მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცი? - "ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გაკეთა“
როგორ მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცი? - "ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გაკეთა“

აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ზღვრის უნე­ბარ­თვოდ გა­დაკ­ვე­თის­თვის და­ა­კა­ვეს. მა­მა­კა­ცი სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­სა­ზღვრო სო­ფელ­ში მდე­ბა­რე ერ­თობ­ლი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნა­ში ტურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ესაა ად­გი­ლი, რო­მელ­საც ორი­ვე მხა­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

"აშშ-ის მო­ქა­ლა­ქემ უნე­ბარ­თვოდ გა­დაკ­ვე­თა კო­რე­ის სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში (DPRK) სამ­ხედ­რო სა­დე­მარ­კა­ციო ხაზი. ჩვე­ნი რწმე­ნით, ის ამ­ჟა­მად კო­რე­ის სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ცი­დენ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად კო­რე­ის სა­ხალ­ხო არ­მი­ას­თან გვაქვს კონ­ტაქ­ტი", - ნათ­ქვა­მია გა­ე­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი, ბუ­ფე­რუ­ლი ზონა, რო­მე­ლიც ორ კო­რე­ას ჰყოფს, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ გა­მაგ­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა. ის სავ­სეა ნაღ­მე­ბით, მავ­თულხლარ­თე­ბით და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი კი, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან.

ყო­ველ­წლი­უ­რად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­დან ათო­ბით ადა­მი­ა­ნი გარ­ბის, მაგ­რამ დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი ზო­ნის გავ­ლით გაქ­ცე­ვა ძალ­ზე სა­ში­ში და იშ­ვი­ა­თია.

  • ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე

აშშ-ის არ­მი­ის სპი­კე­რი ბრა­ის დი­უ­ბი ადას­ტუ­რებს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე მე-2 კლა­სის რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი, 23 წლის ტრე­ვის კინ­გია. რო­გორც ირ­კვე­ვა, კინ­გი დის­ციპ­ლი­ნუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო სამ­ხრეთ კო­რე­ის ცი­ხე­ში ორ­თვი­ან სას­ჯელს იხ­დი­და - სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Yonhap - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი კო­რე­ის მო­ქა­ლა­ქე­ზე ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

კინ­გი 10 ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და აშშ-ში დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, ინ­ჩე­ო­ნის აე­რო­პორ­ტში წა­იყ­ვა­ნეს. გა­ურ­კვე­ვე­ლია რო­გორ, მაგ­რამ მან სა­ჰა­ე­რო ტერ­მი­ნა­ლი­დან გას­ვლა მო­ა­ხერ­ხა და ტუ­რის­ტულ ჯგუფს შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც კო­რე­ის სა­სა­ზღვრო სო­ფელ პან­მუნ­ჯომ­ში მოგ­ზა­უ­რობ­და.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მას და­მა­ტე­ბი­თი სამ­ხედ­რო დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა უნ­დო­და, რაც ტე­ხას­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ელო­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი და­კა­ვე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცის დე­და­მაც გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ის "შო­კი­რე­ბუ­ლია“ და მხო­ლოდ ტრე­ვი­სის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა სურს.

"ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ჩემ­მა შვილ­მა ეს გა­ა­კე­თა“, - ამ­ბობს ტრე­ვი­სის დედა.

  • აშშ-ის პო­ზი­ცია

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი უი­მე­დოდ ცდი­ლო­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამა­ში ჩარ­თუ­ლია შვე­დე­თის სა­ელ­ჩო ფხე­ნი­ან­ში, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ხე­ლით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას გეგ­მავს.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რის მე­თიუ მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბით, ტრე­ვის კინ­გმა სა­ზღვა­რი "გან­ზრახ, სა­კუ­თა­რი ნე­ბით" გა­დაკ­ვე­თა, ხოლო პენ­ტა­გო­ნის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლოიდ ოს­ტინ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ კინ­გი ახლა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს.

  • ჩრი­ლო­ეთ კო­რე­ის პო­ზი­ცია

ფხე­ნი­ანს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. ოთხშა­ბათს, კო­რე­ის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, კიმ ირ სე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა, თუმ­ცა ამე­რი­კელ ჯა­რის­კაც­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ თქმუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ოთხშა­ბათს, დი­ლით, მცი­რე რა­დი­უ­სის ორი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა გა­უშ­ვა. შემ­თხვე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 03:30-დან 03:46 სა­ა­თამ­დე მოხ­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას და­ა­კა­ვეს.

”სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ჯა­რის­კაცს პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს“, - თქვა იან მუ-ჯინ­მა, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის კვლე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში და და­ა­მა­ტა, რომ კინგზე ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ალ­ბა­თო­ბაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ისიც, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ კინგს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა აი­ძუ­ლოს, რო­გო­რი­ცაა აშშ-ის სამ­ხედ­რო ბა­ზის გან­ლა­გე­ბა, და­ნა­ყო­ფე­ბი და მათი რა­ო­დე­ნო­ბა.

  • რა ელით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში და­კა­ვე­ბულ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს?

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ამე­რი­კე­ლის და­კა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვა ოტო ვარმ­ბი­ერს უკავ­შირ­დე­ბა. ვარმ­ბი­ე­რი სტუ­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც 2016 წელს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ტუ­რის­ტად ჩა­ვი­და. თუმ­ცა 5-დღი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა 17-თვი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და - იგი პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ნე­რის და­ზი­ა­ნე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე 2016 წლის მარ­ტში, ოტომ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო და კო­მა­ში ჩა­ვარ­და. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ის და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ჩრ. კო­რე­ის მთავ­რო­ბა ამ­ბობ­და, რომ იგი ცი­ხე­ში და­ე­ცა და ტრავ­მა­საც ამას უკავ­ში­რებ­და.

2017 წელს ოტო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ოჰა­ი­ო­ში გა­და­აფ­რი­ნეს. თუმ­ცა ექი­მებ­მა 22 წლის ახალ­გაზ­რდის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. იგი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­დან 6 დღის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გარბიან
21

აღარ უნდა ბევრს ლიბერალური სამყარო და ეს ლაქშერული ბრენდები. 

ნინი
2

ღალატის სუნი უდის, არა მგონია რომ შემთხვევით ვინმეს შეეძლოს ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მიახლოება

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

როგორ მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცი? - "ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გაკეთა“

როგორ მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცი? - "ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გაკეთა“

აშშ-ის მოქალაქე, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. მამაკაცი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო სოფელში მდებარე ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში ტურზე იმყოფებოდა. ესაა ადგილი, რომელსაც ორივე მხარის შეიარაღებული ჯარისკაცები აკონტროლებენ.

"აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DPRK) სამხედრო სადემარკაციო ხაზი. ჩვენი რწმენით, ის ამჟამად კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება. ინციდენტის მოსაგვარებლად კორეის სახალხო არმიასთან გვაქვს კონტაქტი", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

დემილიტარიზებული, ბუფერული ზონა, რომელიც ორ კორეას ჰყოფს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამაგრებულ ტერიტორიად მიიჩნევა. ის სავსეა ნაღმებით, მავთულხლართებით და სათვალთვალო კამერებით. შეიარაღებული მესაზღვრეები კი, 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან.

ყოველწლიურად, ჩრდილოეთ კორეიდან ათობით ადამიანი გარბის, მაგრამ დემილიტარიზებული ზონის გავლით გაქცევა ძალზე საშიში და იშვიათია.

  • ვინ არის დაკავებული მოქალაქე

აშშ-ის არმიის სპიკერი ბრაის დიუბი ადასტურებს, რომ დაკავებული მოქალაქე მე-2 კლასის რიგითი ჯარისკაცი, 23 წლის ტრევის კინგია. როგორც ირკვევა, კინგი დისციპლინური მიზეზების გამო სამხრეთ კორეის ციხეში ორთვიან სასჯელს იხდიდა - სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap - ის ინფორმაციით, იგი კორეის მოქალაქეზე ფიზიკურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი.

კინგი 10 ივლისს გაათავისუფლეს და აშშ-ში დაბრუნების მიზნით, ინჩეონის აეროპორტში წაიყვანეს. გაურკვეველია როგორ, მაგრამ მან საჰაერო ტერმინალიდან გასვლა მოახერხა და ტურისტულ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კორეის სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში მოგზაურობდა.

ვარაუდობენ, რომ მას დამატებითი სამხედრო დისციპლინური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება უნდოდა, რაც ტეხასში დაბრუნების შემდეგ ელოდა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი დაკავებული ჯარისკაცის დედამაც გააკეთა. მისი თქმით, ის "შოკირებულია“ და მხოლოდ ტრევისის სახლში დაბრუნება სურს.

"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გააკეთა“, - ამბობს ტრევისის დედა.

  • აშშ-ის პოზიცია

ამერიკელი დიპლომატები უიმედოდ ცდილობენ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებას. როგორც ცნობილია, ამაში ჩართულია შვედეთის საელჩო ფხენიანში, რომელიც აშშ-ის სახელით მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, ტრევის კინგმა საზღვარი "განზრახ, საკუთარი ნებით" გადაკვეთა, ხოლო პენტაგონის პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ კინგი ახლა ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. მისივე განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.

  • ჩრილოეთ კორეის პოზიცია

ფხენიანს მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ოთხშაბათს, კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ მისი დამფუძნებლის, კიმ ირ სენის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა, თუმცა ამერიკელ ჯარისკაცზე არანაირი ინფორმაცია არ თქმულა.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს, დილით, მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 03:30-დან 03:46 საათამდე მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

”სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჯარისკაცს პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს“, - თქვა იან მუ-ჯინმა, ჩრდილოეთ კორეის კვლევის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში და დაამატა, რომ კინგზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ალბათობაც ძალიან მაღალია.

შესაძლებელია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეამ კინგს ისეთი ინფორმაციის გასაჯაროება აიძულოს, როგორიცაა აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგება, დანაყოფები და მათი რაოდენობა.

  • რა ელით ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელის დაკავების ყველაზე ცნობილი შემთხვევა ოტო ვარმბიერს უკავშირდება. ვარმბიერი სტუდენტი იყო, რომელიც 2016 წელს, ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად ჩავიდა. თუმცა 5-დღიანი მოგზაურობა 17-თვიან პატიმრობაში გადაიზარდა - იგი პოლიტიკური ბანერის დაზიანებაში დაადანაშაულეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაკავებიდან მალევე 2016 წლის მარტში, ოტომ გაურკვეველი მიზეზებით ნევროლოგიური ტრავმა მიიღო და კომაში ჩავარდა. ამ მდგომარეობაში ის დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჩრ. კორეის მთავრობა ამბობდა, რომ იგი ციხეში დაეცა და ტრავმასაც ამას უკავშირებდა.

2017 წელს ოტო გაათავისუფლეს და ოჰაიოში გადააფრინეს. თუმცა ექიმებმა 22 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს. იგი სამშობლოში დაბრუნებიდან 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.