ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 16 წლის ლუკა აბულაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს.
ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებული სამი პირი დუმილის უფლებას იყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი დღის წინ ოთხი მოზარდი ზღვაში ე.წ საცურაო ბანანით უცხო პირებმა სასეირნოდ გაიყვანეს. ახლობლების თქმით, სამმა მათგანმა ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე ზღვაში გაუჩინარდა.
საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
წაიკითხეთ ასევე:
განზრახ მკვლელობაზე რატომ არ არის სამუდამო
კი მაგრამ რატომ ასეთი რა დააშავეს ამ ბავშვებმა სასიკვდოდ რომ გაიმეტეს ამ არაკაცებმა?!