მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ბუზალაძის კონცერტი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი, გაუქმდა - "მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი"
ნუცა ბუზალაძის კონცერტი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი, გაუქმდა - "მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი"

ბა­თუმ­ში, 30 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია კლუბ "სფე­როს" გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც კონ­ცერ­ტი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

  • რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, ეს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის და კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბაა.

"მო­გე­სალ­მე­ბით! რო­გორც ცნო­ბი­ლია 30 ივ­ნისს კლუბ „სფე­რო“-ში და­გეგ­მი­ლი იყო გრან­დი­ო­ზუ­ლი გახ­სნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც სოლო კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ბენდ ნი­უ­ტონ­თან ერ­თად.

ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლუ­ბი "სფე­რო"-ს ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­ჭი­როდ თვლის გაც­ნო­ბოთ ჩვე­ნი და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ორ­მხრი­ვი.

30 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი ამ ეტაპ­ზე გა­უქ­მე­ბუ­ლია.

ნუცა მკა­ფი­ოდ აფიქ­სი­რებს რუ­სე­თის მი­მართ თა­ვის პო­ზი­ცი­ას და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! სწო­რედ ამი­ტომ რუ­სე­თი­დან მი­ღე­ბულ სა­კონ­ცერ­ტო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე დიდი ხა­ნია უარს ამ­ბობს.

უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ნუ­ცას და­გეგ­მი­ლი აქვს ამე­რი­კუ­ლი ტურ­ნე, რომ­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს მსმე­ნე­ლის­თვის სი­ურპრი­ზად ტო­ვებს. კლუ­ბი "სფე­რო“ წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს მას. ნუცა მზად არის უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში “სფე­რო“-ში გა­მარ­თოს სოლო კონ­ცერ­ტი.

კლუ­ბი “სფე­რო“ ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბას და სი­ურპრიზს გპირ­დე­ბათ. ჩვენ­თვის თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" - ნათ­ქვა­მია კლუ­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "სამ­შობ­ლო" შე­ას­რუ­ლეს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ, დათო ხუ­ჯა­ძემ, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ და მიშო სუ­ლუ­ხი­ამ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბის მოს­კო­ვურ წვე­უ­ლე­ბა­ზე სიმ­ღე­რამ კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი კი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე იყო, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ, ამე­რი­კულ "აი­დოლ­ში" გა­მო­დი­ო­და და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრი­ტი­კას ნუ­ცამ პოს­ტით უპა­სუ­ხა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. მომ­ღერ­ლის თქმით, ის მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბონო
2

რომელ ხელოვნებაზე ლაპარაკობს ეს ბნელი ხალხი,ნაცსექტის იდეოლოგიას დამონებულნი

.
8

მოცეკვავეებმა უარი თქვესო, დარბაზმაც იუარა და ცალმხრივი გახდა ორმხრივი, თორემ ნუცას რატომ არ ენდომებოდა.ცუდი ისაა, რომ როცა ამერიკაში ვარსკვლავებს ეთამაშები, რა გერუსეთება, თან რო იცი ქართველ ხალხს როგორი უეცარი შეძულება შეუძლია რუსეთთან რაიმე სახის კავშირის გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ნუცა ბუზალაძის კონცერტი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი, გაუქმდა - "მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი"

ნუცა ბუზალაძის კონცერტი, რომელიც ბათუმში იყო დაგეგმილი, გაუქმდა - "მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი"

ბათუმში, 30 ივნისს დაგეგმილი ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ნათქვამია კლუბ "სფეროს" განცხადებაში, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო.

  • როგორც განცხადებაშია განმარტებული, ეს ნუცა ბუზალაძის და კლუბის ადმინისტრაციის ერთობლივი განცხადებაა.

"მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი "სფერო"-ს ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი.

30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი ამ ეტაპზე გაუქმებულია.

ნუცა მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიმართ თავის პოზიციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია! სწორედ ამიტომ რუსეთიდან მიღებულ საკონცერტო შემოთავაზებებზე დიდი ხანია უარს ამბობს.

უახლოეს დღეებში ნუცას დაგეგმილი აქვს ამერიკული ტურნე, რომლის შესახებ დეტალებს მსმენელისთვის სიურპრიზად ტოვებს. კლუბი "სფერო“ წარმატებებს უსურვებს მას. ნუცა მზად არის უახლოეს თვეებში “სფერო“-ში გამართოს სოლო კონცერტი.

კლუბი “სფერო“ ზაფხულის განმავლობაში ბევრ ღონისძიებას და სიურპრიზს გპირდებათ. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლო" შეასრულეს ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ.

საზოგადოებაში ქართველების მოსკოვურ წვეულებაზე სიმღერამ კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულ "აიდოლში" გამოდიოდა და მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.

მოგვიანებით, კრიტიკას ნუცამ პოსტით უპასუხა და ბოდიში მოიხადა. მომღერლის თქმით, ის მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

წაიკითხეთ ასევე: