საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ "პრაიდის ფესტივალის" უსაფრთხოდ ჩატარება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ "პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით. "პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში" - ნათქვამია განცხადებაში.
წაიკითხეთ ასევე:
რა პრაიდი, რის პრაიდი!
გეტყობათ, რომ არ იცით რომელი ქვეყნის პრეზიდენტი ხართ!
ცხადია, თქვენ არ იცით საქართველოს მოწამეობრივი ისტორია, არც მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის თავდადებული გმირების შესახებ გსმენიათ რამე! და ყოველივეს გათვალისწინებით, თქვენ, როგორ უნდა იყოთ საქართველოს პრეზიდენტი ?!
კარგად დაიმახსოვრეთ: საქართველო და ქართველი ერი არასოდეს შეეგუება გაუკუღმართებული ცხოვრების დაწესებას და არც მის პროპაგანდას!
არ დაბლოკოთ !
მოგიწოდებ, გადადექი!.......
ქართველ ხალხს არ ჭირდები, გადადექი!.......