სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო... ისიც ადამიანია" - რას ამბობს ზურიკო დავითაშვილი "კვარას" შესახებ
"დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო... ისიც ადამიანია" - რას ამბობს ზურიკო დავითაშვილი "კვარას" შესახებ

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს გული სწყდე­ბათ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 21-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში ხვი­ჩა კა­ვარ­ცხე­ლი­ამ და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ არ ითა­მა­შეს. ახალ­გაზ­რდულ­მა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში და­ას­რუ­ლა.

ამ თე­მა­ზე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. ზუ­რი­კომ "იუ­თუბ­ზე", Geo Team-ის არხზე, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა, ერთ-ერთი კი­თხვა კი ასე­თი იყო - "რო­გორ ფიქ­რობ, "კვა­რას" რომ ეთა­მა­შა 21 წლამ­დე­ლებ­ში სხვა შე­დე­გი გვექ­ნე­ბო­და?"

  • ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი:

"რო­გორ გი­თხრათ, ასე ვერ გა­ი­გებ, "კვა­რას" რომ ეთა­მა­შა შე­იძ­ლე­ბა თა­სიც აგ­ვე­წია, ან ისე არ წა­სუ­ლი­ყო საქ­მე, რო­გორც ახლა წა­ვი­და. რომ წე­რენ ხოლ­მე, "კვა­რამ" და მი­ქა­უ­ტამ არ ითა­მა­შე­სო, როცა ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­ხე­ლა სე­ზონს ითა­მა­შებს... "კვა­რა­ზე" ვთქვათ, წა­ვი­და, რამ­დე­ნი რა­ღაც გა­ა­კე­თა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ისე­თი დაღ­ლი­ლი იყო, ბოლო თა­მა­შებ­შიც ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა.

ძა­ლი­ან უნ­დო­და თა­მა­ში... რა­ღაც ისე ვერ ექნა თა­ვი­სი დაღ­ლი­ლო­ბის გამო, რა­საც ხალ­ხი ელო­დე­ბო­და, მერე და­ი­წყებ­დნენ სხვა­ნა­ი­რად ლა­პა­რაკს. დაღ­ლი­ლი იყო და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ისიც ადა­მი­ა­ნია და როცა ხალ­ხმა არ იცის შიგ­ნით რა ხდე­ბა, არ არის სა­სურ­ვე­ლი ისე­თი ლა­პა­რა­კი, კრი­ტი­კა იმის გამო, რომ ვერ ითა­მა­შა".

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
4

მესი

რონალდო

ნეიმარი

მბაპე

ესენიც იღლებიან!!!!

მენტალიტეტზე გვჭირდება სერიოზული მუშაობა

დათო
0

ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დატოვა კვარაცხელია გარეშე, რაც ძლიან პოზიტიური მოვლენაა. მთავარია მათ ასეთივე შემართებით გააგრძელონთამაში და ეროვნულ ნაკრებში რომ გადავლენ არც იქ არ დაჭირდეთ კვარაცხელია. მთავარი გუნდური ტამაშია და არა ერთი ფეხბურთელის ხასიათზე აწყობილი გუნდი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო... ისიც ადამიანია" - რას ამბობს ზურიკო დავითაშვილი "კვარას" შესახებ

"დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო... ისიც ადამიანია" - რას ამბობს ზურიკო დავითაშვილი "კვარას" შესახებ

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გული სწყდებათ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, 21-წლამდელთა ნაკრებში ხვიჩა კავარცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ არ ითამაშეს. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.

ამ თემაზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა. ზურიკომ "იუთუბზე", Geo Team-ის არხზე, გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი კითხვა კი ასეთი იყო - "როგორ ფიქრობ, "კვარას" რომ ეთამაშა 21 წლამდელებში სხვა შედეგი გვექნებოდა?"

  • ზურიკო დავითაშვილი:

"როგორ გითხრათ, ასე ვერ გაიგებ, "კვარას" რომ ეთამაშა შეიძლება თასიც აგვეწია, ან ისე არ წასულიყო საქმე, როგორც ახლა წავიდა. რომ წერენ ხოლმე, "კვარამ" და მიქაუტამ არ ითამაშესო, როცა ფეხბურთელი ამხელა სეზონს ითამაშებს... "კვარაზე" ვთქვათ, წავიდა, რამდენი რაღაც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ისეთი დაღლილი იყო, ბოლო თამაშებშიც ყველამ დაინახა.

ძალიან უნდოდა თამაში... რაღაც ისე ვერ ექნა თავისი დაღლილობის გამო, რასაც ხალხი ელოდებოდა, მერე დაიწყებდნენ სხვანაირად ლაპარაკს. დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ისიც ადამიანია და როცა ხალხმა არ იცის შიგნით რა ხდება, არ არის სასურველი ისეთი ლაპარაკი, კრიტიკა იმის გამო, რომ ვერ ითამაშა".