პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია
79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია

The Rolling Stones-ის 79 წლის სო­ლის­ტი მიკ ჯა­გე­რი მე­სა­მედ ქორ­წინ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail-ი წერს. რო­კე­რის რჩე­უ­ლი 36 წლის ბა­ლე­რი­ნა, მე­ლა­ნი ჰამ­რი­კია.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­სულ კვი­რას ჰამ­რი­კი თით­ზე ბეჭ­დით შე­ნიშ­ნეს. ქა­ლის ახლო წრემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა.

წყვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მე­ლა­ნიმ ნიუ-იორკში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­ამ­ხი­ლა, რომ მი­კის სა­ცო­ლეა. მე­გობ­რე­ბის თქმით, ამ ამ­ბით მე­ლა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"ქორ­წილს არ გეგ­მა­ვენ, მაგ­რამ მე­ლა­ნის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს ნიშ­ნო­ბა", - ამ­ბობს წყა­რო გა­მო­ცე­მას­თან.

მე­ლა­ნიმ და მიკ ჯა­გერ­მა ერ­თმა­ნე­თი ცხრა წლის წინ გა­იც­ნეს. წყვილს ექ­ვსი წლის ვაჟი, სა­ხე­ლად Deveraux 'Devi' Octavian Basil Jagger ჰყავთ.

მუ­სი­კოსს რვა შვი­ლი ჰყავს ხუთი სხვა­დას­ხვა ქა­ლის­გან. მისი უფ­რო­სი შვი­ლი, ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ხე­ლად კა­რი­სი 52 წლის არის, მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი ჯე­ი­დი 51 წლის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

ძალიან ლამაზი ქალია. ალბათ ჯაგერმა თავისი სიმღერებით შეაყვარა თავი. წარმოუდგენელია მხოლოდ ფულის გამო იყოს ეს ურთიერთობა.

Qeto
3

მარაზმიიიიიიიიი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია

79 წლის მიკ ჯაგერი 43 წლით უმცროს ქალზე ქორწინდება - წყვილი უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია

The Rolling Stones-ის 79 წლის სოლისტი მიკ ჯაგერი მესამედ ქორწინდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს. როკერის რჩეული 36 წლის ბალერინა, მელანი ჰამრიკია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ჰამრიკი თითზე ბეჭდით შენიშნეს. ქალის ახლო წრემ დაადასტურა, რომ წყვილი დაინიშნა.

წყვილის ახლობლები ამბობენ, რომ მელანიმ ნიუ-იორკში მოგზაურობისას გაამხილა, რომ მიკის საცოლეა. მეგობრების თქმით, ამ ამბით მელანის ოჯახის წევრები გახარებულები არიან.

"ქორწილს არ გეგმავენ, მაგრამ მელანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ნიშნობა", - ამბობს წყარო გამოცემასთან.

მელანიმ და მიკ ჯაგერმა ერთმანეთი ცხრა წლის წინ გაიცნეს. წყვილს ექვსი წლის ვაჟი, სახელად Deveraux 'Devi' Octavian Basil Jagger ჰყავთ.

მუსიკოსს რვა შვილი ჰყავს ხუთი სხვადასხვა ქალისგან. მისი უფროსი შვილი, ქალიშვილი, სახელად კარისი 52 წლის არის, მეორე ქალიშვილი ჯეიდი 51 წლის.