­სი­ო­ნერს აწუ­ხებს სა­პენ­სიო სეს­ხის პრობ­ლე­მა, აწუ­ხებს და­ბა­ლი პენ­სია, ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ სამ­სა­ხუ­რი, გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ერთი ადა­მი­ა­ნის ჯუ­ჯღუნ­ზე, წუ­წუნ­ზე, მის პი­რად პრობ­ლე­მებ­ზე მოთ­ქმა არ არის ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და არ მგო­ნია ხალ­ხის­თვი­საც. ამ სა­ე­თე­რო დრო­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ბევ­რად ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, ჩვე­ნი ხალ­ხის პრობ­ლე­მებ­ზე რომ ისა­უბ­რონ ადა­მი­ა­ნებ­მა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბად ვინც მი­იჩ­ნე­ვენ თავს და არა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­სა­ყო­ლად. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თუ­ლე­სი სა­ყუ­რე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის წუ­წუ­ნის, მოთ­ქმის და ჯუ­ჯღუ­ნის ყუ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ამ თე­მა­ზე ჩემი მხრი­დან არ იქ­ნე­ბო­და მარ­თა­ლი.

რუ­სულ პარ­ტი­ას, პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, დიახ, ტყვე­ო­ბა­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში ჰყავს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი. ეს არის ისე­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მელ­ზეც არა­თუ ქვეყ­ნის შიგ­ნით, ქვეყ­ნის გა­რე­თაც ჩვენ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ში არის კონ­სენ­სუ­სი, ეს არის სი­მარ­თლე. და­ნარ­ჩე­ნი, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის გამო, პი­რა­დი წუ­წუ­ნის, წუ­ხი­ლის, ჯუ­ჯღუ­ნის გამო აკე­თე­ბენ გარ­კვე­ულ გან­ცხა­დე­ბებს, რაც მათი საქ­მეა. თუ რამე და­მა­ტე­ბით იცი­ან, სჯობს მათ ისა­უბ­რონ თა­ვის წუ­წუნ­სა და ჯუ­ჯღუნ­ზე, ვიდ­რე ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი.

ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 100 ათა­სამ­დე ბავ­შვი რომ შიმ­ში­ლობს, 7 ათა­სამ­დე სტუ­დენტს რომ აქვს სტა­ტუ­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი, პენ­სი­ო­ნე­რებს სა­პენ­სიო სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბას რომ ვპირ­დე­ბი და ასე­თი 400 ათა­სი რო­მაა, სა­პენ­სიო ასაკ­მა რო­გორ და­ი­წი­ოს, ეს არის ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც არ უნდა კარ­გი იყოს ავ­ტო­მო­ბი­ლი, თუ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ამ ავ­ტო­მო­ბილს ზეთს არ გა­მო­ვუც­ვლით, მისი ძრა­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ჩერ­დე­ბა, ასე­ვეა პო­ლი­ტი­კა­შიც. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ერთი და იგი­ვე წუ­წუ­ნით გინ­დო­დეს ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა, ასე არ გა­მო­ვა. ამი­ტომ კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ი­ღონ ეს გზავ­ნი­ლი. ავ­ტო­მო­ბილს ზეთს გა­მოც­ვლა სჭირ­დე­ბა, რომ ძრა­ვა არ გა­ჩერ­დეს და თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს მუდ­მი­ვად მისი პრობ­ლე­მის მო­ყო­ლას, ეს უფრო გა­აღ­რმა­ვებს მის დეპ­რე­სი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))))
0

მელია წავიდეს გახარიასთან. გახარია მაგის გამო არ გადადგა რომ მაგისთვის ხელი არ ეხლო? ხოდა დაუფასოს ))))

კ ო მ ბ ლ ე
1

აუუუ! ეს რა გაკადრა ტოო?! ჩიტის გულიც ვერ მოითმენს მელია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო" - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

"ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო" - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოვუცვლით, მისი ძრავა აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაშიც - თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის მისთვის საინტერესო.

"ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, აწუხებს დაბალი პენსია, ადამიანებს არ აქვთ სამსახური, გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია ხალხისთვისაც. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის, ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის პოლიტიკოსებად ვინც მიიჩნევენ თავს და არა საკუთარი პრობლემების მოსაყოლად. რამდენიმე საათის განმავლობაში ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი.

რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობასა და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე. დანარჩენი, კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნის, წუხილის, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, რაც მათი საქმეა. თუ რამე დამატებით იციან, სჯობს მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე ვაკეთო კომენტარი.

ჩემთვის მნიშვნელოვანია 100 ათასამდე ბავშვი რომ შიმშილობს, 7 ათასამდე სტუდენტს რომ აქვს სტატუსი შეჩერებული, პენსიონერებს საპენსიო სესხის განულებას რომ ვპირდები და ასეთი 400 ათასი რომაა, საპენსიო ასაკმა როგორ დაიწიოს, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოვუცვლით, მისი ძრავა აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაშიც. წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, ასე არ გამოვა. ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. ავტომობილს ზეთს გამოცვლა სჭირდება, რომ ძრავა არ გაჩერდეს და თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.