სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა პროცესზე, სადაც პოლიციელსა და მის ოჯახზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - მეტეხში მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მხარეების კომენტარები
რა ხდებოდა პროცესზე, სადაც პოლიციელსა და მის ოჯახზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - მეტეხში მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მხარეების კომენტარები

გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გოგა კუპ­რე­იშ­ვილ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ლაშა ტუ­ხაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბულ სამ პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის ოთარ დოხ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ცალ­სა­ხა­დაა გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი (ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ), ასე­ვე 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) და 237-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის არ­გუ­მენ­ტად პრო­კუ­რორ­მა და­ა­სა­ხე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან მოწ­მე­ებ­ზე შე­საძ­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ყალ­ბე­ბის და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - მი­ხე­ილ მა­ი­სუ­რა­ძის, ჯიმ­შერ ცე­ცხლა­ძის და ბექა ღუ­დუ­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს ორი ად­ვო­კა­ტი, ნო­დარ ცინ­ცა­ძე და გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი იცავს.

ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო არ­ცერ­თი სა­ხის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, ან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო გი­რაო თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან მო­სა­მარ­თლის მიერ დად­გე­ნი­ლი ოდე­ნო­ბა გა­დახ­დის ერ­თთვი­ა­ნი ვა­დით, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლე გოგა კუპ­რე­იშ­ვილ­მა დაც­ვის მხა­რის ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

"დიახ, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო, ად­გი­ლი ჰქონ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, მაგ­რამ ეს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იყო პრო­პორ­ცი­უ­ლი იმ აგ­რე­სი­ი­სა, რა­საც ჰქონ­და ად­გი­ლი. ჩხუ­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ალ­ბერტ ტუ­ხაშ­ვილ­მა, ლაშა ტუ­ხაშ­ვი­ლის მა­მამ (რო­მე­ლიც ასე­ვე ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია), სწო­რედ აგ­რე­სი­ას და გი­ნე­ბას მოჰ­ყვა სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მხრი­დან, ერ­თერ­თი კი, მხო­ლოდ აშ­ვე­ლებ­და მათ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ მოხ­და ძა­ლა­დო­ბა და საშ­ტა­ტო ია­რა­ღის წარ­თმე­ვა, ლაშა ტუ­ხაშ­ვილს პო­ლი­ცის თა­ნამ­შრომ­ლის არა­ნა­ი­რი მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი არ ჰქონ­და, იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში, არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ციმ­ცი­მე­ბი­ა­ნი ან სხვა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ნიშ­ნის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლით, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი ვე­რაფ­რით მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ის იყო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ამი­ტომ მათ სცა­დეს ია­რა­ღი­ა­ნი პი­რის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. მათ მი­მართ არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ­ცერ­თი სა­ხის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, ან შე­ე­ფარ­დოთ გი­რაო თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან მო­სა­მარ­თლის მიერ დად­გე­ნი­ლი ოდე­ნო­ბა გა­დახ­დის ვა­დით ერთი თვე”, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა ნო­დარ ცინ­ცა­ძემ.

ად­ვო­კატ­მა გოჩა გო­ჩი­ტაშ­ვილ­მა კი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მი­მალ­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

"ბრალ­დე­ბულ ცე­ცხლა­ძეს ჰყავს 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ღუ­დუ­აშ­ვილს - 3 თვის შვი­ლი, მა­ი­სუ­რა­ძეს კი ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზით 7 წე­ლია ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, უსა­ფუძ­ვლოა ბრალ­დე­ბის მხა­რის ვა­რა­უ­დი, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის მი­მალ­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და გო­ჩი­ტაშ­ვილ­მა.

დაც­ვის მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბი­სას, და­ზა­რა­ლე­ბულს და მის მა­მას მი­ე­ცათ ცე­ცხლა­ძე­სა და მა­ი­სუ­რა­ძე­ზე წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა და მათ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წრდნენ. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ცალ­კეა და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

"როცა სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­დი­ხარ და რა­ღა­ცას ამ­ტკი­ცებ და როცა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ცოტა უხერ­ხუ­ლია ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა. ამას­თან, ყვე­ლამ წარ­მო­იდ­გი­ნოს ტუ­ხაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ანუ, ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ცი­ე­ლია, არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი?! რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლებ­ზე შე­საძ­ლო ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას, რა­ზეც სა­უბ­რობს დაც­ვის მხა­რე, აღ­ნიშ­ნულ­ზე ცალ­კე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ საქ­მე­ზეც დად­გინ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან არა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ია­რა­ღის ქო­ნის და გას­რო­ლის ფაქ­ტებს, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რომ წა­ერ­თმი­ათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რა დრო­საც მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა, ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი თა­ნამ­გზავ­რი ადას­ტუ­რებს იმას, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ რა­ტომ ატა­რებ­და ია­რაღს, ეს ია­რა­ღი არის ტა­ბე­ლუ­რი, საშ­ტა­ტო და შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი ბრზა­ნე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც არა­სამ­სა­ხუ­რებ­რივ პე­რი­ოდ­ში უკ­რძა­ლავს მსგავ­სი კა­ტე­გო­რი­ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მომ­ძი­ე­ბელს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ოთარ დოხ­ნა­ძემ.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი წარ­დგე­ნილ ბრალს არ ეთან­ხმე­ბა და თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

შე­გახ­სე­ნებთ, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ლაშა ტუ­ხაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 3 პირი 16 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. და­პი­რის­პი­რე­ბა ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულ­სა და ლაშა ტუ­ხაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლებს შო­რის მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მოჰ­ყვა. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გორ­ში 4 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გზბზვზ
1

მაგ მხარეს პოლიცია არის საშინელება.. ბიჭებს ისე ენაგლებიან და ეუზრდელებიან თითქონს კონცლაგერებში ყავდეთ ისე ეუფროსებიან ხოლმე..

არჩილი
9

პოლიცია თავგასული იყო არის და ალბათ იქნება. სინამდვილე არავინ არ იცის და არც წერენ ისე გამოაქვთ სამჯავროზე. სასამართლო რომ არ გვაქ ამას კამათი არ ჭირდება.

ძაან გამიკვირდება სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ხდებოდა პროცესზე, სადაც პოლიციელსა და მის ოჯახზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - მეტეხში მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მხარეების კომენტარები

რა ხდებოდა პროცესზე, სადაც პოლიციელსა და მის ოჯახზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ - მეტეხში მომხდარი დაპირისპირების დეტალები და მხარეების კომენტარები

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ლაშა ტუხაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის ოთარ დოხნაძის განცხადებით, საქმეში ცალსახადაა გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), ასევე 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე უალტერნატივოდ ითვალისწინებდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად პროკურორმა დაასახელა ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების გაყალბების და მიმალვის საფრთხეები.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების - მიხეილ მაისურაძის, ჯიმშერ ცეცხლაძის და ბექა ღუდუაშვილის ინტერესებს ორი ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე და გოჩა გოჩიტაშვილი იცავს.

ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, ბრალდებულების მიმართ არ გამოყენებულიყო არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ან გამოყენებულიყო გირაო თითოეულ მათგანზე 2000 ლარის ოდენობით, ან მოსამართლის მიერ დადგენილი ოდენობა გადახდის ერთთვიანი ვადით, თუმცა, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"დიახ, ფიზიკური დაპირისპირება იყო, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას, მაგრამ ეს ძალის გამოყენება იყო პროპორციული იმ აგრესიისა, რასაც ჰქონდა ადგილი. ჩხუბის პროვოცირება მოახდინა ალბერტ ტუხაშვილმა, ლაშა ტუხაშვილის მამამ (რომელიც ასევე ყოფილი გამომძიებელია), სწორედ აგრესიას და გინებას მოჰყვა საპასუხო რეაქცია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან, ერთერთი კი, მხოლოდ აშველებდა მათ. რაც შეეხება იმას, რომ პოლიციის თანამშრომლის მიმართ მოხდა ძალადობა და საშტატო იარაღის წართმევა, ლაშა ტუხაშვილს პოლიცის თანამშრომლის არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდა, იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში, არ გადაადგილდებოდა ციმციმებიანი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ავტომობილით, შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ვერაფრით მიხვდებოდნენ, რომ ის იყო პოლიციის თანამშრომელი, ამიტომ მათ სცადეს იარაღიანი პირის განეიტრალება. მათ მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ან შეეფარდოთ გირაო თითოეულ მათგანზე 2000 ლარის ოდენობით, ან მოსამართლის მიერ დადგენილი ოდენობა გადახდის ვადით ერთი თვე”, - აღნიშნა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

ადვოკატმა გოჩა გოჩიტაშვილმა კი სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების უსაფუძვლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არცერთი ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

"ბრალდებულ ცეცხლაძეს ჰყავს 5 მცირეწლოვანი შვილი, ღუდუაშვილს - 3 თვის შვილი, მაისურაძეს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზით 7 წელია ინსულინდამოკიდებულია, შესაბამისად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის ვარაუდი, რომ რომელიმე მათგანის მიმალვის საფრთხე არსებობს“, - განაცხადა გოჩიტაშვილმა.

დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკავებისას, დაზარალებულს და მის მამას მიეცათ ცეცხლაძესა და მაისურაძეზე წვდომის საშუალება და მათ ფიზიკურად გაუსწრდნენ. პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ცალკეა დაწყებულია გამოძიება.

"როცა სასამართლოში გამოდიხარ და რაღაცას ამტკიცებ და როცა არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, ცოტა უხერხულია ხმამაღალი განცხადებების კეთება. ამასთან, ყველამ წარმოიდგინოს ტუხაშვილის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა, ანუ, ვინაიდან პოლიციელია, არ აქვს უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი და ოჯახი?! რაც შეეხება დაკავებულებზე შესაძლო ფიზიკურ ზეწოლას, რაზეც საუბრობს დაცვის მხარე, აღნიშნულზე ცალკე დაწყებულია გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ საქმეზეც დადგინდება ჭეშმარიტება.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლის მხრიდან არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღის ქონის და გასროლის ფაქტებს, ბრალდებულები ცდილობდნენ, რომ წაერთმიათ დაზარალებულისთვის ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც მოხდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, ეს დადასტურებულია და ბრალდებულების ერთ-ერთი თანამგზავრი ადასტურებს იმას, რომ დაზარალებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. რაც შეეხება იმას, რომ რატომ ატარებდა იარაღს, ეს იარაღი არის ტაბელური, საშტატო და შესაბამისად, არ არსებობს არცერთი ბრზანება იმასთან დაკავშირებით, რომელიც არასამსახურებრივ პერიოდში უკრძალავს მსგავსი კატეგორიის თანამდებობის პირს, ამ შემთხვევაში გამომძიებელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შესაძლებლობას“, - განაცხადა პროკურორმა ოთარ დოხნაძემ.

თავად ბრალდებულების განცხადებით, არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ლაშა ტუხაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე სამართალდამცავებმა 3 პირი 16 ივლისს დააკავეს. დაპირისპირება ერთ-ერთ ბრალდებულსა და ლაშა ტუხაშვილის მეუღლის ავტომობილებს შორის მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა. წინასასამართლო სხდომა გორში 4 სექტემბერს გაიმართება.