საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაოსნობისთვის საშიშია!" - რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ გაცურავენ
"ნაოსნობისთვის საშიშია!" - რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ გაცურავენ

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 20 ივ­ლი­სი­დან ყვე­ლა გემი, რო­მე­ლიც შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში უკ­რა­ი­ნის პორ­ტე­ბის­კენ გა­ე­მარ­თე­ბა, "სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტვირ­თე­ბის პო­ტენ­ცი­ურ გა­დამ­ტა­ნად“ მი­იჩ­ნე­ვა. მოკ­ლედ, დღე­ი­დან რუ­სე­თი "კონ­ფლიქ­ტში კი­ე­ვის რე­ჟი­მის მხა­რეს ჩარ­თუ­ლად“ გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­თა დრო­შე­ბი­თაც ეს გე­მე­ბი და­ცუ­რა­ვენ. "შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო წყლე­ბის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­სა და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში ზო­გი­ერ­თი რა­ი­ო­ნი ნა­ოს­ნო­ბის­თვის დრო­ე­ბით სა­ში­შად ცხად­დე­ბა და დად­გე­ნი­ლი წე­სით გაგ­ზავ­ნი­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო შე­ტყო­ბი­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამის მი­ზე­ზად კი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ის, რომ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტა "შავი ზღვის ინი­ცი­ა­ტი­ვამ“ და სა­ზღვაო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­მა დე­რე­ფან­მა, რომ­ლი­თაც ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნი­დან ხორ­ბლის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა პრო­დუქ­ტე­ბის გა­ტა­ნა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რუ­სეთ­მა 18 ივ­ლი­სი­დან და­ტო­ვა "მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბა", რო­მე­ლიც გა­ე­როს და თურ­ქე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, 2022 წლის ივ­ლის­ში მი­იღ­წა და მის სა­ფუძ­ველ­ზე შავი ზღვით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნუ­ლი ხორ­ბლის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტი, მათ შო­რის აფ­რი­კის და აზი­ის ღა­რიბ ქვეყ­ნებ­ში.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა შე­თან­ხმე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა, უკ­რა­ი­ნამ შუ­ა­მა­ვალ გა­ე­როს და თურ­ქეთს მი­მარ­თა, რუ­სე­თის გა­რე­შე უზ­რუნ­ველ­ყონ შავი ზღვის სა­ექ­სპორ­ტო დე­რეფ­ნის მუ­შა­ო­ბა.

პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი აცხა­დებს, რომ "მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბა­ში" დაბ­რუ­ნე­ბას გა­ნი­ხი­ლავს მხო­ლოდ მისი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ის მო­ი­თხოვს კვლა­ვაც ტო­ლი­ა­ტი-ოდე­სის ამი­ა­კის მილ­სა­დე­ნის ამუ­შა­ვე­ბას; რუ­სე­თის­თვის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის და მისი ნა­წი­ლე­ბის მი­წო­დე­ბის აღ­დგე­ნას; უცხო­ე­თის პორ­ტებ­ში რუ­სუ­ლი გე­მე­ბის შეს­ვლას; სატ­რან­სპორ­ტო ლო­ჯის­ტი­კის განბ­ლოკ­ვას და "როს­სელ­ხოზ­ბან­კის“ დაბ­რუ­ნე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მა SWIFT-ში. შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სეთს ეს შე­ზღუ­დუ­ლი აქვს უკ­რა­ი­ნა­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ ამოქ­მე­დე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად.

  • ბრი­ტა­ნე­თის დაზვრე­ვის ან­გა­რი­ში

"რუ­სეთ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შავი ზღვის მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ მი­ი­ღო, რად­გან ჩათ­ვა­ლა, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა მის ინ­ტე­რე­სებს აღარ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და", - ამის შე­სა­ხებ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"რუ­სე­თი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით ნიღ­ბავს და ამ­ტკი­ცებს, რომ შე­თან­ხმე­ბი­დან მისი გას­ვლა გა­მოწ­ვე­უ­ლია შეშ­ფო­თე­ბით, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გე­მებს უკ­რა­ი­ნუ­ლი ნაღ­მე­ბი ემუქ­რე­ბათ და რომ უკ­რა­ი­ნა მარ­ცვლე­უ­ლის დე­რე­ფანს სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნებს“, - ვკი­თხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი ახლა უფრო აქ­ტი­ურ როლს ითა­მა­შებს ნე­ბის­მი­ე­რი ვაჭ­რო­ბის შე­ფერ­ხე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა შავი ზღვის ფლო­ტის ბლო­კა­დის ოპე­რა­ცი­ებს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი უე­კი­პა­ჟო წყალ­ზე­და ხო­მალ­დე­ბი­სა და სა­ნა­პი­რო თავ­დაც­ვის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბის­გან.

  • რას ამ­ბობს თეთ­რი სახ­ლი?

თეთ­რი სახ­ლიც აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­მა, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნის მარ­ცვლე­უ­ლის ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმა გა­ა­ფარ­თო­ოს და შავ ზღვა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გე­მებ­საც და­ეს­ხას თავს.

თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს პრესს­პი­კე­რის, ადამ ჰო­ჯის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის პორ­ტე­ბის მი­სად­გო­მებ­თან და­მა­ტე­ბი­თი სა­ზღვაო ნაღ­მე­ბი გა­ნა­თავ­სა.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა შავ ზღვა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გე­მებ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი თავ­დას­ხმის გა­სა­მარ­თლებ­ლად და ამ თავ­დას­ხმებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უკ­რა­ი­ნის­თვის და­სა­კის­რებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა ადამ ჰო­ჯ­მა.

მისი თქმით, შავ ზღვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის გარ­და, რუ­სე­თი რა­კე­ტე­ბი­თა და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით თავს და­ეს­ხა უკ­რა­ი­ნის მარ­ცვლე­უ­ლის სა­ექ­სპორ­ტო პორ­ტებს ოდე­სა­ში, რის შე­დე­გა­დაც გა­ნად­გურ­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და 60 000 ტონა მარ­ცვლე­უ­ლი.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ შავი ზღვის წყლებ­ში უკ­რა­ი­ნის პორ­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი ყვე­ლა გემი სამ­ხედ­რო ტვირ­თის პო­ტენ­ცი­ურ გა­დამ­ზი­და­ვად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Napoleoni
0

ეგ ხორბალი აფრიკაში კიარა ევროპელი ბარიგებიც ხელში ხვდება და რუსები რა რეგვენი არიან

იდეაფიქსი
1

ერთი რამ ვერ გავიგე და ამიხსნას ვინმე კომპეტენტურმა...

უკრაინას აქვს ხორბალი და უნდა გაყიდოს აფრიკაში, მხოლოდ ერთი გზაა ამ ხორბლის იქ მოსახვედრად და ეს გზა აუცილებლად ოდესის პორტიდან იწყება? ხომ შეიძლება პირობითად მეზობელ რუმინეთში გდაიტანოს და კონსტანცის პორტით ისარგებლოს? ან ასევე მეზობელ პოლონეთში გადაზიდოს და გდანსკიდან გაუშვას ასევე გემით. მესმის რომ ეს ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის და ფასზე იმოქმედებს მაგრამ ის რომ ოდესა დაიკეტა და სხვა გზა არ არსებობს ცოტა გაუგებარია:(

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნაოსნობისთვის საშიშია!" - რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ გაცურავენ

"ნაოსნობისთვის საშიშია!" - რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ გაცურავენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან ყველა გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართება, "სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანად“ მიიჩნევა. მოკლედ, დღეიდან რუსეთი "კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ განიხილავს ყველა იმ ქვეყანას, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ. "შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ზოგიერთი რაიონი ნაოსნობისთვის დროებით საშიშად ცხადდება და დადგენილი წესით გაგზავნილია საინფორმაციო შეტყობინება უსაფრთხოების გარანტიების გაწვევის შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამის მიზეზად კი დასახელებულია ის, რომ ფუნქციონირება შეწყვიტა "შავი ზღვის ინიციატივამ“ და საზღვაო ჰუმანიტარულმა დერეფანმა, რომლითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა უკრაინიდან ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების გატანა.

მოგეხსენებათ, რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა "მარცვლეულის შეთანხმება", რომელიც გაეროს და თურქეთის მონაწილეობით, 2022 წლის ივლისში მიიღწა და მის საფუძველზე შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა.

პუტინის რეჟიმი აცხადებს, რომ "მარცვლეულის შეთანხმებაში" დაბრუნებას განიხილავს მხოლოდ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ის მოითხოვს კვლავაც ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას; რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას; უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას; სატრანსპორტო ლოჯისტიკის განბლოკვას და "როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. შეგახსენებთ, რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების შედეგად.

  • ბრიტანეთის დაზვრევის ანგარიში

"რუსეთმა, სავარაუდოდ, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ ეს შეთანხმება მის ინტერესებს აღარ ემსახურებოდა", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

"რუსეთი ამ გადაწყვეტილებას დეზინფორმაციით ნიღბავს და ამტკიცებს, რომ შეთანხმებიდან მისი გასვლა გამოწვეულია შეშფოთებით, რომ სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმები ემუქრებათ და რომ უკრაინა მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

უწყების ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ახლა უფრო აქტიურ როლს ითამაშებს ნებისმიერი ვაჭრობის შეფერხებაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა შავი ზღვის ფლოტის ბლოკადის ოპერაციებს საფრთხე ემუქრება უკრაინული უეკიპაჟო წყალზედა ხომალდებისა და სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტებისგან.

  • რას ამბობს თეთრი სახლი?

თეთრი სახლიც აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის, ადამ ჰოჯის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

"მიგვაჩნია, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, - აღნიშნა ადამ ჰოჯმა.

მისი თქმით, შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული.

მისი თქმით, აღნიშნულზე მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.