საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხიდს თავს დაესხნენ საზღვაო, ე.წ. წყალზედა დრონების საშუალებით..." - პარალიზებული ყირიმის ხიდი, მსხვერპლი და მრავალკილომეტრიანი რიგი: რას აცხადებენ უკრაინული და რუსული მხარეები?
"ხიდს თავს დაესხნენ საზღვაო, ე.წ. წყალზედა დრონების საშუალებით..." - პარალიზებული ყირიმის ხიდი, მსხვერპლი და მრავალკილომეტრიანი რიგი: რას აცხადებენ უკრაინული და რუსული მხარეები?
  • ფო­ტო­ზე: 2022 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის აფეთ­ქე­ბა

ყი­რი­მის ხიდი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, რო­გორც რუ­სუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, ამის მი­ზე­ზი "სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვაა". ზუს­ტად რა მოხ­და ყი­რი­მის ხიდ­ზე, ამ დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ი­გეს.

რუ­სე­თის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყი­რი­მის ხიდ­ზე და­ი­ღუ­პა ცოლ-ქმა­რი, მათი შვი­ლი კი და­შავ­და. მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი ტე­ლეგ­რამ-არ­ხე­ბი წერ­დნენ, რომ ხი­დის მა­ლის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ბელ­გო­რო­დე­ლი ცოლ-ქმა­რი, მათი 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი კი მძი­მედ და­შავ­და.

რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცნო­ბით, ყი­რი­მის ხიდ­თან, კრას­ნო­და­რის მხა­რეს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რი­გია.

2 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი და 1-ის და­შა­ვე­ბა და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის კრას­ნო­და­რის მხა­რის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხურ­მაც.

შე­გახ­სე­ნებთ, ქერ­ჩის სრუ­ტე­ზე გა­მა­ვა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმს რუ­სე­თის კრას­ნო­და­რის მხა­რეს­თან აკავ­ში­რებს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ყი­რი­მის ხიდ­ზე თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლებ­მა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ამის შე­სა­ხებ "რბკ უკ­რა­ი­ნა" უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. მათი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხიდს "წყალ­ზე­და დრო­ნე­ბით“ შე­უ­ტი­ეს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხი­დამ­დე მიღ­წე­ვა რთუ­ლი იყო, ეს შეძ­ლეს.

"ხიდს თავს და­ესხნენ სა­ზღვაო, ე.წ. წყალ­ზე­და დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ხი­დამ­დე მის­ვლა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს მო­ხერ­ხდა", - ამ­ბობს წყა­რო.

ტე­ლეგ­რამ-არხი Mash -იც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ყი­რი­მის ოლქს შე­უ­ტი­ეს მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი წყლის დრო­ნე­ბით. მისი ცნო­ბით, ეს მომ­ხდა­რის ძი­რი­თა­დი ვერ­სი­აა.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სპი­კერ­მა ან­დრი იუსოვ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს გა­ნუ­ცხა­და, რომ დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო ხე­დავს "მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ან სა­ცობს და ხი­დის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის რღვე­ვას", თუმ­ცა, მი­ზე­ზებ­ზე და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თე­ბენ. იუსო­ვის თქმით, მას შე­უძ­ლია მო­იყ­ვა­ნოს მხო­ლოდ სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კი­რი­ლო ბუ­და­ნო­ვის ცი­ტა­ტა, რომ "ყი­რი­მის ხიდი ზედ­მე­ტი კონ­სტრუქ­ცი­აა“.

მეტი ჯერ არა­ფე­რი თქმუ­ლა - ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არც სამ­ხედ­რო­ებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე არ აუ­ღი­ათ.

ყი­რი­მის ხიდ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, შე­საძ­ლოა, მოს­კო­ვის პრო­ვო­კა­ცია იყოს. პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ყი­რი­მის სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და რუ­სე­თის­თვის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ტი­პუ­რი გზაა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სამ­ხრე­თის ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­ტა­ლია გუ­მე­ნი­უკ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შექ­მნა, რო­მელ­საც ყი­რი­მის სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­შინ­ვე ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა ავ­რცე­ლებს, ყი­რი­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის­თვის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ტი­პუ­რი გზაა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ყი­რი­მის ხიდ­ზე "სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვა“ 2023 წლის 10 ივ­ლის­საც იყო შექ­მნი­ლი, მა­შინ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ "წა­რუ­მა­ტებ­ლად“ სცა­და ყი­რი­მის ხიდ­ზე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2022 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, ყი­რი­მის ხიდ­ზე მოხ­და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ხი­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­წი­ლის ნგრე­ვა და ძლი­ე­რი ხან­ძა­რი სარ­კი­ნიგ­ზო ნა­წილ­ზე.

უკ­რა­ი­ნა აფეთ­ქე­ბას­თან კავ­შირს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც იმ­ჟა­მად აღი­ა­რებ­და. 2023 წლის 8 ივ­ლისს კი, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ანა მა­ლი­არ­მა ტე­ლეგ­რამ­ზე და­წე­რა, რომ 273 დღე გა­ვი­და ყი­რი­მის ხიდ­ზე პირ­ვე­ლი დარ­ტყმი­დან, რომ­ლის მი­ზა­ნიც რუ­სე­თის ლო­ჯის­ტი­კის გა­ტეხ­ვა იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
10

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად მიდის საინფორმაციო ომიც, რომელშიც მრავლადაა დეზინფორმაციები და ფეიკ-ნიუსები ორივე მხრიდან, განსაკუთრებით უკრაინული!!!

თურმე:

1. წელს:

- რუსეთმა ყირიმის ხიდი (ხელომეორედ) თვითონ ააფეთქა;

- რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის კაშხალი თვითონ ააფეთქეს;

- რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს თვითონ აყენებენ;

- კრემლზე დრონებით თავდასხმა თვითონ განახორციელეს;

- ბელგოროდის ოლქში ტერორისტული აქტები თვითონ განახორციელეს;

- მოსკოვის ოლქში ჟურნალისტ დარია (დაშა) დუგინას საკუთარ ავტომობილში აფეთქება თვითონ მოუწყვეს;

- პეტერბურგის კა­ფე­ში მომხდარი აფეთქება, რის შედეგად დაიღუპა სამ­ხედ­რო ბლო­გე­რი ვლად­ლენ ტა­ტარ­სკი (მაქსიმ ფომინი) თვითონ განახორციელეს;

2. შარშან:

- ევროპაში მიმავალი წყალქვეშა გაზსადენები ჩრდილოეთ ნაკადი 1 და 2 თვითონ ააფეთქეს;

- ყირიმის ხიდი (პირველად) თვითონ ააფეთქა;

- კრამატორსკზე განახორციელეს სარაკეტო დარტყმა, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები და ქალები!

- ბუჩაში რუსეთმა დახოცა ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც თეთრი ფერის სამკლავეები ეკეთად ნიშნად იმისა, რომ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

 

joseb
10

მონათესავე კი არა ერთი ერია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხიდს თავს დაესხნენ საზღვაო, ე.წ. წყალზედა დრონების საშუალებით..." - პარალიზებული ყირიმის ხიდი, მსხვერპლი და მრავალკილომეტრიანი რიგი: რას აცხადებენ უკრაინული და რუსული მხარეები?

"ხიდს თავს დაესხნენ საზღვაო, ე.წ. წყალზედა დრონების საშუალებით..." - პარალიზებული ყირიმის ხიდი, მსხვერპლი და მრავალკილომეტრიანი რიგი: რას აცხადებენ უკრაინული და რუსული მხარეები?
  • ფოტოზე: 2022 წლის 8 ოქტომბრის აფეთქება

ყირიმის ხიდი პარალიზებულია, როგორც რუსული მხარე აცხადებს, ამის მიზეზი "საგანგებო შემთხვევაა". ზუსტად რა მოხდა ყირიმის ხიდზე, ამ დრომდე გაურკვეველია. ადგილობრივი წყაროების განცხადებით, ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი შვილი კი დაშავდა. მანამდე რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ხიდის მალის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულია ბელგოროდელი ცოლ-ქმარი, მათი 14 წლის ქალიშვილი კი მძიმედ დაშავდა.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ყირიმის ხიდთან, კრასნოდარის მხარეს, ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგია.

2 ადამიანის სიკვდილი და 1-ის დაშავება დაადასტურა რუსეთის კრასნოდარის მხარის ჯანდაცვის სამსახურმაც.

შეგახსენებთ, ქერჩის სრუტეზე გამავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს.

უკრაინული მედია წერს, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

ამის შესახებ "რბკ უკრაინა" უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. მათი წყაროს ინფორმაციით, ხიდს "წყალზედა დრონებით“ შეუტიეს და მიუხედავად იმისა, რომ ხიდამდე მიღწევა რთული იყო, ეს შეძლეს.

"ხიდს თავს დაესხნენ საზღვაო, ე.წ. წყალზედა დრონების საშუალებით, ხიდამდე მისვლა რთული იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეს მოხერხდა", - ამბობს წყარო.

ტელეგრამ-არხი Mash -იც ირწმუნება, რომ ყირიმის ოლქს შეუტიეს მოდერნიზებული წყლის დრონებით. მისი ცნობით, ეს მომხდარის ძირითადი ვერსიაა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ხედავს "მრავალკილომეტრიან საცობს და ხიდის კონსტრუქციების რღვევას", თუმცა, მიზეზებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. იუსოვის თქმით, მას შეუძლია მოიყვანოს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ციტატა, რომ "ყირიმის ხიდი ზედმეტი კონსტრუქციაა“.

მეტი ჯერ არაფერი თქმულა - ოფიციალურად არც უკრაინის ხელისუფლებას და არც სამხედროებს პასუხისმგებლობა მომხდარზე არ აუღიათ.

ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს. პროვოკაციების მოწყობა ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების და რუსეთისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

"ასეთი პროვოკაციების შექმნა, რომელსაც ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს, ყირიმის ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა“, - განაცხადა მან.

ყირიმის ხიდზე "საგანგებო შემთხვევა“ 2023 წლის 10 ივლისსაც იყო შექმნილი, მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ "წარუმატებლად“ სცადა ყირიმის ხიდზე სარაკეტო შეტევა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე.

უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არც იმჟამად აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს კი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანიც რუსეთის ლოჯისტიკის გატეხვა იყო.

იხილეთ ასევე: