სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქმის 1 წელია, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და მარტო ვარ... თავი ასე კარგად არ მიგრძვნია" - ნატალია ყიფშიძე პირადზე, მშობლებსა და "ცვალებად ნიშნებზე"
"თითქმის 1 წელია, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და მარტო ვარ... თავი ასე კარგად არ მიგრძვნია" - ნატალია ყიფშიძე პირადზე, მშობლებსა და "ცვალებად ნიშნებზე"

ახ­ლა­ხან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ახა­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი - "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი" გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის, მათი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა. გა­მოც­დილ და ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, სე­რი­ალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მათ შო­რის - ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძეც... "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბის" პირ­ვე­ლი­ვე ეპი­ზო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და, რის შე­სა­ხე­ბაც ნა­ტა­ლი­ამ ჟურ­ნალ­თან "გზა" გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა...

- სე­რი­ა­ლის - "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი" - წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ და კას­ტინგზე მის­ვლა მთხო­ვეს. რე­ჟი­სორს - სოსო ბლი­ა­ძეს და კას­ტინ­გის დი­რექ­ტორს - გი­ორ­გი წე­რე­თელს შევ­ხვდი და სე­რი­ა­ლის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რეთ... ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი. შემ­დეგ კას­ტინ­გებ­ზე სხვა­დას­ხვა მსა­ხი­ობ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი - სინ­ჯებს ვი­ღებ­დით, ერ­თმა­ნეთს რო­გორ "მო­ვერ­გე­ბო­დით". სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­გე, რომ ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან - ლი­ტუ­კა თა­ვა­ძეს­თან ერ­თად უნდა მე­თა­მა­შა. გა­მი­ხარ­და. იმ დროს გა­ვი­ცა­ნი მა­რი­ამ ია­კო­ბაშ­ვი­ლი და მა­საც იმ დღეს­ვე და­ვუ­მე­გობ­რდით... ჩვენ სამ­ნი სე­რი­ალ­ში ერ­თად ვთა­მა­შობთ. მგო­ნი, პრო­დუქტს ეტყო­ბა, რომ მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი ერთ ოჯა­ხად შე­იკ­რა, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ყვე­ლას მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

- ვინ არის თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი? ერ­თმა­ნეთ­თან რა სა­ერ­თო გაქვთ?

- ჩემს პერ­სო­ნაჟს ნა­თია ჰქვია. ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ის ხალ­ხს აბუ­ლინ­გებს, რა­ღა­ცებ­ზე ეღა­და­ვე­ბა, სხვე­ბის პი­რად სივ­რცე­ებ­ში შე­დის... ალ­ბათ, ჩვე­ნი სა­ერ­თო თვი­სე­ბა მხო­ლოდ გამ­ბე­და­ო­ბაა. ის ფაქ­ტი მა­ხა­რებს, რომ ჩემი თა­ვის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის როლს ვთა­მა­შობ, რაც მგო­ნი, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, სე­რი­ალ­ში აღ­წე­რი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბას ჰგავს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე ვუ­ყუ­რებთ სე­რი­ა­ლებს - ამე­რი­კულს, ევ­რო­პულს... ყვე­ლა მათ­გან­ში არის პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ვამ­ბობთ, რომ მას ძა­ლი­ან ვგა­ვართ. ერთი პრობ­ლე­მა ის გახ­ლდათ, რომ ამ სე­რი­ა­ლებ­ში ქარ­თუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ე­ბი არაა და პერ­სო­ნა­ჟებ­თან ბო­ლომ­დე "ახ­ლოს" ვერ ვგრძნობ­დით თავს. ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში რაც კი გა­და­ღე­ბუ­ლა, მგო­ნია, "ცვა­ლე­ბა­დი ნიშ­ნე­ბი" ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის ნამ­დვილ პრობ­ლე­მებ­თან თუ სა­კი­თხებ­თან - რე­ა­ლო­ბას კარ­გად ასა­ხავს. ჩვე­ნი სცე­ნა­რის­ტე­ბის - ბექა ადა­მაშ­ვი­ლის და მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლის მუ­შა­ო­ბა მომ­წონს - ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. პრო­ექტს ეტყო­ბა, რომ 2 სცე­ნა­რის­ტი მუ­შა­ობს: ხვდე­ბი, რომ მა­გა­ლი­თად, ქალი პერ­სო­ნა­ჟის ტექ­სტი კაცს არ და­უ­წე­რია ან პი­რი­ქით... ყვე­ლა სცე­ნა ბუ­ნებ­რი­ვი, პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სია. სე­რი­ა­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­საც ეტყო­ბა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი პერ­სო­ნა­ჟებ­ში სა­კუ­თარ თავს ხე­და­ვენ. შე­საძ­ლოა, "ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში" უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ის შეც­დო­მე­ბი და­ი­ნა­ხონ, რა­საც სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას უშ­ვე­ბენ, მა­გა­ლი­თად - ნე­ნეს პერ­სო­ნაჟს დე­დას­თან კა­მა­თი მოს­დის. მშო­ბე­ლი ამას სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში რომ და­ი­ნა­ხავს, გა­ი­აზ­რებს - ის მე­თო­დი, რო­მელ­საც შვი­ლის აღ­ზრდი­სას იყე­ნებს, დი­დად არ ჭრის, პი­რი­ქით - შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უფრო აფუ­ჭებს. ჩემი აზ­რით, "ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში" ყვე­ლა თა­ო­ბას ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­უძ­ლია.

- სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი­ვე ეპი­ზოდ­ში, გო­გო­ნე­ბი "ღიად" სა­უბ­რო­ბენ სექსზე, ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ. რე­ა­ლუ­რად, თქვე­ნი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე­თი გუ­ლახ­დი­ლე­ბი ხართ?

- ყვე­ლა­ზე ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს თე­მე­ბი, რომ­ლებ­ზეც მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი არ ვსა­უბ­რობთ, ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც ალ­ბათ, არც მე­გობ­რებ­თან და არც სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან გან­სა­ხილ­ვე­ლი არ არის. მი­მაჩ­ნია, რომ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვის­თა­ნაც შე­გიძ­ლია "გახ­სნი­ლი" იყო, რჩე­ვა ჰკი­თხო ან პი­რი­ქით - თა­ვად ურ­ჩიო... სე­რი­ა­ლის იმ კონ­კრე­ტულ სცე­ნა­ში ნე­ნეს პერ­სო­ნაჟ­ზე ცუ­დად ვმოქ­მე­დებთ - ვაჩ­ვე­ნებთ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის პრო­ცე­სი უნდა და­აჩ­ქა­როს, რაც რე­ა­ლუ­რად, მხო­ლოდ მისი გა­და­სა­წყვე­ტია. ნე­ნეს პი­რად სივ­რცე­ში ძა­ლი­ან ვე­რე­ვით, რაც არას­წო­რია. ამ სცე­ნი­დან მა­ყუ­რე­ბელ­მა ეს უნდა გა­ი­აზ­როს...

- სა­მე­გობ­რო­ში, სა­ნაც­ნო­ბო­ში გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, როცა გო­გო­ნას აბუ­ლინ­გე­ბენ იმის გამო, რომ ჯერ არ და­უ­წყია სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი ბუ­ლინ­გის შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რაც პი­რა­დად მი­ნა­ხავს: რა­ტომ არ აქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ან პი­რი­ქით - რა­ტომ აქ­ვსო?! ეს სა­კი­თხი თა­ვად ადა­მი­ან­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს. სა­ერ­თოდ, ამ თე­მა­ზე თუ ისა­უბ­რებს, ესეც მისი გა­და­სა­წყვე­ტია... არ მო­გა­ტყუ­ებთ: სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცენ­ტე­ბი იმა­ზე უფ­როა, თუ რა­ტომ აქვს ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და არა - რა­ტომ არ აქვს, მაგ­რამ მომ­წონს, რომ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბელ­მა სა­კი­თხის ეს მხა­რეც და­ი­ნა­ხა. სე­რი­ალ­ში სექსზე "ღიად" კი ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ ახალ­გაზ­რდო­ბას და­უს­მე­ლი შე­კი­თხვე­ბი არ ჰქონ­დეს, რაც მათ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ რა პრობ­ლე­მა­საც ვხე­დავ­დი, ის იყო, რომ 90-იან წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­ად­რე­ვად ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. ქა­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ჰქონ­დათ, სწავ­ლა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, კა­რი­ე­რა აე­წყოთ... სექსზე ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მე­ბი ბევრ სა­კითხს ეხე­ბა. მგო­ნია, რომ ასე­თი "ღია" სა­უ­ბა­რი ახალ­გაზ­რდებს გარ­კვე­ულ მარ­ტივ პრობ­ლე­მებს თა­ვი­დან აა­რი­დებს. უბ­რა­ლოდ, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს თე­მე­ბი აზ­რობ­რი­ვად ცო­ტა­თი რთუ­ლია. ბევ­რს მო­უ­წე­რია, რომ ეს სე­რი­ა­ლი ახა­რებს, მაგ­რამ ბევ­რი ისე­თი კო­მენ­ტა­რიც მი­ვი­ღე, რომ სა­ში­ნე­ლე­ბაა, რა­საც ვა­კე­თებთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მსგავ­სი აზ­რე­ბიც გაჩ­ნდე­ბო­და - ეს გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

- თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი ნა­ხეთ? სა­კუ­თარ თავს რო­გორ აფა­სებთ?

- ვნა­ხე და ბევ­რი შეც­დო­მა და­ვი­ნა­ხე. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი არ ვარ და ამის გამო, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, როცა სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. იმ მი­ზე­ზით დავ­თან­ხმდი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ზუს­ტად არ ვი­ცო­დი - რა­ტომ. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ვი­ზარ­დე. ჩემ­თვის ეს სფე­რო ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, სულ ვი­წერ­დი... ციფ­რუ­ლი მე­დი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ახლა სა­დიპ­ლო­მო­ზე ვმუ­შა­ობ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას ვას­რუ­ლებ... სწავ­ლის პრო­ცეს­ში გა­ვი­აზ­რე, რომ რე­ა­ლუ­რად, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბა მსა­ხი­ო­ბის ამ­პლუ­ა­ში კი არ მინ­დო­და, არა­მედ - კა­მე­რის უკან ყოფ­ნა მსურ­და. სცე­ნა­რე­ბის წერა და­ვი­წყე... როცა გა­ვი­გე, რომ "ცვა­ლე­ბად ნიშ­ნებ­ში" სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, დავ­თან­ხმდი, რად­გან რაც შე­იძ­ლე­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ვი­ნა­ნო, ისაა, რომ რისი ცდაც მინ­დო­და, არ ვცა­დე... გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ყოფ­ნა გა­მი­მარ­ტივ­და, რად­გან სა­ერ­თოდ, კა­მე­რის წინ ყვე­ლა­ნა­ი­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა და სტრე­სი მიქ­რე­ბა, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე კი პი­რი­ქით, ვი­თი­შე­ბი. ასე­თი უც­ნა­უ­რო­ბა მჭირს... როცა კა­მე­რე­ბი ჩა­ირ­თვე­ბა, თით­ქოს სულ სხვა ადა­მი­ა­ნი ვხდე­ბი... ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რი - ბა­ტო­ნი სოსო ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია. მსა­ხი­ო­ბებ­თან ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბა გვიქ­რე­ბა. მთე­ლი გუნ­დი მხარ­ში გვიდ­გას... სე­რი­ა­ლის პრე­მი­ე­რა­ზე ყოფ­ნი­სას ვფიქ­რობ­დი, რომ რა­ღაც არ მომ­წონ­და. შემ­დეგ, სახ­ლში სე­რი­ას ხე­ლახ­ლა ვუ­ყუ­რე და რა­ღა­ცე­ბი და­ვი­ნა­ხე, რისი გა­მოს­წო­რე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მიჩ­ნდა. გა­და­ღე­ბე­ბი ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ვფიქ­რობ, გა­მო­ვას­წო­რებ. მი­ხა­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე. ერთი, რაც და­ზუს­ტე­ბით ვიცი, ჩემი სამ­სა­ხუ­რი ყო­ველ­თვის გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბა: რე­ჟი­სო­რის, მსა­ხი­ო­ბის თუ "ფრო­დაქ­შე­ნის" სხვა წევ­რის ამ­პლუ­ა­ში...

- ოჯა­ხის მსა­ხი­ობ­მა წევ­რებ­მა ნა­მუ­შე­ვა­რი რო­გორ შე­გი­ფა­სეს?

- ზუ­რას აზრი ჯერ არ ვიცი - ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს. ამ­ჟა­მად, ახალ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობს და სა­უ­ბა­რი არ გა­მოგ­ვი­ვი­და. ალ­ბათ, სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რის მერე დავ­სხდე­ბით, სე­რი­ალს ერ­თად ვუ­ყუ­რებთ და ნამ­დვილ აზრს გა­ვი­გებ. მა­მას რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ერ­თოდ, ის ძა­ლი­ან გუ­ლახ­დი­ლია. თუკი რამე არ მო­ე­წო­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მე­ტყვის, - არ მომ­წონ­სო. პრე­მი­ე­რა­ზე ჩემ გვერ­დით რომ იჯდა, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. როცა სე­რია დას­რულ­და, ჩა­მე­ხუ­ტა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, თა­ვად რა­ღა­ცე­ბი არ მო­მე­წო­ნა. როცა ვი­სა­უბ­რეთ და მა­მის აზრი მო­ვის­მი­ნე, მე­სი­ა­მოვ­ნა... დე­და­ჩემ­საც მო­ე­წო­ნა, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. წარ­მა­ტე­ბი­სა თუ ცუდი პე­რი­ო­დის დროს დედა ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გას. ამი­ტომ გან­ვიც­დი­დი, რომ პრე­მი­ე­რის დღეს ჩემ­თან არ იყო. თუმ­ცა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი: ბე­ბია, დე­ი­და წა­მომ­ყვნენ და ამან გა­მაძ­ლი­ე­რა... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ისეთ სე­რი­ებს ვე­ლო­დე­ბი, რომ­ლებ­შიც ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ვი­თარ­დე­ბა. იქ უფრო გა­მოჩ­ნდე­ბა, და­კის­რე­ბუ­ლი საქ­მე გა­მომ­დის თუ არა. პირ­ველ სე­რი­ა­ში თით­ქოს სამი გო­გო­ნა 1 ადა­მი­ა­ნის როლს ვთა­მა­შობთ. მა­მას ეს გა­უკ­ვირ­და. რე­ა­ლუ­რად, ასე იყო და­გეგ­მი­ლი: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მე­გობ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი არ­სე­ბობს. ისი­ნი კონ­კრე­ტულ დი­ნე­ბას მიჰ­ყვე­ბი­ან, რო­მე­ლიც და­ი­წე­სეს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს არ აჩე­ნენ. სე­რი­ალ­ში ამის ჩვე­ნე­ბა გვინ­დო­და. ახლა ვნა­ხოთ, "ნიღ­ბე­ბის მოხ­სნას" რო­გორ ვაჩ­ვე­ნებთ..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
6

ახალქართულ "კუ"-ებიან სახელებში ახალ სახელს - ლიტუკა - გილოცავთ. ვერაფრით სახელის ფუძეს ვერ მივხვდი

ციციკორე
7

ქართული "ელიტის" "ტრადიციული" ტრენდი. შვილი აგრძელებს მამის საქმეს, მერე იმის შვილი აგრძელებს, ბაბუის დაწყებულს და ასე მიდის ქართული შოუ-ბიზნესის და სპორტის საქმეები. არა აქვს მნიშვნელობა, გამგრძელებელს აქვს თუ არა ნიჭი გააგრძელოს. მთაცარია რომ ის იმის შვილია. მაგაკითები? ინებეთ; მესხი, ახალკაცი, წიკლაური, ბერიკაშვილი, ყიფშიძე და კიდევ მრავალნი. ჩამოთვილებში იგულისხმება, სახელოვანთა და მართლაც ნიჭიერთა შვილები(სამწუხაროდ ვერ შემდგარი პროექტები).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თითქმის 1 წელია, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და მარტო ვარ... თავი ასე კარგად არ მიგრძვნია" - ნატალია ყიფშიძე პირადზე, მშობლებსა და "ცვალებად ნიშნებზე"

"თითქმის 1 წელია, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და მარტო ვარ... თავი ასე კარგად არ მიგრძვნია" - ნატალია ყიფშიძე პირადზე, მშობლებსა და "ცვალებად ნიშნებზე"

ახლახან ინტერნეტსივრცეში ახალი ქართული სერიალი - "ცვალებადი ნიშნები" გამოჩნდა, რომელიც სტუდენტების ცხოვრების, მათი თავგადასავლების შესახებ გვიყვება. გამოცდილ და ახალბედა მსახიობებთან ერთად, სერიალში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შვილებიც მონაწილეობენ, მათ შორის - ნატალია ყიფშიძეც... "ცვალებადი ნიშნების" პირველივე ეპიზოდი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, რის შესახებაც ნატალიამ ჟურნალთან "გზა" გულახდილად ისაუბრა...

- სერიალის - "ცვალებადი ნიშნები" - წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და კასტინგზე მისვლა მთხოვეს. რეჟისორს - სოსო ბლიაძეს და კასტინგის დირექტორს - გიორგი წერეთელს შევხვდი და სერიალის შესახებ ვისაუბრეთ... ძალიან დავინტერესდი. შემდეგ კასტინგებზე სხვადასხვა მსახიობთან ერთად დავდიოდი - სინჯებს ვიღებდით, ერთმანეთს როგორ "მოვერგებოდით". საბოლოოდ გავიგე, რომ ჩემს საუკეთესო მეგობართან - ლიტუკა თავაძესთან ერთად უნდა მეთამაშა. გამიხარდა. იმ დროს გავიცანი მარიამ იაკობაშვილი და მასაც იმ დღესვე დავუმეგობრდით... ჩვენ სამნი სერიალში ერთად ვთამაშობთ. მგონი, პროდუქტს ეტყობა, რომ მთელი შემოქმედებითი გუნდი ერთ ოჯახად შეიკრა, ერთმანეთის მიმართ ყველას მეგობრული დამოკიდებულება აქვს.

- ვინ არის თქვენი პერსონაჟი? ერთმანეთთან რა საერთო გაქვთ?

- ჩემს პერსონაჟს ნათია ჰქვია. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ის ხალხს აბულინგებს, რაღაცებზე ეღადავება, სხვების პირად სივრცეებში შედის... ალბათ, ჩვენი საერთო თვისება მხოლოდ გამბედაობაა. ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემი თავისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის როლს ვთამაშობ, რაც მგონი, გამოცდილების მისაღებად საინტერესოა.

- როგორ ფიქრობთ, სერიალში აღწერილი სიტუაციები სტუდენტების დღევანდელ ცხოვრებას ჰგავს?

- საქართველოში დღემდე ვუყურებთ სერიალებს - ამერიკულს, ევროპულს... ყველა მათგანში არის პერსონაჟი, რომლის შესახებაც ვამბობთ, რომ მას ძალიან ვგავართ. ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ ამ სერიალებში ქართული იდეოლოგიები არაა და პერსონაჟებთან ბოლომდე "ახლოს" ვერ ვგრძნობდით თავს. ქართულ რეალობაში რაც კი გადაღებულა, მგონია, "ცვალებადი ნიშნები" ყველაზე ახლოს არის ნამდვილ პრობლემებთან თუ საკითხებთან - რეალობას კარგად ასახავს. ჩვენი სცენარისტების - ბექა ადამაშვილის და მარიამ გურგენიშვილის მუშაობა მომწონს - ნიჭიერები არიან. პროექტს ეტყობა, რომ 2 სცენარისტი მუშაობს: ხვდები, რომ მაგალითად, ქალი პერსონაჟის ტექსტი კაცს არ დაუწერია ან პირიქით... ყველა სცენა ბუნებრივი, პერსონაჟებისთვის შესაბამისია. სერიალის გამოხმაურებასაც ეტყობა, რომ ახალგაზრდები პერსონაჟებში საკუთარ თავს ხედავენ. შესაძლოა, "ცვალებად ნიშნებში" უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ის შეცდომები დაინახონ, რასაც საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას უშვებენ, მაგალითად - ნენეს პერსონაჟს დედასთან კამათი მოსდის. მშობელი ამას სერიალის მაყურებლის ამპლუაში რომ დაინახავს, გაიაზრებს - ის მეთოდი, რომელსაც შვილის აღზრდისას იყენებს, დიდად არ ჭრის, პირიქით - შვილთან ურთიერთობას უფრო აფუჭებს. ჩემი აზრით, "ცვალებად ნიშნებში" ყველა თაობას ბევრი რამის სწავლა შეუძლია.

- სერიალის პირველივე ეპიზოდში, გოგონები "ღიად" საუბრობენ სექსზე, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. რეალურად, თქვენი თაობის წარმომადგენლები ასეთი გულახდილები ხართ?

- ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არ არსებობს თემები, რომლებზეც მე და ჩემი მეგობრები არ ვსაუბრობთ, ოჯახური პრობლემების გარდა, რომლებიც ალბათ, არც მეგობრებთან და არც სხვა ადამიანებთან განსახილველი არ არის. მიმაჩნია, რომ საუკეთესო მეგობრისთვის სექსუალური გამოცდილების გაზიარება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ეს ის ადამიანია, ვისთანაც შეგიძლია "გახსნილი" იყო, რჩევა ჰკითხო ან პირიქით - თავად ურჩიო... სერიალის იმ კონკრეტულ სცენაში ნენეს პერსონაჟზე ცუდად ვმოქმედებთ - ვაჩვენებთ, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყების პროცესი უნდა დააჩქაროს, რაც რეალურად, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ნენეს პირად სივრცეში ძალიან ვერევით, რაც არასწორია. ამ სცენიდან მაყურებელმა ეს უნდა გაიაზროს...

- სამეგობროში, სანაცნობოში გქონიათ შემთხვევა, როცა გოგონას აბულინგებენ იმის გამო, რომ ჯერ არ დაუწყია სექსუალური ცხოვრება?

- ყველანაირი ბულინგის შემთხვევა ყოფილა, რაც პირადად მინახავს: რატომ არ აქვს სექსუალური ცხოვრება ან პირიქით - რატომ აქვსო?! ეს საკითხი თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს. საერთოდ, ამ თემაზე თუ ისაუბრებს, ესეც მისი გადასაწყვეტია... არ მოგატყუებთ: საქართველოში აქცენტები იმაზე უფროა, თუ რატომ აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება და არა - რატომ არ აქვს, მაგრამ მომწონს, რომ სერიალის მაყურებელმა საკითხის ეს მხარეც დაინახა. სერიალში სექსზე "ღიად" კი ვსაუბრობთ, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდობას დაუსმელი შეკითხვები არ ჰქონდეს, რაც მათზე ცუდად მოქმედებს. ყველაზე მკაფიოდ რა პრობლემასაც ვხედავდი, ის იყო, რომ 90-იან წლებში, საქართველოში სექსუალური გამოცდილების მიღების მიზნით, ადამიანები ნაადრევად ქორწინდებოდნენ. ქალებს შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ, სწავლა დაესრულებინათ, კარიერა აეწყოთ... სექსზე ტაბუდადებული თემები ბევრ საკითხს ეხება. მგონია, რომ ასეთი "ღია" საუბარი ახალგაზრდებს გარკვეულ მარტივ პრობლემებს თავიდან აარიდებს. უბრალოდ, ქართველებისთვის ეს თემები აზრობრივად ცოტათი რთულია. ბევრს მოუწერია, რომ ეს სერიალი ახარებს, მაგრამ ბევრი ისეთი კომენტარიც მივიღე, რომ საშინელებაა, რასაც ვაკეთებთ. დარწმუნებული ვიყავი, მსგავსი აზრებიც გაჩნდებოდა - ეს გარდაუვალი იყო.

- თქვენი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდები ნახეთ? საკუთარ თავს როგორ აფასებთ?

- ვნახე და ბევრი შეცდომა დავინახე. პროფესიონალი მსახიობი არ ვარ და ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი, როცა სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს. იმ მიზეზით დავთანხმდი, რომ მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი - რატომ. ალბათ იმიტომ, რომ გადასაღებ მოედანზე გავიზარდე. ჩემთვის ეს სფერო ძალიან სახალისო იყო, მაგრამ ამასთანავე, სულ ვიწერდი... ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა სადიპლომოზე ვმუშაობ, უნივერსიტეტში სწავლას ვასრულებ... სწავლის პროცესში გავიაზრე, რომ რეალურად, გადასაღებ მოედანზე მუშაობა მსახიობის ამპლუაში კი არ მინდოდა, არამედ - კამერის უკან ყოფნა მსურდა. სცენარების წერა დავიწყე... როცა გავიგე, რომ "ცვალებად ნიშნებში" სამსახიობო გამოცდილების მიღების საშუალება მქონდა, დავთანხმდი, რადგან რაც შეიძლება, ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვინანო, ისაა, რომ რისი ცდაც მინდოდა, არ ვცადე... გადასაღებ მოედანზე ყოფნა გამიმარტივდა, რადგან საერთოდ, კამერის წინ ყველანაირი ნერვიულობა და სტრესი მიქრება, რეპეტიციაზე კი პირიქით, ვითიშები. ასეთი უცნაურობა მჭირს... როცა კამერები ჩაირთვება, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვხდები... ჩვენი რეჟისორი - ბატონი სოსო ძალიან მეგობრულია. მსახიობებთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ნერვიულობა გვიქრება. მთელი გუნდი მხარში გვიდგას... სერიალის პრემიერაზე ყოფნისას ვფიქრობდი, რომ რაღაც არ მომწონდა. შემდეგ, სახლში სერიას ხელახლა ვუყურე და რაღაცები დავინახე, რისი გამოსწორების სურვილიც გამიჩნდა. გადაღებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ვფიქრობ, გამოვასწორებ. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ვცადე. ერთი, რაც დაზუსტებით ვიცი, ჩემი სამსახური ყოველთვის გადასაღები მოედანი იქნება: რეჟისორის, მსახიობის თუ "ფროდაქშენის" სხვა წევრის ამპლუაში...

- ოჯახის მსახიობმა წევრებმა ნამუშევარი როგორ შეგიფასეს?

- ზურას აზრი ჯერ არ ვიცი - ძალიან მაინტერესებს. ამჟამად, ახალ სპექტაკლზე მუშაობს და საუბარი არ გამოგვივიდა. ალბათ, სპექტაკლის პრემიერის მერე დავსხდებით, სერიალს ერთად ვუყურებთ და ნამდვილ აზრს გავიგებ. მამას რაც შეეხება, საერთოდ, ის ძალიან გულახდილია. თუკი რამე არ მოეწონება, ნებისმიერ შემთხვევაში მეტყვის, - არ მომწონსო. პრემიერაზე ჩემ გვერდით რომ იჯდა, ძალიან ვნერვიულობდი. როცა სერია დასრულდა, ჩამეხუტა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა. გამიკვირდა, რადგან როგორც აღვნიშნე, თავად რაღაცები არ მომეწონა. როცა ვისაუბრეთ და მამის აზრი მოვისმინე, მესიამოვნა... დედაჩემსაც მოეწონა, რომელიც პრემიერის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. წარმატებისა თუ ცუდი პერიოდის დროს დედა ყოველთვის მხარში მიდგას. ამიტომ განვიცდიდი, რომ პრემიერის დღეს ჩემთან არ იყო. თუმცა, ოჯახის წევრები: ბებია, დეიდა წამომყვნენ და ამან გამაძლიერა... საბოლოო ჯამში, მაინც ისეთ სერიებს ველოდები, რომლებშიც ჩემი პერსონაჟი ვითარდება. იქ უფრო გამოჩნდება, დაკისრებული საქმე გამომდის თუ არა. პირველ სერიაში თითქოს სამი გოგონა 1 ადამიანის როლს ვთამაშობთ. მამას ეს გაუკვირდა. რეალურად, ასე იყო დაგეგმილი: მოგეხსენებათ, სამეგობრო დაჯგუფებები არსებობს. ისინი კონკრეტულ დინებას მიჰყვებიან, რომელიც დაიწესეს. ინდივიდუალიზმს არ აჩენენ. სერიალში ამის ჩვენება გვინდოდა. ახლა ვნახოთ, "ნიღბების მოხსნას" როგორ ვაჩვენებთ..წაიკითხეთ სრულად