სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია, რატომ აფხაზეთში?" - რა ხდება შავ ზღვაში კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ
"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია, რატომ აფხაზეთში?" - რა ხდება შავ ზღვაში კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან ვი­დე­ო­კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­შიც ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყუ­ლი მკვდა­რი ცხო­ვე­ლე­ბის გვა­მი მო­ჩანს. ოკე­ა­ნო­ლო­გი ნო­დარ წივ­წი­ვა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, ეს ფაქ­ტი პა­ნი­კის და­თეს­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. მი­სი­ვე თქმით, კა­ხოვ­კის კაშხლის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, და­ბინ­ძუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ზღვას მო­აქვს, წე­სით, სა­ა­თის ის­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო და აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­რო­ზე ნაკ­ლებ­მო­სა­ლოდ­ნე­ლია, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტი არა­ფერს გა­მო­რი­ცხავს. ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­წი­რის გამო რეს­პო­დენ­ტთან მხო­ლოდ ვერ­სი­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ.

ნო­დარ წივ­წი­ვა­ძე, ოკე­ა­ნო­ლო­გი, ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ნა­პირ­დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რი:

"მო­ლო­დი­ნი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხო­ვე­ლებს გა­მო­რი­ყავ­და, მაგ­რამ უც­ნა­უ­რია - რა­ტომ აფხა­ზეთ­ში? და­ბინ­ძუ­რე­ბა, რო­გორც წესი, სა­ა­თის ის­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი - შე­საძ­ლოა, იყო შტორ­მი და ტალ­ღურ­მა ნა­პირ­გას­წვრივ­მა დი­ნე­ბამ წა­მო­ი­ღო აფხა­ზე­თის­კენ. წე­სით, რუ­მი­ნე­თი-ბულ­გა­რე­თის მერე, თურ­ქეთ­ში უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. ამას ნახ­ვა და გარ­კვე­ვა უნდა - რა და­ი­ხო­ცა, რამ­დე­ნი და რო­დი­დან მო­დის... ასე შო­რი­დან და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რია შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, ნახ­ტომ-ნახ­ტო­მი­თაც კი წა­მო­ვი­დეს და­ბინ­ძუ­რე­ბა, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ მოხ­და ასე­თი ცირ­კუ­ლა­ცია. წე­სით, არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გა­მოვ­რი­ცხავ, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ჩვე­ნი გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აფხა­ზეთ­ში არ მუ­შა­ობს, რუ­სე­ბი კი ამ მხრივ რა­მეს თუ აკე­თე­ბენ, ეჭვი მე­პა­რე­ბა. სა­ჭი­როა და­აკ­ვირ­დნენ წყლის მოძ­რა­ო­ბებს, ტალ­ღურ მოძ­რა­ო­ბებს, დო­ნე­ებს და ა.შ.

პა­ნი­კის და­თეს­ვა არაა სა­ჭი­რო, კაც­მა არ იცის, შე­დე­გი რო­გო­რი იქ­ნე­ბა - ზღვა გა­ა­ნე­იტ­რა­ლებს, ან და­ძი­რუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ დესტრუქ­ცი­ას ახ­დენს და შე­იძ­ლე­ბა არც არა­ფე­რი მოხ­დეს. სხვა ბაქ­ტე­რი­ე­ბი, ცი­ა­ნო­ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, უნდა ყო­ფი­ლი­ყო კა­ხოვ­კის წყალ­სა­ცავ­ში, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­ვა, ეს უკვე მზაპ­რო­დუქ­ცი­აა - ფოს­ფო­რის და აზო­ტით მკვე­ბა­ვი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვი ბაქ­ტე­რი­ე­ბის რან­გშია აყ­ვა­ნი­ლი, ის ზე­და­პირ­ზე მოჰ­ყვე­ბა წყალს. შე­საძ­ლოა, ცი­ა­ნო­ბაქ­ტე­რი­ე­ბი (წყალმცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფარ­და­გი­ვით ეფი­ნე­ბა წყლის ზე­და­პირ­ზე და, პრაქ­ტი­კუ­ლად, სპობს ყვე­ლა­ფერს, ლპო­ბაც და­ი­წყე­ბა და დესტრუქ­ცი­აც, ის ტოქ­სი­კუ­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბია) წა­მოჰ­ყვეს დი­ნე­ბას, შტორმს.

აფხა­ზეთ­ში რა­ტომ წა­მო­ი­ღო და­ბინ­ძუ­რე­ბა, ესაა უც­ნა­უ­რი და გა­მო­სარ­კვე­ვი. შე­საძ­ლოა, მო­ნი­ტო­რინ­გი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, არა­ვინ იკ­ვლევ­და, თო­რემ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბა წი­ნას­წარ უნდა გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნათ. კვლე­ვა­ში ყვე­ლა­ნი უნდა იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი - სა­ნე­პიდ­სად­გუ­რე­ბი, ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ნა­პი­რო დაც­ვა, ეკო­ლო­გი­უ­რი და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი, ვი­ნა­ი­დან ინ­ფექ­ცია თუ აფეთ­ქდა, ის მთე­ლი შავი ზღვის აუზს მო­ე­დე­ბა და ეს არა­ვის აწყობს.

და­ვუშ­ვათ, ეს კა­ხოვ­კის კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გია, გა­აჩ­ნია, გვა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, იმას, რა გა­მო­რი­ყა, 1 ღორი და ძრო­ხა არა­ფე­რია, არაა სა­ში­ში. შე­საძ­ლოა, ცხო­ველ­თა ნეშ­ტი სუ­ლაც არ არის უკ­რა­ი­ნი­დან წა­მო­სუ­ლი, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, წვი­მე­ბის გამო მდი­ნა­რე­ებ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნა, ეს უფრო მგო­ნია, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნი­დან, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა და იმი­ტომ. ეს ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზურ­მა მხა­რემ უკეთ იცის და არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, სუ­ლაც პა­ნი­კის და­სა­თე­სა­დაც არა­ფე­რი თქვეს. ვი­ნა­ი­დან ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს გე­ტყვით.“

რო­გორც რეს­პო­დენ­ტი წინა ინ­ტერ­ვი­უ­ში გვე­უბ­ნე­ბო­და, და­ბინ­ძუ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბამ­დე სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან უნდა ვე­ლო­დოთ, რაც შე­საძ­ლოა მთე­ლი აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბე­რიც გაგ­რძელ­დეს (რაც მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი).

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ: "ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს 10 დღე­ში ერთხელ 9 სად­გურ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს“.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, კვლე­ვე­ბის შე­დე­გად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ზღვის წყლის ძი­რი­თა­დი ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი მა­რი­ლი­ა­ნო­ბის ჩათ­ვლით, ასე­ვე, ბი­ო­გე­ნუ­რი ელე­მენ­ტე­ბი და სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს 10 დღე­ში ერთხელ, 9 სად­გურ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. კვლე­ვე­ბის შე­დე­გად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ზღვის წყლის ძი­რი­თა­დი ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი მა­რი­ლი­ა­ნო­ბის ჩათ­ვლით, ასე­ვე, ბი­ო­გე­ნუ­რი ელე­მენ­ტე­ბი და სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.

აღე­ბუ­ლი სინ­ჯე­ბი სა­ა­ნა­ლი­ზოდ გა­იგ­ზავ­ნე­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის წყლი­სა და ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­სა და სტან­დარ­ტებს. ლა­ბო­რა­ტო­რია აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის მქო­ნე ანა­ლი­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით და აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლია ISO 17025 სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად.

მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუცელა
4

ერთიც ამ აფხაზების, არ უნდოდათ ყველი და პური? ხოდა მიირთვან ეხლა ეგ ნარჩენები

>
0

უკრაინიდან აფხაზეტამდე რომ მოაღწიოს სრულყოფილმა ცხოველის გვამმა რა სიჩქარიტ უნდა იცუროს? ტანაც გზაზე არ დააფრაგმენტებს თევზები? შავ ზრვაში პატარა მტაცებელი ზვიგენებიც ხომაა, კატრექსები რომლებიც ამ ტიპის ნადავლს არ მოუშვებენ ესე ხელუხლებელს ერთი ნაპირიდან მეორემდე. ანუ შესაძლოა ეს ადგილობრივი დამხრჩვალი ცხოველი იყოს. უკრაინიდან შეიძლება მოვიდეს სიბინძურე, ბაქტერიები, ნაფლეთები და ფრაგმენტები მაგრამ საეჭვოა სრული სხეულიტ გამორიყოს რაიმე ამსიშორიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია, რატომ აფხაზეთში?" - რა ხდება შავ ზღვაში კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ

"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია, რატომ აფხაზეთში?" - რა ხდება შავ ზღვაში კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ

სოციალურ ქსელში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ვიდეოკადრები ვრცელდება, რომელშიც ზღვის სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ცხოველების გვამი მოჩანს. ოკეანოლოგი ნოდარ წივწივაძე არ გამორიცხავს, ეს ფაქტი პანიკის დათესვას ემსახურებოდეს. მისივე თქმით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, დაბინძურება, რომელიც ზღვას მოაქვს, წესით, საათის ისრის საწინააღმდეგოდ უნდა გავრცელებულიყო და აფხაზეთის სანაპიროზე ნაკლებმოსალოდნელია, თუმცა სპეციალისტი არაფერს გამორიცხავს. ინფორმაციის სიმწირის გამო რესპოდენტთან მხოლოდ ვერსიებზე ვსაუბრობთ.

ნოდარ წივწივაძე, ოკეანოლოგი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი:

"მოლოდინი იყო, რომ ზღვა მკვდარ ცხოველებს გამორიყავდა, მაგრამ უცნაურია - რატომ აფხაზეთში? დაბინძურება, როგორც წესი, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ვრცელდება, თუმცა არაფერია გამორიცხული - შესაძლოა, იყო შტორმი და ტალღურმა ნაპირგასწვრივმა დინებამ წამოიღო აფხაზეთისკენ. წესით, რუმინეთი-ბულგარეთის მერე, თურქეთში უნდა გავრცელებულიყო. ამას ნახვა და გარკვევა უნდა - რა დაიხოცა, რამდენი და როდიდან მოდის... ასე შორიდან და ინფორმაციის გარეშე ლაპარაკი რთულია. ყველაფერია შესაძლებელი, მაგალითად, ნახტომ-ნახტომითაც კი წამოვიდეს დაბინძურება, მაგრამ გაურკვეველია, რატომ მოხდა ასეთი ცირკულაცია. წესით, არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, ყველაფერი ხდება. ჩვენი გარემოს ეროვნული სააგენტო აფხაზეთში არ მუშაობს, რუსები კი ამ მხრივ რამეს თუ აკეთებენ, ეჭვი მეპარება. საჭიროა დააკვირდნენ წყლის მოძრაობებს, ტალღურ მოძრაობებს, დონეებს და ა.შ.

პანიკის დათესვა არაა საჭირო, კაცმა არ იცის, შედეგი როგორი იქნება - ზღვა გაანეიტრალებს, ან დაძირული ბაქტერიები, რომლებიც მათ დესტრუქციას ახდენს და შეიძლება არც არაფერი მოხდეს. სხვა ბაქტერიები, ციანობაქტერიები, რომლებიც, პრაქტიკულად, უნდა ყოფილიყო კახოვკის წყალსაცავში, ისინი აუცილებლად წამოვა, ეს უკვე მზაპროდუქციაა - ფოსფორის და აზოტით მკვებავი პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი ბაქტერიების რანგშია აყვანილი, ის ზედაპირზე მოჰყვება წყალს. შესაძლოა, ციანობაქტერიები (წყალმცენარეები, რომლებიც ფარდაგივით ეფინება წყლის ზედაპირზე და, პრაქტიკულად, სპობს ყველაფერს, ლპობაც დაიწყება და დესტრუქციაც, ის ტოქსიკური ორგანიზმებია) წამოჰყვეს დინებას, შტორმს.

აფხაზეთში რატომ წამოიღო დაბინძურება, ესაა უცნაური და გამოსარკვევი. შესაძლოა, მონიტორინგი არ მიმდინარეობდა, არავინ იკვლევდა, თორემ, რასაკვირველია, მოსახლეობა წინასწარ უნდა გაეფრთხილებინათ. კვლევაში ყველანი უნდა იყვნენ ჩართულნი - სანეპიდსადგურები, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სანაპირო დაცვა, ეკოლოგიური და სხვა სამსახურები, ვინაიდან ინფექცია თუ აფეთქდა, ის მთელი შავი ზღვის აუზს მოედება და ეს არავის აწყობს.

დავუშვათ, ეს კახოვკის კატასტროფის შედეგია, გააჩნია, გვამების რაოდენობას, იმას, რა გამორიყა, 1 ღორი და ძროხა არაფერია, არაა საშიში. შესაძლოა, ცხოველთა ნეშტი სულაც არ არის უკრაინიდან წამოსული, არც ისაა გამორიცხული, წვიმების გამო მდინარეებმა ჩამოიტანა, ეს უფრო მგონია, ვიდრე უკრაინიდან, ძალიან საეჭვოა და იმიტომ. ეს ყველაფერი აფხაზურმა მხარემ უკეთ იცის და არც ისაა გამორიცხული, სულაც პანიკის დასათესადაც არაფერი თქვეს. ვინაიდან ინფორმაცია არ მაქვს, გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.“

როგორც რესპოდენტი წინა ინტერვიუში გვეუბნებოდა, დაბინძურებას საქართველოს ზღვის სანაპიროებამდე სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდოთ, რაც შესაძლოა მთელი აგვისტო-სექტემბერიც გაგრძელდეს (რაც მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ: "ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე განახორციელებს“.

უწყების განმარტებით, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს. კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.

მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“,- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: