პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ნატოში - ში გაწევრების შანსები რუსეთის დასუსტების პარალელურად იზრდება" - როგორია ვილნიუსის სამიტის შედეგები ჩვენი ქვეყნისა და უკრაინისთვის?
"საქართველოს ნატოში - ში გაწევრების შანსები რუსეთის დასუსტების პარალელურად იზრდება" - როგორია ვილნიუსის სამიტის შედეგები ჩვენი ქვეყნისა და უკრაინისთვის?

11 ივ­ლისს ვილ­ნი­უს­ში ნა­ტოს სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენ­და, არც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და არც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფო­რუმს არ დას­წრე­ბი­ან. სა­მი­ტის მთა­ვა­რი თემა უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის შექ­მნა და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი იყო.

"ცივი ომის" შემ­დეგ ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის გეგ­მე­ბი და­ვამ­ტკი­ცეთ", - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე წერს. მისი თქმით, "უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში მო­კავ­ში­რე­ებ­მა საკ­ვან­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი“ მი­ი­ღეს.

"შევ­თან­ხმდით პა­კეტ­ზე უკ­რა­ი­ნის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ნატო-სკენ ნა­თე­ლი გზის მი­სა­ცე­მად. ასე­ვე, "ცივი ომის" შემ­დეგ ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის გეგ­მე­ბი და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ­ლებ­საც ზურგს უმაგ­რებს მტკი­ცე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მეტი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ვა­კე­თოთ თავ­დაც­ვა­ში”, - წერს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

სა­მიტ­ზე ით­ქვა, რომ უკ­რი­ა­ნის გზა ნა­ტოს­კენ გას­ცდა MAP-ის სა­ჭი­რო­ე­ბას, უფრო მე­ტად თავ­სე­ბა­დია და პო­ლი­ტი­კუ­რად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ალი­ანსთან და მი­აღ­წია მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს რე­ფორ­მე­ბის გზა­ზე. აი, სა­ქარ­თვე­ლოს გზა ნა­ტოს­კენ კი მაპ­ზე გა­დის.

ალი­ან­სის მიერ მი­ღე­ბულ კო­მუ­ნი­კე­ში ჩა­ი­წე­რა, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის წინსვლის­თვის სა­ქარ­თვე­ლომ რე­ფორ­მებ­ში პროგ­რესს უნდა მი­აღ­წი­ოს, მათ შო­რის საკ­ვან­ძო დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­ში. ამას­თა­ნა­ვე, ნა­ტოს წევ­რე­ბი იმე­ო­რე­ბენ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ალი­ან­სის წევ­რი წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით, (MAP) რო­გორც პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლით.

სა­მი­ტის შე­დე­გებ­ზე Ambebi.ge-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რა:

- რე­ა­ლუ­რად რომ შევ­ხე­დოთ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერ­თე­ულ სა­მი­ტებ­ზე არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ასე რომ ვთქვათ, ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტია სა­მი­ტი­დან სა­მი­ტამ­დე "ცხოვ­რობს“. რა თქმა უნდა, გა­კეთ­და ისე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ­წი­ლად პო­ზი­ტი­უ­რად შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ.

"ნატო" უკვე შემ­დგა­რია, რო­გორც ან­ტი­რუ­სუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის შან­სე­ბი რუ­სე­თის და­სუს­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იზ­რდე­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს ტრანსფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს უჩ­ნდე­ბა შან­სე­ბი, კი­დევ უფრო და­ახ­ლოვ­დეს არ­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, თუკი, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­დან სა­მიტს არა­ვინ და­ეს­წრო, რა თქმა უნდა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, დას­წრე­ბოდ­ნენ. კარ­გია, რომ პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად უფრო სის­ტე­მა­ტუ­რი სა­მუ­შაო გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. გვჭირ­დე­ბა მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა და მუ­შა­ო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბი­თად ერ­თე­ულ სა­მიტს და­ეს­წრე­ბა თუ არა პრე­ზი­დენ­ტი ან პრე­მი­ე­რი, ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თუ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ პრო­დუქ­ტი­უ­ლი.

გვქო­ნია ისე­თი სა­მი­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა დას­წრე­ბია, მაგ­რამ ამას სა­თა­ნა­დო შე­დე­გე­ბი არ მო­უ­ტა­ნია.

- ნატო-ს სა­მიტ­ზე უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, MAP-ის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა გა­უქ­მე­ბუ­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა?

- MAP - ის მო­თხოვ­ნის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ორი მი­ზე­ზი აქვს: პირ­ველ რიგ­ში, ეს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, დღეს უკ­რა­ი­ნა­ზე გა­დის ევ­რო­პი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს უსაფრ­თხო­ე­ბა.

ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი - შვე­დე­თი, ფი­ნე­თი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უკვე ნატო-ს წევ­რე­ბი გახ­დნენ, რაც რუ­სე­თის­თვის კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. მოს­კოვს ეში­ნო­და ნატო-სთან სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრე­ბის ზრდის. შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეთ იმ მო­მენ­ტამ­დე, რომ უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ნა­ტოს-ს ჩარ­თუ­ლო­ბა არამ­ხო­ლოდ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის ფორ­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლოს, არა­მედ უფრო მას­შტა­ბუ­რი სა­ხეც მი­ი­ღოს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მი­ზეზს, ეს პრი­გო­ჟი­ნის დე­მარშმა გა­ნა­პი­რო­ბა. ამ საქ­ცი­ელ­მა ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თი დღეს იმა­ზე უძ­ლუ­რია, ვიდ­რე სხვებს წარ­მო­ედ­გი­ნათ. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის­თვის MAP-ის მო­თხოვ­ნის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, რუ­სე­თის უბ­რა­ლოდ აღარ ეში­ნი­ათ...

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
0

სადაა თქვენი პრიგოჟინი ა გაიძვერებო

ავთო
1

თუ რუსეთი დასუსტდა და მარტოც მოვერევით, ნატო რაღა ჯანდაბად მინდა მერე?

ავტორი:

"საქართველოს ნატოში - ში გაწევრების შანსები რუსეთის დასუსტების პარალელურად იზრდება" - როგორია ვილნიუსის სამიტის შედეგები ჩვენი ქვეყნისა და უკრაინისთვის?

"საქართველოს ნატოში - ში გაწევრების შანსები რუსეთის დასუსტების პარალელურად იზრდება" - როგორია ვილნიუსის სამიტის შედეგები ჩვენი ქვეყნისა და უკრაინისთვის?

11 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარმოადგენდა, არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი ამ მნიშვნელოვან ფორუმს არ დასწრებიან. სამიტის მთავარი თემა უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

"ცივი ომის" შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, "უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში მოკავშირეებმა საკვანძო გადაწყვეტილებები“ მიიღეს.

"შევთანხმდით პაკეტზე უკრაინის გასაძლიერებლად და ნატო-სკენ ნათელი გზის მისაცემად. ასევე, "ცივი ომის" შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, რომლებსაც ზურგს უმაგრებს მტკიცე ვალდებულებები მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ თავდაცვაში”, - წერს სტოლტენბერგი.

სამიტზე ითქვა, რომ უკრიანის გზა ნატოსკენ გასცდა MAP-ის საჭიროებას, უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. აი, საქართველოს გზა ნატოსკენ კი მაპზე გადის.

ალიანსის მიერ მიღებულ კომუნიკეში ჩაიწერა, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში პროგრესს უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში. ამასთანავე, ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (MAP) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით.

სამიტის შედეგებზე Ambebi.ge-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე ესაუბრა:

- რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოსთვის ერთეულ სამიტებზე არაფერი შეიცვლება. ასე რომ ვთქვათ, ჩვენი დიპლომატია სამიტიდან სამიტამდე "ცხოვრობს“. რა თქმა უნდა, გაკეთდა ისეთი შეფასებები, რომლებიც გარკვეულწილად პოზიტიურად შეგვიძლია შევაფასოთ.

"ნატო" უკვე შემდგარია, როგორც ანტირუსული ორგანიზაცია. შესაბამისად, ჩვენი ნატოში გაწევრების შანსები რუსეთის დასუსტების პარალელურად იზრდება. მთლიანობაში, არსებული უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს უჩნდება შანსები, კიდევ უფრო დაახლოვდეს არსებულ ორგანიზაციასთან, თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები.

რაც შეეხება იმას, სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლებიდან სამიტს არავინ დაესწრო, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, დასწრებოდნენ. კარგია, რომ პრეზიდენტი გამოეხმაურა, მაგრამ რეალურად უფრო სისტემატური სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. გვჭირდება მეტი აქტიურობა და მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. აქედან გამომდინარე, არსებითად ერთეულ სამიტს დაესწრება თუ არა პრეზიდენტი ან პრემიერი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუ თანამშრომლობა არ იქნება სათანადოდ პროდუქტიული.

გვქონია ისეთი სამიტები, რომლებსაც საქართველოდან უმაღლესი წარმომადგენლობა დასწრებია, მაგრამ ამას სათანადო შედეგები არ მოუტანია.

- ნატო-ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, MAP-ის შესახებ მოთხოვნა გაუქმებულია. საინტერესოა, რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება?

- MAP - ის მოთხოვნის გაუქმების გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ეს რუსეთის აგრესიამ განაპირობა. პრაქტიკულად, დღეს უკრაინაზე გადის ევროპისა და ევროატლანტიკური საბჭოს უსაფრთხოება.

ჩვენ ვნახეთ, რომ სკანდინავიის ქვეყნები - შვედეთი, ფინეთი, ფაქტობრივად, უკვე ნატო-ს წევრები გახდნენ, რაც რუსეთისთვის კატასტროფის ტოლფასია. მოსკოვს ეშინოდა ნატო-სთან სახმელეთო საზღვრების ზრდის. შეიძლება მივიდეთ იმ მომენტამდე, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში ნატოს-ს ჩართულობა არამხოლოდ სამხედრო დახმარების ფორმებით შემოიფარგლოს, არამედ უფრო მასშტაბური სახეც მიიღოს.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, ეს პრიგოჟინის დემარშმა განაპირობა. ამ საქციელმა ყველას აჩვენა, რომ რუსეთი დღეს იმაზე უძლურია, ვიდრე სხვებს წარმოედგინათ. ამიტომ უკრაინისთვის MAP-ის მოთხოვნის გაუქმების გადაწყვეტილება მარტივად შეიძლება აიხსნას, რუსეთის უბრალოდ აღარ ეშინიათ...

იხილეთ ასევე: