სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი ხანძარი საბერძნეთის კუნძულ როდოსზე - სასტუმროებიდან და სახლებიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)
ძლიერი ხანძარი საბერძნეთის კუნძულ როდოსზე - სასტუმროებიდან და სახლებიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)

სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ რო­დოს­ზე სახ­ლე­ბი­დან და სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, მას შემ­დეგ, რაც კუნ­ძუ­ლის დიდი ნა­წი­ლი ტყის ხან­ძრებ­მა მო­იც­ვა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ზღვი­სა და ხმე­ლე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით 3500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­ბერ­ძნე­თის კლი­მა­ტის კრი­ზი­სი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

ხან­ძრის სა­ლიკ­ვდა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ხუთი ვერ­ტმფრე­ნი და 173 მე­ხან­ძრეა ჩარ­თუ­ლი, კი­ო­ტა­რის რა­ი­ონ­ში სამი სას­ტუმ­რო და­ზი­ან­და. და­ზა­რალ­და ლა­ერ­მას, ლარ­დო­სის და ასკლი­პი­ოს რა­ი­ო­ნე­ბიც.

კუნ­ძუ­ლის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე პლა­ჟე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­ბერ­ძნე­თის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურს კერ­ძო ნა­ვე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან. ტე­რი­ტო­რი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან სა­ბერ­ძნე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის გე­მე­ბიც.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ბერ­ძნეთ­ში ძლი­ე­რი სი­ცხის ტალ­ღის­გან გა­მოწ­ვე­ულ ტყის ხან­ძრებს რამ­დე­ნი­მე დღეა ებ­რძვი­ან. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და ათე­ნის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, ასე­ვე ლა­კო­ნი­ას რე­გი­ო­ნი სამ­ხრეთ პე­ლო­პო­ნე­სი და კუნ­ძუ­ლი რო­დო­სი.

სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახა­ლი ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნის ძა­ლი­ან მა­ღალ რის­კზე სა­უბ­რობს, რად­გან ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა კი­დევ უფრო მა­ტუ­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ძლიერი ხანძარი საბერძნეთის კუნძულ როდოსზე - სასტუმროებიდან და სახლებიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)

ძლიერი ხანძარი საბერძნეთის კუნძულ როდოსზე - სასტუმროებიდან და სახლებიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი (ფოტოები)

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე სახლებიდან და სასტუმროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ, რაც კუნძულის დიდი ნაწილი ტყის ხანძრებმა მოიცვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ზღვისა და ხმელეთის საშუალებით 3500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.

საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის სალიკვდაციო სამუშაოებში ხუთი ვერტმფრენი და 173 მეხანძრეა ჩართული, კიოტარის რაიონში სამი სასტუმრო დაზიანდა. დაზარალდა ლაერმას, ლარდოსის და ასკლიპიოს რაიონებიც.

კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე პლაჟებიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესში საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურს კერძო ნავებიც ეხმარებიან. ტერიტორიისკენ მიემართებიან საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებიც.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ძლიერი სიცხის ტალღისგან გამოწვეულ ტყის ხანძრებს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ყველაზე მეტად დაზარალდა ათენის დასავლეთით მდებარე ტერიტორია, ასევე ლაკონიას რეგიონი სამხრეთ პელოპონესი და კუნძული როდოსი.

საბერძნეთის ხელისუფლება ახალი ხანძრების გაჩენის ძალიან მაღალ რისკზე საუბრობს, რადგან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მატულობს.