პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
მსოფლიო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ზიანი მიაყენა პრიგოჟინის "ვაგნერის“ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა რუსეთის სამხედრო ავიაციას
რა ზიანი მიაყენა პრიგოჟინის "ვაგნერის“ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა რუსეთის სამხედრო ავიაციას
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

"ვაგ­ნე­რის“ მიერ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი პი­ლო­ტე­ბის ოჯა­ხებს პრი­გო­ჟი­ნი 50 მი­ლი­ონს გა­და­უხ­დის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით.

პრი­გო­ჟი­ნის "ვაგ­ნე­რის“ ერ­თდღი­ან­მა სამ­ხედ­რო ამ­ბოხ­მა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია ექ­ვსი შვე­ულმფრე­ნი­თა და ერთი ოთხძ­რა­ვი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვით "შე­ამ­ცი­რა", და­ი­ღუ­პა მათი ეკი­პა­ჟე­ბის ოცამ­დე წევ­რი...

აქამ­დე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კულ დღედ 2023 წლის 13 მა­ი­სი ით­ვლე­ბო­და, რო­დე­საც რუ­სე­თის ბრი­ანსკის ოლ­ქის თავ­ზე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ორი საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი და რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის ორი შვე­ულმფრე­ნი იქნა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი,სა­ვა­რა­უ­დოდ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის­პი­რა რა­ი­ო­ნი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი "პეტ­რი­ო­ტის“ სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტე­ბით...

და, აი არ გა­სუ­ლა ორი თვეც და ეს "რე­კორ­დიც“ გა­და­ი­ფა­რა-24 ივ­ნისს რუ­სე­თის როს­ტო­ვის ოლ­ქის თავ­ზე ერთ დღე­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი იქნა 6 შვე­ულმფრე­ნი და ერთი თვითმფრი­ნა­ვი და ისიც თა­ნა­მებ­რძო­ლო "ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ მე­ზე­ნი­ტე­ე­ბის მიერ!

პრი­გო­ჟი­ნი იმით იმარ­თლებ­და თავს,რომ შო­ი­გუს ბრძა­ნე­ბით ეს ავი­ა­ცია მისი "ვაგ­ნე­რის“ კო­ლო­ნებს ბომ­ბავ­და და იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ მათ­თვის სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტე­ბი ეს­რო­ლათ...

Ка-52 „ალი­გა­ტო­რი“ სა­ბორ­ტე ნომ­რით 72, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს აყე­ნებ­და ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში მოს­კო­ვის­კენ მი­მა­ვალ „ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ ავ­ტო­კო­ლო­ნას, რომ­ლის დრო­საც ის სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტით ჩა­მო­აგ­დეს და მის­გან ესღა დარ­ჩა...
ფოტო: Ка-52 „ალი­გა­ტო­რი“ სა­ბორ­ტე ნომ­რით 72, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს აყე­ნებ­და ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში მოს­კო­ვის­კენ მი­მა­ვალ „ვაგ­ნე­რე­ლე­ბის“ ავ­ტო­კო­ლო­ნას, რომ­ლის დრო­საც ის სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტით ჩა­მო­აგ­დეს და მის­გან ესღა დარ­ჩა...

ვი­დე­ო­კად­რებ­ში მარ­თლაც არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი "ალი­გა­ტო­რის“ მიერ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის მი­ტა­ნის მო­მენ­ტი "ვაგ­ნე­რე­ლებ­ზე“, მაგ­რამ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბის ნა­წი­ლი და თვითმფრი­ნა­ვი სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი და ისი­ნი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ბომ­ბავ­დნენ პრი­გო­ჟი­ნის "მინი-არ­მი­ას“.

მაგ­რამ, ასეა თუ ისე, "ვაგ­ნე­რის“ მე­ზე­ნი­ტე­ებ­მა ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­მო­ავ­ლი­ნეს, უკ­რა­ი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბიც რომ ინატ­რებ­დნენ და თა­ვი­სი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს ხა­ზი­ნა არა­ნაკ­ლებ 300 მლნ დო­ლა­რით და­ა­ზა­რა­ლეს - სა­ერ­თო ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი ღირს ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო Ка-52 და Ми-35, სატ­რან­სპორ­ტო Ми-8МТ, რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის სამი Ми-8МТРП და მარ­თვის სა­ჰა­ე­რო პუნ­ქტი Ил-18(22) ВЗПУ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
59

ამ ამბავს მარტო ოპოზიციური არხები აცხადებენ არცერთ სხვა უცხოურ საინფორმაციოში ეს არ გადმოუციათ ესე რომ კიდევ ერთი ტყუილი

ინტრიგანი
5

ერთმა დღე-ღამემ აჩვენა რომ აბანოში წყალი არაა. რეჟისორი ჩანაფიქრის მიუხედავად შეუქცევადი პროცესების კატალიზატორად გადაიქცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

რა ზიანი მიაყენა პრიგოჟინის "ვაგნერის“ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა რუსეთის სამხედრო ავიაციას

რა ზიანი მიაყენა პრიგოჟინის "ვაგნერის“ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა რუსეთის სამხედრო ავიაციას
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

"ვაგნერის“ მიერ ჩამოგდებული პილოტების ოჯახებს პრიგოჟინი 50 მილიონს გადაუხდის კომპენსაციის სახით.

პრიგოჟინის "ვაგნერის“ ერთდღიანმა სამხედრო ამბოხმა რუსეთის სამხედრო ავიაცია ექვსი შვეულმფრენითა და ერთი ოთხძრავიანი თვითმფრინავით "შეამცირა", დაიღუპა მათი ეკიპაჟების ოცამდე წევრი...

აქამდე რუსული სამხედრო ავიაციის ყველაზე ტრაგიკულ დღედ 2023 წლის 13 მაისი ითვლებოდა, როდესაც რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე ერთმანეთის მიყოლებით ორი საბრძოლო თვითმფრინავი და რადიოელექტრონული ბრძოლის ორი შვეულმფრენი იქნა ჩამოგდებული,სავარაუდოდ უკრაინის საზღვრისპირა რაიონიდან გაშვებული "პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტებით...

და, აი არ გასულა ორი თვეც და ეს "რეკორდიც“ გადაიფარა-24 ივნისს რუსეთის როსტოვის ოლქის თავზე ერთ დღეში ჩამოგდებული იქნა 6 შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი და ისიც თანამებრძოლო "ვაგნერელების“ მეზენიტეების მიერ!

პრიგოჟინი იმით იმართლებდა თავს,რომ შოიგუს ბრძანებით ეს ავიაცია მისი "ვაგნერის“ კოლონებს ბომბავდა და იძულებულნი გახდნენ მათთვის საზენიტო რაკეტები ესროლათ...

Ка-52 „ალიგატორი“ საბორტე ნომრით 72, სარაკეტო დარტყმებს აყენებდა ვორონეჟის ოლქში მოსკოვისკენ მიმავალ „ვაგნერელების“ ავტოკოლონას, რომლის დროსაც ის საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს და მისგან ესღა დარჩა...
ფოტო: Ка-52 „ალიგატორი“ საბორტე ნომრით 72, სარაკეტო დარტყმებს აყენებდა ვორონეჟის ოლქში მოსკოვისკენ მიმავალ „ვაგნერელების“ ავტოკოლონას, რომლის დროსაც ის საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს და მისგან ესღა დარჩა...

ვიდეოკადრებში მართლაც არის დაფიქსირებული რუსული "ალიგატორის“ მიერ საჰაერო თავდასხმის მიტანის მომენტი "ვაგნერელებზე“, მაგრამ ჩამოგდებული შვეულმფრენების ნაწილი და თვითმფრინავი საერთოდ არ იყვნენ შეიარაღებულნი და ისინი ვერანაირად ვერ დაბომბავდნენ პრიგოჟინის "მინი-არმიას“.

მაგრამ, ასეა თუ ისე, "ვაგნერის“ მეზენიტეებმა ისეთი პროფესიონალიზმი გამოავლინეს, უკრაინელი კოლეგებიც რომ ინატრებდნენ და თავისივე სახელმწიფოს ხაზინა არანაკლებ 300 მლნ დოლარით დააზარალეს - საერთო ჯამში დაახლოებით ამდენი ღირს ჩამოგდებული საბრძოლო Ка-52 და Ми-35, სატრანსპორტო Ми-8МТ, რადიოელექტრონული ბრძოლის სამი Ми-8МТРП და მართვის საჰაერო პუნქტი Ил-18(22) ВЗПУ.

განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: