პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან
ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან

პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დე­რი ეკა ბე­სე­ლია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შექ­მნან.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და, მას აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქვს, მათ შო­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან.

"ბევ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მი­ნა­ხავს, ბევ­რი დაშ­ლაც და ახა­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბიც, ამი­ტო­მაც ყვე­ლა­ფერ ამას ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რივ პრო­ცე­სად ვუ­ყუ­რებ და რამ­დე­ნა­დაც ახ­ლოვ­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ვადა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სწო­რია ოპო­ზი­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მცდე­ლო­ბა, რომ იფიქ­რონ გამ­სხვი­ლე­ბა­ზე. შე­საძ­ლოა იყოს რამ­დე­ნი­მე კონ­ფი­გუ­რა­ცია, ეს ცუდი არ არის. მე ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე ცუდი ვერ­სია იქ­ნე­ბო­და, რაც უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, რომ არ უნდა იყოს ორი არ­ჩე­ვა­ნი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“. შე­იძ­ლე­ბა არ იყოს მხო­ლოდ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და კი­დევ იყოს ერთი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც წარ­სუ­ლით და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ უნდა გაჩ­ნდეს სხვაგ­ვა­რი ტი­პის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, გა­ხა­რია და ის პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი, ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­საც არ გვაქვს კავ­ში­რი წარ­სულ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“. ერთი ვიცი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ არ და ვერ ვიქ­ნე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი არ ვიცი რო­გო­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია იქ­ნე­ბა. ბევ­რი ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც მე მახ­სოვს იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ იდე­ას­თან და ყვე­ლა ვი­საც ჰქონ­და პრინ­ცი­პე­ბი და სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბო­და იმის­გან, რაც დღეს არ მოგ­ვწონს, თით­ქმის ყვე­ლა წა­მო­ვი­და ["ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“]. შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ რა­ი­მე ტი­პის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ზე - "ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს ეს პარ­ტია იმის გამო, რომ არ მოს­წონთ ის რაც ხდე­ბა დღეს ქვე­ყა­ნა­ში. [ამ სა­კი­თხზე] მაქვს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ყვე­ლას­თან, ჯერ გვაქვს მო­საზ­რე­ბე­ბი, ხედ­ვა, გან­ვი­ხი­ლავთ ვერ­სი­ებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ვნა­ხოთ რა გა­მო­ვა. მე უბ­რა­ლოდ გა­გი­ზი­ა­რეთ მხო­ლოდ მუშა პრო­ცე­სი, იდე­ის დო­ნე­ზე და ვნა­ხოთ, რო­გო­რი ტი­პის მო­ცე­მუ­ლო­ბა შე­იქ­მნე­ბა, რა გა­მო­ვა აქე­დან. მე ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ასე­ვე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან, მას ვხე­დავ რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მის ირ­გვლივ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფი­გუ­რა­ცია შექ­მნას“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატაშკა
0

ეცადეთ როგორმე აუცილებლად მოხვდეთ პარლამენტში,,, აბა სხვაგან თქვენ როგორ გეკადრებათ,,,

აკია
0

ბესელია,ანუ არა გუშინდელი, არამენდ გუშინწინდელი დღე....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან

პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა გაერთიანება შექმნან.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს, მათ შორის, გიორგი გახარიასთან.

"ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც, ამიტომაც ყველაფერ ამას ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, რომ იფიქრონ გამსხვილებაზე. შესაძლოა იყოს რამდენიმე კონფიგურაცია, ეს ცუდი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი ვერსია იქნებოდა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ უნდა იყოს ორი არჩევანი - "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება არ იყოს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა“ და "სტრატეგია აღმაშენებელი“ და კიდევ იყოს ერთი ალტერნატივა, რომელიც წარსულით დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები, ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში "ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთი ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ და ვერ ვიქნები და დანარჩენი არ ვიცი როგორი კონფიგურაცია იქნება. ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც მე მახსოვს იყო "ქართული ოცნების“ იდეასთან და ყველა ვისაც ჰქონდა პრინციპები და საკუთარი შეხედულებები, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს არ მოგვწონს, თითქმის ყველა წამოვიდა ["ქართული ოცნებიდან“]. შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე - "ოცნების“ ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში. [ამ საკითხზე] მაქვს კონსულტაციები ყველასთან, ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ასევე გიორგი გახარიასთან, მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას“, - განაცხადა ბესელიამ.