სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ" - ხატია დეკანოიძე
"თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ" - ხატია დეკანოიძე

ასე­თი თავ­დას­ხმე­ბი არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­სუს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ ამით, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე, მიშა მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის იმ პრო­პა­გან­დის, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გი, რო­მე­ლიც არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ა­სა და ყვე­ლა კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ან­ზე მი­მარ­თუ­ლი.

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს არის იმ პრო­პა­გან­დის, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გი, რო­მე­ლიც არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ოპო­ზი­ცი­ა­სა და ყვე­ლა კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ ადა­მი­ან­ზე მი­მარ­თუ­ლი. ეს ახლა არ და­წყე­ბუ­ლა, ეს და­ი­წყო ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ. მა­შინ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი აქ­ცევ­და ამას ყუ­რა­დღე­ბას. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და, პრო­პა­გან­დის ტა­ლახს რომ მი­უშ­ვე­რენ ადა­მი­ანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს იმის­თვის, რომ თქვა ვი­ღაც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ჩემი სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა ამ ადა­მი­ანს. ასე­თი თავ­დას­ხმე­ბი არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­სუს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ ამით. დავ­დი­ვართ ქუ­ჩა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, მარ­ტო. მათ­სა­ვით დაც­ვით და 9 მან­ქა­ნით არ დავ­დი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც დე­კა­ნო­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის ძა­ლა­დო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ამოქ­მედ­და, ძა­ლი­ან მძი­მეა სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში.

„ოლი­ვერ ვარ­ჰე­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ძა­ლი­ან სწო­რად და კარ­გად იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი თუ რამ­დე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა შეს­რუ­ლე­ბუ­ლა და რა არის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, სამი რე­კო­მენ­და­ცი­ის გარ­და, ბო­ლომ­დე არ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ეს ეხე­ბა მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზმს. ჩემი პო­ზი­ცია არის ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რი. ჩვენ გვი­თხრეს, რომ არ­სე­ბობს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­ში და ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა არ არის შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი! ასე­ვე, ეს არის თან­ხვედ­რა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­ბა­ზო პო­ლი­ტი­კა­ზე. ის ძა­ლა­დო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ამოქ­მედ­და, ძა­ლი­ან მძი­მეა სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის პე­რი­ოდ­ში. კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. არ­ცერთ ჩემს კო­ლე­გას ოპო­ზი­ცი­ი­დან, კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე, გარ­და პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლი­სა არც ბრი­უ­სელ­ში, არც სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ად­გილ­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს.

რაც შე­ე­ხე­ბა ო’სა­ლი­ვა­ნის, ო’ბრა­ი­ა­ნი­სა და მათი ბრი­ტა­ნე­ლი კო­ლე­გის ჩა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში, სან­ქცი­ე­ბის "ტრი­ოს" ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმი­ტომ, რომ მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იყო პრობ­ლე­მუ­რი ქვე­ყა­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით, რუ­სეთ­ში ელექტრო­ნუ­ლი ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვის კონ­ტექ­სტში. ვფიქ­რობ, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სან­ქცი­ე­ბის დამ­რღვე­ვი ქვე­ყა­ნა გა­მოვ­ლინ­და, ეს იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ამი­ტომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მა და მი­თი­თე­ბე­ბი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

ხალხი ბრძენია და მართლა ყველა ნორმალურს ამოუხვედით უკვე ყელს ზემოთ!!

ნოდო
0

პოლიცილიებზე მუქარა კრიტიკაა? ერთი უნდა გადაეღოთ გუშინ მიშიკო პირველს პოლიცია პოლიციას იყვირებდა დასახმარებლად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ" - ხატია დეკანოიძე

"თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ამით ვერავის შეაშინებენ" - ხატია დეკანოიძე

ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული.

“დარწმუნებული ვარ, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი აქცევდა ამას ყურადღებას. ორგანიზებული, წახალისებული პროპაგანდა, პროპაგანდის ტალახს რომ მიუშვერენ ადამიანს, ეს ყველაფერი მოქმედებს იმისთვის, რომ თქვა ვიღაც გაბრაზებული ადამიანები არიან. ჩემი სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს. ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით. დავდივართ ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო. მათსავით დაცვით და 9 მანქანით არ დავდივართ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ის ძალადობის მექანიზმები, რომელიც წინასაარჩევნოდ ამოქმედდა, ძალიან მძიმეა სტატუსის მიღების პერიოდში.

„ოლივერ ვარჰეის განცხადებაში ძალიან სწორად და კარგად იყო აღნიშნული თუ რამდენი რეკომენდაციაა შესრულებულა და რა არის ძირითადი პრობლემები. რეკომენდაციების დიდი ნაწილი, სამი რეკომენდაციის გარდა, ბოლომდე არ არის შესრულებული, ეს ეხება მედიაპლურალიზმს. ჩემი პოზიცია არის ძალიან სკეპტიკური. ჩვენ გვითხრეს, რომ არსებობს გეოპოლიტიკური მოსაზრებები ევროკავშირში და ევროკომისიაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, საშინაო დავალება არ არის შესასრულებელი! ასევე, ეს არის თანხვედრა ევროკავშირისა და ევროკომისიის საბაზო პოლიტიკაზე. ის ძალადობის მექანიზმები, რომელიც წინასაარჩევნოდ ამოქმედდა, ძალიან მძიმეა სტატუსის მიღების პერიოდში. კანდიდატის სტატუსზე პასუხისმგებლობა აქვს უმრავლესობასა და ხელისუფლებას. არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, კანდიდატის სტატუსზე, გარდა პოზიტიური გზავნილისა არც ბრიუსელში, არც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ადგილზე არაფერი უთქვამს.

რაც შეეხება ო’სალივანის, ო’ბრაიანისა და მათი ბრიტანელი კოლეგის ჩამოსვლას საქართველოში, სანქციების "ტრიოს" ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მათი განცხადებით, საქართველო იყო პრობლემური ქვეყანა, განსაკუთრებით, რუსეთში ელექტრონული ტვირთების გადაზიდვის კონტექსტში. ვფიქრობ, თუ ამ მიმართულებით, საქართველო, როგორც სანქციების დამრღვევი ქვეყანა გამოვლინდა, ეს იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყურადღების გამახვილება, კიდევ ერთხელ ხაზგასმა და მითითებები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დეკანოიძემ.