სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახი აღფრთოვანებულია და აუგი მოუთმენლად ელის, რომ დიდი ძმის როლი მოირგოს“ - რა ვიცით პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან
"ოჯახი აღფრთოვანებულია და აუგი მოუთმენლად ელის, რომ დიდი ძმის როლი მოირგოს“ - რა ვიცით პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხი სამ­ყა­როს ყვე­ლა წერ­ტილ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ალ­ბათ, ცო­ტას თუ ნა­ხავთ ისეთს, პრინც ჰა­რი­სა და მე­გა­ნის, ელი­ზა­ბე­ტი­სა და ჩარლ­ზის შე­სა­ხებ რა­ი­მე ამ­ბა­ვი ან ჭორი არ იცო­დეს, თუმ­ცა რა ვი­ცით სხვა პრინ­ცე­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის დიდი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან?

პრინ­ცე­სა ევ­გე­ნი­ას წარ­მო­მავ­ლო­ბა წმინ­დად კავ­შირ­შია სა­მე­ფო ოჯახ­თან, ის იორ­კის ჰერ­ცო­გის, პრინც ენ­დრი­უ­სის და იორ­კის ჰერ­ცო­გი­ნი­ას - სა­რას უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, ევ­გე­ნია მეფე ჩარლზ მე­სა­მის დის­შვი­ლი და დე­დო­ფალ ელი­ზა­ბეტ მე­ო­რის შვი­ლიშ­ვი­ლია. რა თქმა უნდა, პრინ­ცე­სას ერთი სა­ხე­ლი არ შეშ­ვე­ნი­სო და 1990 წელს, ევ­გე­ნი­ას და­ბა­დე­ბი­სას, სრუ­ლი სა­ხე­ლი ევ­გე­ნი ვიქ­ტო­რია ჰე­ლე­ნა შე­ურ­ჩი­ეს. პრინ­ცე­სა ევ­გე­ნია მე­თერ­თმე­ტე ადა­მი­ა­ნია ტახ­ტის რიგ­ში, პრინ­ცე­სას ტი­ტუ­ლი სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ცხოვ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ, სა­ინ­ტე­რე­სო გზას მიჰ­ყვე­ბა.

12 წლის ასაკ­ში ევ­გე­ნი­ას სკო­ლი­ო­ზის მძი­მე ფორ­მა აღ­მო­აჩ­ნდა, რის გა­მოც, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გახ­და სა­ჭი­რო, პრინ­ცე­სას სკო­ლი­ო­ზის გა­სას­წო­რებ­ლად ზურ­გში ლი­თო­ნის ჯო­ხე­ბი ჩა­უდ­გეს და დიდი ნა­ი­ა­რე­ვი, ზურ­გზე, ყო­ველ­თვის ახ­სე­ნებს ბავ­შვო­ბის პა­ტა­რა ტრავ­მას, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდ­ხანს უმა­ლავ­და. დღეს ევ­გე­ნია ინ­გლი­სის ეროვ­ნუ­ლი ორ­თო­პე­დი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მფლო­ბე­ლია და მო­ზარ­დებს მსგავ­სი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. პრინ­ცე­სა ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ქველ­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნია, ჩარ­თუ­ლია მო­ნო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და და­არ­სე­ბუ­ლი აქვს ან­ტი­მო­ნო­ბის კო­ლექ­ტი­ვი, ორ­გა­ნი­ზა­ცია.

პრინ­ცე­სას ყვე­ლა სა­მე­ფო დღე­სას­წა­ულ­ზე ვერ შე­ამ­ჩნევთ, ის პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბა და თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ქცე­ვე­ბით მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა­საც იქ­ცევს. ევ­გე­ნია დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი იყო, დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე მგლო­ვი­ა­რე ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის მწუ­ხა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ელი­ზა­ბე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ევ­გე­ნი­ამ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და. პრინ­ცე­სა გა­მორ­ჩე­უ­ლად მე­გობ­რობს ჰა­რის­თან და მე­გან­თან, წლე­ბის წინ, რო­დე­საც ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ქორ­წი­ლი იგეგ­მე­ბო­და, ევ­გე­ნია ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ჩუ­მად მი­ვი­და და წყვილ­თან ერ­თად კოს­ტი­უ­მე­ბით ჰე­ლო­უ­ი­ნის სა­ღა­მო­ზე გა­ი­პა­რა.

"ევ­გე­ნია ჩვენ­თან მო­ვი­და, ჯეკი, მისი ქმა­რიც, ჩვენ­თან იყო. გა­და­ვიც­ვით კოს­ტი­უ­მე­ბი და ჩუ­მად ჰე­ლო­უ­ი­ნის სა­ღა­მო­ზე გა­ვი­პა­რეთ, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი კოს­ტი­უ­მე­ბი გვეც­ვა. იმ სა­ღა­მოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სა­მე­ფო ოჯა­ხის რე­გა­ლი­ე­ბის გა­რე­შე, კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ“, - თქვა ჰა­რიმ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ევ­გე­ნია სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ამას სა­სახ­ლე­ში, პრე­სა­ში და მის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. კე­თი­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სან­დო, სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია. პრინ­ცე­სას რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რი აქვს, ისე ცხოვ­რობს, რო­გორც სხვა ბრი­ტა­ნე­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მის ცხოვ­რე­ბა­ში ჯეკი, მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რიც გა­მოჩ­ნდა. კე­თი­ლი პრინ­ცე­სას ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი კე­თი­ლი ამ­ბა­ვი 2010 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ევ­გე­ნია შვე­ი­ცა­რი­ა­ში, კუ­რორტზე ატა­რებ­და დროს. პრინ­ცე­სა 20 წლის იყო, ჯეკ ბრუკს­ბან­კი კი - 24-ის. ევ­გე­ნია შვე­ი­ცა­რი­ა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და, თუმ­ცა ჯეკი იქ არას­დროს ენა­ხა.

2010 წელს სა­მე­ფო წყვი­ლის შეხ­ვედ­რა და­უ­გეგ­მა­ვად და უეც­რად შედ­გა, ასე­ვე უეც­რად გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი. 2011 წელს ჯეკი და ევ­გე­ნია სა­მე­ფო დოღ­ზე ერ­თად გა­მოჩ­ნდნენ. ევ­გე­ნია, ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნაკ­ლე­ბი სა­მე­ფო შე­ზღუდ­ვე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამი­ტომ მისი და ჯე­კის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მე­დი­ას ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტი­ვად მი­ე­წო­დე­ბო­და. 2013 წელს პრინ­ცე­სა ევ­გე­ნია ლონ­დო­ნი­დან ნიუ-იორკში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ამე­რი­კა­ში პრინ­ცე­სამ დრო­ე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი იპო­ვა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დრო­ე­ბით და­ტო­ვა.

"ერ­თმა­ნეთს Skype-ის მეშ­ვე­ო­ბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, შევ­ძე­ლით და შორ მან­ძილ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ“, - უთხრა პრინ­ცე­სამ ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას.

2 წელ­ში ევ­გე­ნია სამ­შობ­ლოს და­უბ­რუნ­და და 2018 წელს ნი­კა­რა­გუ­ა­ში ჯეკ­მა რჩე­ულს ხე­ლიც სთხო­ვა. ახა­ლი სა­მე­ფო ქორ­წი­ლის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყო, ბუ­კინ­გე­მი მო­რი­გი ცე­რე­მო­ნი­ის­თვის უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. სა­მე­ფო ოჯა­ხის youtube-გვერ­დზე ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ევ­გე­ნი­ას ჯეკი ტბის პი­რას სთხოვ­და ხელს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ჰმ,
1

პრინცესას ძალიან ბოროტი გამოხედვა აქვს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ოჯახი აღფრთოვანებულია და აუგი მოუთმენლად ელის, რომ დიდი ძმის როლი მოირგოს“ - რა ვიცით პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან

"ოჯახი აღფრთოვანებულია და აუგი მოუთმენლად ელის, რომ დიდი ძმის როლი მოირგოს“ - რა ვიცით პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სამყაროს ყველა წერტილში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალბათ, ცოტას თუ ნახავთ ისეთს, პრინც ჰარისა და მეგანის, ელიზაბეტისა და ჩარლზის შესახებ რაიმე ამბავი ან ჭორი არ იცოდეს, თუმცა რა ვიცით სხვა პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან?

პრინცესა ევგენიას წარმომავლობა წმინდად კავშირშია სამეფო ოჯახთან, ის იორკის ჰერცოგის, პრინც ენდრიუსის და იორკის ჰერცოგინიას - სარას უმცროსი ქალიშვილია, ევგენია მეფე ჩარლზ მესამის დისშვილი და დედოფალ ელიზაბეტ მეორის შვილიშვილია. რა თქმა უნდა, პრინცესას ერთი სახელი არ შეშვენისო და 1990 წელს, ევგენიას დაბადებისას, სრული სახელი ევგენი ვიქტორია ჰელენა შეურჩიეს. პრინცესა ევგენია მეთერთმეტე ადამიანია ტახტის რიგში, პრინცესას ტიტული სრულიად აკმაყოფილებს და ცხოვრების განსხვავებულ, საინტერესო გზას მიჰყვება.

12 წლის ასაკში ევგენიას სკოლიოზის მძიმე ფორმა აღმოაჩნდა, რის გამოც, სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო, პრინცესას სკოლიოზის გასასწორებლად ზურგში ლითონის ჯოხები ჩაუდგეს და დიდი ნაიარევი, ზურგზე, ყოველთვის ახსენებს ბავშვობის პატარა ტრავმას, რომელსაც საზოგადოებას დიდხანს უმალავდა. დღეს ევგენია ინგლისის ეროვნული ორთოპედიული საავადმყოფოს მფლობელია და მოზარდებს მსგავსი პრობლემის დაძლევაში ეხმარება. პრინცესა ბუკინგემის სასახლეში ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ადამიანია, ჩართულია მონობის საწინააღმდეგო საქმიანობაში და დაარსებული აქვს ანტიმონობის კოლექტივი, ორგანიზაცია.

პრინცესას ყველა სამეფო დღესასწაულზე ვერ შეამჩნევთ, ის პერიოდულად ჩნდება და თავისი დახვეწილი და გამორჩეული ქცევებით მედიის ყურადღებასაც იქცევს. ევგენია დედოფალ ელისაბედის ერთ-ერთი საყვარელი შვილიშვილი იყო, დედოფლის დაკრძალვაზე მგლოვიარე ოჯახის წევრებს შორის მწუხარებით გამოირჩეოდა, ელიზაბეტის გარდაცვალება ევგენიამ ძალიან განიცადა. პრინცესა გამორჩეულად მეგობრობს ჰარისთან და მეგანთან, წლების წინ, როდესაც ჰარისა და მეგანის ქორწილი იგეგმებოდა, ევგენია ბუკინგემის სასახლეში ჩუმად მივიდა და წყვილთან ერთად კოსტიუმებით ჰელოუინის საღამოზე გაიპარა.

"ევგენია ჩვენთან მოვიდა, ჯეკი, მისი ქმარიც, ჩვენთან იყო. გადავიცვით კოსტიუმები და ჩუმად ჰელოუინის საღამოზე გავიპარეთ, ძალიან უცნაური კოსტიუმები გვეცვა. იმ საღამოს ჩვეულებრივი წყვილები ვიყავით, სამეფო ოჯახის რეგალიების გარეშე, კარგი დრო გავატარეთ“, - თქვა ჰარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ევგენია საინტერესო ადამიანია, ამას სასახლეში, პრესაში და მის სფეროში მომუშავე ადამიანები ადასტურებენ. კეთილი, სოციალური და სანდო, სხვებისგან გამორჩეულია. პრინცესას რეგულარული სამსახური აქვს, ისე ცხოვრობს, როგორც სხვა ბრიტანელები. რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში ჯეკი, მეორე ნახევარი და ცხოვრების მეგზურიც გამოჩნდა. კეთილი პრინცესას ცხოვრებაში კიდევ ერთი კეთილი ამბავი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ევგენია შვეიცარიაში, კურორტზე ატარებდა დროს. პრინცესა 20 წლის იყო, ჯეკ ბრუკსბანკი კი - 24-ის. ევგენია შვეიცარიაში წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ისვენებდა, თუმცა ჯეკი იქ არასდროს ენახა.

2010 წელს სამეფო წყვილის შეხვედრა დაუგეგმავად და უეცრად შედგა, ასევე უეცრად განვითარდა მოვლენები. 2011 წელს ჯეკი და ევგენია სამეფო დოღზე ერთად გამოჩნდნენ. ევგენია, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნაკლები სამეფო შეზღუდვებით გამოირჩევა, ამიტომ მისი და ჯეკის ურთიერთობაზე მედიას ბევრი ინფორმაცია მარტივად მიეწოდებოდა. 2013 წელს პრინცესა ევგენია ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ამერიკაში პრინცესამ დროებითი სამსახური იპოვა და შეყვარებული დროებით დატოვა.

"ერთმანეთს Skype-ის მეშვეობით ველაპარაკებოდით, შევძელით და შორ მანძილზე ურთიერთობა შევინარჩუნეთ“, - უთხრა პრინცესამ ერთ-ერთ გამოცემას.

2 წელში ევგენია სამშობლოს დაუბრუნდა და 2018 წელს ნიკარაგუაში ჯეკმა რჩეულს ხელიც სთხოვა. ახალი სამეფო ქორწილისთვის მზადება დაიწყო, ბუკინგემი მორიგი ცერემონიისთვის უნდა მომზადებულიყო. სამეფო ოჯახის youtube-გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ევგენიას ჯეკი ტბის პირას სთხოვდა ხელს. განაგრძეთ კითხვა