მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია" - კელი დეგნანი
"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია" - კელი დეგნანი

სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს იმა­ზე ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი, ვიდ­რე ეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია - ჩვენ გვჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­სი, ჩვენ გვჯე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და თქვე­ნი ოც­ნე­ბის, იყოთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის წევ­რი, ჩვენ გვსურს და­გეხ­მა­როთ ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში აკე­თებს, ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ მი­ზანს, რომ მას ჰქონ­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბის დაც­ვა და უზ­რუნ­ველ­ყოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ელჩი მი­იჩ­ნევს, რომ მხო­ლოდ ძლი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ას შე­უძ­ლია თავი და­იც­ვას ისე­თი ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რიც რუ­სე­თია.

"სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს იმა­ზე ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი, ვიდ­რე ეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია. მე ვფიქ­რობ, ეს ვაჩ­ვე­ნეთ უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან პარტნი­ო­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვა­კე­თებთ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სამ საკ­ვან­ძო მი­ზან­თან. პირ­ვე­ლი, რომ და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს, იყოს უფრო ძლი­ე­რი, და­ცუ­ლი, მე­ტად ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­იც­ვას სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბი და შე­ა­კა­ვოს აგ­რე­სია ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი მე­ზობ­ლე­ბის­გან, რო­გო­რიც არის რუ­სე­თი.

მე­ო­რე, და­გეხ­მა­როთ, რომ გქონ­დეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რათა იყოს მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ შო­რის, რე­გი­ო­ნებ­ში და მეტი კე­თილ­დღე­ო­ბა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის აქ, ქვე­ყა­ნა­ში, რათა ადა­მი­ა­ნებ­მა არ იგ­რძნონ, რომ მათ უნდა და­ტო­ვონ ქვე­ყა­ნა, რათა ჰქონ­დეთ კარ­გი, კე­თილ­დღე­ო­ბის მქო­ნე მო­მა­ვა­ლი და უკა­ნას­კნე­ლი არის, რომ და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, რად­გან არ­სე­ბობს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ცხა­დი არ­ჩე­ვა­ნი, რომ იცხოვ­რონ დე­მოკ­რა­ტი­ა­ში, იყ­ვნენ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რი, იყ­ვნენ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის წევ­რი. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამ სა­მი­დან რო­მე­ლი­მეს­თან ან ერ­თდრო­უ­ლად სა­მი­ვეს­თან. ჩვენ მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ სა­უ­კე­თე­სო დაც­ვა რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არის ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტია. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში, სა­ნა­პი­რო დაც­ვა­სა და სხვა უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა, როცა გაქვს მყა­რი დე­მოკ­რა­ტია, გყავს ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ეს არის სა­უ­კე­თე­სო დაც­ვა ისე­თი ავ­ტოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რიც რუ­სე­თია. მე მაქვს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი მო­მავ­ლის რწმე­ნა ამე­რი­კა­სა დ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბას, რად­გან გვჯე­რა სა­ქარ­თვე­ლო­სი, ჩვენ გვჯე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და თქვე­ნი ოც­ნე­ბის, იყოთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის წევ­რი, ჩვენ გვსურს და­გეხ­მა­როთ ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კას შო­რის თავ­დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არის ძა­ლი­ან მჭიდ­რო და დიდი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ხში­რად იმ­ყო­ფე­ბი­ან ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ერ­თობ­ლი­ვად ატა­რე­ბენ სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ვარ­ჯი­შო­ებს თუ სწავ­ლე­ბებს, იქ­ნე­ბა ეს კრი­ზი­სე­ბის მარ­თვა, მე­დე­გო­ბა თუ ა.შ. ასე­ვე, ხში­რად არი­ან ამე­რი­კის არ­მი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ან ამე­რი­კუ­ლი ხო­მალ­დე­ბი. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვახ­სე­ნო ის ძა­ლი­ან დიდი პროგ­რე­სი, რა­საც სა­ქარ­თვე­ლომ და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ბოლო 20-25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აღ­წია. თუკი ადრე სა­ქარ­თვე­ლო იყო ხოლ­მე ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, თა­ნა­მას­პინ­ძე­ლი დიდი წვრთნე­ბი­სა და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის, ახლა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვად და­მო­უ­კი­დებ­ლად მას­პინ­ძლობს დიდ, მრა­ვა­ლე­როვ­ნულ, კომ­პლექ­სურ წვრთნებს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის და იმის­თვის, რომ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი იყოს მზად­ყოფ­ნა­ში, შე­ეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და სა­ზღვრე­ბის დაც­ვა. ორი დღის წინ, ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე ნატო-ს წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს და გა­მო­ხა­ტეს ერ­თგუ­ლე­ბა იმის მი­მართ, რომ ნატო-ს კარი ღიაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, თუმ­ცა ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ამის­თვის არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მკა­ფიო გზამ­კვლე­ვი. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­ი­ა­როს ეს გზა და შე­ვი­დეს ამ ღია კარ­ში, ამის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კელი დეგ­ნან­მა.

მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვავა
3

ქალბატონო დეგნან, ნუ წახვალთ, სამწუხაროდ მოგვენატრებით

ოთარი
0

ნეტა როდის მიდის აქედან ეს ქალი??

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია" - კელი დეგნანი

"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია" - კელი დეგნანი

საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებია - ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს საზოგადოების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში აკეთებს, ემსახურება სამ მიზანს, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა, შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

ელჩი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ძლიერ დემოკრატიას შეუძლია თავი დაიცვას ისეთი ავტოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია.

"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მე ვფიქრობ, ეს ვაჩვენეთ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება. ყველაფერი, რასაც აქ, საქართველოში, ვაკეთებთ, დაკავშირებულია სამ საკვანძო მიზანთან. პირველი, რომ დავეხმაროთ საქართველოს, იყოს უფრო ძლიერი, დაცული, მეტად ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს აგრესია ისეთი აგრესიული მეზობლებისგან, როგორიც არის რუსეთი.

მეორე, დაგეხმაროთ, რომ გქონდეთ ეკონომიკური ზრდა, რათა იყოს მეტი შესაძლებლობა, მათ შორის, რეგიონებში და მეტი კეთილდღეობა ყველა ქართველისთვის აქ, ქვეყანაში, რათა ადამიანებმა არ იგრძნონ, რომ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა, რათა ჰქონდეთ კარგი, კეთილდღეობის მქონე მომავალი და უკანასკნელი არის, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რადგან არსებობს ქართველი ხალხის ცხადი არჩევანი, რომ იცხოვრონ დემოკრატიაში, იყვნენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ყველაფერი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს საქართველოში, დაკავშირებულია ამ სამიდან რომელიმესთან ან ერთდროულად სამივესთან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საუკეთესო დაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის ძლიერი დემოკრატია. რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალებში, სანაპირო დაცვასა და სხვა უსაფრთხოების ინსტიტუტებში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როცა გაქვს მყარი დემოკრატია, გყავს ძლიერი საზოგადოება და ჩვენი შეხედულებით, ეს არის საუკეთესო დაცვა ისეთი ავტოკრატიის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია. მე მაქვს ძალიან პოზიტიური მომავლის რწმენა ამერიკასა დ საქართველოს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს წარმატებისთვის მუშაობას, რადგან გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არის ძალიან მჭიდრო და დიდი.

"საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან ამერიკის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, ისინი, რომლებიც ერთობლივად ატარებენ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს თუ სწავლებებს, იქნება ეს კრიზისების მართვა, მედეგობა თუ ა.შ. ასევე, ხშირად არიან ამერიკის არმიის წარმომადგენლები. საქართველოში ხშირად ჩამოდიან ამერიკული ხომალდები. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით არის ძალიან ძლიერი და მრავალფეროვანი. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ და საქართველოს თავდაცვის ძალებმა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიაღწია. თუკი ადრე საქართველო იყო ხოლმე ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, თანამასპინძელი დიდი წვრთნებისა და სავარჯიშოების, ახლა საქართველო თავად დამოუკიდებლად მასპინძლობს დიდ, მრავალეროვნულ, კომპლექსურ წვრთნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები იყოს მზადყოფნაში, შეეძლოთ საკუთარი ქვეყნისა და საზღვრების დაცვა. ორი დღის წინ, ვილნიუსის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოხატეს ერთგულება იმის მიმართ, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება და ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი. საქართველომ უნდა გაიაროს ეს გზა და შევიდეს ამ ღია კარში, ამისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.