მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თალიბანი“ ავღანეთში სილამაზის სალონებს კრძალავს
"თალიბანი“ ავღანეთში სილამაზის სალონებს კრძალავს

“თა­ლი­ბან­მა” ავ­ღა­ნეთ­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის და­ხურ­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის პრესს­პი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სათ­ნო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რის, მუ­ჰა­მედ სა­დიკ აკი­ფის გან­ცხა­დე­ბით, ქალ­თა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი ერთ თვე­ში და­ი­ხუ­რე­ბა.

აკ­რძალ­ვა და­წე­სე­ბუ­ლია დე­და­ქა­ლაქ ქა­ბულ­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა პრო­ვინ­ცი­ებ­ში. "თა­ლი­ბა­ნი“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე არ სა­უბ­რობს.

შე­გახ­სე­ნებთ, "თა­ლი­ბან­მა“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ავ­ღა­ნე­თის მთავ­რო­ბა 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ამ­ხო და ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბის თა­ნახ­მად, ავ­ღა­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

გა­ე­რო-ს ექ­სპერ­ტებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ავ­ღა­ნეთ­ში ქალ­თა და გო­გო­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა 2002 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და­უბ­რუნ­და, რო­დე­საც "თა­ლი­ბა­ნი“ ქვე­ყა­ნას აკონ­ტრო­ლებ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად წა­ი­შა­ლა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით 20 წლის მან­ძილ­ზე მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი. ქა­ლებს აეკ­რძა­ლათ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა, შე­ე­ზღუ­დათ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში გა­მო­ჩე­ნა და ბევრ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
27

ავღანეთში რაც ხდება, მოსაწონი ნამდვილად არ არის, მაგრამ საითაც ევროპა მიექანება, ის მეორე უკიდურესობაა და მგონი მალე გადაიჩეხება. 

სანდრო
4

რათ უნდათ სალონები,თვალების მეტი მაინც არაფერი უჩანთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თალიბანი“ ავღანეთში სილამაზის სალონებს კრძალავს

"თალიბანი“ ავღანეთში სილამაზის სალონებს კრძალავს

“თალიბანმა” ავღანეთში სილამაზის სალონების დახურვის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, მანკიერების პრევენციისა და სათნოების გავრცელების სამინისტროს პრესსპიკერის, მუჰამედ სადიკ აკიფის განცხადებით, ქალთა სილამაზის სალონები ერთ თვეში დაიხურება.

აკრძალვა დაწესებულია დედაქალაქ ქაბულში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში. "თალიბანი“ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, "თალიბანმა“ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ავღანეთის მთავრობა 2021 წლის აგვისტოში დაამხო და ძალაუფლებაში დაბრუნდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.

გაერო-ს ექსპერტებმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადეს, რომ ავღანეთში ქალთა და გოგონების უფლებების მდგომარეობა 2002 წლამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა, როდესაც "თალიბანი“ ქვეყანას აკონტროლებდა და ფაქტობრივად წაიშალა ქალთა უფლებების კუთხით 20 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი. ქალებს აეკრძალათ უნივერსიტეტებში სწავლა, შეეზღუდათ საჯარო სივრცეებში გამოჩენა და ბევრ სფეროში დასაქმების უფლება.

იხილეთ ასევე: