საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამაშველო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რა უნდა გავაკეთოთ, აღჭურვილობა არ გვაქვსო" - ოკუპირებულ აფხაზეთს სტიქია უტევს - დაიტბორა გზები და შენობები (ფოტოები)
"სამაშველო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რა უნდა გავაკეთოთ, აღჭურვილობა არ გვაქვსო" - ოკუპირებულ აფხაზეთს სტიქია უტევს - დაიტბორა გზები და შენობები (ფოტოები)

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს ისევ სტი­ქია უტევს. გა­და­უ­ღე­ბელ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ ქუ­ჩე­ბი და სახ­ლე­ბი დატ­ბო­რა. ე.წ რკი­ნიგ­ზის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მა­ტა­რებ­ლე­ბი­სა და ელექტრო­მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ძლი­ერ­მა წვი­მამ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გაგ­რის სად­გურ­ზე სარ­კი­ნიგ­ზო ლი­ან­და­გი წა­ი­ღო.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობს ბზი­ფის ე.წ. რა­ი­ო­ნუ­ლი მი­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა. abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, შე­ნო­ბა და შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. "დო­კუ­მენ­ტა­ცია, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქა­ღალ­დი, სა­დაც უამ­რა­ვი პი­რის საქ­მეა აღ­რი­ცხუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მა. წყალს გა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვს. მთე­ლი დღე წვიმ­და, რაც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას", - წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, მე­ო­რე დღეა მთე­ლი რა­ი­ო­ნი სას­მე­ლი წყლის გა­რე­შეა. ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბას და­ეხ­მა­რონ, თუმ­ცა, გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის გამო, ეს თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. "ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და რა­ი­ო­ნის სტუმ­რებს მო­უ­წო­დე­ბენ, სახ­ლი­დან გას­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

დატ­ბო­რი­ლია, გაგ­რის, ბზი­ფის, ლი­ძა­ვას და გარ­შე­მო მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბებ­ში შე­ნო­ბე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი", - წერს გა­მო­ცე­მა.

ე.წ. ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის, თე­მუ­რაზ ხიშ­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ით, მთელ რე­გი­ონ­ში სა­ნა­პი­რო­ე­ბის და­ხურ­ვა გა­და­წყვი­ტეს, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მათი თქმით, ეს სა­ნა­პი­რო­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი კაფე-ბა­რე­ბის და­ხურ­ვა­საც ნიშ­ნავს.

"სა­ერ­თოდ ყვე­ლა და­ხუ­რეთ და პრობ­ლე­მა არა­ფერ­ზე შე­გექ­მნე­ბათ. რა ქნას ამ ხალ­ხმა, რით იარ­სე­ბოს, თქვენ­სა­ვით ბი­უ­ჯე­ტი­დან არ იკ­ვე­ბე­ბა ხალ­ხი. ყვე­ლა და­ბტო­რილ შე­ნო­ბა­ში, მათ შო­რის მი­ლი­ცი­ა­ში სა­ბუ­თე­ბი გა­ნად­გურ­დაო, სად ვცხოვ­რობთ, ბო­ლოს და ბო­ლოს, აფ­რი­კის ქვე­ყა­ნა ვართ? ციფ­რუ­ლი ბაზა არ არ­სე­ბობს?! იუ­რი­დი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში გე­დოთ?! თუმ­ცა რა არის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, ამ­დე­ნი წე­ლია სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მა ვერ მო­წეს­რიგ­და, ყო­ვე­ლი წვი­მის დროს, მთე­ლი გაგ­რა, სო­ხუ­მი, ბიჭ­ვინ­თა იტ­ბო­რე­ბა. რამ­დე­ნი დრო გქონ­დათ იმის­თვის, რომ მდი­ნა­რე­ე­ბის­თვის კა­ლა­პო­ტი მი­გე­ცათ", - წერს ბე­სიკ ცკუა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში არ არ­სე­ბობს რა­ი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­ზღვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბას ზა­რალს არა­ვინ აუ­ნა­ზღა­უ­რებს, რაც ნიშ­ნავს, ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ტუ­რის­ტე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბა კი­დევ უფრო გაძ­ვირ­დე­ბა.

"შარ­შან გა­ვუ­კე­თეთ სახ­ლს კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი, წყა­ლი მე­ო­რე სარ­თუ­ლამ­დე არ ასუ­ლა, მაგ­რამ ტუ­რის­ტე­ბის­თვის სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო, უმე­ტე­სო­ბას პირ­ველ სარ­თულ­ზე აქვს, ახლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ასო­ბით ოჯა­ხი, მა­ცივ­რი­სა და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თის გა­რე­შე დარ­ჩა. წყალ­მა და­ფა­რა ავო­ტა­ფა­რე­ხე­ბი, დატ­ბო­რი­ლია მან­ქა­ნე­ბი. არ ვიცი, ამ სე­ზონ­ზე ხალ­ხს შე­მო­სა­ვა­ლი ექ­ნე­ბა თუ არა. ასე მგო­ნია, სა­ში­ნელ სიზ­მარ­ში ვარ, ყო­ველ­დღე ახალ-ახა­ლი "სი­ურპრი­ზია", - წერს ემირ წიშ­ბა.

"მთე­ლი ღამე ვი­ძა­ხებ­დით სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს, რად­გან სახ­ლი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დით, წყა­ლი კი სულ უფრო მაღ­ლა იწევ­და. სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ მო­ვი­დეთ, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ გვაქ­ვსო. მი­ლე­ბი, რე­ზი­ნის ჩექ­მე­ბი, წყლის სა­ტუმ­ბე­ბი არ ჰქონ­დათ.

თე­ი­მუ­რაზ ხიშ­ბამ სა­ნა­პი­რო­ე­ბის და­კეტ­ვა ბრძა­ნა, მაგ­რამ რუ­სე­ბი მა­ინც გა­მო­დი­ან ზღვა­ზე ბავ­შვებ­თან ერ­თად, სას­მე­ლით ხელ­ში. რო­გორც კი წვი­მა გა­და­ი­ღებს, გა­რეთ გა­მო­ე­ფი­ნე­ბი­ან, ჩემს დას ჰყავს ორი ოჯა­ხი - უთ­ქვამთ, აქ ნეს­ტის სუნ­ში და­საჯ­დო­მად და კო­ღო­ე­ბის და­საკ­ბე­ნად არ ჩა­მოვ­სულ­ვარ­თო. მოჰ­ყვე­ბი­ან შტორმ­ში და ამ პა­ტა­რა ბი­ჭებ­მა უნდა იწ­ვა­ლონ გა­მო­საყ­ვა­ნად", - წერს მა­ნა­ნა ბა­გა­თე­ლია.

"წინ მთე­ლი სე­ზო­ნია და მთა­ვა­რი ქა­ლა­ქე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მოშ­ლი­ლია. მძი­მე წელი გვე­ლო­დე­ბა", - წერს ლე­ი­ლა ბგან­ბა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
0

ყოჩაღ კოღოები! იქაურები კი მიჩვეულები ვართ, კოღოს ნაკბენს საერთოდ ვერ ვგრძნობთ!.. :)

tsiko
1

სულაც ჩამხრჩვალხართ, ვინც დარჩით

გაყევით წყალს, იქნებ სადმე ნორმალურ ქვეყანაში ამოყოთ თავი:))))

ავტორი:

"სამაშველო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რა უნდა გავაკეთოთ, აღჭურვილობა არ გვაქვსო" - ოკუპირებულ აფხაზეთს სტიქია უტევს - დაიტბორა გზები და შენობები (ფოტოები)

"სამაშველო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რა უნდა გავაკეთოთ, აღჭურვილობა არ გვაქვსო" - ოკუპირებულ აფხაზეთს სტიქია უტევს - დაიტბორა გზები და შენობები (ფოტოები)

ოკუპირებულ აფხაზეთს ისევ სტიქია უტევს. გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ ქუჩები და სახლები დატბორა. ე.წ რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ძლიერმა წვიმამ დროებით ოკუპირებული გაგრის სადგურზე სარკინიგზო ლიანდაგი წაიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფაქტობრივად აღარ არსებობს ბზიფის ე.წ. რაიონული მილიციის შენობა. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, შენობა და შიგნით არსებული ინვენტარი, მთლიანად განადგურებულია. "დოკუმენტაცია, ყველა მნიშვნელოვანი ქაღალდი, სადაც უამრავი პირის საქმეა აღრიცხული, განადგურებულია. დაზიანებულია კომპიუტერული სისტემა. წყალს გასასვლელი არსად აქვს. მთელი დღე წვიმდა, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას", - წერს გამოცემა.

ადგილობრივების ცნობით, მეორე დღეა მთელი რაიონი სასმელი წყლის გარეშეა. ე.წ. საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ, მოსახლეობას დაეხმარონ, თუმცა, გადაუღებელი წვიმის გამო, ეს თითქმის შეუძლებელია. "ისინი მოსახლეობასა და რაიონის სტუმრებს მოუწოდებენ, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

დატბორილია, გაგრის, ბზიფის, ლიძავას და გარშემო მდებარე დასახლებებში შენობების პირველი სართულები", - წერს გამოცემა.

ე.წ. ტურიზმის მინისტრის, თემურაზ ხიშბას რეკომენდაციით, მთელ რეგიონში სანაპიროების დახურვა გადაწყვიტეს, რამაც მოსახლეობის ნაწილი გააღიზიანა. მათი თქმით, ეს სანაპიროებზე არსებული კაფე-ბარების დახურვასაც ნიშნავს.

"საერთოდ ყველა დახურეთ და პრობლემა არაფერზე შეგექმნებათ. რა ქნას ამ ხალხმა, რით იარსებოს, თქვენსავით ბიუჯეტიდან არ იკვებება ხალხი. ყველა დაბტორილ შენობაში, მათ შორის მილიციაში საბუთები განადგურდაო, სად ვცხოვრობთ, ბოლოს და ბოლოს, აფრიკის ქვეყანა ვართ? ციფრული ბაზა არ არსებობს?! იურიდიული საქმეები საქაღალდეებში გედოთ?! თუმცა რა არის დაუჯერებელი, ამდენი წელია სანიაღვრე სისტემა ვერ მოწესრიგდა, ყოველი წვიმის დროს, მთელი გაგრა, სოხუმი, ბიჭვინთა იტბორება. რამდენი დრო გქონდათ იმისთვის, რომ მდინარეებისთვის კალაპოტი მიგეცათ", - წერს ბესიკ ცკუა.

ადგილობრივების თქმით, აფხაზეთში არ არსებობს რაიმე უძრავი ქონების დაზღვევა, შესაბამისად, მოსახლეობას ზარალს არავინ აუნაზღაურებს, რაც ნიშნავს, ზაფხულის სეზონზე ტურისტებისთვის მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდება.

"შარშან გავუკეთეთ სახლს კაპიტალური რემონტი, წყალი მეორე სართულამდე არ ასულა, მაგრამ ტურისტებისთვის სველი წერტილები და სამზარეულო, უმეტესობას პირველ სართულზე აქვს, ახლა ყველაფერი განადგურდა. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ასობით ოჯახი, მაცივრისა და სხვა აუცილებელი ნივთის გარეშე დარჩა. წყალმა დაფარა ავოტაფარეხები, დატბორილია მანქანები. არ ვიცი, ამ სეზონზე ხალხს შემოსავალი ექნება თუ არა. ასე მგონია, საშინელ სიზმარში ვარ, ყოველდღე ახალ-ახალი "სიურპრიზია", - წერს ემირ წიშბა.

"მთელი ღამე ვიძახებდით საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, რადგან სახლიდან ვერ გამოვდიოდით, წყალი კი სულ უფრო მაღლა იწევდა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მოვიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, საჭირო აღჭურვილობა არ გვაქვსო. მილები, რეზინის ჩექმები, წყლის სატუმბები არ ჰქონდათ.

თეიმურაზ ხიშბამ სანაპიროების დაკეტვა ბრძანა, მაგრამ რუსები მაინც გამოდიან ზღვაზე ბავშვებთან ერთად, სასმელით ხელში. როგორც კი წვიმა გადაიღებს, გარეთ გამოეფინებიან, ჩემს დას ჰყავს ორი ოჯახი - უთქვამთ, აქ ნესტის სუნში დასაჯდომად და კოღოების დასაკბენად არ ჩამოვსულვართო. მოჰყვებიან შტორმში და ამ პატარა ბიჭებმა უნდა იწვალონ გამოსაყვანად", - წერს მანანა ბაგათელია.

"წინ მთელი სეზონია და მთავარი ქალაქების ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მოშლილია. მძიმე წელი გველოდება", - წერს ლეილა ბგანბა.