პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმატებული მისია, რომელმაც სამყარო დაიცვა: "ნასას" კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს ტრაექტორია შეუცვალა
წარმატებული მისია, რომელმაც სამყარო დაიცვა: "ნასას" კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს ტრაექტორია შეუცვალა

2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში კა­ლი­ფორ­ნი­ის სამ­ხედ­რო კოს­მოდ­რო­მი­დან კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი გა­უშ­ვეს. ხო­მალ­დის მი­სია შემ­დგომ­ში მდგო­მა­რე­ობ­და: იგი უნდა დას­ჯა­ხე­ბო­და 160 მეტ­რი­ან ას­ტე­რო­იდს და მისი ტრა­ექ­ტო­რია შე­ეც­ვა­ლა. ამ მე­თო­დით მეც­ნი­ე­რებს სურ­დათ პრაქ­ტი­კა­ში შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა პლა­ნე­ტის დაც­ვა გარე კოს­მო­სი­დან რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში.

საც­დე­ლი შე­ჯა­ხე­ბის­თვის, ნა­სამ, ევ­რო­პის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად, უპი­ლო­ტო მან­ქა­ნა DART შექ­მნა - ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი კა­მი­კა­ძე კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც 600 კგ-ზე ოდ­ნავ მეტს იწო­ნის.

მხო­ლოდ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მის­ვლას თით­ქმის 10 თვე დას­ჭირ­და. ამო­ცა­ნას DART-მა თავი ბრწყინ­ვა­ლედ გა­არ­თვა. და­ახ­ლო­ე­ბით 24,000 კმ/სთ (6,5 კმ/წმ) სიჩ­ქა­რით აჩ­ქა­რე­ბის შემ­დეგ, იგი ას­ტე­რო­იდს შე­ე­ჯა­ხა და მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­უც­ვა­ლა.

ამ მი­სი­ის შემ­დეგ, ას­ტრო­ნო­მე­ბი აქ­ტი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბი­ან ას­ტე­რო­ი­დის მოძ­რა­ო­ბას. ცოტა ხნის წინ, "ნა­სამ" დი­მორ­ფის კი­დევ ერთი სუ­რა­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ჰაბ­ლის ტე­ლეს­კო­პის მიერ, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში გა­და­ი­ღეს.

ფო­ტო­ზე ჩანს, რომ ას­ტე­რო­იდ­მა სა­კუ­თა­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბი შე­ი­ძი­ნა. მას აკ­რავს სულ მცი­რე სამი ათე­უ­ლი ჰე­ტე­რო­გე­ნუ­ლი ქვის ფრაგ­მენ­ტი. ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზუს­ტად გან­სა­ზღვრეს კოს­მო­სუ­რი ქა­ნე­ბის ზომა. მათი თქმით, ყვე­ლა­ზე დიდი ფრაგ­მენ­ტის დი­ა­მეტ­რი 6,5 მ-ს აღე­მა­ტე­ბა; ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა - და­ახ­ლო­ე­ბით 1 მეტ­რია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
3-ს!
0

.. და ზოგან ტყუილების ცვენაა. თუ ვინმეს არ გჯერათ, გადაამოწმეთ!!!!!!!! ხომ შემოგვიტანა ამერიკამ განათლება. ასე შემოაქვთ, მომავალზე ხედვები. ეხლა უცხოპლანეტელებს ველოდებით და გაგრძელებისთვის არ გვცალია. სულგუნიანი ღომი შუშდება, საცივი უკვე მაგიდაზეა. სხვათაშორის კუპატიც შეიწვა. ხაჭაპური და ხინკალი, ხვალისთვის. გავკარი ყავას, არაქართულია.

3
0

თითქოს გაჩაღებული ბრძოლაა 2 ცივილიზაციას შორის. ამიტომაცაა ზოგგან ქვების წვიმა ზოგგან ხანძრები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

წარმატებული მისია, რომელმაც სამყარო დაიცვა: "ნასას" კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს ტრაექტორია შეუცვალა

წარმატებული მისია, რომელმაც სამყარო დაიცვა: "ნასას" კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს ტრაექტორია შეუცვალა

2021 წლის ნოემბერში კალიფორნიის სამხედრო კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდი გაუშვეს. ხომალდის მისია შემდგომში მდგომარეობდა: იგი უნდა დასჯახებოდა 160 მეტრიან ასტეროიდს და მისი ტრაექტორია შეეცვალა. ამ მეთოდით მეცნიერებს სურდათ პრაქტიკაში შეემოწმებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა პლანეტის დაცვა გარე კოსმოსიდან რეალური საფრთხის შემთხვევაში.

საცდელი შეჯახებისთვის, ნასამ, ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად, უპილოტო მანქანა DART შექმნა - ისტორიაში პირველი კამიკაძე კოსმოსური ხომალდი, რომელიც 600 კგ-ზე ოდნავ მეტს იწონის.

მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მისვლას თითქმის 10 თვე დასჭირდა. ამოცანას DART-მა თავი ბრწყინვალედ გაართვა. დაახლოებით 24,000 კმ/სთ (6,5 კმ/წმ) სიჩქარით აჩქარების შემდეგ, იგი ასტეროიდს შეეჯახა და მიმართულება შეუცვალა.

ამ მისიის შემდეგ, ასტრონომები აქტიურად აკვირდებიან ასტეროიდის მოძრაობას. ცოტა ხნის წინ, "ნასამ" დიმორფის კიდევ ერთი სურათი გამოაქვეყნა, რომელიც ჰაბლის ტელესკოპის მიერ, გასული წლის დეკემბერში გადაიღეს.

ფოტოზე ჩანს, რომ ასტეროიდმა საკუთარი თანამგზავრები შეიძინა. მას აკრავს სულ მცირე სამი ათეული ჰეტეროგენული ქვის ფრაგმენტი. ევროპის კოსმოსური ობსერვატორიის თანამშრომლებმა ზუსტად განსაზღვრეს კოსმოსური ქანების ზომა. მათი თქმით, ყველაზე დიდი ფრაგმენტის დიამეტრი 6,5 მ-ს აღემატება; ყველაზე პატარა - დაახლოებით 1 მეტრია.