სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაიკო მიყვარხარ" - გია ფერაძის ვაჟი დას დაემშვიდობა: რა არის ცნობილი გიორგი ფერაძეზე, რომელიც რუსეთში წარმატებული მსახიობია
"დაიკო მიყვარხარ" - გია ფერაძის ვაჟი დას დაემშვიდობა: რა არის ცნობილი გიორგი ფერაძეზე, რომელიც რუსეთში წარმატებული მსახიობია

"და­ი­კო, მიყ­ვარ­ხარ და ეს სიყ­ვა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლია“ – ასე და­ემ­შვი­დო­ბა გია ფე­რა­ძის ვაჟი, გი­ორ­გი ფე­რა­ძე გარ­დაც­ვლილ დას, მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძეს. სა­ბერ­ძნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი მა­რი­კუ­ნა სამ­შობ­ლო­ში ხუთ­შა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნებს და შა­ბათს დაკ­რძა­ლეს.

დის გას­ვე­ნე­ბა­ში რუ­სე­თი­დან ვერ შეძ­ლო ჩა­მოს­ვლა, მა­რი­კუ­ნას რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი გი­ორ­გი ფე­რა­ძემ, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მისი გა­მო­ჩე­ნა წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ერ­თგვა­რი შოკი იყო.

გი­ორ­გი ფე­რა­ძე დას­თან, მა­რი­კუ­ნას­თან ერ­თად

ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღემ­დე ახ­სოვს

1985 წლის 19 მარ­ტი - თბი­ლის­ში უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და. წინა დღეს, მსა­ხი­ო­ბი გია ფე­რა­ძე მე­უღ­ლეს­თან ირი­ნა მი­ქა­ტა­ძეს­თან ერ­თად გუ­და­უ­რი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და.

და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ იცის რა მოხ­და სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს... მსა­ხი­ო­ბი შინ და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სამ სა­ათ­ზე დაბ­რუნ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ამის გამო მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი მხატ­ვრი­სა და მო­ქან­და­კის შვი­ლი ირი­ნა მი­ქა­ტა­ძე გა­ნა­წყე­ნე­ბია...

შემ­დეგ მოხ­და ის, რომ გიას მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი, კალ­მის ფორ­მის ია­რა­ღი­დან, რო­მელ­საც, თურ­მე სი­გა­რეტ­თან ერ­თად იდებ­და ჯი­ბე­ში, ახლო მან­ძი­ლი­დან გას­რო­ლილ­მა ხუთ მი­ლი­მეტ­რი­ან­მა ტყვი­ამ, რო­მე­ლიც მი­ნა­საც ვერ გას­ტეხს, 26 წლის ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის გუ­ლის აორ­ტა­ში გა­ი­ა­რა და ... მოკ­ლა... მომ­ხდარს ზოგი ეჭ­ვი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებ­და, ზოგი ია­რაღ­თან გა­უფრ­თხი­ლე­ბელ მო­პყრო­ბას...

ირი­ნა მი­ქა­ტა­ძე და მა­რი­კუ­ნა

ტრა­გე­დი­ის დროს გი­ა­სა და ირი­ნა მი­ქა­ტა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­კუ­ნა 11 თვის იყო... გო­გო­ნა ჯუნა მი­ქა­ტა­ძემ და მის­მა ბე­ბი­ამ მა­რი­კა საყ­ვა­რე­ლი­ძემ შვი­ლი­ვით გა­ზარ­დეს.

პა­ტიმ­რო­ბა

37 წლის გია ფე­რა­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს... მას 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. მსა­ხი­ობ­მა 2 წელი მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში გა­ა­ტა­რა. 5 წელი კი ციმ­ბირ­ში და ია­კუტსკში.

ცი­ხი­დან 1993 წელს, 45 წლის ასაკ­ში გა­მო­ვი­და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ, 1995 წლის 20 დე­კემ­ბერს, 47 წლის გია ფე­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რი­კუ­ნა იმ დრო­ის­თვის უკვე 13 წლის იყო. არა­სო­დეს უნა­ხავს მამა... ბე­ბია და ბა­ბუა ცდი­ლობ­დნენ არ შე­ეხ­ვედ­რე­ბი­ნათ ისი­ნი... მხო­ლოდ მა­მის დაკ­რძალ­ვა­ზე გა­უშ­ვეს...

გია ფე­რა­ძე, გოგი ხა­რა­ბა­ძე, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი. ფოტო: ილია ფე­რა­ძე

გია ფე­რა­ძის შვი­ლე­ბი

გია ფე­რა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქა­ლიშ­ვი­ლი სო­ფი­კო ჰყავ­და. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ვაჟი ბი­ძი­ნა ფე­რა­ძე, მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე და­ი­ბა­და. მე­ო­თხე შვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც Ambebi.ge-ს მსა­ხი­ო­ბის ძმამ ილი­კო ფე­რა­ძემ მო­უყ­ვა, გია ფე­რა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ გა­ი­გეს.

„პა­ტა­რა გიას დე­დამ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ბავ­შვის სუ­რა­თი, რო­მელ­შიც ვერ გა­ნას­ხვა­ვებ­დი მა­მას და შვილს! შემ­დეგ და­ი­კარ­გა ჩვენს შო­რის კავ­ში­რი და უკვე 21 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და, მოვ­ძებ­ნე ჩემი ძმის­შვი­ლი, და­ვუ­კავ­შირ­დი და დედა-შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი...

მა­რი­კუ­ნა მი­ქა­ტა­ძე, ბი­ძი­ნა და გი­ორ­გი ფე­რა­ძე­ე­ბი

ახალ­გაზ­რდა გია ფე­რა­ძე მა­მის სრუ­ლი ას­ლია, ორი წვე­თი წყა­ლი­ვით გვა­ნან ერ­თმა­ნეთს! ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა ამ მსგავ­სე­ბით. ისიც ნი­ჭი­ე­რია მა­მა­სა­ვით. რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში, მე­რაბ თა­ვა­ძის დახ­მა­რე­ბით, რო­გორც მსა­ხი­ობს სა­ღა­მო მო­ვუ­წყვე, სა­ღა­მო­ზე მო­ვი­და მთე­ლი თბი­ლი­სი.“ - ჰყვე­ბო­და ილი­კო ფე­რა­ძე.

სა­ღა­მო­ზე გი­ა­სა და ირი­ნას შვი­ლი მა­რი­კუ­ნაც მი­ვი­და, მაგ­რამ ის დარ­ბაზ­ში არ შე­სუ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გი­ორ­გი ფე­რა­ძე უმ­ცრო­სი იხ­სე­ნებ­და...

„რომ გა­მო­ვე­დი გა­რეთ, მა­რი­კუ­ნას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ვიგ­რძე­ნი, რა­ღაც სი­ახ­ლო­ვე ჩვენს შო­რის და ისე მო­მე­წო­ნა, გა­ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ, ეს ულა­მა­ზე­სი გოგო ჩემი და არ აღ­მოჩ­ნდე­ბო­დე­სო...“

„ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი“ და უკ­მა­ყო­ფი­ლო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი

2019 წელს, გია ფე­რა­ძის ვაჟი პრო­ექტ „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­იწ­ვი­ეს. მისი მე­წყვი­ლე ვერ­კა ჯა­ჯა­ნი­ძე გახ­ლდათ. გი­ორ­გი ფე­რა­ძე მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, უსა­ჩუქ­როდ დარ­ჩა, რა­საც მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

მსა­ხი­ო­ბი ას­მათ ტყაბ­ლა­ძე, რო­მე­ლიც გია ფე­რა­ძის სი­ცო­ცხლე­ში მსა­ხი­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ, ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და...

- გიამ ქარ­თუ­ლი არ იცის და უნდა იცო­დეს… სულ მინ­და, ხელი შე­ვუ­წყო, და­ვეხ­მა­რო. ამი­ტო­მაც ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ამ პრო­ექ­ტში, სა­დაც სპონ­სო­რე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად მო­იქ­ცნენ. სპონ­სო­რებ­მა იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თეს მე­სა­მე ად­გილს. არამ­ხო­ლოდ მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე უნდა და­ე­ჯილ­დო­ვე­ბი­ნათ. გან­სა­კუთ­რე­ბით გიას მო­ექ­ცნენ ცუ­დად. ჩა­ვე­დი დარ­ბაზ­ში და მი­ვა­ხა­ლე, რომ კა­რა­პე­ტე­ბი და ძუნ­წე­ბი არი­ან! ეს ყვე­ლა­ფე­რი დავ­წე­რე კი­დეც და მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლე­ბიც ვუ­წო­დე!

უმ­ცრო­სი გი­ორ­გი ფე­რა­ძე ახლა

38 წლის გი­ორ­გი ფე­რა­ძე რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია. 2005 წელს და­ამ­თავ­რა კრას­ნო­ი­არ­სკის მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მია.

2005-2015 წლებ­ში გახ­ლდათ გორ­კის სა­ხე­ლო­ბის სა­მა­რას აკა­დე­მი­უ­რი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი.

2016 წელს და­ამ­თავ­რა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი და თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და დღემ­დე მი­ხალ­კო­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ის ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რის ფა­ვო­რი­ტი გახ­ლავთ, ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

გი­ორ­გი ფე­რა­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
5

გიორგის რა წლებიც ფერაძეებს დააკლდათ, ის მოემატოს. სასწაულად ჰგავს მამამისს. რუსულადაც რომ ლაპარაკობს, ტიპიური ქართველია . ხმა , მანერები, ნათელი სახე , ატმოსფერულობა.

ერაძის ქალიშვილი კი ღმერთმა გაანათლოს. სამწუხაროა. 

ვახო
14

ირინა მიქატაძე ულამაზესი ქალბატონი ყოფილა...ნათელი მის სულს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დაიკო მიყვარხარ" - გია ფერაძის ვაჟი დას დაემშვიდობა: რა არის ცნობილი გიორგი ფერაძეზე, რომელიც რუსეთში წარმატებული მსახიობია

"დაიკო მიყვარხარ" - გია ფერაძის ვაჟი დას დაემშვიდობა: რა არის ცნობილი გიორგი ფერაძეზე, რომელიც რუსეთში წარმატებული მსახიობია

"დაიკო, მიყვარხარ და ეს სიყვარული მარადიულია“ – ასე დაემშვიდობა გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე გარდაცვლილ დას, მარიკუნა მიქატაძეს. საბერძნეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიკუნა სამშობლოში ხუთშაბათს ჩამოასვენებს და შაბათს დაკრძალეს.

დის გასვენებაში რუსეთიდან ვერ შეძლო ჩამოსვლა, მარიკუნას რამდენიმე სურათი გიორგი ფერაძემ, რომელიც რუსეთში ცნობილი მსახიობია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი გამოჩენა წლების წინ, საზოგადოებისთვისაც ერთგვარი შოკი იყო.

გიორგი ფერაძე დასთან, მარიკუნასთან ერთად

ტრაგედია, რომელიც საზოგადოებას დღემდე ახსოვს

1985 წლის 19 მარტი - თბილისში უმძიმესი ამბავი გავრცელდა. წინა დღეს, მსახიობი გია ფერაძე მეუღლესთან ირინა მიქატაძესთან ერთად გუდაურიდან თბილისში დაბრუნდა.

დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა საბედისწერო ღამეს... მსახიობი შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე დაბრუნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე განაწყენებია...

შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, ახლო მანძილიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, რომელიც მინასაც ვერ გასტეხს, 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და ... მოკლა... მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას...

ირინა მიქატაძე და მარიკუნა

ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა 11 თვის იყო... გოგონა ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ შვილივით გაზარდეს.

პატიმრობა

37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსახიობმა 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა. 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.

ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გია ფერაძე გარდაიცვალა. მარიკუნა იმ დროისთვის უკვე 13 წლის იყო. არასოდეს უნახავს მამა... ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ ისინი... მხოლოდ მამის დაკრძალვაზე გაუშვეს...

გია ფერაძე, გოგი ხარაბაძე, ნანული სარაჯიშვილი. ფოტო: ილია ფერაძე

გია ფერაძის შვილები

გია ფერაძეს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი სოფიკო ჰყავდა. მეორე ქორწინებაში ვაჟი ბიძინა ფერაძე, მესამე ქორწინებიდან კი მარიკუნა მიქატაძე დაიბადა. მეოთხე შვილის არსებობის შესახებ, როგორც Ambebi.ge-ს მსახიობის ძმამ ილიკო ფერაძემ მოუყვა, გია ფერაძის დაპატიმრების შემდეგ გაიგეს.

„პატარა გიას დედამ გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი...

მარიკუნა მიქატაძე, ბიძინა და გიორგი ფერაძეები

ახალგაზრდა გია ფერაძე მამის სრული ასლია, ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს! ყველა გაოცებული დარჩა ამ მსგავსებით. ისიც ნიჭიერია მამასავით. რომ ჩამოვიდნენ, სამეფო უბნის თეატრში, მერაბ თავაძის დახმარებით, როგორც მსახიობს საღამო მოვუწყვე, საღამოზე მოვიდა მთელი თბილისი.“ - ჰყვებოდა ილიკო ფერაძე.

საღამოზე გიასა და ირინას შვილი მარიკუნაც მივიდა, მაგრამ ის დარბაზში არ შესულა. მოგვიანებით, გიორგი ფერაძე უმცროსი იხსენებდა...

„რომ გამოვედი გარეთ, მარიკუნას დანახვისთანავე ვიგრძენი, რაღაც სიახლოვე ჩვენს შორის და ისე მომეწონა, გავიფიქრე, ნეტავ, ეს ულამაზესი გოგო ჩემი და არ აღმოჩნდებოდესო...“

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ და უკმაყოფილო გულშემატკივარი

2019 წელს, გია ფერაძის ვაჟი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოიწვიეს. მისი მეწყვილე ვერკა ჯაჯანიძე გახლდათ. გიორგი ფერაძე მესამე ადგილზე გავიდა და ფაქტობრივად, უსაჩუქროდ დარჩა, რასაც მისი თაყვანისმცემლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, რომელიც გია ფერაძის სიცოცხლეში მსახიობის საუკეთესო მეგობარი გახლდათ, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობდა...

- გიამ ქართული არ იცის და უნდა იცოდეს… სულ მინდა, ხელი შევუწყო, დავეხმარო. ამიტომაც ვგულშემატკივრობდი ამ პროექტში, სადაც სპონსორები ძალიან ცუდად მოიქცნენ. სპონსორებმა იგნორირება გაუკეთეს მესამე ადგილს. არამხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი, ყველა მონაწილე უნდა დაეჯილდოვებინათ. განსაკუთრებით გიას მოექცნენ ცუდად. ჩავედი დარბაზში და მივახალე, რომ კარაპეტები და ძუნწები არიან! ეს ყველაფერი დავწერე კიდეც და მეჯღანუაშვილებიც ვუწოდე!

უმცროსი გიორგი ფერაძე ახლა

38 წლის გიორგი ფერაძე რუსეთში წარმატებული მსახიობია. 2005 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის მუსიკისა და თეატრის სახელმწიფო აკადემია.

2005-2015 წლებში გახლდათ გორკის სახელობის სამარას აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი.

2016 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიული და თეატრალური ხელოვნების აკადემია ნიკიტა მიხალკოვის ხელმძღვანელობით და დღემდე მიხალკოვის თეატრის მსახიობია. ის ცნობილი რუსი რეჟისორის ფავორიტი გახლავთ, ხშირად აქვეყნებს მასთან გადაღებულ ფოტოებს.

გიორგი ფერაძე დაოჯახებული არ არის.

წაიკითხეთ ასევე: