საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამი ვარიანტი არსებობს" - ომის დასრულების რა ვარიანტებს ასახელებს მიხაილო პოდოლიაკი
"სამი ვარიანტი არსებობს" - ომის დასრულების რა ვარიანტებს ასახელებს მიხაილო პოდოლიაკი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი ომის დას­რუ­ლე­ბის სამ ვა­რი­ანტზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სცე­ნა­რებს უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბით, და­მარ­ცხე­ბით ან "მინ­სკი 3“-ით.

"ომის დას­რუ­ლე­ბის მხო­ლოდ სამი ვა­რი­ან­ტია. პირ­ვე­ლი: გავი­მარ­ჯვეთ და ამ­გვა­რად არ­სე­ბობს უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც სრუ­ლად დო­მი­ნი­რებს რე­გი­ონ­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მკა­ფიო პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ექ­ნე­ბა. ის შეძ­ლებს არ­მი­ის მო­დერ­ნი­ზე­ბას და იმას, რომ ეფექ­ტუ­რი არ­მია ჰყავ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

პო­დო­ლი­ა­კის თქმით, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად იარ­სე­ბებს დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის ზონა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ჩა­მო­ერ­თმე­ვა გარ­კვე­უ­ლი დი­ა­პა­ზო­ნის რა­კე­ტე­ბი და გა­ი­მარ­თე­ბა სა­მი­ტი რუ­სე­თის ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად.

პო­დო­ლი­ა­კის შე­ფა­სე­ბით, მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს უკ­რა­ი­ნის წა­გე­ბა და "მა­შინ უკ­რა­ი­ნა თან­და­თან მოკ­ვდე­ბა“ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"არის მე­სა­მე ვა­რი­ან­ტი: ჩვენ არ წა­ვა­გეთ, მაგ­რამ არის სა­დე­მარ­კა­ციო ხაზი - მინ­სკი-3. ეს ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან ნელა მოვ­კვდე­ბით. ისი­ნი შე­გა­ერ­თე­ბენ აპა­რატ­ზე, რო­მე­ლიც თქვენს სი­ცო­ცხლეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა.

მისი აზ­რით, ეს ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა აღარ იარ­სე­ბებს.

"ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი არის რა­ღაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის პოვ­ნის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­დღაც რა­ღა­ცის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ვა­რი­ან­ტე­ბი - მო­გე­ბა ან წა­გე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პო­დო­ლი­აკ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
15

პოდოლიაკი კი არა პოდლიაკი

ოთარი
31

მეოთხე ყველაზე რეალური: ეს პოდოლიაკები და არესტოვიჩები თავის კლოუნთან ერთად რომ გადაშენდნენ დროზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სამი ვარიანტი არსებობს" - ომის დასრულების რა ვარიანტებს ასახელებს მიხაილო პოდოლიაკი

"სამი ვარიანტი არსებობს" - ომის დასრულების რა ვარიანტებს ასახელებს მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ომის დასრულების სამ ვარიანტზე საუბრობს, რომელიც მოიცავს სცენარებს უკრაინის გამარჯვებით, დამარცხებით ან "მინსკი 3“-ით.

"ომის დასრულების მხოლოდ სამი ვარიანტია. პირველი: გავიმარჯვეთ და ამგვარად არსებობს უკრაინის სახელმწიფო, რომელიც სრულად დომინირებს რეგიონში და, შესაბამისად, ძალიან მკაფიო პარტნიორული ურთიერთობები ექნება. ის შეძლებს არმიის მოდერნიზებას და იმას, რომ ეფექტური არმია ჰყავდეს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, ამის პარალელურად იარსებებს დემილიტარიზაციის ზონა რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ფედერაციას ჩამოერთმევა გარკვეული დიაპაზონის რაკეტები და გაიმართება სამიტი რუსეთის ბირთვული არსენალის გასაკონტროლებლად.

პოდოლიაკის შეფასებით, მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს უკრაინის წაგება და "მაშინ უკრაინა თანდათან მოკვდება“ რამდენიმე წლის განმავლობაში.

"არის მესამე ვარიანტი: ჩვენ არ წავაგეთ, მაგრამ არის სადემარკაციო ხაზი - მინსკი-3. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ნელა მოვკვდებით. ისინი შეგაერთებენ აპარატზე, რომელიც თქვენს სიცოცხლეს შეინარჩუნებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში სახელმწიფოებრიობა აღარ იარსებებს.

"ამიტომ ყველაფერი დანარჩენი არის რაღაც ალტერნატიული ელემენტების პოვნის მცდელობა, რომელიც სადღაც რაღაცის გაგრძელების საშუალებას იძლევა. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი ვარიანტები - მოგება ან წაგება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.