მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 წლის ბიჭი ჩემს თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... ამ ყველაფრის პარალელურად აუზი არ დახურულა და დამსვენებლები განაგრძობდნენ ბანაობას" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი?
"5 წლის ბიჭი ჩემს თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... ამ ყველაფრის პარალელურად აუზი არ დახურულა და დამსვენებლები განაგრძობდნენ ბანაობას" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი?
  • ფო­ტო­ზე: 5 წლის და­ნი­ე­ლი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ ჩაქვში. სას­ტუმ­რო "ოა­ზის­ში" აუზ­ზე 5 წლამ­დე ბავ­შვი და­იხ­რჩო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიჭი დე­დას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა აუზ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"დახ­რჩო­ბის მო­მენ­ტი არა­ვის და­უ­ნა­ხავს. რო­გორც ყვე­ბი­ან, აზ­რად არ მოს­ვლი­ათ, თუ ბავ­შვი იხ­რჩო­ბო­და. დედა-შვი­ლი ქუ­თა­ი­სი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წრო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"დღეს ჩემი ფან­ჯრე­ბის წინ 5 წლის ბიჭი და­იხ­რჩო აუზ­ში, ჩაქვში - სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზის­ში….

- სას­ტუმ­როს, რომ თი­თო­ე­ულ აუზ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი მაშ­ვე­ლე­ბი ჰყო­ლო­და, რომ­ლე­ბიც გა­ა­კონ­ტრო­ლებ­დნენ აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ას

- სას­ტუმ­როს, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ-პუნ­ქტი ჰყო­ლო­და, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბო­და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის სწო­რად გა­კე­თე­ბა

- სას­წრა­ფო, რომ 30 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მო­სუ­ლი­ყო

- სას­წრა­ფოს, რომ თან ჰქო­ნო­და ინ­ტუ­ბა­ცი­ის აპა­რა­ტი და მხო­ლოდ ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ბავ­შვის­თვის

პა­ტა­რა ბიჭი დღეს შე­იძ­ლე­ბა ისევ თა­ვის დე­დას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­მო­და..

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად აუზი, სა­დაც 5 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო, ერთი წა­მი­თაც არ და­ხუ­რუ­ლა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არ­ხე­ი­ნად გა­ნაგ­რძობ­დნენ ბა­ნა­ო­ბას…რა გვჭირს?? ეს ყვე­ლა­ფე­რიც მთავ­რო­ბას ხომ არ უნდა და­ვაბ­რა­ლოთ?" - წერს თვითმხილ­ვე­ლი.

AMBEBI.GE სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მი­სუ­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექი­მე­ბის ჯგუ­ფი ად­გილ­ზე 12 წუთ­ში იყო.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
5

საშინელებაა მაგრამ დედა სად იყო ბავშვი რომ წყალში იყო

პენსიონერი ექიმი
0

ვფიქრობ რომ აუზი არ იყო ბვშვზე გათვლილი ე.ი იქ ბავშვი არ უნდა ჩასულოყო... ფაქტია.. რატომ არის ყველგან ე.წ. "ლიაგუშატნიკი"ანუ საბაყაყო!!!აუზი იყო ღრმა! სხვა შემთხვევაში ასე ყველს თვალწინ სრულიად წარმოუდგენელია ბავშვის დახრჩობა. და მერე ის ფაქტი რომ დამსვენებლებმა გააგრძელეს დასვენება??? ვერაფერს ვიტყვი, მე გამიჭირდებოდა..

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"5 წლის ბიჭი ჩემს თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... ამ ყველაფრის პარალელურად აუზი არ დახურულა და დამსვენებლები განაგრძობდნენ ბანაობას" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი?

"5 წლის ბიჭი ჩემს თვალწინ დაიხრჩო, დედის კივილი მთელ ტერიტორიაზე ისმოდა... ამ ყველაფრის პარალელურად აუზი არ დახურულა და დამსვენებლები განაგრძობდნენ ბანაობას" - რას წერს ტრაგედიის თვითმხილველი?
  • ფოტოზე: 5 წლის დანიელი

ტრაგედია დატრიალდა გუშინ ჩაქვში. სასტუმრო "ოაზისში" აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. როგორც ცნობილია, ბიჭი დედასთან ერთად ისვენებდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აუზზე დამსვენებლები იმყოფებოდნენ.

"დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა. დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრო, სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში - სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….

- სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას

- სასტუმროს, რომ კვალიფიციური მედ-პუნქტი ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება

- სასწრაფო, რომ 30 წუთის დაგვიანებით არ მოსულიყო

- სასწრაფოს, რომ თან ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის

პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა..

ამ ყველაფრის პარალელურად აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობდნენ ბანაობას…რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?" - წერს თვითმხილველი.

AMBEBI.GE საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაგვიანებით არ მისულა. მათი ინფორმაციით, ექიმების ჯგუფი ადგილზე 12 წუთში იყო.