მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოძალადეებმა სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს" - "საფარი" აცხადებს, რომ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს
"მოძალადეებმა სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს" - "საფარი" აცხადებს, რომ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი" აცხა­დებს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლის­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯგუ­ფუ­რად ჩა­ი­დი­ნეს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ძა­ლა­დე არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ ერთი კაცი. შემ­თხვე­ვის დროს და მომ­დევ­ნო 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­ძა­ლა­დე­ებ­მა მას წი­ნას­წა­რი გან­ზრახ­ვით, მცი­რე ოდე­ნო­ბის სას­მელ­თან ერ­თად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს. ქა­ლის მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც, ამავდრო­უ­ლად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტის შემ­სწრეა, პო­ლი­ცია ად­გილ­ზე­ვე გა­მო­ი­ძა­ხა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მხო­ლოდ საქ­მე­ში "სა­ფა­რის“ ჩარ­თვის შემ­დეგ და­ი­წყო.

პო­ლი­ცი­ამ კლი­ნი­კას, სა­დაც ქალი გა­და­იყ­ვა­ნეს, არ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო. ამი­ტომ, მე­ო­რე დღეს, ის ისე გა­მო­წე­რეს, რომ არ ჩა­უ­ტა­რეს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, არ და­უთ­ვა­ლი­ე­რეს სხე­უ­ლი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლის აღ­მო­სა­ჩე­ნად, არ აუ­ღეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის და ა.შ.

საქ­მე­ში "სა­ფა­რის“ ჩარ­თვის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და ქალს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ის გულ­გრი­ლი, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, მთე­ლი რიგი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ნად­გურ­და. მაგ. ქა­ლის ტან­საც­მე­ლი ამო­ი­ღეს დაგ­ვი­ა­ნე­ბით; არ გა­მო­კი­თხუ­ლან სა­ვა­რა­უ­დო მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, არ ამო­ღე­ბუ­ლა მათი ტან­საც­მე­ლი და ჭურ­ჭე­ლი, სა­ი­და­ნაც ქალს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­წამ­ლუ­ლი სას­მე­ლი და­ა­ლე­ვი­ნეს; პო­ლი­ცი­ამ არ შე­მო­სა­ზღვრა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, გა­და­ი­თე­ლა.

გარ­და ამი­სა, ქა­ლის ჰყვე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს მის მი­მართ ცი­ნი­კუ­რი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე. ის ქა­ლის ტე­ლე­ფონ­ში ათ­ვა­ლი­ე­რებ­და მის ფო­ტო­ალ­ბომს, რი­თაც, თით­ქოს, ქა­ლის ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობ­და. ასე­ვე, ქალს არ­წმუ­ნებ­და, რომ თუ ვერ და­ამ­ტკი­ცებ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტს, შე­საძ­ლოა, თა­ვად ის და­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

"სა­ფა­რი“, რო­გორც ქა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი, ითხოვს, საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად თბი­ლი­სის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს გა­და­ე­ცეს, და­ი­კი­თხოს ყვე­ლა მოწ­მე, ამო­ი­ღონ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რისი ამო­ღე­ბაც ამ დრომ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლია და ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა სხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა საქ­მის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ძი­ე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, "სა­ფარ­მა“ უკვე შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ფაქ­ტზე და ითხოვს მათ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას." - აცხა­დებს "სა­ფა­რი".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მატელა
0

ამას მე ვწერ,თილისელი,ქალი, ვწერ გულახდილად,ესენი ქალებიც და ჯაცებიც სხვა რჯულის არ გეგონოთ, ჩვენი რჯულის უფრო მეტია,გარყვნილი, გათახსიებული დედების შვილები,უპატრონოდ მიტოვებული ბავშვები, მათი დედები ვინ იცის საზღვარგარეთ რას აკეთებენ.ყველა უნდა დაისაჯოს უმაღლესი,სასჟელით.მოიშორეთ ეს არასამთავრობოები და ქართველ ხალხს დაავალეთ ამ თავაშვებული ვითომ ადამიანების მოშორება.აარ გვინდა ასეთი ქართველები, გამოიყვანეთ და დახოცეთ რომ სხვამ აღარ გაიმეოროს.

გოგი
1

ნუთუ არ შეიძლება არასამთავროები, ეს ქვეყნის მტრები გააუქმონ და მოაშორონ აქედან. ჩაატარონ რეფერემდუმი და ხალხს ჰკითხონ სჭირდება თუ არა ქვეყანას. ეს ხომ ყველამ იცის როგორი კონტინგენტით არიან დაკომპლექტებულნი, ფულის გულისა ყველაფერზე წამსვლელი გათახსირებული ბრბოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოძალადეებმა სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს" - "საფარი" აცხადებს, რომ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს

"მოძალადეებმა სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს" - "საფარი" აცხადებს, რომ თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, სავარაუდოდ, ჯგუფურად გააუპატიურეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს. მათივე ცნობით, დანაშაული, სავარაუდოდ, ჯგუფურად ჩაიდინეს.

"მიმდინარე წლის 8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს. სავარაუდოდ, მოძალადე არ ყოფილა მხოლოდ ერთი კაცი. შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა. ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საქმეში "საფარის“ ჩართვის შემდეგ დაიწყო.

პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო. ამიტომ, მეორე დღეს, ის ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, არ დაუთვალიერეს სხეული ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ.

საქმეში "საფარის“ ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. მაგ. ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით; არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს; პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლება ყოფილიყო, გადაითელა.

გარდა ამისა, ქალის ჰყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითაც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ.

"საფარი“, როგორც ქალის ინტერესების დამცველი, ითხოვს, საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, დაიკითხოს ყველა მოწმე, ამოიღონ ყველა მტკიცებულება, რისი ამოღებაც ამ დრომდე შესაძლებელია და ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება საქმის ეფექტიანად გამოძიებისთვის. გარდა ამისა, "საფარმა“ უკვე შეიტანა საჩივარი საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე და ითხოვს მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას." - აცხადებს "საფარი".