ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ ჩამოშლილ მეწყერში მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილობრივია და დარაჯად მუშაობდა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და საპატრულო პოლიცია.
სტიქიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში,ისე ეწირება ხალხი დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას,არავინაა პასუხისმგებელი .:( სად ვართ,ვის ხელში ვართ?!
ქვეყანას დედა უტირეს ბოლომდე უბრალოდ გაანოლეს ყველაფერი ამ მავნებელმა მთავრობამ