სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: "არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი"
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: "არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი"

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან მი­ი­ღო მო­რი­გი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ტრი­ქი­ნე­ლო­ზის კლი­ნი­კუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სა­ა­გენ­ტოს იმე­რე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი ქუ­თა­ი­სის ე.წ. ცენ­ტრა­ლურ ბა­ზარ­ში და ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ტორ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებ­თან. მოკ­ვლე­ვა გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად პა­ცი­ენ­ტი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­და­ნაა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ფარ­ში შე­ი­ძი­ნეს ქუ­თა­ი­სის ე.წ. ცენ­ტრა­ლურ ბა­ზარ­ში, თუმ­ცა, ზუსტ ად­გილს ვერ აკონ­კრე­ტებს. ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და ტრი­ქი­ნე­ლო­ზის მე­ხუ­თე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, არ შე­ი­ძი­ნოს ხორ­ცი არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში, სა­დაც არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი - ფორ­მა 2!

ტრი­ქი­ნე­ლო­ზი არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს შე­საძ­ლოა და­ე­მარ­თოს მიკ­როს­კო­პუ­ლი პა­რა­ზი­ტით ტრი­ქი­ნე­ლა­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის (ღორი, სხვა გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი და ცხე­ნი) ხორ­ცის საკ­ვე­ბად მი­ღე­ბი­სას.

ხორ­ცის და­მა­რი­ლე­ბა, შე­ბოლ­ვა და გაშ­რო­ბა პა­რა­ზიტს არ კლავს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
0

მერე რას აკეთებთ თვენ რა ფუნქცია გაგაჩნიათ სურსათის სააგენტოს? წურბელები ....

ოცნებები-(სრულდება)
0

ხორცი 30 ლარი გაგვიხადეს,ასე,რომ ეს დიდი დახია დელიკატესია მოსახლეობიოსათვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: "არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი"

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: "არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი"

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2!

ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.

ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.