მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ" - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე
"ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ" - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

ინ­ცი­დენ­ტი რა­ტომ მოხ­და, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, არა­ვინ წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყო, რომ მათ რამე ნი­მუ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აე­ღოთ, რა იყო ამის მი­ზა­ნი, ვერ გი­პა­სუ­ხებთ, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი მათი მხრი­დან მოხ­და , - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში პო­ლო­ნელ­მა ექიმ­მა ქა­ღალ­დში გა­და­ახ­ვია და ფეხ­საც­მლის მეშ­ვე­ო­ბით მის მა­ლუ­ლად გა­ტა­ნას ცდი­ლობ­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის მი­ზა­ნი.

"არ შე­მიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად რამე გი­პა­სუ­ხოთ ამ კი­თხვა­ზე. შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ მხო­ლოდ ფაქ­ტი, რომ სამ­წუ­ხა­როდ, იყო ასე­თი ინ­ცი­დენ­ტი, იყო რა­ღაც მცდე­ლო­ბა ნი­მუ­შე­ბის გა­ტა­ნის. ამა­ზე ალ­ბათ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­ა­კე­თებს უფრო ვრცელ გან­ცხა­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუკი, ექი­მებს ნი­მუ­შე­ბის აღე­ბის ნე­ბარ­თვა ჰქონ­დათ, რა ნი­მუ­შე­ბი გაჰ­ქონ­და ერთ-ერთ მათ­განს, ჩხა­ი­ძემ ასე უპა­სუ­ხა:

"შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ ეს ფაქ­ტი, როცა კო­ლე­გე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ კლი­ნი­კა­ში, ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ერ­თად. თუმ­ცა, იმ მო­მენ­ტში, როცა მა­თი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა, ეს ფაქ­ტი არ მი­ნა­ხავს. როცა უკვე გა­ვი­გეთ, რომ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა აინ­ტე­რე­სებ­დათ, ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი წესი არ­სე­ბობს. პირ­ველ რიგ­ში, ამას უნდა ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა ექი­მე­ბიც, სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, ეს უნდა მოხ­დეს სრუ­ლი წე­სის დაც­ვით, უნდა და­ი­ლუ­ქოს ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით, ხელი უნდა იყოს ყვე­ლას თან­დას­წრე­ბით მო­წე­რი­ლი, რაც შემ­დეგ­ში გა­კეთ­და. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იქამ­დე ეს მცდე­ლო­ბა იყო მათი მხრი­დან, ამ ნი­მუ­შის არა­ლე­გა­ლუ­რად აღე­ბის, თუ გა­ტა­ნის. უფრო კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ალ­ბათ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მო­გაწ­ვდით“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რა სა­ხის ნი­მუ­შე­ბი აი­ღეს კვლე­ვი­სათ­ვის, "ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტო­რი გან­მარ­ტავს, რომ მო­ი­თხო­ვეს ფრჩხი­ლის, თმის და წარ­ბის ნი­მუ­ში, რაც ლე­გა­ლუ­რად იქნა აღე­ბუ­ლი.

"პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან იყო ნე­ბარ­თვა და მათ მო­ი­თხო­ვეს ფრჩხი­ლის, თმის და ასე­ვე, წარ­ბის ნი­მუ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი თან­დას­წრე­ბით, ლე­გა­ლუ­რად იქნა აღე­ბუ­ლი, კონ­ვერ­ტში მო­თავ­სე­ბუ­ლი და ხელ­წე­რე­ბით იქნა გამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მათ შემ­დეგ­ში, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თან­ხმო­ბით გა­ი­ტა­ნეს კლი­ნი­კი­დან. ეს ინ­ცი­დენ­ტი რა­ტომ მოხ­და, მარ­თა­ლი გი­თხრათ, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, არა­ვინ წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყო, რომ მათ რამე ნი­მუ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აე­ღოთ, რა­ტომ მოხ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი, რა იყო ამის მი­ზა­ნი, ვერ გი­პა­სუ­ხებთ. იქამ­დე თუ ჰქონ­დათ ამის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­კე­თე­ბის მცდე­ლო­ბა, მი­ზა­ნი რა იყო, ჩემ­თვის ეს გა­უ­გე­ბა­რია ადა­მი­ა­ნუ­რად და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და მათი მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პო­ლო­ნელ ექი­მებ­თან შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი იყო.

"ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პო­ლო­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი, ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან საგ­ნობ­რი­ვი შეხ­ვედ­რა გვქონ­და პო­ლო­ნელ კო­ლე­გებ­თან, ერ­თობ­ლი­ვად გან­ვი­ხი­ლეთ ჩვენ მკურ­ნალ ექი­მებ­თან, მათ­თან ერ­თად პა­ცი­ენ­ტის ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია, ნა­ნა­ხი იქნა ყვე­ლა ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, თუ ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენტს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს, მათ ნა­ხეს და გა­სინ­ჯეს პა­ცი­ენ­ტი. მსჯე­ლო­ბა გვქონ­და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დე­გი ტაქ­ტი­კის გან­სა­ზღვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვართ ამ შეხ­ვედ­რით, რად­გან ეს იყო ნამ­დვი­ლად საქ­მი­ა­ნი, ნამ­დვი­ლად კო­ლე­გი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა. მათ და­მა­ტე­ბი­თი რა­ი­მე ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­როდ არ ჩა­უთ­ვლი­ათ. ერ­თა­დერ­თი, გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია გარ­კვე­ულ პრო­ცე­დუ­რა­ზე, გარ­კვე­ულ კვლე­ვა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ ად­რეც გვქონ­და პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას და კად­რებს ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ-ერთი პო­ლო­ნე­ლი ექი­მის­გან ად­გი­ლი ჰქონ­და "გა­უ­გე­ბარ ინ­ცი­დენტს", კერ­ძოდ, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში, პო­ლო­ნელ­მა ექიმ­მა გა­და­ახ­ვია ქა­ღალ­დში და ცდი­ლობ­და მის მა­ლუ­ლად გა­ტა­ნას ფეხ­საც­მლის მეშ­ვე­ო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა რატი ბრე­გა­ძემ მი­მარ­თა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, რომ მო­ის­მი­ნოს პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩოს პო­ზი­ცია მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
1

სამწუხაროდ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ქართული ოფიციალური მხრიდან ორაზროვანი განცხადებები კეთდება.

ზურაბ ჩხაიძეს ამ ინტერვიუთ იკვეთება, რომ ბიოლოგიური მასალა ქართულ და პოლონურ მხარეებს ოფიციალურად საერთოდ არ აუღიათ და გამოდის რომ იუსტიციის მინისტრი თავის განცხადებებში რაღაცას ბოდიალობდა და ზღაპრებს გვიყვებოდა....

დასკვნის სახით:

ბიოლოგიური მასალის აღება მოხდა პოლონური მხარის მიერ არაოფიციალურად.

ზურაბის.
5

ბ-ნო ზურაბ, ტუფლში რა უნდოდა ნიმუშს. კარგით რა, თავს ნუ იბრიყვებთ, არაკაცური საქციელია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ" - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

"ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ" - რას აცხადებს ზურაბ ჩხაიძე

ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ, რა იყო ამის მიზანი, ვერ გიპასუხებთ, ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მათი მხრიდან მოხდა , - ასე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, მისთვის გაუგებარია, თუ რა იყო აღნიშნული ინციდენტის მიზანი.

"არ შემიძლია, კონკრეტულად რამე გიპასუხოთ ამ კითხვაზე. შემიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ფაქტი, რომ სამწუხაროდ, იყო ასეთი ინციდენტი, იყო რაღაც მცდელობა ნიმუშების გატანის. ამაზე ალბათ, პენიტენციური დაწესებულება გააკეთებს უფრო ვრცელ განცხადებას“, - განაცხადა ჩხაიძემ.

კითხვაზე, თუკი, ექიმებს ნიმუშების აღების ნებართვა ჰქონდათ, რა ნიმუშები გაჰქონდა ერთ-ერთ მათგანს, ჩხაიძემ ასე უპასუხა:

"შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ფაქტი, როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად, 8 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. თუმცა, იმ მომენტში, როცა მათივე ინიციატივით მოხდა ნიმუშების აღება, ეს ფაქტი არ მინახავს. როცა უკვე გავიგეთ, რომ მათთვის საინტერესო იყო და ნიმუშების აღება აინტერესებდათ, ამისთვის გარკვეული წესი არსებობს. პირველ რიგში, ამას უნდა ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც, სხვა თანამშრომლებიც, ეს უნდა მოხდეს სრული წესის დაცვით, უნდა დაილუქოს ყველას თანდასწრებით, ხელი უნდა იყოს ყველას თანდასწრებით მოწერილი, რაც შემდეგში გაკეთდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქამდე ეს მცდელობა იყო მათი მხრიდან, ამ ნიმუშის არალეგალურად აღების, თუ გატანის. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, ალბათ, პენიტენციური სამსახური მოგაწვდით“, - განაცხადა ჩხაიძემ.

კითხვაზე, თუ რა სახის ნიმუშები აიღეს კვლევისათვის, "ვივამედის“ დირექტორი განმარტავს, რომ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და წარბის ნიმუში, რაც ლეგალურად იქნა აღებული.

"პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ნებართვა და მათ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და ასევე, წარბის ნიმუში, რომელიც ჩვენი თანდასწრებით, ლეგალურად იქნა აღებული, კონვერტში მოთავსებული და ხელწერებით იქნა გამზადებული, რომელიც მათ შემდეგში, პენიტენციური დაწესებულების თანხმობით გაიტანეს კლინიკიდან. ეს ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ, რატომ მოხდა ეს ინციდენტი, რა იყო ამის მიზანი, ვერ გიპასუხებთ. იქამდე თუ ჰქონდათ ამის არალეგალურად გაკეთების მცდელობა, მიზანი რა იყო, ჩემთვის ეს გაუგებარია ადამიანურად და ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა მათი მხრიდან“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, პოლონელ ექიმებთან შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო.

"ჩვენთან, კლინიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები, ძალიან საქმიანი, ძალიან საგნობრივი შეხვედრა გვქონდა პოლონელ კოლეგებთან, ერთობლივად განვიხილეთ ჩვენ მკურნალ ექიმებთან, მათთან ერთად პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, ნანახი იქნა ყველა ის ლაბორატორიული, თუ ინსტრუმენტული კვლევის შედეგები, რომელიც პაციენტს ჩატარებული აქვს, მათ ნახეს და გასინჯეს პაციენტი. მსჯელობა გვქონდა მკურნალობის შემდეგი ტაქტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით, რადგან ეს იყო ნამდვილად საქმიანი, ნამდვილად კოლეგიალური შეხვედრა. მათ დამატებითი რაიმე ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება საჭიროდ არ ჩაუთვლიათ. ერთადერთი, გასცეს რეკომენდაცია გარკვეულ პროცედურაზე, გარკვეულ კვლევაზე, რომელიც ჩვენ ადრეც გვქონდა პაციენტისთვის შეთავაზებული“, - განაცხადა ჩხაიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და კადრებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ: