პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისკები, რომლებიც ავტომობილში არასაკმარისი, ძველი ან შეუსაბამო ზეთის გამოყენებას ახლავს
რისკები, რომლებიც ავტომობილში არასაკმარისი, ძველი ან შეუსაბამო ზეთის გამოყენებას ახლავს

ზა­ფხუ­ლი ის დროა, რო­დე­საც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, არ­ჩევს სა­სურ­ველ ლო­კა­ცი­ებს და დას­ვე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბას ეძებს. შვე­ბუ­ლე­ბის­თვის სამ­ზა­დის­ში არ უნდა გა­მოგ­ვრჩეს, რომ იდე­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პი­რო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი და უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბაა.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ზა­ფხულ­ში გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბა აქ­ტი­ურ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლით ყვე­ლა­ზე მეტ დის­ტან­ცი­ას სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ფა­რავს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დავ­რწმუნ­დეთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რი მძღო­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის სე­ზო­ნუ­რად გა­მარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა არას­წო­რი სტე­რე­ო­ტი­პი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ალ­ბათ, ხში­რად გსმე­ნი­ათ, რომ სე­ზო­ნუ­რად ავ­ტო­მო­ბი­ლის სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლის შე­მოწ­მე­ბა ზედ­მე­ტი დრო­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯვაა. ამის დას­ტუ­რად კი მძღო­ლებს ზოგ­ჯერ ცალ­კე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბიც მოჰ­ყავთ ხოლ­მე იმის შე­სა­ხებ, რომ კონ­კრე­ტულ მძღოლს გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გზა­ზე უსი­ა­მოვ­ნე­ბა არ შე­ემ­თხვა. რე­ა­ლუ­რად კი, ასე­თი ერ­თე­უ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის გან­ზო­გა­დე­ბა არა­გო­ნივ­რუ­ლია და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქმე­დე­ბით სა­კუ­თა­რი თუ სხვი­სი უსაფრ­თხო­ე­ბა რის­კის ქვეშ არ უნდა და­ვა­ყე­ნოთ.

ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც სე­ზო­ნუ­რად გა­და­მოწ­მე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ძრა­ვის ზეთი და მისი დრო­უ­ლი გა­ნახ­ლე­ბაა.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი, რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ძრა­ვის ზე­თის შე­მოწ­მე­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით.

ძრა­ვის დე­ტა­ლე­ბის ცვე­თა

ძრა­ვის ზე­თის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა მისი დე­ტა­ლე­ბის შე­პოხ­ვაა. ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ქოქ­ვის მო­მენ­ტი­დან მის ჩაქ­რო­ბამ­დე ძრა­ვის ყვე­ლა შიდა დე­ტა­ლი გა­მუდ­მე­ბით მოძ­რა­ობს. რომ არა ზეთი და მისი შე­პოხ­ვის უნა­რი, ყვე­ლა დე­ტა­ლი მა­ლე­ვე გაცვდე­ბო­და, და­ზი­ან­დე­ბო­და და ძრა­ვაც, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ღარ იმუ­შა­ვებ­და. სწო­რედ ზეთი უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ დე­ტა­ლე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ზე­თის შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა მხო­ლოდ გარ­ბენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზე­თის ჩას­ხმი­დან 1 წლის ვა­და­ში მისი შეც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია — იმის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დენ კი­ლო­მეტრს გა­ივ­ლით. ამის მი­ზე­ზი კი ისაა, რომ 1 წლის შემ­დეგ ზეთი უმ­თავ­რეს თვი­სე­ბებს — ძრა­ვის დე­ტა­ლე­ბის შე­პოხ­ვის, ცვე­თის შემ­ცი­რე­ბი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უნარს კარ­გავს.

ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში კი, ზეთს თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა კი­დევ უფრო უჭირს. გან­სა­კუთ­რე­ბით შორ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას — როცა ძრა­ვის გა­და­ხუ­რე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა.

ძრა­ვის გა­და­ხუ­რე­ბა

ძრა­ვის ზეთს აქვს თვი­სე­ბა, გა­უძ­ლოს ძრა­ვა­ში შექ­მნილ მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, შთან­თქას ის და ამ პი­რო­ბებ­შიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს შე­პოხ­ვის უნა­რი. თუკი დრო­უ­ლად არ ვიზ­რუ­ნებთ მის შეც­ვლა­ზე, რე­სურ­სა­მო­წუ­რუ­ლი ზეთი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ძრა­ვის სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მისი შე­კე­თე­ბა კი საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის ზრდა

ძრა­ვის ზეთს, ისე­ვე რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მად­გე­ნელ ყვე­ლა დე­ტალს, აქვს გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სი, რომ­ლის ამო­წურ­ვის შემ­დე­გაც ის კარ­გავს თა­ვის თვი­სე­ბებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ღარ იცავს ძრა­ვის დე­ტა­ლებს და­ზი­ა­ნე­ბი­სა­გან. რო­დე­საც ძრა­ვის ზეთს სა­მუ­შაო რე­სურ­სი ამო­ე­წუ­რე­ბა, კარ­გავს სიბ­ლან­ტეს, შე­დე­გად კი დე­ტა­ლე­ბი კარ­გად ვე­ღარ იპო­ხე­ბა და უფრო მეტი ენერ­გია სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სიმ­ძლავ­რის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ამი­ტომ საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბაც შე­სამ­ჩნე­ვად იმა­ტებს.

გა­მო­ნა­ბოლ­ქვის დო­ნის ზრდა და გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა

თუკი ზე­თის შეც­ვლა­ზე დრო­უ­ლად არ ვიზ­რუ­ნებთ, ძრა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გვერდს ვერ ავუვ­ლით. ასე­ვე დი­დია რის­კი, რომ და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ზეთ­მა გა­ჟონ­ვა და­ი­წყოს და ამით გა­რე­მო და­ვა­ბინ­ძუ­როთ. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის დო­ნე­საც გაზ­რდის.

ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძრა­ვის ზე­თის დრო­უ­ლი შეც­ვლა თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვას და­ზი­ა­ნე­ბი­სა­გან და­ი­ცავს და გა­რე­მო­ზეც ნაკ­ლე­ბი უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა.

"თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ძრა­ვის ზე­თე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი დაგ­ხვდე­ბათ. ივ­ლის­ში პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ზე­თებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მოქ­მე­დებს. მეტი კომ­ფორ­ტის­თვის კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბით, პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ან ონ­ლა­ინ ჯავ­შნით ისარ­გებ­ლოთ.

ავტორი:

რისკები, რომლებიც ავტომობილში არასაკმარისი, ძველი ან შეუსაბამო ზეთის გამოყენებას ახლავს

რისკები, რომლებიც ავტომობილში არასაკმარისი, ძველი ან შეუსაბამო ზეთის გამოყენებას ახლავს

ზაფხული ის დროა, როდესაც ყველა ჩვენგანი შვებულებისთვის ემზადება, არჩევს სასურველ ლოკაციებს და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობას ეძებს. შვებულებისთვის სამზადისში არ უნდა გამოგვრჩეს, რომ იდეალური დასვენების ერთ-ერთი მთავარი პირობა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულში გზებზე მოძრაობა აქტიურდება და ადამიანების უმეტესობა ავტომობილით ყველაზე მეტ დისტანციას სწორედ ამ პერიოდში ფარავს, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ავტომობილი გამართულ მდგომარეობაშია.

მიუხედავად ამისა, ბევრი მძღოლი ავტომობილის სეზონურად გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. საზოგადოებაში გავრცელებულია სხვადასხვა არასწორი სტერეოტიპი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ სეზონურად ავტომობილის სხვადასხვა დეტალის შემოწმება ზედმეტი დროისა და ფინანსების ხარჯვაა. ამის დასტურად კი მძღოლებს ზოგჯერ ცალკეული ისტორიებიც მოჰყავთ ხოლმე იმის შესახებ, რომ კონკრეტულ მძღოლს გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას გზაზე უსიამოვნება არ შეემთხვა. რეალურად კი, ასეთი ერთეული ისტორიების განზოგადება არაგონივრულია და უპასუხისმგებლო ქმედებით საკუთარი თუ სხვისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურად გადამოწმებას საჭიროებს, ძრავის ზეთი და მისი დროული განახლებაა.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ არის აუცილებელი ძრავის ზეთის შემოწმება გარკვეული პერიოდულობით.

ძრავის დეტალების ცვეთა

ძრავის ზეთის მთავარი თვისება მისი დეტალების შეპოხვაა. ავტომობილის დაქოქვის მომენტიდან მის ჩაქრობამდე ძრავის ყველა შიდა დეტალი გამუდმებით მოძრაობს. რომ არა ზეთი და მისი შეპოხვის უნარი, ყველა დეტალი მალევე გაცვდებოდა, დაზიანდებოდა და ძრავაც, შესაბამისად, ვეღარ იმუშავებდა. სწორედ ზეთი უზრუნველყოფს ამ დეტალების თავდაპირველი მდგომარეობის შენარჩუნებას.

ზეთის შეცვლის საჭიროება მხოლოდ გარბენზე არ არის დამოკიდებული. ზეთის ჩასხმიდან 1 წლის ვადაში მისი შეცვლა აუცილებელია — იმის მიუხედავად, რამდენ კილომეტრს გაივლით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 1 წლის შემდეგ ზეთი უმთავრეს თვისებებს — ძრავის დეტალების შეპოხვის, ცვეთის შემცირებისა და ტემპერატურის შენარჩუნების უნარს კარგავს.

ზაფხულის სეზონზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში კი, ზეთს თავისი ფუნქციების შესრულება კიდევ უფრო უჭირს. განსაკუთრებით შორ გზაზე გადაადგილებისას — როცა ძრავის გადახურებისა და დაზიანების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

ძრავის გადახურება

ძრავის ზეთს აქვს თვისება, გაუძლოს ძრავაში შექმნილ მაღალ ტემპერატურას, შთანთქას ის და ამ პირობებშიც შეინარჩუნოს შეპოხვის უნარი. თუკი დროულად არ ვიზრუნებთ მის შეცვლაზე, რესურსამოწურული ზეთი დროთა განმავლობაში ძრავის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს, მისი შეკეთება კი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

საწვავის მოხმარების ზრდა

ძრავის ზეთს, ისევე როგორც ავტომობილის შემადგენელ ყველა დეტალს, აქვს გარკვეული რესურსი, რომლის ამოწურვის შემდეგაც ის კარგავს თავის თვისებებს და, შესაბამისად, ვეღარ იცავს ძრავის დეტალებს დაზიანებისაგან. როდესაც ძრავის ზეთს სამუშაო რესურსი ამოეწურება, კარგავს სიბლანტეს, შედეგად კი დეტალები კარგად ვეღარ იპოხება და უფრო მეტი ენერგია სჭირდება შესაბამისი სიმძლავრის გამოსამუშავებლად. ამიტომ საწვავის მოხმარებაც შესამჩნევად იმატებს.

გამონაბოლქვის დონის ზრდა და გარემოს დაბინძურება

თუკი ზეთის შეცვლაზე დროულად არ ვიზრუნებთ, ძრავის მნიშვნელოვანი დეტალების დაზიანებას გვერდს ვერ ავუვლით. ასევე დიდია რისკი, რომ დაზიანების შემდეგ ზეთმა გაჟონვა დაიწყოს და ამით გარემო დავაბინძუროთ. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გამონაბოლქვის დონესაც გაზრდის.

ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, ძრავის ზეთის დროული შეცვლა თქვენი ავტომობილის ძრავას დაზიანებისაგან დაიცავს და გარემოზეც ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება.

"თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძრავის ზეთების ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. ივლისში პრემიუმ ხარისხის ზეთებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.