პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ მი­ღე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც იც­ვლე­ბა ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის და წევ­რე­ბის არ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია აცხა­დებს, რომ ცვლი­ლე­ბე­ბით, კან­დი­დატ­თა შერ­ჩე­ვა და წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მიერ, არ­ჩე­ვა კი, პარ­ლა­მენ­ტის უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბით, რაც ერ­თპარ­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ნიშ­ნავს.

პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს სთა­ვა­ზობს, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე და წევ­რე­ბი არ­ჩე­უ­ლი იქ­ნენ არა­ნაკ­ლებ 90 ხმით, რო­გორც ეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

„მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ზე­პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს კონ­კურსს და ქმნის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩევ კო­მი­სი­ას. შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებს პრე­ზი­დენ­ტი წა­რუდ­გენს პარ­ლა­მენტს.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით კი, კო­მი­სი­ის შექ­მნა, კან­დი­დატ­თა შერ­ჩე­ვა და წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მიერ, არ­ჩე­ვა კი, პარ­ლა­მენ­ტის უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბით, რაც ერ­თპარ­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ნიშ­ნავს.

100 ხმის ნაც­ვლად, თავ­მჯდო­მა­რი­სა და წევ­რე­ბის 76 ხმით არ­ჩე­ვა აუქ­მებს კონ­სენ­სუს­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას და ზრდის პო­ლა­რი­ზა­ცი­ის რისკს.

ვეტო სწო­რედ ამ კონ­სენ­სუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს სთა­ვა­ზობს, რომ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე და წევ­რე­ბი არ­ჩე­უ­ლი იქ­ნენ არა­ნაკ­ლებ 90 ხმით, რო­გორც ეს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­ჩევ­ნე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სად­მი ნდო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და გა­სამ­ყა­რებ­ლად”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
3

მმართველი გუნდი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ მორიგ ვეტოსაც გადალახავს...

პირადად მე უფრო ის მაწუხებს, თუ რატომაა ამდენი (150) უსაქმური შეკრებილი პარლამენტში, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის, ანუ ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ...

მარტივი ანგარიშით ჩვენს ქვეყანაში ერთ დეპუტატზე მოდის 24 666 მოქალაქე (ანუ 3 700 000 (მოსახლეობა) გაყოფილი 150-ზე (დეპუტატი) უდრის 24 666-ს), რაც დეპუტატების კატასტროფულად დიდი რაოდენობაა!!!

მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკით ერთ დეპუტატზე მოდის 50 ათასიდან ერთ მილიონამდე ქვეყნის მოქალაქე, რაც ჩვენი ქვეყნისათვის იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დეპუტატების საერთო რაოდენობა უნდა მერყეობდეს 74-დან (მაქსიმალური) 3,7-მდე (მინიმუმი) ფარგლებში!!!

ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორია, რომელსაც 43 ქვეყანა იყენებს არის 50 ათას ადამიანზე ერთი დეპუტატი, ანუ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ეს იქნება 74 დეპუტატი, რაც ორჯერ ნაკლებია დღევანდელი მოცემულობისაგან!!!

მარიამი
4

მაგ შემთხვევაში ოპოზიცია ყოველთვის ჩააგდებს ნებისმიერ კანდიდატს საკუთარის გარდა. ასე რომ მაგას არავინ შეჭამს. დაიძლევა ეგ ვეტო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო "საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცვლილებებით, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.

„მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.

ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.