საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია" - ნიკა მელია
"კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია" - ნიკა მელია

"ლან­ძღვა­სა და კრი­ტი­კას შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა, ფორ­მა­შიც და მო­ტი­ვა­ცი­ა­შიც. პარ­ტია, მისი იდე­უ­რად მებ­რძო­ლი ნა­წი­ლი, არას­დროს გა­მიკ­რი­ტი­კე­ბია",- ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე წერს, რი­თაც პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხა იმის შე­სა­ხებ, რომ მე­ლია "პარ­ტი­ას ლან­ძღავს“.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით პარ­ტი­ას ხან გა­რე­დან ან­გრევ­და და ხან შიგ­ნი­დან, მის­თვის პარ­ტია ვერ იქ­ნე­ბა”.

"ადა­მი­ანს პა­სუ­ხი რომ გას­ცე, რო­გორც მი­ნი­მუმ სა­კუ­თარ აზრს უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს და სა­კუ­თა­რი, თუნ­დაც სუს­ტი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჰქონ­დეს. გუ­შინ მო­ვის­მი­ნეთ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის პი­რით, რომ თურ­მე მე პარ­ტი­ას ვლან­ძღავ. ლან­ძღვა­სა და კრი­ტი­კას შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა, ფორ­მა­შიც და მო­ტი­ვა­ცი­ა­შიც. პარ­ტია, მისი იდე­უ­რად მებ­რძო­ლი ნა­წი­ლი, არას­დროს გა­მიკ­რი­ტი­კე­ბია. კე­ზე­რაშ­ვი­ლი და ის ხალ­ხი კი, რო­მე­ლიც ხან გა­რე­დან ან­გრევ­და პარ­ტი­ას და ხან შიგ­ნი­დან, პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით, არ და ვერ იქ­ნე­ბა ჩემ­თვის პარ­ტია.

ასე­ვე, ვერ დავ­ტო­ვებ ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა, კო­ბა­ხი­ძის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის იდენ­ტურ "სურ­ვილს“ - თუ მივ­დი­ვარ, წა­ვი­დე. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით მე მხო­ლოდ ხალ­ხის აზ­რის კარ­ნა­ხით ვმოქ­მე­დებ, ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი იქ, სა­დაც ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლი და რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ვი­ყა­ვი და ვარ იქ, სა­დაც სი­მარ­თლეა, პო­ლი­ტი­კა­ში ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის ასახ­ვა ხდე­ბა და არა ფუ­ლის; სა­დაც და­პი­რე­ბა რე­ა­ლუ­რი და შეს­რუ­ლე­ბა­დია; სა­დაც ადა­მი­ა­ნი თა­ვის სი­ტყვა­ზე პა­სუხს აგებს. არა ისე, რო­გორც ვის­მენთ ბა­ტო­ნი კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბიზ­ნეს ადი­უ­ტანტ ცის­კა­რიშ­ვი­ლის­გან - თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გა­რეთ, მო­ვი­გებთ, მა­შინ რო­დე­საც იცი, რომ ჯერ უნდა მო­ი­გო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რეთ ყოფ­ნა იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - წერს ნიკა მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
0

შექმენი ახალი პარტია, ენმ- მელიას გზა და აბა ჰე!

სიმართლეს ამბობს
15

მელია მომავლის პოლიტიკოსია და ეს ფაქტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია" - ნიკა მელია

"კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია" - ნიკა მელია

"ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც. პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი, არასდროს გამიკრიტიკებია",- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარი "ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რითაც პარტიის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ მელია "პარტიას ლანძღავს“.

მისივე განმარტებით, "კეზერაშვილი და ის ხალხი, რომელიც პირადი გამორჩენის მიზნით პარტიას ხან გარედან ანგრევდა და ხან შიგნიდან, მისთვის პარტია ვერ იქნება”.

"ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი, თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს. გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც. პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი, არასდროს გამიკრიტიკებია. კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით, არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია.

ასევე, ვერ დავტოვებ ყურადღების მიღმა, კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ "სურვილს“ - თუ მივდივარ, წავიდე. მათგან განსხვავებით მე მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით ვმოქმედებ, ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც ცვლილებები შესაძლებელი და რეალური იქნება. ვიყავი და ვარ იქ, სადაც სიმართლეა, პოლიტიკაში ხალხის ინტერესების ასახვა ხდება და არა ფულის; სადაც დაპირება რეალური და შესრულებადია; სადაც ადამიანი თავის სიტყვაზე პასუხს აგებს. არა ისე, როგორც ვისმენთ ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს ადიუტანტ ცისკარიშვილისგან - თუ სააკაშვილი იქნება გარეთ, მოვიგებთ, მაშინ როდესაც იცი, რომ ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი“, - წერს ნიკა მელია.