სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უყურეთ მათ თამაშებს, ეს ბედნიერებაა... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ?!" - აფხაზებში განხილვის თემაა ქართველი ფეხბურთელების წარმატება: რას წერენ ადგილობრივები
"უყურეთ მათ თამაშებს, ეს ბედნიერებაა... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ?!" - აფხაზებში განხილვის თემაა ქართველი ფეხბურთელების წარმატება: რას წერენ ადგილობრივები

ევ­რო­პის 21-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნი­დერ­ლან­დე­ბის ნაკ­რე­ბის მატ­ჩი ჩვე­ნი გუნ­დის­თვის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ჯგუ­ფი­დან პირ­ვე­ლი ად­გილ­ზე გა­დას­ვლის საგ­ზუ­რი აღ­მოჩ­ნდა... რო­გორც ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, 21 წლამ­დელ­თა თუ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თა­მა­შებს თვალს აქ­ტი­უ­რად ადევ­ნე­ბენ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში.

  • ნი­დერ­ლან­დებ­თან თა­მაშს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ჯგუ­ფებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რა­საც ად­გი­ლობ­რივ­თა ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მოჰ­ყვა. მათი თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ ანი­ჭე­ბენ აფხა­ზე­ბი ამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, თუ ეს არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ან იმ სა­ხის, რაც პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა აფხა­ზეთ­ზე...

თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც მი­აჩ­ნია, რომ მა­ღა­ლი დო­ნის ხე­ლოვ­ნე­ბას, მუ­სი­კას, სპორ­ტს, ლი­ტე­რა­ტუ­რას არც ეროვ­ნე­ბა გა­აჩ­ნია და არც პო­ლი­ტი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბა - უბ­რა­ლოდ, უნდა გა­ეც­ნო, უყუ­რო და დატ­კბე...

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სე­რია A-ს თა­მა­შებ­ზე, არა­ერ­თმა სკუ­დე­ტოს მო­გე­ბის ფო­ტო­ე­ბიც გა­ა­ზი­ა­რა და "კვა­რას" სე­რი­ას სა­უ­კე­თე­სოს მო­თა­მა­შედ აღი­ა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ქარ­დე­ბიც... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რებ­დნენ თუ სად შე­იძ­ლე­ბო­და იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­მა­შე­ბის ნახ­ვა და ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის უნა­რებს აქ­ტი­უ­რად მი­მო­ი­ხი­ლავ­დნენ.

ამ­ჯე­რად აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია იმას, რაც ვერ შეძ­ლო დიდ­მა რუ­სეთ­მა, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბით და რე­სურ­სით და ეს არის ევ­რო­პის უპი­რა­ტე­სო­ბა...

"ვი­საც არ გი­ნა­ხავთ სა­ქარ­თვე­ლო-ნი­დერ­ლან­დე­ბის მატ­ჩი, მა­ნამ­დე კი ბელ­გი­ა­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხეთ. ამ ბავ­შვებს ეტყო­ბათ, რომ დიდ გუნ­დებ­თან და ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან თა­მა­შის კომ­პლექ­სი არ აქვთ, გა­ბე­დუ­ლად, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად თა­მა­შო­ბენ, წა­გე­ბას არ უშინ­დე­ბი­ან, იმედს არ კარ­გა­ვენ და წინ მი­ი­წე­ვენ. სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ამ დღე­ებ­მა ბა­ბუ­ა­ჩე­მის და მისი თა­ო­ბის ემო­ცი­ე­ბი გა­მახ­სე­ნა, შინ, კე­დელ­ზე დი­დის ამ­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი, პე­ლე­სა და მა­რა­დო­ნას პლა­კა­ტე­ბი ეკი­დათ" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი პი­ტერ პარ­კე­რი.

"უყუ­რეთ მათ თა­მა­შებს, მათ ემო­ცი­ებს, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა და მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის სტა­დი­ონ­ზე, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა­შიც ვნა­ხო მსგავ­სი რამ. პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და არ­ძინ­ბას იდე­ო­ლო­გი­ის გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი არ გა­მო­მეხ­მა­უ­როთ, არც ერთ არა­სამ­თავ­რო­ბოს არ წარ­მო­ვად­გენ" - წერს ერიკ ლა­ცუჟ­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო რა შუ­ა­შია, ეს ბი­ჭე­ბი ევ­რო­პულ გუნ­დებ­ში თა­მა­შო­ბენ და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ... ჩვენს ბი­ჭებს რა მო­ტი­ვა­ცია უნდა ჰქონ­დეთ, ყვე­ლა­ზე დიდი რო­მე­ლი­მე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ურ ან ვლა­დი­კავ­კა­ზის გუნდს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და რა მერე?.. არა­და, ჩვენს ხალ­ხს აქვს გე­ნე­ტი­კა­ში ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, ზღვის­პი­რე­თის სპორ­ტია, ძლი­ე­რი მუხ­ლე­ბი და აგე­ბუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, უამ­რა­ვი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შე ჰყავ­და აფხა­ზეთს, რო­მელ­მაც ის­ტო­რია და­წე­რა. გული მტკი­ვა ამ უკუს­ვლა­ზე, მე­გობ­რე­ბო" - წერს ვი­ტა­ლი ჯი­კირ­ბა.

"რუ­სეთ­ში ვის აინ­ტე­რე­სებს ფეხ­ბურ­თი... მე მიკ­ვირს ამ ქვეყ­ნის, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჰყავთ, მო­თა­მა­შე­ე­ბი - არა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ, ღი­რე­ბუ­ლი, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი გუნ­დი არ ჰყო­ლი­ათ, ვგუ­ლის­ხმობ, ევ­რო­პუ­ლი დო­ნის თა­მაშს... იმ წლებ­ში, საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ხარ­ჯზე ჰყავ­დათ ძლი­ე­რი გუნ­დე­ბი. საბ­ჭო­თა წლე­ბის ნოს­ტალ­გია არ მაქვს, კარ­გი ფეხ­ბურ­თის ნოს­ტალ­გია მაქვს" - წერს ლეო ჩუ­კბა­რი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

ნუ წერთ ამ ზღაპრებს. :) ნუ იგონებთ ამ სახელებს და გვარებს, საერთოდ არ არსებობენ ესეთი ტიპები სოციალურ ქსელებში :)) თან ხშირად წერთ, მესმის სენსაცია გინდათ, ჯამაგირი, მაგრამ ცრუ იმედებს ნუ უჩენთ ხალხს. აფხაზებს სულ ფეხებზე კიდიათ საქართველო, საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენთან რა ხდება. აქვთ მარტო ზიზღი და აგრესია და ამ თქვენი გამოგონილი ამბებით მარტო საკუთარ ჭიას იხარებთ. 

მამუკა
5

მასე იქნებით სანამ თქვენი მოტივაცია რუსეთი იქნება

ავტორი:

"უყურეთ მათ თამაშებს, ეს ბედნიერებაა... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ?!" - აფხაზებში განხილვის თემაა ქართველი ფეხბურთელების წარმატება: რას წერენ ადგილობრივები

"უყურეთ მათ თამაშებს, ეს ბედნიერებაა... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ?!" - აფხაზებში განხილვის თემაა ქართველი ფეხბურთელების წარმატება: რას წერენ ადგილობრივები

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი ჩვენი გუნდისთვის მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილზე გადასვლის საგზური აღმოჩნდა... როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელების, 21 წლამდელთა თუ ეროვნული ნაკრების თამაშებს თვალს აქტიურად ადევნებენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

  • ნიდერლანდებთან თამაშს ადგილობრივები სოციალურ ქსელებსა და ჯგუფებში აქტიურად განიხილავდნენ, რასაც ადგილობრივთა ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულებაც მოჰყვა. მათი თქმით, გაუგებარია, რატომ ანიჭებენ აფხაზები ამხელა მნიშვნელობას საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუ ეს არ იქნება პოლიტიკური ან იმ სახის, რაც პირდაპირ აისახება აფხაზეთზე...

თუმცა, არიან ისეთები, ვისაც მიაჩნია, რომ მაღალი დონის ხელოვნებას, მუსიკას, სპორტს, ლიტერატურას არც ეროვნება გააჩნია და არც პოლიტიკური კუთვნილება - უბრალოდ, უნდა გაეცნო, უყურო და დატკბე...

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აქტიურად გულშემატკივრობდა ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს თამაშებზე, არაერთმა სკუდეტოს მოგების ფოტოებიც გააზიარა და "კვარას" სერიას საუკეთესოს მოთამაშედ აღიარების ამსახველი ქარდებიც... ადგილობრივები ერთმანეთს უზიარებდნენ თუ სად შეიძლებოდა იტალიის ჩემპიონატის თამაშების ნახვა და ყველა ფეხბურთელის უნარებს აქტიურად მიმოიხილავდნენ.

ამჯერად აფხაზები წერენ, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რაც ვერ შეძლო დიდმა რუსეთმა, მეტი შესაძლებლობით და რესურსით და ეს არის ევროპის უპირატესობა...

"ვისაც არ გინახავთ საქართველო-ნიდერლანდების მატჩი, მანამდე კი ბელგიასა და პორტუგალიასთან თამაშები, აუცილებლად ნახეთ. ამ ბავშვებს ეტყობათ, რომ დიდ გუნდებთან და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშის კომპლექსი არ აქვთ, გაბედულად, თავდაჯერებულად თამაშობენ, წაგებას არ უშინდებიან, იმედს არ კარგავენ და წინ მიიწევენ. სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ამ დღეებმა ბაბუაჩემის და მისი თაობის ემოციები გამახსენა, შინ, კედელზე დიდის ამბით მოპოვებული, პელესა და მარადონას პლაკატები ეკიდათ" - წერს ინტერნეტმომხმარებელი პიტერ პარკერი.

"უყურეთ მათ თამაშებს, მათ ემოციებს, ეს ბედნიერებაა და მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩვენი ქალაქების სტადიონზე, ჩვენი შვილების თაობაშიც ვნახო მსგავსი რამ. პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები და არძინბას იდეოლოგიის გამზიარებლები არ გამომეხმაუროთ, არც ერთ არასამთავრობოს არ წარმოვადგენ" - წერს ერიკ ლაცუჟბა.

"საქართველო რა შუაშია, ეს ბიჭები ევროპულ გუნდებში თამაშობენ და დიდი გამოცდილება აქვთ... ჩვენს ბიჭებს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, ყველაზე დიდი რომელიმე ჩრდილო კავკასიურ ან ვლადიკავკაზის გუნდს დაუპირისპირდნენ და რა მერე?.. არადა, ჩვენს ხალხს აქვს გენეტიკაში ფეხბურთის თამაში, ზღვისპირეთის სპორტია, ძლიერი მუხლები და აგებულება სჭირდება, უამრავი სახელოვანი მოთამაშე ჰყავდა აფხაზეთს, რომელმაც ისტორია დაწერა. გული მტკივა ამ უკუსვლაზე, მეგობრებო" - წერს ვიტალი ჯიკირბა.

"რუსეთში ვის აინტერესებს ფეხბურთი... მე მიკვირს ამ ქვეყნის, გულშემატკივრები ჰყავთ, მოთამაშეები - არა. საბჭოთა კავშირის შემდეგ, ღირებული, ბრძოლისუნარიანი გუნდი არ ჰყოლიათ, ვგულისხმობ, ევროპული დონის თამაშს... იმ წლებში, საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლების ხარჯზე ჰყავდათ ძლიერი გუნდები. საბჭოთა წლების ნოსტალგია არ მაქვს, კარგი ფეხბურთის ნოსტალგია მაქვს" - წერს ლეო ჩუკბარი.

წაიკითხეთ ასევე: