პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთში თუ დაძაბულობაა, პუტინი ყოველთვის ცდილობს, დაძაბულობის კერები სხვაგანაც შექმნას" - რა შეიძლება იყოს ბელარუსის როლი არშემდგარ ამბოხში: რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებები
"რუსეთში თუ დაძაბულობაა, პუტინი ყოველთვის ცდილობს, დაძაბულობის კერები სხვაგანაც შექმნას"  - რა შეიძლება იყოს ბელარუსის როლი არშემდგარ ამბოხში: რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებები

პრი­გო­ჟი­ნის არ­შემ­დგა­რი თუ გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ამ­ბო­ხის გარ­შე­მო მსჯე­ლო­ბა და ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა რუ­სეთ­ში(და არა მხო­ლოდ)... ად­გი­ლობ­რი­ვი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, პუ­ტი­ნის მზა­რე­ულ­მა ზე­და­პირ­ზე ამო­ა­ტივ­ტი­ვა ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და გე­ნე­რა­ლი­ტეტ­ში დაგ­როვ­და.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი თა­ვის მარ­თლე­ბის თუ ახ­სნის რე­ჟიმ­ში მყოფ­მა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, სა­ბო­ლო­ოდ, პრი­გო­ჟი­ნი­სა და "ვაგ­ნე­რის" წი­ნა­აღ­მდეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბის მუხ­ლით აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შე­წყვი­ტა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრი­გო­ჟი­ნი ბე­ლა­რუს­ში, მინ­სკში იმ­ყო­ფე­ბა.

kommersant.ru-ს ცნო­ბით, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო იმე­დოვ­ნებს, რომ "ვაგ­ნე­რი" ბე­ლა­რუ­სი სამ­ხედ­რო­ე­ბის მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლად მომ­ზა­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

"ვაგ­ნე­რე­ლებს" შე­უძ­ლი­ათ არაფ­რის ეში­ნო­დეთ. მათ გა­მოც­დი­ლე­ბას ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს ბე­ლა­რუ­სის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. მე ამის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ვიქ­ტორ ხრე­ნინს... მათ ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი შე­ფა­სე­ბა სხვა­დას­ხვა ია­რაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაგ­ვი­ზი­ა­რონ, რო­მე­ლი ჯო­ბია, თავ­დას­ხმის­თვის, თავ­დაც­ვის­თვის... ეს გა­მოც­დი­ლე­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შეგ­ვიძ­ლია და მათ­ში სა­შიშს ვე­რა­ფერს ვხე­დავ" - ამ­ბობს ლუ­კა­შენ­კო.

რუსი ანა­ლი­ტი­კო­სის, ტა­ტი­ა­ნა სი­ჩე­ვას თქმით, "ვაგ­ნე­რე­ლე­ბი" სა­ში­ში მა­შინ იყ­ვნენ, რო­დე­საც პრი­გო­ჟი­ნი­სა და უტ­კი­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უამ­რა­ვი მათ­გა­ნი, გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას პირ­და­პირ ცი­ხი­დან, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ი­დან შე­უ­ერ­თდა, ბოლო ფაქ­ტის შემ­დეგ კი "ვაგ­ნე­რის" რი­გე­ბი და­ტო­ვა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სის­ტე­მა­ტუ­რად ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი, თუ რო­გორ აკ­რი­ტი­კე­ბენ "ვაგ­ნე­რე­ლე­ბი", პრი­გო­ჟინს მშიშ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო.

"ვინ­მეს სჯე­რა, რომ ეს ხალ­ხი, "ვაგ­ნე­რე­ლე­ბი" არ­მი­ას­თან კონ­ტრაქტს გა­ა­ფორ­მე­ბენ და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იმ­სა­ხუ­რე­ბენ?.. ისი­ნი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, უკე­თე­სი საკ­ვე­ბით, სამ­ჯერ მეტ ხელ­ფასს იღებ­დნენ, თა­ვი­სი ბო­ნუ­სით და ახლა რო­გორ ფიქ­რობთ, რი­გი­თებ­თან ერ­თად იმ­სა­ხუ­რე­ბენ? ჩვენს მე­თა­უ­რო­ბას მათი გა­კონ­ტრო­ლე­ბის უნა­რი, არ მგო­ნია, ჰქონ­დეს.

ეს ერთი, მე­ო­რე სა­კი­თხი ის არის, რომ ჩვენს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას ყო­ველ­თვის თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი ადარ­დებ­და. პრი­გო­ჟი­ნის თით­ქმის მოს­კო­ვამ­დე მოს­ვლი­თაც კი ვე­რა­ფე­რი გა­ი­გეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბან­დი­ტურ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ჩვენს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას მხო­ლოდ ერთი რამ ადარ­დებს - თა­ვად არ და­ზა­რალ­დნენ... წინ ჩე­კის­ტუ­რი მა­ფი­ის ქა­ო­სი და ბან­დი­ტუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი გვე­ლო­დე­ბა... ვი­ღა­ცე­ბი და­სავ­ლე­თის­კენ იშ­ვე­რენ ხელს - ყვე­ლაფ­რის სხვის­თვის გა­დაბ­რა­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, მა­სე­ბი ასე უკეთ გრძნო­ბენ თავს" - მი­აჩ­ნია სი­ჩე­ვას.

კი­დევ ერთი მი­მომ­ხილ­ვე­ლის, ალექ­სი ავე­რი­ნის მო­საზ­რე­ბით, სი­სუ­ლე­ლეა იმის თქმა, თით­ქოს ეს ამ­ბო­ხი პუ­ტი­ნის ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან ამ ინ­ცი­დენ­ტმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი გა­ა­ცამ­ტვე­რა.

"ახლა ლუ­კა­შენ­კოს და სხვა "კუ­დე­ბის" დახ­მა­რე­ბით ცდი­ლო­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ის ჩა­ფარ­ცხვას, პრო­პა­გან­და მცი­რეხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, მთე­ლი ძა­ლით ამუ­შავ­და... პუ­ტი­ნის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლას ასე შე­ვა­ფა­სებ­დი - მეფე გა­შიშ­ვლდა და მარ­თვის კონ­ტრო­ლი და­კარ­გა. კრემ­ლი ინერ­ცი­ით მი­დის. მარ­თლა არ იცი­ან რა გა­ა­კე­თონ. რუ­სე­თი რო­გორც შიდა, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში, მთელ ფლანგზე, ყვე­ლა ფრონტზე კრახს გა­ნიც­დის. კრემ­ლის ოლი­გარ­ქე­ბი გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ. თუ პრი­გო­ჟინ­თან ერ­თად გა­მო­უ­ვი­დო­დათ ცვლი­ლე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ახლა ჩუმ მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­დავ­ლენ.

პრი­გო­ჟინს აშ­კა­რად შე­ეძ­ლო, მოს­კო­ვამ­დე ჩა­სუ­ლი­ყო, კრემ­ლი კი, ვე­რა­ფერს გახ­დე­ბო­და, რად­გან მას­თან ბრძო­ლის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ელი­ტუ­რი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბის ნა­ხე­ვა­რი უნდა მო­ეხ­სნათ. მათ­თან შე­ტა­კე­ბა, სა­ბო­ლო, და­მან­გრე­ვე­ლი კრა­ხი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ, პრო­გო­ჟინს, რა­ღაც მო­რიგ სი­სუ­ლე­ლე­ზე შე­უ­თან­ხმდნენ, იმე­დია, ეს უკ­რა­ი­ნა­ზე ბე­ლა­რუ­სი­დან თავ­დას­ხმა არ იქ­ნე­ბა - ამის რე­სურ­სი ბე­ლა­რუსს არ აქვს, პა­სუ­ხად, შე­საძ­ლოა, შიდა არე­უ­ლო­ბაც და­ი­წყოს, მაგ­რამ რუ­სეთ­ში თუ და­ძა­ბუ­ლო­ბაა, ის (პუ­ტი­ნი) ყო­ველ­თვის ცდი­ლობს და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რე­ბი სხვა­გა­ნაც შექ­მნას, შემ­დეგ კი, გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას ცდი­ლობს" - წერს ავე­რი­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთში თუ დაძაბულობაა, პუტინი ყოველთვის ცდილობს, დაძაბულობის კერები სხვაგანაც შექმნას" - რა შეიძლება იყოს ბელარუსის როლი არშემდგარ ამბოხში: რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებები

"რუსეთში თუ დაძაბულობაა, პუტინი ყოველთვის ცდილობს, დაძაბულობის კერები სხვაგანაც შექმნას"  - რა შეიძლება იყოს ბელარუსის როლი არშემდგარ ამბოხში: რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებები

პრიგოჟინის არშემდგარი თუ გათამაშებული ამბოხის გარშემო მსჯელობა და ინტერესი არ წყდება რუსეთში(და არა მხოლოდ)... ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, პუტინის მზარეულმა ზედაპირზე ამოატივტივა ის პრობლემები, რაც წლების განმავლობაში რუსულ პოლიტიკაში, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალიტეტში დაგროვდა.

რამდენიმედღიანი თავის მართლების თუ ახსნის რეჟიმში მყოფმა რუსეთის ხელისუფლებამ, საბოლოოდ, პრიგოჟინისა და "ვაგნერის" წინააღმდეგ, შეიარაღებული ამბოხების მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. ბოლო ინფორმაციით, პრიგოჟინი ბელარუსში, მინსკში იმყოფება.

kommersant.ru-ს ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ "ვაგნერი" ბელარუსი სამხედროების მაღალპროფესიულად მომზადებაში დაეხმარება.

"ვაგნერელებს" შეუძლიათ არაფრის ეშინოდეთ. მათ გამოცდილებას ჩვენი ბიჭებისთვის გამოვიყენებთ, ეს ბელარუსისთვისაც სასარგებლო იქნება. მე ამის შესახებ ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს ვიქტორ ხრენინს... მათ ასევე შეუძლიათ თავიანთი შეფასება სხვადასხვა იარაღთან დაკავშირებით გაგვიზიარონ, რომელი ჯობია, თავდასხმისთვის, თავდაცვისთვის... ეს გამოცდილება შეუფასებელია. ამ გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია და მათში საშიშს ვერაფერს ვხედავ" - ამბობს ლუკაშენკო.

რუსი ანალიტიკოსის, ტატიანა სიჩევას თქმით, "ვაგნერელები" საშიში მაშინ იყვნენ, როდესაც პრიგოჟინისა და უტკინის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. უამრავი მათგანი, გასამხედროებულ კომერციულ ორგანიზაციას პირდაპირ ციხიდან, მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან შეუერთდა, ბოლო ფაქტის შემდეგ კი "ვაგნერის" რიგები დატოვა.

სოციალურ ქსელში სისტემატურად ვრცელდება ცნობები, თუ როგორ აკრიტიკებენ "ვაგნერელები", პრიგოჟინს მშიშრული გადაწყვეტილების გამო.

"ვინმეს სჯერა, რომ ეს ხალხი, "ვაგნერელები" არმიასთან კონტრაქტს გააფორმებენ და კეთილსინდისიერად იმსახურებენ?.. ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ, უკეთესი საკვებით, სამჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ, თავისი ბონუსით და ახლა როგორ ფიქრობთ, რიგითებთან ერთად იმსახურებენ? ჩვენს მეთაურობას მათი გაკონტროლების უნარი, არ მგონია, ჰქონდეს.

ეს ერთი, მეორე საკითხი ის არის, რომ ჩვენს ინტელიგენციას ყოველთვის თავისი ინტერესები ადარდებდა. პრიგოჟინის თითქმის მოსკოვამდე მოსვლითაც კი ვერაფერი გაიგეს. აბსოლუტურად ბანდიტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს ინტელიგენციას მხოლოდ ერთი რამ ადარდებს - თავად არ დაზარალდნენ... წინ ჩეკისტური მაფიის ქაოსი და ბანდიტური გარჩევები გველოდება... ვიღაცები დასავლეთისკენ იშვერენ ხელს - ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება საუკეთესო გამოსავალია, მასები ასე უკეთ გრძნობენ თავს" - მიაჩნია სიჩევას.

კიდევ ერთი მიმომხილველის, ალექსი ავერინის მოსაზრებით, სისულელეა იმის თქმა, თითქოს ეს ამბოხი პუტინის ინსცენირებული იყო, რადგან ამ ინციდენტმა რუსეთის პრეზიდენტის ინსტიტუტი და სახელმწიფო ინსტიტუციები გააცამტვერა.

"ახლა ლუკაშენკოს და სხვა "კუდების" დახმარებით ცდილობენ სიტუაციის ჩაფარცხვას, პროპაგანდა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, მთელი ძალით ამუშავდა... პუტინის გუშინდელ გამოსვლას ასე შევაფასებდი - მეფე გაშიშვლდა და მართვის კონტროლი დაკარგა. კრემლი ინერციით მიდის. მართლა არ იციან რა გააკეთონ. რუსეთი როგორც შიდა, ასევე უკრაინაში, მთელ ფლანგზე, ყველა ფრონტზე კრახს განიცდის. კრემლის ოლიგარქები გადარჩენას ცდილობენ. თუ პრიგოჟინთან ერთად გამოუვიდოდათ ცვლილება, კარგი იქნებოდა, ახლა ჩუმ მოქმედებაზე გადავლენ.

პრიგოჟინს აშკარად შეეძლო, მოსკოვამდე ჩასულიყო, კრემლი კი, ვერაფერს გახდებოდა, რადგან მასთან ბრძოლისთვის, უკრაინაში მყოფი ელიტური სამხედრო დანაყოფების ნახევარი უნდა მოეხსნათ. მათთან შეტაკება, საბოლო, დამანგრეველი კრახი იქნებოდა. ამიტომ, პროგოჟინს, რაღაც მორიგ სისულელეზე შეუთანხმდნენ, იმედია, ეს უკრაინაზე ბელარუსიდან თავდასხმა არ იქნება - ამის რესურსი ბელარუსს არ აქვს, პასუხად, შესაძლოა, შიდა არეულობაც დაიწყოს, მაგრამ რუსეთში თუ დაძაბულობაა, ის (პუტინი) ყოველთვის ცდილობს დაძაბულობის კერები სხვაგანაც შექმნას, შემდეგ კი, გამოსავლის პოვნას ცდილობს" - წერს ავერინი.

წაიკითხეთ ასევე: