სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი იქნებოდა, სანაპიროები უფრო მოწესრიგებული იყოს... გარდა ამისა, აგრესიულად გვექცევიან, რუსებს არ ვემსახურებითო" - ჩავარდნილი ზღვის სეზონი ანაკლია-განმუხურში და უკმაყოფილო რუსი დამსვენებლები
"კარგი იქნებოდა, სანაპიროები უფრო მოწესრიგებული იყოს... გარდა ამისა, აგრესიულად გვექცევიან, რუსებს არ ვემსახურებითო" - ჩავარდნილი ზღვის სეზონი ანაკლია-განმუხურში და უკმაყოფილო რუსი დამსვენებლები

უა­მინ­დო­ბის გამო წელს სა­მეგ­რე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ზღვის სე­ზო­ნი შე­და­რე­ბით გვი­ან და­ი­წყო. ხში­რი წვი­მე­ბი, წყალ­დი­დო­ბა, ქარი, შტორ­მი და გრი­ლი ამინ­დე­ბი ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გაგ­რძელ­და, რაც უჩ­ვე­უ­ლოა, რად­გან რე­გი­ონ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ივ­ნი­სის ბო­ლო­დან იწყე­ბო­და. ანაკ­ლია-გან­მუ­ხურ­ში თვალ­ში მოგ­ხვდე­ბათ ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის სიმ­ცი­რე და სიძ­ვი­რე.

ემირ ცხა­დია: "დამ­სვე­ნებ­ლე­ბი გვე­ბუ­ზღუ­ნე­ბი­ან, სულ წვიმს, სა­მეგ­რე­ლოა თუ შოტ­ლან­დი­აო... უფ­რო­სი თა­ო­ბა ამ­ბობს, წე­ლი­წად­ზე მე­ტია მე­ზობ­ლად ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ვა, ამ­დე­ნი ბომ­ბი, ამ­დე­ნი აფეთ­ქე­ბა კლი­მატ­ზე აი­სა­ხაო... ალ­ბათ, მარ­თა­ლიც არის. სა­დაც რუს­მა ფეხი დად­გა, ყველ­გან სიკ­ვდი­ლი და ნგრე­ვა და­ტო­ვა და კი­დევ მე­უბ­ნე­ბი­ან, უბ­რა­ლო ხალ­ხმა რა და­გი­შა­ვაო. ესე­ნი "უბ­რა­ლო" არც ერთი არაა, ყვე­ლა "ბრა­ლი­ა­ნია". გან­მუ­ხურ­ში აკ­ვა­პარ­კის ახ­ლოს სას­ტუმ­რო შენ­დე­ბო­და და 2008 წლის ომის დროს მშე­ნე­ბა­რეს და­არ­ტყეს. რუ­სე­ბი გვე­კი­თხე­ბი­ან - ამ შე­ნო­ბა­ში რა იყოო. რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბი, სას­ტუმ­რო იქ­ნე­ბო­და, 2008 წელს თქვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ არ და­ე­ბომ­ბა ესეც და სხვა და­ნარ­ჩე­ნიც-მეთ­ქი, არ მოს­წონთ - პო­ლი­ტი­კა არ გვა­ინ­ტე­რე­სებ­სო.

გან­მუ­ხუ­რი-ანაკ­ლი­ის ხი­დის სა­ფა­რი ალაგ-ალაგ ისე­თი ამოყ­რი­ლია, ვე­ლო­სი­პე­დით მი­მავ­ლებს ზიგ­ზა­გე­ბით უწევთ სი­ა­რუ­ლი. მა­ღა­ზი­ებ­ში შეხ­ვდე­ბით რუ­სულ პრო­დუქ­ცი­ა­საც, რომ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე მე­პატ­რო­ნე­ე­ბი გა­ურ­კვე­ველ პა­სუხს გაძ­ლე­ვენ, - დის­ტრი­ბუ­ტორ­მა სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა რა ვი­ცი­თო. ნა­წი­ლის თქმით, აფხა­ზე­თი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს... სიძ­ვი­რეს ხალ­ხი არას­ტა­ბი­ლუ­რი ამინ­დე­ბით ხსნის, დამ­სვე­ნე­ბე­ლი ცო­ტაა და "ხარ­ჯის ამო­ღე­ბას ცდი­ლო­ბენ..."

ორი­ვე კუ­რორ­ტის სა­ნა­პი­რო­ზე თვალ­ში მოგ­ხვდე­ბათ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი პლა­ჟე­ბი, იქა­უ­რო­ბა სუფ­თავ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, არც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და არც ტუ­რის­ტე­ბი წეს­რი­გით დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. სა­ნა­პი­რო­ზე მი­მო­ფან­ტუ­ლი ერთჯე­რა­დი შპ­რი­ცე­ბის გამო პლაჟ­ზე ფეხ­შიშ­ვე­ლი სი­ა­რუ­ლი სა­ხი­ფა­თოა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მიყ­ვე­ბი­ან, აფხა­ზე­თი­დან გად­მო­სუ­ლე­ბის­თვის "მე­ტა­დო­ნის" პროგ­რა­მა უფა­სოა. ისი­ნი კი ამით სარ­გებ­ლო­ბენ, ამ­ბო­ბენ, არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე დღე ვერ შევ­ძლოთ გად­მოს­ვლა და ამი­ტომ მეტი გვჭირ­დე­ბაო, თუმ­ცა შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ყი­დი­ან.

რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ჯერ კი­დევ ცო­ტაა, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, ისე ხმა­უ­რო­ბენ, რომ ბევ­რი გე­გო­ნე­ბათ...

"დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე პლაჟ­ზე არი­ან. ხან­და­ხან ვხუმ­რობთ, რომ ჩა­უვ­ლი, შემ­წვა­რი ხორ­ცის სუნი აქ­ვთო", - მე­უბ­ნე­ბა ერთი მო­სახ­ლე. მისი თქმით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ზოგი "არა­მე­გობ­რუ­ლად" ექ­ცე­ვა. ახ­სოვთ, რო­გორ ბომ­ბავ­და რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯარი გან­მუ­ხურს, ურ­თას, კო­დო­რის ხე­ო­ბას, ფოთ­სა და და­ნარ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს და არც არას­დროს აპა­ტი­ე­ბენ. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ამ­ბობს, რომ პუ­ტი­ნის გამო მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არ ღირს. ამის გამო, მო­სახ­ლე­ო­ბამ ერ­თმა­ნე­თი "რუსთმო­ძუ­ლე" და "რუსთმოყ­ვა­რუ­ლად" დაყო.

მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ანაკ­ლი­ას მეტი დამ­სვე­ნე­ბე­ლი ჰყავს, გან­მუ­ხურ­ში კი ისი­ნი ჩა­მო­დი­ან, სუფ­თა ზღვა რომ სურთ.

"ზღვა სუფ­თა იმი­ტომ არის, რომ აფხა­ზეთ­თან უფრო ახ­ლოა, იქა­უ­რი ზღვა კი ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. აქე­დან ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა, ფე­ხით, 15 წუთ­ში "მელე" გა­დახ­ვალ (მელე - მეგრ, იქი­თა მხა­რე, ანუ გაღ­მა ნა­პი­რი), მაგ­რამ სა­დაა ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე შეგ­ვპირ­და, გან­მუ­ხუ­რის ზღვა­ში ძველ სე­ი­ნერ­ზე გემ­ბიბ­ლი­ო­თე­კას გა­ვა­კე­თებ­თო, მაგ­რამ ის გემი ისევ ისე მარ­ტო, დრო­ი­სა და ადა­მი­ა­ნის­გან გა­ოხ­რე­ბუ­ლი ირ­წე­ვა ზღვა­ში და მკი­თხველს კი არა, მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ტუ­რის­ტებ­სა და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს მას­პინ­ძლობს", - ამ­ბობს ანა დუნ­დუა.

რუსი ტუ­რის­ტე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ, პი­რად სა­უ­ბარ­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ თავს ცუ­დად არ გრძნო­ბენ. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
koka
0

ქართველები არ ისვენებენ კი მარა?

ნკ
4

რუსი დამსვენებელი არ გინდათ და აბა ვის ელით მანდ საინტერესოა 

ავტორი:

"კარგი იქნებოდა, სანაპიროები უფრო მოწესრიგებული იყოს... გარდა ამისა, აგრესიულად გვექცევიან, რუსებს არ ვემსახურებითო" - ჩავარდნილი ზღვის სეზონი ანაკლია-განმუხურში და უკმაყოფილო რუსი დამსვენებლები

"კარგი იქნებოდა, სანაპიროები უფრო მოწესრიგებული იყოს... გარდა ამისა, აგრესიულად გვექცევიან, რუსებს არ ვემსახურებითო" - ჩავარდნილი ზღვის სეზონი ანაკლია-განმუხურში და უკმაყოფილო რუსი დამსვენებლები

უამინდობის გამო წელს სამეგრელოს მუნიციპალიტეტში ზღვის სეზონი შედარებით გვიან დაიწყო. ხშირი წვიმები, წყალდიდობა, ქარი, შტორმი და გრილი ამინდები ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, რაც უჩვეულოა, რადგან რეგიონში მაღალი ტემპერატურა ივნისის ბოლოდან იწყებოდა. ანაკლია-განმუხურში თვალში მოგხვდებათ ზღვის სანაპიროებზე დამსვენებლების სიმცირე და სიძვირე.

ემირ ცხადია: "დამსვენებლები გვებუზღუნებიან, სულ წვიმს, სამეგრელოა თუ შოტლანდიაო... უფროსი თაობა ამბობს, წელიწადზე მეტია მეზობლად ქვეყანა ინგრევა, ამდენი ბომბი, ამდენი აფეთქება კლიმატზე აისახაო... ალბათ, მართალიც არის. სადაც რუსმა ფეხი დადგა, ყველგან სიკვდილი და ნგრევა დატოვა და კიდევ მეუბნებიან, უბრალო ხალხმა რა დაგიშავაო. ესენი "უბრალო" არც ერთი არაა, ყველა "ბრალიანია". განმუხურში აკვაპარკის ახლოს სასტუმრო შენდებოდა და 2008 წლის ომის დროს მშენებარეს დაარტყეს. რუსები გვეკითხებიან - ამ შენობაში რა იყოო. როდესაც ვეუბნები, სასტუმრო იქნებოდა, 2008 წელს თქვენს ხელისუფლებას რომ არ დაებომბა ესეც და სხვა დანარჩენიც-მეთქი, არ მოსწონთ - პოლიტიკა არ გვაინტერესებსო.

განმუხური-ანაკლიის ხიდის საფარი ალაგ-ალაგ ისეთი ამოყრილია, ველოსიპედით მიმავლებს ზიგზაგებით უწევთ სიარული. მაღაზიებში შეხვდებით რუსულ პროდუქციასაც, რომლის წარმომავლობაზე მეპატრონეები გაურკვეველ პასუხს გაძლევენ, - დისტრიბუტორმა საიდან მოიტანა რა ვიცითო. ნაწილის თქმით, აფხაზეთიდან შემოიტანეს... სიძვირეს ხალხი არასტაბილური ამინდებით ხსნის, დამსვენებელი ცოტაა და "ხარჯის ამოღებას ცდილობენ..."

ორივე კურორტის სანაპიროზე თვალში მოგხვდებათ მოუწესრიგებელი პლაჟები, იქაურობა სუფთავდება, მაგრამ როგორც ჩანს, არც ადგილობრივები და არც ტურისტები წესრიგით დიდად არ გამოირჩევიან. სანაპიროზე მიმოფანტული ერთჯერადი შპრიცების გამო პლაჟზე ფეხშიშველი სიარული სახიფათოა. როგორც ადგილობრივები მიყვებიან, აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის "მეტადონის" პროგრამა უფასოა. ისინი კი ამით სარგებლობენ, ამბობენ, არასტაბილური მდგომარეობის გამო შესაძლოა რამდენიმე დღე ვერ შევძლოთ გადმოსვლა და ამიტომ მეტი გვჭირდებაო, თუმცა შემდეგ ქალაქში ყიდიან.

რუსულენოვანი დამსვენებლები ჯერ კიდევ ცოტაა, მაგრამ როგორც ამბობენ, ისე ხმაურობენ, რომ ბევრი გეგონებათ...

"დილიდან საღამომდე პლაჟზე არიან. ხანდახან ვხუმრობთ, რომ ჩაუვლი, შემწვარი ხორცის სუნი აქვთო", - მეუბნება ერთი მოსახლე. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ზოგი "არამეგობრულად" ექცევა. ახსოვთ, როგორ ბომბავდა რუსეთის საოკუპაციო ჯარი განმუხურს, ურთას, კოდორის ხეობას, ფოთსა და დანარჩენს საქართველოს და არც არასდროს აპატიებენ. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ პუტინის გამო მათთან დაპირისპირება არ ღირს. ამის გამო, მოსახლეობამ ერთმანეთი "რუსთმოძულე" და "რუსთმოყვარულად" დაყო.

მოსახლეობის თქმით, ანაკლიას მეტი დამსვენებელი ჰყავს, განმუხურში კი ისინი ჩამოდიან, სუფთა ზღვა რომ სურთ.

"ზღვა სუფთა იმიტომ არის, რომ აფხაზეთთან უფრო ახლოა, იქაური ზღვა კი ყოველთვის გამორჩეული იყო. აქედან ხელის გაწვდენაზეა, ფეხით, 15 წუთში "მელე" გადახვალ (მელე - მეგრ, იქითა მხარე, ანუ გაღმა ნაპირი), მაგრამ სადაა ეს ბედნიერება. რამდენიმე წლის წინ გიორგი კეკელიძე შეგვპირდა, განმუხურის ზღვაში ძველ სეინერზე გემბიბლიოთეკას გავაკეთებთო, მაგრამ ის გემი ისევ ისე მარტო, დროისა და ადამიანისგან გაოხრებული ირწევა ზღვაში და მკითხველს კი არა, მხოლოდ ცნობისმოყვარე ტურისტებსა და დამთვალიერებლებს მასპინძლობს", - ამბობს ანა დუნდუა.

რუსი ტურისტები ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებენ, პირად საუბარში კი ამბობენ, რომ თავს ცუდად არ გრძნობენ. წაიკითხეთ სტატია სრულად