მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაფრთხილებენ, რომ ისე მომკლავენ და გამაქრობენ, რომ ვერავინ გაიგებს, რა დამემართა" - თალიბანის მმართველობის 2 წელი: ქალებისთვის აკრძალული ცხოვრება
"მაფრთხილებენ, რომ ისე მომკლავენ და გამაქრობენ, რომ ვერავინ გაიგებს, რა დამემართა" - თალიბანის მმართველობის 2 წელი: ქალებისთვის აკრძალული ცხოვრება

2021 წლის 15 აგ­ვის­ტოს თა­ლი­ბე­ბი ავ­ღა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ქა­ბულ­ში შე­ვიდ­ნენ და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში აი­ღეს. მას შემ­დეგ გო­გო­ნე­ბი­სა და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა და­პი­რე­ბა სხვა იყო - ქა­ლებს უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­დათ შა­რი­ა­თის ფარ­გლებ­ში თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ - მათ შო­რის მუ­შა­ო­ბი­სა და სწავ­ლის.

მას შემ­დეგ თა­ლი­ბა­ნი სის­ტე­მა­ტუ­რად აცი­ლებს ქა­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას: მათ აღარ უკა­ვი­ათ სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, გა­უქ­მდა ქალ­თა სა­მი­ნის­ტრო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­უქ­მდა მათი უფ­ლე­ბე­ბი, მი­ი­ღონ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

გო­გო­ნებს ეკ­რძა­ლე­ბათ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი მე­ექ­ვსე კლა­სის მერე და ზო­გა­დად, სახ­ლის გა­რეთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­მუ­შაო.

გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში მა­თი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქა­ლებს სა­ჯა­როდ სა­ხის გა­მო­ჩე­ნა აეკ­რძა­ლათ, ხოლო გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, სახ­ლში ყოფ­ნა და­ა­ვალ­დე­ბუ­ლეს. ასე­ვე აკ­რძალ­ვე­ბის სი­ა­შია შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა მა­მა­კა­ცის გა­რე­შე, ხოლო თუ მან­დი­ლო­სანს ოჯახ­ში მა­მა­კა­ცი არ ჰყავს, მთელ რიგ აუ­ცი­ლე­ბელ სერ­ვი­სებ­ზე წვდო­მაც არ აქვს.

ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბის მუდ­მი­ვი საფრ­თხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან, თა­ლი­ბა­ნის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, პე­რი­ო­დუ­ლად ანო­ნი­მურ ის­ტო­რი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, რომ­ლებ­შიც ში­შის, ბრა­ზი­სა და ღრმა და­ნა­კარ­გის გრძნო­ბა­ზეა მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კი, რაც მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. მათი არ­სე­ბო­ბის მთა­ვა­რი პი­რო­ბა კი გამ­ძლე­ო­ბაა.

ქვე­ყა­ნა­ში კონ­ტრო­ლის აღე­ბის­თა­ნა­ვე თა­ლი­ბან­მა ქალ­თა საქ­მე­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტროდ ჩა­ა­ნაც­ვლა. ეს უკა­ნას­კნე­ლი, 90-ია­ნებ­ში თა­ლი­ბა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მჩაგ­ვრელ უწყე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

აღ­ნიშ­ნულ­მა სა­მი­ნის­ტრომ მა­ლე­ვე და­ა­წე­სა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი და ისე­თი სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, რო­გო­რი­ცაა ჯან­დაც­ვა - სახ­ლი­დან გა­სულ ქალს თან უნდა ახ­ლდეს სის­ხლით ნა­თე­სა­ვი მა­მა­კა­ცი. ქა­ლე­ბი ვე­ღარც მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

2021 წლის 15 აგ­ვის­ტომ­დე არ­სე­ბობ­და კა­ნო­ნე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ე­ბი და ოჯა­ხუ­რი და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და მხარ­და­ჭე­რას.

თუმ­ცა თა­ლი­ბა­ნის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ქა­ლებს სრუ­ლად აეკ­რძა­ლათ ად­ვო­კა­ტო­ბა ან მო­სა­მარ­თლე­ო­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 300 მო­სა­მარ­თლე ქა­ლი­დან ქა­ბუ­ლის აღე­ბის მერე, და­ახ­ლო­ე­ბით 244 მთლი­ა­ნად ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნი­დან.

გა­მოც­დი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი თა­ლი­ბებ­მა სა­კუ­თა­რი წევ­რე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას არ აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. სა­სა­მარ­თლო­ებ­მა შე­წყვი­ტეს გან­ქორ­წი­ნე­ბის, და­შო­რე­ბის ან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა. ხოლო თუ ასე­თი საქ­მე მა­ინც გა­ნი­ხი­ლეს, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ის 100%-ით მა­მა­კა­ცის სა­სარ­გებ­ლოდ სრულ­დე­ბა.

ავ­ღა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 60% 25 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდაა. ახა­ლი თა­ო­ბის აღ­ზე­ვე­ბა გა­სუ­ლი 20 წლის ერთ-ერთი უდი­დე­სი მიღ­წე­ვა იყო. არ­სე­ბობ­და იმე­დი, რომ ახა­ლი ეპო­ქა და­ი­წყე­ბო­და, რად­გან ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე­თა ძვე­ლი გვარ­დია გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მო­აზ­როვ­ნე კა­ცე­ბი­თა და ქა­ლე­ბით შე­იც­ვა­ლა.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, უმე­ტე­სი მათ­გა­ნი თა­ლი­ბე­ბის დევ­ნის ში­შის გამო ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა, ხოლო მცი­რე ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც დარ­ჩა, იბ­რძვის არ­სე­ბო­ბის­თვის.

თა­ლი­ბებ­მა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში - ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რი­თიც ხელს უწყო­ბენ შა­რი­ა­თის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბა­სა და შემ­დგომ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მარ­ტი­ვად მარ­თვას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ზო­გი­ერთ სფე­რო­ში უკვე და­წყე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის ცვლი­ლე­ბაც.

შე­დე­გად, ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, ოჯა­ხე­ბი ბავ­შვთა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­სა და პა­ტა­რე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ შრო­მას მი­მარ­თა­ვენ.

ქალ­თა და­საქ­მე­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ოჯა­ხის რჩე­ნის ტვირ­თი მამ­რო­ბით სქეს­ზე გა­და­დის. ეს კი, თა­ვის მხრივ, იწ­ვევს მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის და­კარ­გვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

უკი­დუ­რე­სად არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა და ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბის ფა­სად დაჯ­დე­ბა, რაც ზი­ანს მთელს თა­ო­ბებს მი­ა­ყე­ნებს.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თა­ლი­ბან­მა ავ­ღა­ნეთ­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის და­ხურ­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბაც გას­ცა - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სათ­ნო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, მუ­ჰა­მედ სა­დიკ აკი­ფის გან­ცხა­დე­ბით, ქალ­თა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი ერთ თვე­ში და­ი­ხუ­რე­ბა.

აკ­რძალ­ვა და­წე­სე­ბუ­ლია დე­და­ქა­ლაქ ქა­ბულ­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­ვინ­ცი­ებ­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ.

გა­ე­როს ცნო­ბით, ავ­ღა­ნე­თი დღეს ქა­ლე­ბის­თვის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რეპ­რე­სი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა.

  • გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს ავ­ღა­ნე­ლი გო­გო­ნე­ბის პოდ­კას­ტე­ბი­დან, რო­მელ­შიც თა­ლი­ბა­ნის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თუ­ლი მი­ტინ­გე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ:

როია:

"ყო­ვე­ლი პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, თით­ქმის ერთი თვე სახ­ლში ვე­ღარ ვბრუნ­დე­ბო­დი, რად­გან მე­ში­ნო­და, რომ მი­პო­ვიდ­ნენ და და­მა­პა­ტიმ­რებ­დნენ. ყო­ველ ჯერ­ზე მი­რე­კავ­დნენ ანო­ნი­მუ­რი ნომ­რე­ბი­დან და მაფრ­თხი­ლე­ბენ, თუ კი­დევ ერთხელ გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ ან ქუ­ჩა­ში გა­მო­ვალ, ისე მომ­კლა­ვენ და გა­მაქ­რო­ბენ, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გებს, რა და­მე­მარ­თა".

ფარა:

"იმე­დი მა­ინც მაქვს. მე ვას­წავ­ლი გო­გო­ნებს, რომ­ლებ­საც აეკ­რძა­ლათ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩემს ხმას ვწერ და ვა­წერ პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხელ­წო­დე­ბებს".

ბიბი:

"ახლა მე ვარ ძა­ლი­ან ბნელ და პა­ტა­რა ოთახ­ში, მე­ში­ნია, რომ თა­ლი­ბე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მო­ვიდ­ნენ და მომ­კლან".

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
3

და სადაა ამ დროს დასავლეთი? მცირერიცხვოვან ერებს გვაჩმორებენ მარტივად (სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია) ხოდა მაგათ ჯინაზე უნდა დავუდგეთ მაგრად, რას იზამ ასეთი ხვედრი გვარგუნა უზენაესმა ( ღმერთმა, გონმა, განგებამ ...) და მადლობელი უნდა იყო ქართველი რო ხარ.

გიორგი
16

ახალი თაობის პროგრესული თალიბანი ამერიკელების დანატოვარი იარაღით ირანს ომს რომ უწყებდა ,მაგ ამბავზე რა ხდება,რას ამბობენ ჩვენი გრანტიჭამია "ექსპერტები" ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაფრთხილებენ, რომ ისე მომკლავენ და გამაქრობენ, რომ ვერავინ გაიგებს, რა დამემართა" - თალიბანის მმართველობის 2 წელი: ქალებისთვის აკრძალული ცხოვრება

"მაფრთხილებენ, რომ ისე მომკლავენ და გამაქრობენ, რომ ვერავინ გაიგებს, რა დამემართა" - თალიბანის მმართველობის 2 წელი: ქალებისთვის აკრძალული ცხოვრება

2021 წლის 15 აგვისტოს თალიბები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ და ძალაუფლება ხელში აიღეს. მას შემდეგ გოგონებისა და ქალების უფლებების დარღვევის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. თუმცა დაპირება სხვა იყო - ქალებს უფლება მიეცემოდათ შარიათის ფარგლებში თავისი უფლებები გამოეყენებინათ - მათ შორის მუშაობისა და სწავლის.

მას შემდეგ თალიბანი სისტემატურად აცილებს ქალებს საზოგადოებრივ ცხოვრებას: მათ აღარ უკავიათ სახელმწიფო თანამდებობები, გაუქმდა ქალთა სამინისტრო, რაც იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, გაუქმდა მათი უფლებები, მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა.

გოგონებს ეკრძალებათ სკოლაში სიარული მეექვსე კლასის მერე და ზოგადად, სახლის გარეთ ნებისმიერი სამუშაო.

გასული წლის მაისში მათივე გადაწყვეტილებით, ქალებს საჯაროდ სახის გამოჩენა აეკრძალათ, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლში ყოფნა დაავალდებულეს. ასევე აკრძალვების სიაშია შორ მანძილზე მგზავრობა მამაკაცის გარეშე, ხოლო თუ მანდილოსანს ოჯახში მამაკაცი არ ჰყავს, მთელ რიგ აუცილებელ სერვისებზე წვდომაც არ აქვს.

ავღანელი ქალები, რომლებიც ძალადობის მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, თალიბანის დაბრუნების შემდეგ, პერიოდულად ანონიმურ ისტორიებს აქვეყნებენ, რომლებშიც შიშის, ბრაზისა და ღრმა დანაკარგის გრძნობაზეა მუდმივად ლაპარაკი, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოადგენს. მათი არსებობის მთავარი პირობა კი გამძლეობაა.

ქვეყანაში კონტროლის აღებისთანავე თალიბანმა ქალთა საქმეების სამინისტრო მანკიერების პრევენციის სამინისტროდ ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი, 90-იანებში თალიბანის მმართველობის დროს ერთ-ერთ ყველაზე მჩაგვრელ უწყებას წარმოადგენდა.

აღნიშნულმა სამინისტრომ მალევე დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები და ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა ჯანდაცვა - სახლიდან გასულ ქალს თან უნდა ახლდეს სისხლით ნათესავი მამაკაცი. ქალები ვეღარც მართვის მოწმობის აღებას შეძლებენ.

2021 წლის 15 აგვისტომდე არსებობდა კანონები, სპეციალური კომისიები და ოჯახური დავების გადაწყვეტილების მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა ქალების უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას.

თუმცა თალიბანის დაბრუნების შემდეგ, ქალებს სრულად აეკრძალათ ადვოკატობა ან მოსამართლეობა. დაახლოებით 300 მოსამართლე ქალიდან ქაბულის აღების მერე, დაახლოებით 244 მთლიანად ევაკუირებულია ქვეყნიდან.

გამოცდილი მოსამართლეები თალიბებმა საკუთარი წევრებით ჩაანაცვლეს, რომელთა უმეტესობას არ აქვს იურიდიული განათლება. სასამართლოებმა შეწყვიტეს განქორწინების, დაშორების ან ოჯახური ძალადობის საქმეების განხილვა. ხოლო თუ ასეთი საქმე მაინც განიხილეს, გასაკვირი არ არის, რომ ის 100%-ით მამაკაცის სასარგებლოდ სრულდება.

ავღანეთის მოსახლეობის 60% 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა. ახალი თაობის აღზევება გასული 20 წლის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო. არსებობდა იმედი, რომ ახალი ეპოქა დაიწყებოდა, რადგან ძალაუფლების მქონეთა ძველი გვარდია განათლებული და მოაზროვნე კაცებითა და ქალებით შეიცვალა.

თუმცა, სამწუხაროდ, უმეტესი მათგანი თალიბების დევნის შიშის გამო ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო მცირე ნაწილი, რომელიც დარჩა, იბრძვის არსებობისთვის.

თალიბებმა ცვლილებები შეიტანეს საგანმანათლებლო სისტემაში - ყველა საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტში, რითიც ხელს უწყობენ შარიათის ინტერპრეტაციას. ეს ყველაფერი კი განათლების ხარისხის შემცირებასა და შემდგომში საზოგადოების მარტივად მართვას განაპირობებს.

ზოგიერთ სფეროში უკვე დაწყებულია გარკვეული გაკვეთილებისა და ფაკულტეტების ცვლილებაც.

შედეგად, ეკონომიკური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის მიზნით, ოჯახები ბავშვთა ადრეულ ქორწინებასა და პატარებისთვის შეუფერებელ შრომას მიმართავენ.

ქალთა დასაქმებისა და გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, ოჯახის რჩენის ტვირთი მამრობით სქესზე გადადის. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს მათთვის განათლებისა და პოტენციალის დაკარგვის შესაძლებლობას.

უკიდურესად არასრულფასოვანი კვება, ექსპერტების ვარაუდით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, უამრავი ადამიანის სიცოცხლისა და ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების ფასად დაჯდება, რაც ზიანს მთელს თაობებს მიაყენებს.

რამდენიმე კვირის წინ, თალიბანმა ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულებაც გასცა - ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მანკიერების პრევენციისა და სათნოების გავრცელების სამინისტროს პრესსპიკერის, მუჰამედ სადიკ აკიფის განცხადებით, ქალთა სილამაზის სალონები ერთ თვეში დაიხურება.

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. გადაწყვეტილების მიზეზებზე არ ლაპარაკობენ.

გაეროს ცნობით, ავღანეთი დღეს ქალებისთვის მსოფლიოში ყველაზე რეპრესიული ქვეყანაა.

  • გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ავღანელი გოგონების პოდკასტებიდან, რომელშიც თალიბანის დაბრუნების შემდეგ გამართული მიტინგების შესახებ საუბრობენ:

როია:

"ყოველი პროტესტის შემდეგ, თითქმის ერთი თვე სახლში ვეღარ ვბრუნდებოდი, რადგან მეშინოდა, რომ მიპოვიდნენ და დამაპატიმრებდნენ. ყოველ ჯერზე მირეკავდნენ ანონიმური ნომრებიდან და მაფრთხილებენ, თუ კიდევ ერთხელ გავაპროტესტებ ან ქუჩაში გამოვალ, ისე მომკლავენ და გამაქრობენ, რომ ვერავინ გაიგებს, რა დამემართა".

ფარა:

"იმედი მაინც მაქვს. მე ვასწავლი გოგონებს, რომლებსაც აეკრძალათ განათლების მიღება ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ჩემს ხმას ვწერ და ვაწერ პრეზენტაციის სახელწოდებებს".

ბიბი:

"ახლა მე ვარ ძალიან ბნელ და პატარა ოთახში, მეშინია, რომ თალიბები ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდნენ და მომკლან".

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი