მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ბრძოლები ოთხი მიმართულებით გრძელდება, რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე
"მძიმე ბრძოლები ოთხი მიმართულებით გრძელდება, რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მე­ლი­ტო­პო­ლი­სა და ბერ­დი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით წინსვლას აგ­რძე­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გენშტა­ბის ცნო­ბით, რუ­სე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვის ფო­კუ­სი­რე­ბას ლი­მა­ნის, ბახ­მუ­ტის, ავ­დი­ივ­კა­სა და მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

"მძი­მე ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, 30-მდე შე­ტა­კე­ბა მოხ­და“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, ბომ­ბავ­და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებს ავი­ა­ცი­ი­სა და არ­ტი­ლე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მო­ი­გე­რი­ეს მტრის თავ­დას­ხმე­ბი დო­ნეც­კის ოლ­ქის დუ­ბო­ვო-ვა­სი­ლევ­კას და­სახ­ლე­ბის მი­და­მო­ში.

"მტერ­მა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი ასე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ალექ­სან­დრო-შულ­ტი­ნო­სა და სე­ვერ­ნო­ეს და­სახ­ლე­ბე­ბის მი­და­მო­ებ­ში. სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვის შე­დე­გად 15-ზე მეტი და­სახ­ლე­ბა და­ზა­რალ­და“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

ლი­მა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რუ­სე­ბი შტურმს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და ცდი­ლობ­დნენ უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­ძე­ვე­ბას და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან დო­ნეც­კის ოლ­ქის სპორ­ნო­ეს და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ცნო­ბით, ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის შე­ტე­ვის შე­კა­ვე­ბას ავ­დი­ივ­კას რა­ი­ონ­ში.

"მა­რინ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, მტრის სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლის ქვეშ, ჩვენ­მა დამ­ცვე­ლებ­მა მო­ი­გე­რი­ეს ყვე­ლა შე­ტე­ვა ქა­ლაქ მა­რინ­კას მი­და­მო­ში. მტერ­მა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დო­ნეც­კის ოლ­ქის კრას­ნო­გო­როვ­კას­თან“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით ცნო­ბით, რუ­სებ­მა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ჩერ­ნი­გო­ვის ოლ­ქის გრე­მი­ა­ჩის რა­ი­ონ­ში, ასე­ვე ხარ­კო­ვის ოლ­ქის კო­ლო­დეზ­ნო­ე­სა და კის­ლოვ­კას რა­ი­ო­ნებ­ში. ასე­ვე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბი­დან და არ­ტი­ლე­რი­ი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, სუ­მის, ჩერ­ნი­გო­ვი­სა და ხარ­კო­ვის ოლ­ქე­ბის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
6

აქ რაც სტატიები იდება იწერება 40-50 შეტაკებაზე და ასევე შეტევის მიმართულებებზე რუსების მხრიდან. გენშტაბის განცხადებებით ყველა ეს შეტევები მოგერიებულ იქნა. ის 70 000 კვადრატული მიწა როგორ დაიპყრეს აბა ვერც ერთი შეტევა თუ წარმატებით ვერ დაასრულეს?

გოგი
0

დიდება უკრაინას. სულ მალე ჩამოიშლება მონღოლთა უკანასკნელი ურდო. 

ავტორი:

"მძიმე ბრძოლები ოთხი მიმართულებით გრძელდება, რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

"მძიმე ბრძოლები ოთხი მიმართულებით გრძელდება, რუსებს და უკრაინელებს შორის 30-მდე შეტაკება მოხდა" - რა ვითარებაა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე

უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

"მძიმე ბრძოლები გრძელდება. ამ მიმართულებებით, დღე-ღამის განმავლობაში, 30-მდე შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები ბახმუტის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, ბომბავდა უკრაინელების პოზიციებს ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით, მაგრამ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის დუბოვო-ვასილევკას დასახლების მიდამოში.

"მტერმა საჰაერო დარტყმები ასევე განახორციელა ალექსანდრო-შულტინოსა და სევერნოეს დასახლებების მიდამოებში. საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15-ზე მეტი დასახლება დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ლიმანის მიმართულებით, რუსები შტურმს ახორციელებდნენ და ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების გაძევებას დაკავებული პოზიციებიდან დონეცკის ოლქის სპორნოეს დასავლეთ ნაწილში, მაგრამ უშედეგოდ.

გენერალური შტაბის ცნობით, ავდიივკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ავდიივკას რაიონში.

"მარინკას მიმართულებით, მტრის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს ყველა შეტევა ქალაქ მარინკას მიდამოში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკასთან“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით ცნობით, რუსებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქის გრემიაჩის რაიონში, ასევე ხარკოვის ოლქის კოლოდეზნოესა და კისლოვკას რაიონებში. ასევე, დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.