სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე
"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე

ხა­ტია შა­მუ­გი­ამ პიარ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბაც მო­სინ­ჯა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკ­რა­ნი მის­თვის უცხო არ არის, ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა­ზე ხში­რად უთ­ქვამს უარი და ყო­ველ­თვის სტუმ­რის ამ­პლუა მოს­წონ­და.

შა­მუ­გი­ას ცხოვ­რე­ბა­ში ახლა მშვი­დი და ბედ­ნი­ე­რი ეპა­ტია. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე აღარ სა­უბ­რობს, რად­გან თვლის, რომ ამ თე­მის სა­ჯა­რო­ო­ბა ხში­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პრობ­ლე­მებს წარ­მო­შობს. ხა­ტი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, როცა ერ­თა­დერთ შვილს, ნი­კუ­შას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და ის სამი წე­ლია ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს.

ხა­ტია ჟურ­ნალ "სარ­კეს" ესა­უბ­რა:

- რო­გორ შე­ე­გუ­ეთ თქვე­ნი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას? ის ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს სამი წე­ლია

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კუ­შაც და მეც დე­დი­სერ­თე­ბი ვართ, რა­ღაც­ნა­ი­რად თა­ვი­დან­ვე შევ­ძე­ლი რომ მის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მი­მე­ცა. მე გა­ვა­ჩი­ნე და მას­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე ჩემს თავს ვუ­თხა­რი, შვი­ლი მხო­ლოდ შენ­თვის არ გა­გი­ჩე­ნია, მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, მე მე­კუთ­ვნის სა­ნამ პა­ტა­რაა და ის უნდა გა­ვა­კე­თო რაც ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. მაგ­რამ ის არის ინ­დი­ვი­დი პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით უნდა იცხოვ­როს მეთ­ქი. ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს და ბევ­რი წარ­მა­ტე­ბაც აქვს. ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობს.

- რო­გორ მო­ე­რი­ეთ მო­ნატ­რე­ბას?

- არ არის მარ­ტი­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ხში­რად ჩავ­დი­ვარ და ისიც ჩა­მო­დის. ამე­რი­კა არ არის ახ­ლოს და უკვე გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, რომ ღამე გვი­ან უნდა და­ვი­ძი­ნო რათა ამე­რი­კა­ში გა­თე­ნე­ბულ­ზე მისი ხმა გა­ვი­გო­ნო, მერე ძა­ლი­ან ადრე უნდა გა­ვიღ­ვი­ძო, რომ ძი­ლის წინ ნი­კუ­შას ამ­ბე­ბი გა­ვი­გო.

- რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა გაქვთ დღეს?

- მშვი­დი, ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბა არა­სო­დეს მქო­ნია, უფრო კა­რი­ე­რა­ში უფრო ვი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რი. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არას­დროს მქო­ნია ხმა­უ­რი­ა­ნი. ჩემი პირ­ვე­ლი ოჯა­ხი იმ­დე­ნად სა­ჯა­რო იყო და იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბო­და, რომ ამან გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ა­ზი­ა­ნა კი­დეც ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტომ შემ­დეგ ვის­წავ­ლე რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ არის კარ­გი. უფ­ლის წყა­ლო­ბით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის.

- რა სი­ახ­ლეს უნდა ვე­ლო­დოთ თქვენ­გან?

- სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, სექ­ტემ­ბერ­ში უკვე ვიცი ახალ წელს სად და რო­გორ შევ­ხვდე­ბი. ზამ­თარ­ში ვგეგ­მავ ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბას. მო­მა­ვალ­ზე როცა ვფიქ­რობ მახ­სენ­დე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ამე­რი­კა­ში. როცა პირ­და­პირ მზი­ან კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მოვ­ხვდი. მა­შინ რომ ვნა­ხე ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი გაპ­რან­ჭუ­ლი ასა­კო­ვა­ნი ქალი ვთქვი, რომ ზუს­ტად ასე­თი სი­ბე­რე მინ­და. ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი და სა­თხო­ვა­რი უფალ­თან არის ის რომ ვიყო ჯან­მრთე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!
4

ეს ქალი რას წარმოადგენს, ბოლომდე გაუგებარია. კვირა არ გავა, რომ მის შესახებ სიახლეები არ " მოგვახაროთ" 

!!!
12

ძალიან გროტესკული ხალხი ))))

ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე

"მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, შევძელი მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა... ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს" - ხატია შამუგია შვილსა და გადალახულ ბარიერზე

ხატია შამუგიამ პიარ საქმიანობასთან ერთად ტელეწამყვანობაც მოსინჯა. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანი მისთვის უცხო არ არის, ტელეწამყვანობაზე ხშირად უთქვამს უარი და ყოველთვის სტუმრის ამპლუა მოსწონდა.

შამუგიას ცხოვრებაში ახლა მშვიდი და ბედნიერი ეპატია. პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს, რადგან თვლის, რომ ამ თემის საჯაროობა ხშირად ურთიერთობებში პრობლემებს წარმოშობს. ხატიამ მნიშვნელოვანი ბარიერი გადალახა, როცა ერთადერთ შვილს, ნიკუშას დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება მისცა და ის სამი წელია ამერიკაში სწავლობს.

ხატია ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა:

- როგორ შეეგუეთ თქვენი ერთადერთი შვილის დამოუკიდებელ ცხოვრებას? ის ამერიკაში სწავლობს სამი წელია

- მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაც და მეც დედისერთები ვართ, რაღაცნაირად თავიდანვე შევძელი რომ მისთვის დამოუკიდებლობა მიმეცა. მე გავაჩინე და მასზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია, მაგრამ თავიდანვე ჩემს თავს ვუთხარი, შვილი მხოლოდ შენთვის არ გაგიჩენია, მას თავისი ცხოვრება აქვს, მე მეკუთვნის სანამ პატარაა და ის უნდა გავაკეთო რაც ჩემი ვალდებულებაა. მაგრამ ის არის ინდივიდი პიროვნება, რომელმაც თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს მეთქი. ამერიკაში სწავლობს და ბევრი წარმატებაც აქვს. ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში სწავლობს.

- როგორ მოერიეთ მონატრებას?

- არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ჩავდივარ და ისიც ჩამოდის. ამერიკა არ არის ახლოს და უკვე გამოვიმუშავე, რომ ღამე გვიან უნდა დავიძინო რათა ამერიკაში გათენებულზე მისი ხმა გავიგონო, მერე ძალიან ადრე უნდა გავიღვიძო, რომ ძილის წინ ნიკუშას ამბები გავიგო.

- როგორი ცხოვრება გაქვთ დღეს?

- მშვიდი, ბობოქარი ცხოვრება არასოდეს მქონია, უფრო კარიერაში უფრო ვიყავი აქტიური. პირადი ცხოვრება არასდროს მქონია ხმაურიანი. ჩემი პირველი ოჯახი იმდენად საჯარო იყო და იმდენად ბევრი ადამიანის განხილვის საგანი ხდებოდა, რომ ამან გარკვეულწილად დააზიანა კიდეც ურთიერთობა, ამიტომ შემდეგ ვისწავლე რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ არის კარგი. უფლის წყალობით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.

- რა სიახლეს უნდა ველოდოთ თქვენგან?

- საერთოდ ყველაფერი დაგეგმილი მაქვს ცხოვრებაში, სექტემბერში უკვე ვიცი ახალ წელს სად და როგორ შევხვდები. ზამთარში ვგეგმავ ზაფხულის დასვენებას. მომავალზე როცა ვფიქრობ მახსენდება ჩემი პირველი ვიზიტი ამერიკაში. როცა პირდაპირ მზიან კალიფორნიაში მოვხვდი. მაშინ რომ ვნახე ბევრი ბედნიერი გაპრანჭული ასაკოვანი ქალი ვთქვი, რომ ზუსტად ასეთი სიბერე მინდა. ჩემი ერთადერთი სურვილი და სათხოვარი უფალთან არის ის რომ ვიყო ჯანმრთელი.