საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახათაზე რომ ამოათრიო, შეგიძლია? როგორც შენ გინდა, ისე მიეხედება" - "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს: შსს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
"მახათაზე რომ ამოათრიო, შეგიძლია? როგორც შენ გინდა, ისე მიეხედება" - "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს: შსს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 3 პირი და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. და­კა­ვე­ბუ­ლია "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის“, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ხ. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის მი­მარ­თვის­თვის“, ხოლო 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.შ.-ს მეტ­სა­ხე­ლად "ჩუქჩა“-ს "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში“ ედე­ბა ბრა­ლი.

"და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ ა.ხ.-ს და მის თა­ნამ­შრო­მელს შო­რის ფი­ნან­სუ­რი დავა წარ­მო­იშ­ვა. წარ­მოქ­მნი­ლი უთან­ხმო­ე­ბის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით, ა.ხ.-მ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევრ" ა.შ.-ს და კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ვის მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტა სთხო­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის" ა.შ.-ს და­ვა­ლე­ბით მო­წყო­ბილ "ქურ­დულ გარ­ჩე­ვა­ში" ბრალ­დე­ბუ­ლი ა.ხ., გ.შ. და მო­და­ვე მხა­რე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. "ქურ­დუ­ლი წე­სით გარ­ჩე­ვი­სას", კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა ა.შ-მ, მო­და­ვე მხა­რეს, სა­დაო თან­ხის სრუ­ლად ამო­წურ­ვამ­დე, მის­თვის ყო­ველ­თვი­უ­რად გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა გ.შ.-მ, რო­მე­ლიც შემ­დგომ სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და მუ­ქა­რას მო­და­ვე მხა­რე­ზე.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დად­გინ­და, რომ “ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის”, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მი­მარ­თვის­თვის“ და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მხარ­და­ჭე­რის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა თუ ფი­ნან­სუ­რი და­ვე­ბის "ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით“ გა­და­წყვე­ტა­ში.

პო­ლი­ცი­ამ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე, მე-3 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე, მე-4 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟკაცი
0

რა მაგრად ტეხავს ეს ჩამორჩენილი კომუნისტური ბანძი გაგება.ისე მაგარი მსახიობები არიან ძველი ბიჭები, რო რამე ერთი ჰა უთხრა ისე გარბიან , ჰუსეინ ბოლტი მიმიქარავს.

ვა
0

რა ძერევნია ბაზარი აქვთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მახათაზე რომ ამოათრიო, შეგიძლია? როგორც შენ გინდა, ისე მიეხედება" - "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს: შსს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

"მახათაზე რომ ამოათრიო, შეგიძლია? როგორც შენ გინდა, ისე მიეხედება" - "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს: შსს აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 1972 წელს დაბადებული ა.შ. დაკავებულია "ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. "ქურდული სამყაროს წევრის მიმართვისთვის“, ხოლო 2004 წელს დაბადებული გ.შ.-ს მეტსახელად "ჩუქჩა“-ს "ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში“ ედება ბრალი.

"დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ა.ხ.-ს და მის თანამშრომელს შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. წარმოქმნილი უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, ა.ხ.-მ დახმარებისთვის მიმართა "ქურდული სამყაროს წევრ" ა.შ.-ს და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს წევრის" ა.შ.-ს დავალებით მოწყობილ "ქურდულ გარჩევაში" ბრალდებული ა.ხ., გ.შ. და მოდავე მხარე მონაწილეობდნენ. "ქურდული წესით გარჩევისას", კრიმინალურმა ავტორიტეტმა ა.შ-მ, მოდავე მხარეს, სადაო თანხის სრულად ამოწურვამდე, მისთვის ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გ.შ.-მ, რომელიც შემდგომ სისტემატურად ახორციელებდა მუქარას მოდავე მხარეზე.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს წევრობისთვის”, "ქურდული სამყაროს მიმართვისთვის“ და "ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების "ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე, მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე, მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.