კასეტური საბრძოლო მასალები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ისინი გარკვეულწილად ანაზღაურებენ ჩვენი ჭურვების დეფიციტს და ნაწილობრივ აღადგენენ თანასწორობას ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე - პროპორციული ძალით უნდა ელაპარაკო.
"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს ამ ტიპის საბრძოლო მასალას უკრაინაში, ეს მინიმუმ სამართლიანია და რეალურად რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო - პროპორციული ძალით“, - აცხადებს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, 7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების ახალი, 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს.
ეთნიკურად და ენობრივად ყველაზე მონათესავე სლავური ქვეყნებისა და ერის ურთიერთ გენოციდი გრძელდება. ორმხრივი მსხვერპლი მილიონს უახლოვდება... შემრიგებელი არ სჩანს... გამქეზებელი კი, ბევრნი!!!
როგორც ცნობილია,კასეტური თქვენც გაქვთ,ამ დროს რუსეთს თქვენზე მეტი აქვს,გამოიყენებთ,ისინიც გამოიყენებენ,მერეეეეე?ბოლო ბოლო უიკრაინაააააა,ვალში ჩაიხრჩობით.ხვალ მოგიბრუნდებიან და რაც მოგცეს უკან მოგთხოვენ თავისი პროცენტებით,ეს კასეტურებიც გვერძე დაგრჩებათ.ბოლო ის არის,როგორც ჟირინოსკიმ თქვა,როგორც კი რუსეთის საზღვარს შეექმნება საფრთხე ეგრევე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.ხალხი არ გეცოდებააააა????რად გინდა ქვეყანა თუ შენ ხალხს სასიკვდილოდ იმეტებ?