სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და კორდონები გაერღვიათ" - შს მინისტრის მოადგილე
"ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და კორდონები გაერღვიათ" - შს მინისტრის მოადგილე

დღეს პო­ლი­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა აქ­ცი­ა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია, 100%-იანი უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­დე­საც გაშ­ლილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი - ამ რის­კებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ კონ­ტრაქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბა მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც „პრა­იდ ფეს­ტი­ვა­ლი“ უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

და­რახვე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია შე­სა­ბა­მის სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებს, რათა სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­დეს და კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე თავ­დას­ხმა არ იყოს.

"დი­ლი­დან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი ად­გილ­ზე იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. აქ იყ­ვნენ შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი, ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცია, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. თუმ­ცა თქვენ ნა­ხეთ, რომ კონ­ტრაქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა მო­ვი­და.

შე­სა­ბა­მი­სი კორ­დო­ნე­ბი გვქონ­და გზებ­ზე, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან, ეს გაშ­ლი­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მო­ა­ხერ­ხეს, რომ შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით შე­მო­ეღ­წი­ათ და პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნე­ბი გა­ერ­ღვი­ათ. მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, უსაფრ­თხოდ გა­ვიყ­ვა­ნეთ ტე­რი­ტო­რი­ი­დან, არა­ვი­თა­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. ახლა პო­ლი­ცია ახორ­ცი­ე­ლებს შე­სა­ბა­მის სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რათა სი­ტუ­ა­ცი­ის სტა­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­დეს და კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე თავ­დას­ხმა არ იყოს“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ლი­სის ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ „პრა­იდ ფეს­ტი­ვა­ლის” მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ენა­ხათ, თუმ­ცა ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ. ამის შემ­დეგ „პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა სცე­ნა და სას­ცე­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და­არ­ბი­ეს, ინ­ვენ­ტა­რის ნა­წი­ლი კი დაწ­ვეს. ლი­სის ტბის რო­გორც შიდა, ისე გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხა
32

მტყუანს,მაგ ადგილამდე რო მიაცილეთ უვნებლად ,,მაგარი ბიჭები" ,აფერისტებო...............

ნინორე
12

ყოჩაღ პოლიციელებო! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და კორდონები გაერღვიათ" - შს მინისტრის მოადგილე

"ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და კორდონები გაერღვიათ" - შს მინისტრის მოადგილე

დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო.

დარახველიძის ინფორმაციით, პოლიცია შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს.

"დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყვნენ შესაბამისი დანაყოფები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა.

შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ლისის ტბის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

წაიკითხეთ ასევე: