სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე, სანქციების გვერდის ავლაზე რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება" - პაპუაშვილი
"ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე, სანქციების გვერდის ავლაზე რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება" - პაპუაშვილი

ორ ბო­დიშს ვი­თხოვთ, ერთს სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სი­ყალ­ბეს რომ ავ­რცე­ლებ­დნენ და მე­ო­რე სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ ხდე­ბო­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სან­ქცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ჯა­როდ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს იმ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სიძ­ლი­ე­რის­თვის, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ დღემ­დე სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი მომ­ხდა­რა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის ყალ­ბი პრო­პა­გან­დის ჩა­ფუშ­ვი­სა და ჩაშ­ლის შემ­დეგ, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა, რომ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რე­დან დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­პა­გან­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თით­ქოს, აქ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ხდე­ბო­და ცუდი მო­პყრო­ბა, გუ­შინ სა­ბო­ლო­ოდ წერ­ტი­ლი და­ეს­ვა უკვე ერთ წელ­ზე მეტ ხანს მიმ­დი­ნა­რე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რე­დან, რომ თით­ქოს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბით სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავლა ხდე­ბო­და. გუ­შინ ამ სა­კი­თხში ყვე­ლა­ზე გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის, აშშ-ისა და დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში სან­ქცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი.

მათ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ჯა­როდ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს იმ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სიძ­ლი­ე­რის­თვის, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ დღემ­დე სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის არ­ცერ­თი ფაქ­ტი მომ­ხდა­რა. ესეც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, თუ რამ­დე­ნად მტრო­ბენ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. გა­ვიხ­სე­ნოთ ყვე­ლა ის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც იყო და სამ­წუ­ხა­როდ, ამან და­ა­დას­ტუ­რა კი­დევ ერთხელ რამ­დე­ნად დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის იყო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია. ორ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში იყო სა­უ­ბა­რი, მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და პირ­და­პი­რი სა­უ­ბა­რი, თით­ქოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავლა.

ამ­ხე­ლა მას­შტა­ბის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­პა­გან­და იყო სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსაც კი მი­ა­ღე­ბი­ნეს ორი რე­ზო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც პირ­და­პირ ეწე­რა ტყუ­ი­ლი და ეს და­დას­ტურ­და გუ­შინ. სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ლით ბო­დიშს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან და ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის­გან, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აბ­რა­ლებ­და, რომ თით­ქოს, აქ ხდე­ბა სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავლა. ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბო­დი­ში ვერ მო­ვის­მი­ნეთ, ახლა ეს სა­კი­თხიც და­ე­მა­ტა. ორ ბო­დიშს ვი­თხოვთ, ერთი სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სი­ყალ­ბეს ავ­რცე­ლებ­დნენ ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ და მე­ო­რე ბო­დიშს მო­ვე­ლით, რომ სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბო­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sagmeli
28

ვინც ჩარეული იყო ამ სიყალბეებსი და ბოდიშს არ მოიხდის, გამოცხადდეს პერსონა ნონგრატად და აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა!

დიახაც
37

ნაცები გაცოფდნენ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე, სანქციების გვერდის ავლაზე რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება" - პაპუაშვილი

"ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე, სანქციების გვერდის ავლაზე რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება" - პაპუაშვილი

ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით, სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სანქციების კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მადლობა გადაუხადეს იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი მომხდარა.

"სააკაშვილის ყალბი პროპაგანდის ჩაფუშვისა და ჩაშლის შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოააშკარავა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან დეზინფორმაციული პროპაგანდა მიმდინარეობდა, თითქოს, აქ სააკაშვილის მიმართ ხდებოდა ცუდი მოპყრობა, გუშინ საბოლოოდ წერტილი დაესვა უკვე ერთ წელზე მეტ ხანს მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან, რომ თითქოს, საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. გუშინ ამ საკითხში ყველაზე გარკვეული ადამიანები ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები.

მათ საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მადლობა გადაუხადეს იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი მომხდარა. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მტრობენ საკუთარ ქვეყანას რადიკალური ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. გავიხსენოთ ყველა ის განცხადება, რომელიც იყო და სამწუხაროდ, ამან დაადასტურა კიდევ ერთხელ რამდენად დეზინფორმაციული შინაარსის იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია. ორ რეზოლუციაში იყო საუბარი, მინიშნებები და პირდაპირი საუბარი, თითქოს, საქართველოში ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა.

ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული პროპაგანდა იყო საქართველოს წინააღმდეგ. ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. სააკაშვილთან დაკავშირებით ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა, რომ თითქოს, აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჯერჯერობით, სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხიც დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე ბოდიშს მოველით, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.