სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკა ჯანმრთელობის პრობლემას დიდხანს მალავდა... მჯერა გავიმარჯვებთ და ის კიდევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს ბეჩოში" - პოეტ ეკა კვიციანის გადასარჩენად ბრძოლა დიდ მასშტაბს იძენს
"ეკა ჯანმრთელობის პრობლემას დიდხანს მალავდა... მჯერა გავიმარჯვებთ და ის კიდევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს ბეჩოში" - პოეტ ეკა კვიციანის გადასარჩენად ბრძოლა დიდ მასშტაბს იძენს

ოჯახ­ში, სა­ნა­თე­სა­ვო­ში, სა­მე­გობ­რო­ში და­წყე­ბუ­ლი ბრძო­ლა პოეტ ეკა კვი­ცი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად დიდ მას­შტაბს იძენს. "მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მო­ი­ჩი­ნოს თა­ნაგ­რძნო­ბა, თა­ნად­გო­მა, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ. ყვე­ლამ ერ­თად გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ეკა­ტე­რი­ნე კვი­ცი­ა­ნი", - ამ­ბობს ნანა სხუ­ლუ­ხია.

ნანა სხუ­ლუ­ხია, ნა­თე­სა­ვი:

- 10 თვეა ვიბ­რძვით... თა­ვი­დან თვალ­ზე ოდ­ნავ ფე­რის შეც­ვლა ეკამ ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნად ჩათ­ვა­ლა, მალე კი ექიმ­თან მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო მი­ვი­და. ბრო­ლის შემღვრე­ვა ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი, ლიბ­რი რომ გა­და­გეკ­რას თვალ­ზე, ასე­თი შეგ­რძნე­ბა ახ­ლავს ამ პრო­ცესს. სწო­რედ ამის გამო მი­ა­კი­თხა ექიმს და აღ­მო­აჩ­ნდა ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა უვე­ი­ტი. ეს ინ­ფექ­ცია თვა­ლის შიგ­თავსს, რქო­ვა­ნას, ფე­რად გარსს ჭამს...

ამის შემ­დეგ ერ­თმა ცნო­ბილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა გვი­თხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ონ­კო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია და მხო­ლოდ ინ­ფექ­ცი­ურ პრობ­ლე­მას­თან არ გვქონ­და საქ­მე. ონ­კო­ლოგ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეკას თვალ­ში ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, მე­ლა­ნო­მა ჰქო­ნია, უმ­ძი­მე­სი და აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც სწრა­ფი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მძი­მე პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლა­ში ოჯა­ხი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. ეკა არ იყო მზად, რომ ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვინ­მეს­თვის დახ­მა­რე­ბა ეთხო­ვა. ამი­ტომ თა­ვი­დან სა­მე­გობ­რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვუგ­რო­ვეთ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა. მად­ლო­ბე­ლი ვართ ყვე­ლა­სი, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ პრო­ცეს­ში. ამის შემ­დეგ შე­ვუ­დე­ქით ბრძო­ლას ამ სა­ში­ნე­ლი ავად­მყო­ფო­ბის და­საძ­ლე­ვად. თურ­ქეთ­ში და­ი­ნიშ­ნა სხი­ვუ­რი თე­რა­პია, პა­რა­ლე­ლუ­რად უვე­ი­ტის მკურ­ნა­ლო­ბაც, რომ­ლის გა­მოც ეკას თვალ­ში 100%-ით და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა. სა­უ­ბა­რი იყო თვა­ლის ამო­ღე­ბა­ზე... ყვე­ლა ვიბ­რძო­დით უკე­თე­სი გა­მო­სავ­ლის­თვის. ერ­თმა თურ­ქმა სპე­ცი­ა­ლის­ტმა მოგ­ვცა გა­რან­ტია, რომ მე­ლა­ნო­მას ისე ამო­ი­ღებს, თვა­ლი არ და­ი­კარ­გე­ბა. ამის­თვის კი­დევ ერთხელ მოხ­და თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ხე­ლა­ხა­ლი კვლე­ვე­ბი, რის შემ­დე­გაც ჩა­ტარ­და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის თვე­ნა­ხევ­რი­ა­ნი კურ­სი. ეკას იმუ­ნი­ტე­ტი ისე ჰქონ­და დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე ძლივს გა­მოვ­გლი­ჯეთ სიკ­ვდილს. ამი­ტომ ჩა­უ­ტარ­და იმუ­ნო­თე­რა­პი­ის კურ­სე­ბი, რათა მოძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო და ჩვენ­თან ერ­თად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ბრძო­ლა სი­ცო­ცხლის­თვის. ამ პრო­ცე­სე­ბის შემ­დგომ კვლავ ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი და აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­ლა­ნო­მა და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლა, რის შემ­დე­გაც მოყი­ნეს. 2 კვი­რაა, რაც ეკამ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა - თურ­ქმა ექიმ­მა ამო­ა­ცა­ლა მე­ლა­ნო­მა. ბომ­ბი მო­ვი­შო­რეთ!

- ამ­ჟა­მად რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს ეკას?

- მე­ო­რე თვალ­ში აღ­მო­აჩ­ნდა სიმ­სივ­ნუ­რი კე­რე­ბი, რაც სა­ჭი­რო­ებს, მი­ნი­მუმ, ოთხ-ოთხ რა­დი­ო­მაგ­ნი­ტურ დას­ხი­ვე­ბას და ქი­მი­ის კურსს, რათა შე­ჩერ­დეს პრო­ცე­სი.

- ამის­თვის რა თან­ხაა სა­ჭი­რო?

- და­ახ­ლო­ე­ბით 4 ათა­სი დო­ლა­რი ან მეტი. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი კურ­სი დას­ჭირ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი კარ­გი ამ­ბა­ვი, რაც ამ ბრძო­ლის შე­დე­გად გვაქვს, ის არის, რომ ნა­ო­პე­რა­ცი­ებ თვალ­ში ეკას 50%-ით და­უბ­რუნ­და მხედ­ვე­ლო­ბა, უკვე ფე­რებ­სა და ფი­გუ­რებს ბუნ­დოვ­ნად არ­ჩევს. იმე­დია, 3-4-თვი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ყი­დოთ პრე­პა­რა­ტი "ავას­ტი­ნი", ონ­კო­ლო­გი­ა­ში ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ზრდას აფერ­ხებს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით. ეს კი გვი­ხან­გრძლი­ვებს დროს თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის­თვის, რათა შემ­დეგ თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად, გეგ­მის თა­ნახ­მად გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა.

ეკა სვა­ნეთ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. მისი მამა, ნო­დარ კვი­ცი­ა­ნი, პო­ე­ტი გახ­ლდათ. ეკაც მის კვალ­ზე წა­ვი­და, გა­მოს­ცა წიგ­ნი, აქ­ვეყ­ნებ­და პუბ­ლი­კა­ცი­ებს, მარ­თავ­და სა­ღა­მო­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ებ­ში, მწე­რალ­თა სახ­ლში, 6 წლის წინ კი ტუ­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო. ყვე­ლა­ფე­რი თვი­თონ იტ­ვირ­თა, სვა­ნეთ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლი სას­ტუმ­როდ აქ­ცია, ბა­ღიც გა­ა­შე­ნა. ულა­მა­ზე­სი წალ­კო­ტი აქვს სვა­ნეთ­ში, ბე­ჩო­ში. თა­ვი­დან კარ­გად მი­დი­ო­და საქ­მე, სა­ნამ ჯერ პან­დე­მია და შემ­დეგ ავად­მყო­ფო­ბა შე­უშ­ლი­და ხელს.

ეკა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მას დიდ­ხანს უმა­ლავ­და ახ­ლობ­ლებს. მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე მისი დი­აგ­ნო­ზი და არც მი­კი­თხავს მის­თვის, ისე ჩა­ვე­ბი ამ სა­ში­ნელ სენ­თან ბრძო­ლა­ში ეკას გა­და­სარ­ჩე­ნად ახ­ლობ­ლებ­სა და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. მჯე­რა ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვებთ ამ ბრძო­ლა­ში და ეკა მშობ­ლი­ურ ბე­ჩო­ში კი­დევ ბევ­რჯერ გვი­მას­პინ­ძლებს.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE25BG0000000814550100

მიმ­ღე­ბი ეკა­ტე­რი­ნე კვი­ცი­ა­ნი

თი­ბი­სი ბან­კი:

GE98TB7044845063600061

მიმ­ღე­ბი ნანა სხუ­ლუ­ხია

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სარა
1

მალე გამოჯანმრთელდი უფლის წყალობით, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრე შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ძლიერი გოგო ხარ, შენ ამას შეძლებ.

ნანა,
0

სხივებსა და ქიმიოთერაპიას სახელმწიფო აფინანსებს, რაც მათავარი იყო, ის გაუკეთებია ეკას, იმუნოთერაპია, რომელიც ძალიან ძვირია და არ ფინანსდება. მელანომა ძალიან საშიში დაავადებაა., ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ეკას გამოჯანრთელებას ვუსურვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ეკა ჯანმრთელობის პრობლემას დიდხანს მალავდა... მჯერა გავიმარჯვებთ და ის კიდევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს ბეჩოში" - პოეტ ეკა კვიციანის გადასარჩენად ბრძოლა დიდ მასშტაბს იძენს

"ეკა ჯანმრთელობის პრობლემას დიდხანს მალავდა... მჯერა გავიმარჯვებთ და ის კიდევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს ბეჩოში" - პოეტ ეკა კვიციანის გადასარჩენად ბრძოლა დიდ მასშტაბს იძენს

ოჯახში, სანათესავოში, სამეგობროში დაწყებული ბრძოლა პოეტ ეკა კვიციანის გადასარჩენად დიდ მასშტაბს იძენს. "მოვუწოდებთ საზოგადოებას გამოიჩინოს თანაგრძნობა, თანადგომა, გულისხმიერება და გვერდში დაგვიდგნენ. ყველამ ერთად გადავარჩინოთ ეკატერინე კვიციანი", - ამბობს ნანა სხულუხია.

ნანა სხულუხია, ნათესავი:

- 10 თვეა ვიბრძვით... თავიდან თვალზე ოდნავ ფერის შეცვლა ეკამ ბუნებრივ მოვლენად ჩათვალა, მალე კი ექიმთან მხედველობის გაუარესების გამო მივიდა. ბროლის შემღვრევა ჰქონდა დაწყებული, ლიბრი რომ გადაგეკრას თვალზე, ასეთი შეგრძნება ახლავს ამ პროცესს. სწორედ ამის გამო მიაკითხა ექიმს და აღმოაჩნდა ყველაზე რთულად მიმდინარე ინფექციური დაავადება უვეიტი. ეს ინფექცია თვალის შიგთავსს, რქოვანას, ფერად გარსს ჭამს...

ამის შემდეგ ერთმა ცნობილმა სპეციალისტმა გვითხრა, რომ აუცილებელი იყო ონკოლოგთან კონსულტაცია და მხოლოდ ინფექციურ პრობლემასთან არ გვქონდა საქმე. ონკოლოგთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეკას თვალში ავთვისებიანი სიმსივნე, მელანომა ჰქონია, უმძიმესი და აგრესიული სიმსივნე, რომელიც სწრაფი მიმდინარეობით ხასიათდება.

ბუნებრივია, ამ მძიმე პრობლემასთან ბრძოლაში ოჯახი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ეკა არ იყო მზად, რომ ამ რთულ სიტუაციაში ვინმესთვის დახმარება ეთხოვა. ამიტომ თავიდან სამეგობრომ სოციალური ქსელის საშუალებით შევუგროვეთ მკურნალობისთვის საჭირო თანხა. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში. ამის შემდეგ შევუდექით ბრძოლას ამ საშინელი ავადმყოფობის დასაძლევად. თურქეთში დაინიშნა სხივური თერაპია, პარალელურად უვეიტის მკურნალობაც, რომლის გამოც ეკას თვალში 100%-ით დაკარგული ჰქონდა მხედველობა. საუბარი იყო თვალის ამოღებაზე... ყველა ვიბრძოდით უკეთესი გამოსავლისთვის. ერთმა თურქმა სპეციალისტმა მოგვცა გარანტია, რომ მელანომას ისე ამოიღებს, თვალი არ დაიკარგება. ამისთვის კიდევ ერთხელ მოხდა თანხების მობილიზება და ხელახალი კვლევები, რის შემდეგაც ჩატარდა ინფექციური დაავადების თვენახევრიანი კურსი. ეკას იმუნიტეტი ისე ჰქონდა დაქვეითებული, რამდენჯერმე ძლივს გამოვგლიჯეთ სიკვდილს. ამიტომ ჩაუტარდა იმუნოთერაპიის კურსები, რათა მოძლიერებულიყო და ჩვენთან ერთად გაეგრძელებინა ბრძოლა სიცოცხლისთვის. ამ პროცესების შემდგომ კვლავ ჩაუტარდა კვლევები და აღმოჩნდა, რომ მელანომა დაპატარავებულა, რის შემდეგაც მოყინეს. 2 კვირაა, რაც ეკამ ოპერაცია გაიკეთა - თურქმა ექიმმა ამოაცალა მელანომა. ბომბი მოვიშორეთ!

- ამჟამად როგორი მდგომარეობა აქვს ეკას?

- მეორე თვალში აღმოაჩნდა სიმსივნური კერები, რაც საჭიროებს, მინიმუმ, ოთხ-ოთხ რადიომაგნიტურ დასხივებას და ქიმიის კურსს, რათა შეჩერდეს პროცესი.

- ამისთვის რა თანხაა საჭირო?

- დაახლოებით 4 ათასი დოლარი ან მეტი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კურსი დასჭირდება. ერთადერთი კარგი ამბავი, რაც ამ ბრძოლის შედეგად გვაქვს, ის არის, რომ ნაოპერაციებ თვალში ეკას 50%-ით დაუბრუნდა მხედველობა, უკვე ფერებსა და ფიგურებს ბუნდოვნად არჩევს. იმედია, 3-4-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყიდოთ პრეპარატი "ავასტინი", ონკოლოგიაში ფართოდ გამოყენებული მედიკამენტი, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს გარკვეული პერიოდით. ეს კი გვიხანგრძლივებს დროს თანხების მობილიზებისთვის, რათა შემდეგ თანამიმდევრულად, გეგმის თანახმად გავაგრძელოთ ბრძოლა.

ეკა სვანეთში გამორჩეული ოჯახიდანაა. მისი მამა, ნოდარ კვიციანი, პოეტი გახლდათ. ეკაც მის კვალზე წავიდა, გამოსცა წიგნი, აქვეყნებდა პუბლიკაციებს, მართავდა საღამოებს ლიტერატურულ კაფეებში, მწერალთა სახლში, 6 წლის წინ კი ტურისტულ საქმიანობაში ჩაერთო. ყველაფერი თვითონ იტვირთა, სვანეთში საკუთარი სახლი სასტუმროდ აქცია, ბაღიც გააშენა. ულამაზესი წალკოტი აქვს სვანეთში, ბეჩოში. თავიდან კარგად მიდიოდა საქმე, სანამ ჯერ პანდემია და შემდეგ ავადმყოფობა შეუშლიდა ხელს.

ეკა ჯანმრთელობის პრობლემას დიდხანს უმალავდა ახლობლებს. მე მოგვიანებით გავიგე მისი დიაგნოზი და არც მიკითხავს მისთვის, ისე ჩავები ამ საშინელ სენთან ბრძოლაში ეკას გადასარჩენად ახლობლებსა და კეთილი ადამიანებთან ერთად. მჯერა ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში და ეკა მშობლიურ ბეჩოში კიდევ ბევრჯერ გვიმასპინძლებს.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE25BG0000000814550100

მიმღები ეკატერინე კვიციანი

თიბისი ბანკი:

GE98TB7044845063600061

მიმღები ნანა სხულუხია